საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის მიერ წარმოდგენილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21
📜 ტექსტი
წერილი
2-1774/25
12-02-2025
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ
ანგარიშს
2024
წლის
განმავლობაში
ევრონესტის
საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ გაწეული
საქმიანობის შესახებ.
დანართი: 3 გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ლევან მახაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
წლიური ანგარიში
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ
თებერვალი, 2025
2024 წელს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა
ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში (Euronest PA),
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მუშაობას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეა არის ევროკავშირის აღმოსავლეთ
პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც აერთიანებს
ევროპარლამენტსა და აზერბაიჯანის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის
პარლამენტებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ევროკავშირსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ
პარტნიორ ქვეყნებს შორის კოორდინირებულ თანამშრომლობას, ფოკუსირდება აღმოსავლეთ
პარტნიორების პოლიტიკის მიზნებზე და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის აქტუალურ
საკითხებზე, ინტერესებსა და გამოწვევებზე.
2024 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ასამბლეის შეხვედრებში საქართველო ევროკავშირის
კანდიდატი ქვეყნის სტატუსით წარსდგა.
2024 წელს საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის
სტრუქტურაში ეკავა ასამბლეის ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის თანათავმჯდომარის
(მაია ბითაძე) და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სამუშაო ჯგუფის
თანათავმჯდომარის (მაკა ბოჭორიშვილი) პოზიციები.
გასულ წელს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორი ღონისძიება გაიმართა.
2024 წლის, 2 თებერვალს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა ასამბლეის ბიუროს
სხდომაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასამბლეის თანაპრეზიდენტი
ევროპარლამენტის მხრიდან ანდრიუს კუბილიუსი, (ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია)
ევროპარლამენტის წევრები და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის
ხელმძღვანელები.
პარტნიორებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრეს. ბიუროს სხდომაზე
მხარეებმა განიხილეს ბრიუსელში, ევროპარლამენტში 19-20 მარტს დაგეგმილი ასამბლეის
პლენარული სესიის მოსამზადებელი სამუშაოები. მოლდოვას, საქართველოს, უკრაინის
ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ, ევრონესტის ასამბლეის პლენარული
სესიის ფარგლებში დაიგეგმა დებატები აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის განახლების
პერსპექტივების შესახებ. მაკა ბოჭორიშვილმა პარტნიორებს გააცნო საქართველოს
ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგი და მოლოდინები, ქვეყნის საგარეო
პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები და ასევე, ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკური
ვითარება და გამოწვევები.
1
2024 წლის, 18-20 მარტს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში, გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო
ასამბლეის ყოველწლიური, რიგით მეთერთმეტე, პლენარულ სესია.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ შემდეგი შემადგენლობით მიიღო
მონაწილეობა:
1. მაკა ბოჭორიშვილი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დელეგაციის
ხელმძღვანელი
2. მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე
3. ლევან ქარუმიძე - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე
4. ხატია წილოსანი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილე
5. თამარ კორძაია - უფრაქციო პარლამენტის წევრი
6. გიორგი ვაშაძე - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“
7. ანა წითლიძე - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
8. გიორგი ბოტკოველი - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
პლენარული სესია წარიმართა თანაპრეზიდენტების, ევროპარლამენტის მხრიდან ანდრიუს
კუბილიუსის (ლიეტუვა, სახალხო პარტია) და უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენელ, ივან
კრულკოს თანათავმჯდომარეობით. სესიის ფარგლებში გაიმართა პლენარული სხდომა,
ასამბლეის ოთხი კომიტეტის, სამუშაო ჯგუფების და ბიუროს სხდომები.
19 მარტს გაიმართა ასამბლეის ოთხივე კომიტეტის სხდომა.
პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის
მომავალზე, ომის პირობებში აღმოსავლეთ პარტნიორების პოლიტიკის სამოქალაქო
უსაფრთხოების მიმართულების გაძლიერებაზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო
საზოგადოების ფორუმის ინდექსზე. კომიტეტმა დაამტკიცა ევროპარლამენტის წევრის, ნაჩო
სანჩეს ამორისა და მოლდოვის პარლამენტის წევრის, ვიტალი ჟაკოტის მიერ მომზადებული
რეზოლუციის პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი რუსეთის აგრესიული ომის
შემდგომ: ახალი უსაფრთხოების კონტექსტი რეგიონში“. ტექსტში აისახა მ. ბოჭორიშვილის მიერ
წარდგენილი ცვლილებები საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციის
დასრულების საკითხთან დაკავშირებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის
სხვადასხვა სფეროებში ევროკავშირთან დაახლოების დაჩქარებისთვის დახმარების გაზრდასთან
დაკავშირებით (პარაგრაფი 7,18,19). რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს, მოლდოვასა და
უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მიმართავს ევროკომისიას მოხდეს ამ ქვეყნების
გაწევრიანებისთვის განკუთვნილ ფინანსურ მექანიზმებში ჩართვა, ახალი რეალობის
საფუძველზე მოუწოდებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის განახლებისკენ და გმობს
კანდიდატი ქვეყნების ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიას და ოკუპაციას.
ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენები
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკურ პროცესებზე. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს
ევროკომისიისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა ეკონომიკური და
საინვესტიციო გეგმის პერსპექტივებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. კომიტეტმა
დაამტკიცა ლუდას მაზილის (ლიეტუვა, ევროპარლამენტი) და ივან კრულკოს (უკრაინის
უმაღლესი რადა) თანაავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი „უკრაინაში რუსეთის
აგრესიული ომის გავლენა აღმოსავლეთ სამეზობლოზე“, რომელიც ადასტურებს ევროკავშირის
წევრების მხრიდან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის დახმარების გაზრდის მნიშვნელობას.
2
სოციალური კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა აღმოსავლეთ ევროპაში დევნილ ბავშვთა
მდგომარეობა, ასევე სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემატიკა. კომიტეტმა
დაამტკიცა მარტინა მიხელსის (ევროპარლამენტი) და მარია კარაპეტიანის (სომხეთის
პარლამენტი) თანაავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი „ევროკავშირისა და
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დევნილ ბავშვთა სოციალური მხარდაჭერის შესახებ“.
დოკუმენტში აისახა საქართველოს დელეგაციის მიერ შეტანილი დამატება (პარაგრაფი 20).
რეზოლუცია დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ღონისძიებებს
უკრაინელი ბავშვებისთვის, რომლებიც ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებში
რეგისტრაციისთვის დაწესებულ შეღავათებს და საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში
რეგისტრაციის გამარტივებული წესით სარგებლობის შესაძლებლობებს.
ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მაია ბითაძის თანათავმჯდომარეობით
გაიმართა, რომელზეც განიხილეს აღმოსავლეთ ევროპაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის
განვითარების საკითხები და ენერგეტიკის სფეროში საკანონმდებლო დაახლოების გეგმები.
აღნიშნულ სესიაზე ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის რეზოლუცია ვერ იქნა
შემუშავებული, თანაავტორების მიერ ერთობლივ ტექსტზე შეუთანხმებლობის გამო.
მაკა ბოჭორიშვილის თანათავმჯდომარეობით გაიმართა ასევე ასოცირებული ქვეყნების საქართველო, მოლდოვა, უკრაინის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სხდომა, რომელშიც
მონაწილეობა ევროკომისიის წარმომადგენელმაც მიიღო და განიხილეს საქართველოს, უკრაინისა
და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომო ნაბიჯები.
ახალი რეალობის გათვალისწინებით ასამბლეის ბიურომ გადაწყვიტა, აღნიშნულმა სამუშაო
ჯგუფმა ახალი სახელწოდებით განაგრძოს საქმიანობა და ასოცირებული ქვეყნების სამუშაო
ჯგუფის ნაცვლად დაერქვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სამუშაო ჯგუფი.
20 მარტს გაიხსნა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა. სხდომაზე
გაიმართა დებატები ევროკავშირის გაფართოების გავლენის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის
პოლიტიკაზე.
მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების
პოლიტიკის მნიშვნელობაზე, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ევროინტეგრაციის
პროცესში და ამ გზაზე არსებულ გამოწვევებზე. მან ხაზი გაუსვა კანდიდატ ქვეყნებთან
მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ გახსნის აუცილებლობას.
მეთერთმეტე პლენარულ სხდომაზე მიღებულ იქნა ოთხი რეზოლუცია:
„აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი რუსეთის აგრესიული ომის შემდგომ: ახალი
უსაფრთხოების კონტექსტი რეგიონში“
„უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის გავლენა აღმოსავლეთ სამეზობლოზე“
„ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
მხარდაჭერის შესახებ“
დევნილ ბავშვთა სოციალური
უკრაინის დელეგაციის მიერ ინიცირებული საგანგებო რეზოლუცია „უკრაინაში რუსეთის
აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებით“ .
2024 წლის მარტში ასამბლეის მონაწილეთა შეთანხმებით მომავალ პლენარულ სესიას
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანა უმასპინძლებს.
3