„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის
წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004,
მუხ. 7) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13
1.
მთავრობის
საქმიანობის
ორგანიზაციული
უზრუნველყოფის,
ანალიტიკური,
ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, მთავრობის გადაწყვეტილებათა
შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო
სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით იქმნება
მთავრობის ადმინისტრაცია.
2. მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, ხოლო მთავრობის
ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი,
რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, მთავრობის ადმინისტრაციის საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებები დელეგირების
უფლებით გადასცეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს.
3. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი,
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით. მთავრობის ადმინისტრაციის
უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება მთავრობის ადმინისტრაციის საშტატო
ნუსხით.
4. მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის ორგანიზება
განისაზღვრება მთავრობის ადმინისტრაციის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მთავრობა.“.
მუხლი 2.
1. 2025 წლის 1 აპრილამდე ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო სამსახურის ბიურო (შემდგომში - ბიურო).
2. ბიუროს ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს მთავრობამ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 10
დღის ვადაში შექმნას სალიკვიდაციო კომისია და განსაზღვროს მისი შემადგენლობა,
საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი.
3. ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციას და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ჩაითვალოს ბიუროს
უფლებამონაცვლედ
საქართველოს
კანონმდებლობით
მისთვის
მინიჭებულ
უფლებამოსილებათა ფარგლებში.
4. ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები
ინარჩუნებს
იურიდიულ
ძალას
ამ
კანონით
გათვალისწინებული
შესაბამისი
უფლებამონაცვლე ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ახალი სამართლებრივი აქტების
მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების
შეტანის ან/და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭება შესაბამის
უფლებამონაცვლე ორგანოს/თანამდებობის პირს.
5.
2025 წლის 1 აპრილამდე
სალიკვიდაციო კომისიამ უზრუნველყოს ამ კანონის
ამოქმედებამდე არსებული ბიუროს საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციისათვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების,
აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და
სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრა, განკარგვა და გადაცემა.
6. ამ კანონის ამოქმედებამდე სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს განკარგულებაში არსებული
„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის
საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდით გათვალისწინებული
ასიგნებების
განკარგვის
უფლებამოსილება
მიენიჭოს
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციას.
7. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის
მიერ 2025 წელს განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია, აჭარბებდეს
„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის განსაზღვრულ საშტატო რიცხოვნობას იმ
პირობით, რომ არ გაიზრდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციისა და სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსთვის ჯამურად
განსაზღვრული რიცხოვნობა.
8. ლიკვიდაციის შედეგად ბიუროდან გათავისუფლებულ
კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
თანამშრომლებს
მიეცეთ
9. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში, საჭიროების
შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარდგინებით, უზრუნველყოს
შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, საჭიროების
შემთხვევაში სათანადო ნორმატიული აქტების მიღება.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 პუნქტების და მე-3 მუხლისა,
ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.
2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 პუნქტები და მე-3 მუხლი ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია მნიშვნელოვანი
რეფორმის განხორციელება საჯარო სამსახურის სფეროში. კერძოდ, შემუშავდება საჯარო
სამსახურის განვითარების სტრატეგია, რომელიც შექმნის ერთიან ხედვას მიმზიდველი
საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების, მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის,
საჯარო
სამსახურში
დასაქმებული
ადამიანური
კაპიტალის
გაძლიერების,
პროფესიონალიზმის ამაღლების, ძლიერი, ანგარიშვალდებული, ქმედითი საჯარო
დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობის, ასევე შესაბამისი პოლიტიკური დონის
პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და რეფორმის კოორდინირებული განხორციელების
მიზნით. საჯარო სამსახურის სისტემის ერთიანობის უზრუნველსაყოფად და არსებული
პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, დაიხვეწება კანონმდებლობა და მკაფიოდ დადგინდება
საჯარო სამსახურის ფარგლები, მათ შორის, დაზუსტდება საჯარო სამართლის იურიდიული
პირების სამართლებრივი ჩარჩო. საჯარო სამსახურში დაინერგება ადამიანური რესურსების
მართვის თანამედროვე მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ადამიანური რესურსების მართვის
ოპერაციული სისტემიდან ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული განვითარების სისტემაზე
გადასვლას.
მსგავსი მასშტაბის ცვლილებები მოითხოვს მთავრობის ადმინისტრაციის უშუალო
ჩართულობას, რომლის პირდაპირი მოვალეობაა მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული
უზრუნველყოფა, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადება, მთავრობის
გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობა, შესაბამისად, რეფორმის
პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის, მიზანშეწონილია პროცესი უშუალოდ წარმართოს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ.
მთავრობის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობის შემთხვევაში, დაგეგმილი
მასშტაბური ცვლილებების განხორციელება მოხდება მეტად შემჭიდროვებულ ვადებში და
უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების ეფექტიანი კოორდინაცია.
მთავრობის ადმინისტრაციაში, რომელიც ისედაც ახორციელებს საჯარო მმართველობის
რეფორმის კოორდინირებაას, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო წარმომადგენლობის
დონეზე, უზრუნველყოფს საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო
გეგმის შემუშავებას, ახორციელებს შესრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას, ხელს
უწყობს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას, ამ და „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების თავმოყრა
ხელს შეუწყობს კოორდინაციას სხვადასხვა სამსახურებს შორის, რაც, თავის მხრივ,
უზრუნველყოფს სამთავრობო პროგრამის განუხრელად შესრულებას. ამასთან, გამოიწვევს
დადებით ეკონომიკურ ეფექტს საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტატუსი განსაზღვრულია „საქართველოს
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონით, შესაბამისად, მის სტატუსთან, უფლებამოსილებებსა და ფუნქციონირებასთან
დაკავშირებული ცვლილებების განსახორციელებლად საჭიროა ცვლილების განხორციელება
ამავე კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უშუალო
ჩართულობის შედეგად, დაგეგმილი მასშტაბური ცვლილებების განხორციელება მოხდება
მეტად შემჭიდროვებულ ვადებში, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს 2025-2028 წლების
სამთავრობო პროგრამის განუხრელად შესრულებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო
სამსახურის ბიუროს (შემდგომში - ბიურო) ლიკვიდაცია და მისი ფუნქციები და
უფლებამოსილებები გადაეცემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომელიც
ჩაითვლება ბიუროს
უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის
მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
შესაბამისად, კანონპროექტის პირველი მუხლის მიხედვით, საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციას გაეზრდება უფლებამოსილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო
სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის მიმართულებით. კერძოდ,
კანონპროექტით
დგინდება,
რომ
მთავრობის
საქმიანობის
ორგანიზაციული
უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების,
მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების
განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის
ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის ადმინისტრაცია.
კანონპროექტის მე-2 მუხლით:
დგინდება, რომ 2025 წლის 1 აპრილამდე ლიკვიდირებულ უნდა იქნეს საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - საჯარო სამსახურის ბიურო.
ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციას და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ჩაითვლება ბიუროს
უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ
უფლებამოსილებათა ფარგლებში.
ბიუროს ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ, ამ პუნქტის
ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში უნდა შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელმაც
2025 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული
ბიუროს
საბალანსო
მონაცემების
მიხედვით
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციისათვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების,
აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა
და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრა, განკარგვა და გადაცემა.
სამართლებრივ აქტებთან მიმართებით დგინდება, რომ ბიუროს საქმიანობასთან
დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს
იურიდიულ ძალას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე
ორგანოს/თანამდებობის
პირის
მიერ
ახალი
სამართლებრივი
აქტების
მიღებამდე/გამოცემამდე.
ამასთანავე,
აღნიშნულ
სამართლებრივ
აქტებში
ცვლილებების
შეტანის
ან/და
მათი
ძალადაკარგულად
გამოცხადების
უფლებამოსილება ენიჭება შესაბამის უფლებამონაცვლე ორგანოს/თანამდებობის
პირს.
ამ კანონის ამოქმედებამდე ბიუროს განკარგულებაში არსებული „საქართველოს 2025
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე
განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების
განკარგვის უფლებამოსილება მიენიჭება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.
ამ
კანონის
მოთხოვნების
გათვალისწინებით,
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციის მიერ 2025 წელს განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა
შესაძლებელია, აჭარბებდეს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის
განსაზღვრულ საშტატო რიცხოვნობას იმ პირობით, რომ არ გაიზრდება ამ კანონის
ამოქმედებამდე არსებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროსთვის ჯამურად განსაზღვრული რიცხოვნობა.
ლიკვიდაციის შედეგად ბიუროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ
კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1
წლის ვადაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარდგინებით, უნდა
უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ
შორის, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ნორმატიული აქტების მიღება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ხელს შეუწყობს 2025-2028 წლების
სამთავრობო პროგრამით დასახული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანად განხორციელებას.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა მისი მე-2 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 პუნქტების და მე-3 მუხლისა,
ამოქმედდება 2025 წლის 1 აპრილიდან, ვინაიდან, ამ თარიღამდე განსახორციელებელია რიგი
ღონისძიებები, რაც დაკავშირებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციასთან,
სალიკვიდაციო კომისიის შექმნასა და ამ უკანასკნელის მიერ ბიუროს საბალანსო მონაცემების
მიხედვით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის გადასაცემი აქტივებისა და
მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის,
შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრა, განკარგვა და
გადაცემასთან. კანონის მე-2 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 პუნქტები და მე-3 მუხლი
ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, აღნიშნული პუნქტები უკავშირდება საჯარო
სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს მთავრობისთვის განსაზღვრულ
ვალდებულებას - დროულად შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელმაც თავის მხრივ, 2025
წლის 1 აპრილამდე უნდა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, ვინაიდან, 2025-2028
წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, საჯარო სამსახურის სფეროში დაგეგმილი
მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება მოითხოვს საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობასა და გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და
ეფექტიანი, შედეგებზე ორიენტირებული სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბების
უზრუნველსაყოფად რიგი მნიშვნელოვანი პროცესების უშუალოდ საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის მიერ წარმართვას. ამასთან, ვინაიდან, წარმოდგენილი საკანონმდებლო
ცვლილებების ამოქმედება იგეგმება 2025 წლის 1 აპრილიდან, აღნიშნულ თარიღამდე
განსახორციელებელია რიგი ღონისძიებები, რაც დაკავშირებულია საჯარო სამსახურის
ბიუროს ლიკვიდაციასთან, სალიკვიდაციო კომისიის შექმნასა და ამ უკანასკნელის მიერ
ბიუროს საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის
გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი
დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის)
განსაზღვრა, განკარგვა და გადაცემასთან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვა, რათა ზემოაღნიშნულ ვადამდე სრულფასოვნად
განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის შესაბამისად, ლიკვიდაციის შედეგად ბიუროდან გათავისუფლებულ
თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. დღეის
მდგომარეობით, ბიუროში საშტატო რიცხოვნობა განსაზღვრულია 36 ერთეულით, საიდანაც
ფაქტობრივად დასაქმებულია 24 პირი, რომელთა კომპენსაციის თანხა შეადგენს 76 358 ლარს,
შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულია - 15 ერთეული, ფაქტობრივად კი
დასაქმებულია 10 პირი, რომელთა კომპენსაციის თანხა
შეადგენს 23 135
ლარს.
ზემოაღნიშნული თანხებიდან საშემოსავლო გადასახადის
სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც შეადგენს 19 898.6 ლარს.
(20%)
მიმართვა
მოხდება
გარდა
აღნიშნულისა,
კანონპროექტის
თანახმად,
ბიუროს
ფუნქციები
და
უფლებამოსილებები გადაეცემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაცია ჩაითვლება ბიუროს
უფლებამონაცვლედ საქართველოს
კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. აღნიშნულის
გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გეგმავს შესაბამის
რეორგანიზაციას, რომლის ფარგლებშიც, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საჭირო
გახდება ბიუროდან დაახლოებით 20 საშტატო ერთეულის გადმოტანა მთავრობის
ადმინისტრაციის საშტატო ნუსხაში, რომლისთვისაც საჭირო იქნება თვიურად დაახლოებით
70 000 ლარი. აღნიშნული თანხიდან საშემოსავლო გადასახადის (20%) მიმართვა
ყოველთვიურად მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც შეადგენს დაახლოებით 14 000 ლარს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, დღეის მდგომარეობით, ბიუროში ფაქტობრივად დასაქმებულია 24
პირი, რომელთა ყოველთვიური სახელფასო სარგო შეადგენს 76 358 ლარს, შრომითი
ხელშეკრულებით კი ფაქტობრივად დასაქმებულია 10 პირი, რომელთა ყოველთვიური
სახელფასო სარგო შეადგენს 23 135 ლარს - საერთო ჯამში 99 493 ლარს. აღნიშნული თანხის
საშემოსავლო გადასახადის (20%) მიმართვა ყოველთვიურად ხდებოდა სახელმწიფო
ბიუჯეტში და შეადგენდა 19 898.6 ლარს. შესაბამისად, ამჟამად ბიუროში დასაქმებული
თანამშრომლების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ოდენობასა და
რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებულთა მიერ
გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის ოდენობას შორის სხვაობა ყოველთვიურად იქნება
დაახლოებით 5 898.6 ლარი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედებამდე სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს
განკარგულებაში არსებული „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდით
გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება მიენიჭება საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციას. ამასთან, კანონპროექტის შესაბამისად, ლიკვიდაციის შედეგად
ბიუროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია 1 თვის
თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. დღეის მდგომარეობით, ბიუროში
საშტატო
რიცხოვნობა განსაზღვრულია 36 ერთეულით, საიდანაც ფაქტობრივად დასაქმებულია 24
პირი, რომელთა კომპენსაციის თანხა შეადგენს 76 358 ლარს, შრომითი ხელშეკრულებით
გათვალისწინებულია - 15 ერთეული, ფაქტობრივად კი დასაქმებულია 10 პირი, რომელთა
კომპენსაციის თანხა შეადგენს 23 135 ლარს. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის თანახმად,
ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციას და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ჩაითვლება ბიუროს
უფლებამონაცვლედ
საქართველოს
კანონმდებლობით
მისთვის
მინიჭებულ
უფლებამოსილებათა
ფარგლებში.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაცია გეგმავს შესაბამის რეორგანიზაციას, რომლის ფარგლებშიც, ამ
ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საჭირო გახდება ბიუროდან დაახლოებით 20 საშტატო
ერთეულის გადმოტანა მთავრობის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხაში, რომლისთვისაც
საჭირო იქნება თვიურად დაახლოებით 70 000 ლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დადებით ეკონომიკურ ეფექტს საბიუჯეტო ხარჯების
ოპტიმიზაციის კუთხით. კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, დღეის მდგომარეობით,
ბიუროში საშტატო რიცხოვნობა განსაზღვრულია 36 ერთეულით და თანამდებობრივი სარგო
თვიურად შეადგენს 134 904 ლარს, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 15 ერთეული და თანამდებობრივი სარგო თვიურად შეადგენს 34 535 ლარს. საერთო ჯამში
169 439 ლარი. ამდენად, ამჟამად ბიუროს საშტატო რიცხოვნობის შესაბამისად
თანამშრომლებისთვის გასაცემ ხელფასსა და რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებულთა ხელფასს შორის სხვაობა იქნება დაახლოებით
99 439 ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის შესაბამისად, ლიკვიდაციის შედეგად ბიუროდან გათავისუფლებულ
თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. დღეის
მდგომარეობით, ბიუროში საშტატო რიცხოვნობა განსაზღვრულია 36 ერთეულით, საიდანაც
ფაქტობრივად დასაქმებულია 24 პირი, რომელთა კომპენსაციის თანხა შეადგენს 76 358 ლარს,
შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულია - 15 ერთეული, ფაქტობრივად კი
დასაქმებულია 10 პირი, რომელთა კომპენსაციის თანხა შეადგენს 23 135 ლარს. საერთო ჯამში
გათავისუფლებული პირები მიიღებენ 99 493 ლარს.
გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის თანახმად, ბიუროს ფუნქციები და
უფლებამოსილებები გადაეცემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაცია ჩაითვლება ბიუროს უფლებამონაცვლედ საქართველოს
კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. აღნიშნულის
გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გეგმავს შესაბამის
რეორგანიზაციას, რომლის ფარგლებშიც, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საჭირო
გახდება ბიუროდან დაახლოებით 20 საშტატო ერთეულის გადმოტანა მთავრობის
ადმინისტრაციის საშტატო ნუსხაში. შესაბამისად, კანონპროექტის მიღებას დადებითი
გავლენა ექნება დაახლოებით 20 პირზე, რომელიც რეორგანიზაციის შედეგად დასაქმდება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. აღნიშნული პირებისთვის თვიური სახელფასო
ფონდის ოდენობა საერთო ჯამში იქნება დაახლოებით 70 000 ლარი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის შემოღებას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს
მდგომარეობაზე.
არ
აქვს
მდგომარეობაზე
მოსალოდნელი
კანონპროექტის
ზეგავლენა
გენდერული
მოსალოდნელი
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
უცხო ქვეყნების კანონმდებლობის ანალიზი და განზოგადება დამაჯერებლად აჩვენებს,
რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობაში არის საჯარო სამსახურის მართვისა და კონტროლის
სტრუქტურები. თუმცა, მათი ორგანიზაციისადმი განსხვავებული მიდგომები არსებობს.
ზოგადად, საჯარო სამსახურის მენეჯმენტი გულისხმობს უფლებამოსილების განაწილებას ორ
ან სამ სუბიექტს შორის.
1. საერთო კომპეტენციის ორგანო წყვეტს სამსახურის ორგანიზაციისა და
ფუნქციონირების სტრატეგიულ საკითხებს. საერთო კომპეტენციის ორგანოს ფუნქციები
შეუძლია შეასრულოს სახელმწიფოს, მთავრობის ან პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის
პირმა.
2. საჯარო სამსახურის მართვის სპეციალური ორგანო პასუხისმგებელია საერთო
კომპეტენციის ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებაზე და, მინიმუმ, მენეჯმენტის
კოორდინაციაზე. ასეთი ორგანოს ინსტიტუციური ბუნება შეიძლება განსხვავდებოდეს
ქვეყნიდან გამომდინარე, მაგრამ ზოგადად საუბარია სამინისტროზე, ან რაიმე სახის
ინსტიტუციონალურ
სტრუქტურაზე,
რომელიც
ექვემდებარება
მთავრობას,
ან
დამოუკიდებელ სტრუქტურას, რომელიც ანგარიშვალდებულია სახელმწიფოს მეთაურის ან
პარლამენტის წინაშე.
3. დარგობრივი სამინისტროების საკადრო სამსახურებს აქვთ სხვადასხვა
უფლებამოსილება: მინიმალურიდან - დასაქმების ან ხელფასების გაზრდის საკითხის
წამოწყებიდან, პერსონალის მართვის ფუნქციების ფართო სპექტრამდე - თანამშრომლების
დაქირავება, ანაზღაურება, პროფკავშირებთან ურთიერთობა და ა.შ.
ზემოთ წარმოდგენილი ორგანოების იერარქია არის საჯარო სამსახურის მართვის
სისტემის განზოგადებული მახასიათებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც არ
ითვალისწინებს თითოეული ქვეყნის ეროვნულ სპეციფიკას (პოლიტიკური სისტემა,
სამართლებრივი სისტემა, კულტურული ტრადიციები და ისტორიული წარსული). არსებობს
რამდენიმე ზოგადი მოდელი საჯარო სამსახურის მართვის სისტემის შესაქმნელად. უცხო
ქვეყნების კანონმდებლობის ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ საჯარო
სამსახურის მართვის სპეციალურ ორგანოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ინსტიტუციური
ფორმა:
I მოდელი
საჯარო სამსახურის ადმინისტრაცია შეიძლება ექვემდებარებოდეს ერთ-ერთ
სამინისტროს:
1. სამინისტრო, რომლის მთავარი კომპეტენციაა საჯარო სამსახურის მართვა
მაგალითები: პერსონალის მართვის სამინისტრო კორეის რესპუბლიკაში1, საჯარო
სამსახურის სამინისტრო ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში2 და საჯარო ადმინისტრაციის
სამინისტრო სლოვენიის რესპუბლიკაში.3
ასეთი სტრუქტურა, რომელიც ითვალისწინებს ვიწრო საკითხებში „სპეციალიზებული“
ცალკე სამინისტროს შექმნას, შესაძლებელს ხდის საჯარო სამსახურისა და საჯარო
მმართველობის ინსტიტუტის გაუმჯობესებისა და განვითარების საკითხებზე ფოკუსირებას.
2. ფინანსთა სამინისტრო
საჯარო სამსახურის მართვის საკითხები განეკუთვნება შემდეგი ქვეყნების ფინანსთა
სამინისტროს კომპეტენციას: დანიის სამეფო4, შვედეთის სამეფო5, ესპანეთის სამეფო6 და
კვიპროსის რესპუბლიკა7. აღნიშნული სამინისტროს არჩევა აიხსნება ფინანსური საკითხების
მნიშვნელობით, ასევე იმით, რომ საჯარო მოხელეებისთვის (კერძო სექტორში
დასაქმებულებისგან განსხვავებით) თანამდებობრივი სარგო გადაიხდება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
3. შინაგან საქმეთა სამინისტრო
ეს სამინისტრო მოქმედებს როგორც ცენტრალური მმართველი ორგანო გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკაში8, ნიდერლანდების სამეფოსა9 და ლიეტუვის რესპუბლიკაში.10
ეს მიდგომა დამახასიათებელია ფედერალური ტიპის მმართველობის ქვეყნებისთვის ან იმ
სახელმწიფოებისთვის,
სადაც
ტრადიციულად
მოქმედებს
მმართველობის
დეცენტრალიზებული სისტემა.
4. სხვა სამინისტროები, რომელთა უფლებამოსილებების ნუსხაში საჯარო სამსახურის
მართვის საკითხები პრიორიტეტული არ არის
ასეთი სამინისტროების ყველაზე ნათელი მაგალითები შეიძლება მოვიყვანოთ ავსტრიის
რესპუბლიკაში - საჯარო სამსახურის მართვის გამოცდილებიდან. ამჟამად აღნიშნულ საკითხს
არეგულირებს ხელოვნების, კულტურის, საჯარო სამსახურისა და სპორტის სამინისტრო.11
1
https://www.mpm.go.kr/english/about/aboutOurMinistry/
https://mfp.gouvernement.lu/en/le-ministere.html
3
https://www.gov.si/en/state-authorities/ministries/ministry-of-public-administration/about-the-ministry/
4
https://oes.dk/english/
5
https://www.government.se/government-of-sweden/ministry-of-finance/organisation/
6
https://www.hacienda.gob.es/en-GB/Empleo%20Publico/Paginas/default.aspx
7
https://www.mof.gov.cy/mof/papd/papd.nsf/index_gr/index_gr?opendocument
8
https://www.bmi.bund.de/EN/ministry/structure-and-organization/structure-and-organizationnode.html#doc9386370bodyText8
9
https://www.government.nl/ministries/ministry-of-the-interior-and-kingdom-relations
10
https://vrm.lrv.lt/en/structure-and-contacts/institutions-under-the-ministry/ (შინაგან საქმეთა
სამინისტროსთან ერთად, საჯარო სამსახურის მართვაში ჩართულია ლიეტუვის რესპუბლიკის
მთავრობა).
11
https://www.bmkoes.gv.at/en.html
2
I მოდელი ითვალისწინებს სამინისტროს მიერ საჯარო სამსახურის მართვის ორგანოს
ფუნქციების შესრულებას. ამ შემთხვევაში სამინისტროს არჩევანი ინდივიდუალურია: საჯარო
ადმინისტრაციის ან საჯარო სამსახურის სპეციალური სამინისტრო, შინაგან საქმეთა
სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო ან ნებისმიერი სხვა სამინისტრო, რომლის კომპეტენცია
გაფართოვდა საჯარო სამსახურის მართვის ფუნქციების გადაცემის გზით.
II მოდელი
მთავრობის იურისდიქციის ქვეშ მყოფი საჯარო სამსახურის მართვის სპეციალური
სტრუქტურული ერთეულები
მაგალითები: იაპონია (პერსონალის ეროვნული ორგანო12, მინისტრთა კაბინეტის
დაქვემდებარებაში) და ავსტრიის რესპუბლიკის მოქმედი მართვის სისტემა 2018 წლის
იანვრამდე
(ავსტრიის
ფედერალური
კანცელარიის
საჯარო
სამსახურისა
და
ადმინისტრაციული რეფორმის დეპარტამენტი).
ასეთი მართვის სტრუქტურის გამოყენება აიხსნება, პირველ რიგში, იმით, რომ ეს მოხდა
ისტორიულად (მთავრობის მეთაურის ეფექტური მუშაობისთვის შეიქმნა ადმინისტრაცია,
რომელიც უშუალოდ ექვემდებარებოდა მას) და მეორეც, აღიარებით, მაშასადამე საჯარო
სამსახურის პოლიტიკური მნიშვნელობით.
II მოდელი ხასიათდება მმართველი ორგანოს სამთავრობო აპარატთან სიახლოვით.
III მოდელი
დამოუკიდებელი კომისია
სტრუქტურა, რომელიც არ არის მთავრობის ნაწილი და არ არის მის წინაშე
ანგარიშვალდებული
კომისიის განსაკუთრებული სტატუსი და მისი დამოუკიდებელი პოზიცია
მთავრობისგან აიხსნებოდა საჯარო სამსახურის ინსტიტუტის საკანონმდებლო რეგულირების
ნაკლებობით საერთო სამართლის სისტემის ქვეყნებში და ამის შედეგად საჯარო სამსახურის
პოლიტიზაციის პრობლემის გადაჭრის საჭიროებით.13
12
https://www.jinji.go.jp/eng.html
Harris J. Legislating for a Civil Service. London: Institute for Government, 2013.
http://www.instituteforgovernment.org.uk/publications/legislating-civil-service
13
გასული ათწლეულების განმავლობაში მართვის ამ მექანიზმმა მნიშვნელოვანი
ცვლილებები განიცადა: აშშ-ში1415 კომისია ლიკვიდირებული იქნა და მისი უფლებამოსილება
რამდენიმე ორგანოს შორის გადანაწილდა. დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის
და ირლანდიაში18 კომისიები გარდაიქმნენ ან
გაერთიანებულ სამეფოში16, კანადაში17
მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ (აღმასრულებელი ხელისუფლება გახდა საჯარო
სამსახურის მართვის ფუნქციების შემსრულებელი).
ამჟამად, ასეთი კომისიების მთავარი ამოცანაა უზრუნველყონ თანამშრომლების
დაქირავება სამართლიანობის, ღიაობისა და დამსახურების პრინციპების საფუძველზე,
დაიცვან საჯარო სამსახურის ღირებულებები და გადაწყვიტონ საჩივრები შესაბამისი
დარღვევის შემთხვევაში. ასეთი კომისიები აგრძელებენ მუშაობას ავსტრალიის
თანამეგობრობაში19, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული
რეგიონ ჰონგ კონგში20, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში21, სინგაპურის რესპუბლიკაში22 და
სხვა ქვეყნებში.
III მოდელი ითვალისწინებს საჯარო სამსახურის მართვის დამოუკიდებელი
სტრუქტურის შექმნას, რათა თავიდან აიცილოს მისი პოლიტიზების რისკი საჯარო
მოხელეების დანიშვნის საკითხებში.
IV მოდელი
დამოუკიდებელი მმართველი ორგანო (სტრუქტურა), რომელიც ანგარიშვალდებულია
სახელმწიფოს მეთაურის ან პარლამენტის წინაშე.
მნიშვნელოვანია იმ სახელმწიფოების აღნიშვნა, რომლებიც ადრე სსრკ-ს
შემადგენლობაში შედიოდნენ. საჯარო სამსახურის მართვის სფეროში ცვლილებები ორი
მიმართულებით განხორციელდა. ლატვიის რესპუბლიკამ23, ლიეტუვის რესპუბლიკამ24 და
ესტონეთის რესპუბლიკამ25 ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, იმუშავეს
საჯარო სამსახურის რეფორმის გასატარებლად. ეს მოითხოვდა არა მხოლოდ ევროკავშირის
მარეგულირებელი ჩარჩოს ეროვნულ კანონმდებლობაში შემოღებას, არამედ პერსონალის
14
https://www.opm.gov/
https://www.opm.gov/policy-data-oversight/senior-executive-service/
16
https://www.gov.uk/
17
https://www.canada.ca/en/public-service-commission.html
18
https://www.gov.ie/en/
19
https://www.apsc.gov.au/
20
https://www.csb.gov.hk/
21
https://www.dpsa.gov.za/
22
https://www.psc.gov.sg/
23
https://www.mk.gov.lv/en/state-chancellery?utm_source=https%3A%2F%2Fwww.google.com%2F
24
https://vrm.lrv.lt/en/activities/civil-service/ (შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საჯარო
სამსახურის მართვაში ჩართულია ლიეტუვის მთავრობა).
25
https://www.riigikantselei.ee/en/organisation-news-and-contacts/government-office/about-governmentoffice
15
პოლიტიკის განსხვავებულ მექანიზმზე გადასვლას (მაგალითად, თანამშრომლების აყვანის,
ტრენინგის და კარიერული განვითარების ორგანიზების სფეროში) სხვა სახელმწიფოებში
(დსთ-ს წევრებსა და საქართველოში). ასევე, დაისვა საჯარო სამსახურის მოდერნიზაციის
ამოცანა მართვის სფეროში თანამედროვე განვითარებული მოვლენების საფუძველზე.
შედეგად, უმეტეს სახელმწიფოში შეიქმნა სპეციალური სამთავრობო ორგანოები საჯარო
მმართველობის რეფორმების ფარგლებში.
რამდენიმე ქვეყანაში შეიქმნა საჯარო სამსახურის მართვის სტრუქტურული
ერთეულები, რომლებიც ექვემდებარებიან მთავრობას: მოლდოვის რესპუბლიკაში სახელმწიფო კანცელარია26, უკრაინაში - საჯარო სამსახურის ეროვნული სააგენტო.27
IV
მოდელი
ითვალისწინებს
მმართველი
ორგანოს
შექმნას,
რომელიც
ანგარიშვალდებულია სახელმწიფოს მეთაურის წინაშე (ხორციელდება ძირითადად ძლიერი
საპრეზიდენტო ძალაუფლების მქონე სახელმწიფოებში) ან მოდელი ხასიათდება
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი მმართველი ორგანოს შექმნით.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
26
27
https://cancelaria.gov.md/en
https://nads.gov.ua/en