„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.02.2025
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/20/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 11 ✗ 23
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) პირველი მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. 171 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 171. სააგენტოს მართვა 1. სააგენტოს მართვის ორგანოა საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისგან. 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბჭოს წევრთა კანდიდატურებს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. 3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით ქმნის შესარჩევ კომისიას. 4. შესარჩევი კომისია საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით აცხადებს საჯარო კონკურსს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. ამ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 10 დღეზე ნაკლები. 5. შესარჩევი კომისია განაცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა იმ პირთაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ საბჭოს წევრობისთვის ამ კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეარჩევს საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ორჯერ მეტ საბჭოს წევრობის კანდიდატს. შესარჩევი კომისია საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში ხელმძღვანელობს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით. 6. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეულ საბჭოს წევრობის იმდენ კანდიდატს, რამდენი საბჭოს წევრის ვაკანტური თანამდებობაცაა. 7. თუ საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს საქართველოს პარლამენტი თანხმობას არ მისცემს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს 30 დღის ვადაში წარუდგენს ამ ვაკანტურ თანამდებობაზე საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეულ სხვა კანდიდატებს. 8. საბჭოს წევრს თანამდებობაზე ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. 9. საბჭოს წევრი აირჩევა 5 წლის ვადით. პირი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 10. თუ საბჭოს წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, საქართველოს პარლამენტი ამ მუხლით დადგენილი წესით, 5 წლის ვადით ირჩევს საბჭოს ახალ წევრს. 11. საბჭოს ახალი წევრის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს: ა) საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 60 კალენდარული დღისა და არაუგვიანეს 40 კალენდარული დღისა; ბ) საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში − მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან არაუგვიანეს 30-ე კალენდარული დღისა. 12. პირი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს, თუ: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) აქვს აკადემიური ხარისხი ეკონომიკის, სამართლის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში; გ) აქვს მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება. 13. საქართველოს პარლამენტის მიერ საბჭოს წევრთა არჩევიდან 1 თვის ვადაში საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს ამ პირის, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით. საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, პირადი განცხადებით უარი თქვას საბჭოს თავმჯდომარის სტატუსზე. 14. თუ საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან, ამ მუხლით დადგენილი წესით, 1 თვის ვადაში ირჩევს საბჭოს ახალ თავმჯდომარეს ამ პირის, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით. 15. საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა არ იწვევს ამ პირის, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტას, თუ იმავდროულად არ არსებობს ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. 16. პირი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 17. საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს წევრთაგან ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს. 18. საბჭოს წევრს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ უფლებამოსილება ავტომატურად ერთხელ უგრძელდება ამ მუხლით დადგენილი წესით საბჭოს წევრად მის ან სხვა პირის არჩევამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა. 19. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საბჭოს წევრზე ამ მუხლის მე-18 პუნქტის მოქმედება არ გავრცელდება, თუ საბჭოს შემადგენლობაში არანაკლებ 3 წევრია დარჩენილი. 20. საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) ამ მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არსებობა; ბ) საბჭოს წევრის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) სასამართლოს მიერ საბჭოს წევრის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; დ) საბჭოს წევრის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; ე) საბჭოს წევრის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა; ვ) საბჭოს წევრის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ზედიზედ 3 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა; ზ) საბჭოს წევრის გადადგომა; თ) საბჭოს წევრის გარდაცვალება. 21. ამ მუხლის მე-20 პუნქტის „ა“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო იმავე პუნქტის სხვა ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბჭოს წევრს უფლებამოსილება ავტომატურად, შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგომისთანავე უწყდება. 22. საბჭოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს: ა) სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, საჯარო მოსამსახურე; ბ) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს წევრი/მმართველი ორგანოს წევრი ან/და წილის/აქციების მფლობელი; გ) პოლიტიკური პარტიის წევრი. 23. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე, დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. საბჭოს სხდომის მონაწილე საბჭოს წევრს აქვს 1 ხმის უფლება. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა, ხოლო მისი არყოფნისას – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ხმა. 24. საბჭოს სხდომას, როგორც წესი, იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს აგრეთვე საბჭოს 2 წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 25. საბჭოს სხდომას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 26. საბჭოს სხდომის წარმართვასთან დაკავშირებული განისაზღვრება სააგენტოს სამართლებრივი აქტით. პროცედურული საკითხები 27. საბჭო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად იყენებს ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებით დადგენილ პროცედურულ წესებს. 28. სააგენტოს ჰყავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ღია კონკურსის წესით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი. 29. პირი სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორად შეიძლება დაინიშნოს, თუ: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) აქვს აკადემიური ხარისხი ეკონომიკის, სამართლის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში; გ) აქვს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. 30. სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორზე ვრცელდება ამ მუხლის მე-20 და 22-ე პუნქტების დებულებები. 31. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 1 თვისა ტარდება ახალი საჯარო კონკურსი. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ იგი უფლებამოსილებას ახორციელებს სააგენტოს ახალი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე. 32. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში მის უფლებამოსილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სააგენტოს ახალი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ახორციელებს საბჭოს მიერ განსაზღვრული პირი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი გამომდინარეობს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან. კერძოდ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციისა და მისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის გადაცემის შედეგად, საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებასა და ამავე კანონით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც ჩაანაცვლებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო სამსახურის ბიუროს. შესაბამისად, წარმოდგენილ კანონპროექტში, ზემოხსენებული უფლებამონაცვლეობის გათვალისწინებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო სამსახურის ბიურო იცვლება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს კანონში „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) მითითებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო სამსახურის ბიურო, რომელსაც ჩაანაცვლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რაც განაპირობებს აღნიშნულ კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანის საჭიროებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) შესაბამისობაში მოვა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილება შედის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე16 პუნქტში („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სამსახურის ბიუროს ნაცვლად მიეთითება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტში, რომელიც, თავის მხრივ, ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, ვინაიდან, 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, საჯარო სამსახურის სფეროში დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება მოითხოვს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობასა და გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი, შედეგებზე ორიენტირებული სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად რიგი მნიშვნელოვანი პროცესების უშუალოდ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ წარმართვას. ამასთან, ვინაიდან, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება იგეგმება 2025 წლის 1 აპრილიდან, აღნიშნულ თარიღამდე განსახორციელებელია რიგი ღონისძიებები, რაც დაკავშირებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციასთან, სალიკვიდაციო კომისიის შექმნასა და ამ უკანასკნელის მიერ ბიუროს საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრა, განკარგვა და გადაცემასთან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რათა ზემოაღნიშნულ ვადამდე სრულფასოვნად განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის დაფინანსებასთან. მიღება არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის შემოღებას. გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს მდგომარეობაზე. არ აქვს მდგომარეობაზე მოსალოდნელი კანონპროექტის ზეგავლენა გენდერული მოსალოდნელი თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.