„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი:
010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 136-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი
გამომდინარეობს
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან. კერძოდ, „საქართველოს მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციისა და მისი
ფუნქციებისა და უფლებამოსილებების საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის
გადაცემის შედეგად,
საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის
ხელშეწყობას,
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
ძირითადი მიმართულებების განხორციელებასა და ამავე კანონით გათვალისწინებული სხვა
ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია,
რომელიც ჩაანაცვლებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო სამსახურის ბიუროს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტით იგეგმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს
ლიკვიდაცია და მისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციისათვის გადაცემა. ვინაიდან საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ მითითებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო
სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები, შესაბამისად, აღნიშნულ კანონშიც
აუცილებელი ხდება ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“
შესაბამისობაში
მოვა
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
და კოდექსიდან ამოღებულ იქნება 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი და 136-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ორგანული კანონი ამოქმედდება 2025 წლის 1 აპრილიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის ძირითადი ნაწილის ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, ვინაიდან, 2025-2028
წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, საჯარო სამსახურის სფეროში დაგეგმილი
მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება მოითხოვს საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობასა და გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და
ეფექტიანი, შედეგებზე ორიენტირებული სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბების
უზრუნველსაყოფად რიგი მნიშვნელოვანი პროცესების უშუალოდ საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის მიერ წარმართვას. ამასთან, ვინაიდან, წარმოდგენილი საკანონმდებლო
ცვლილებების ამოქმედება იგეგმება 2025 წლის 1 აპრილიდან, აღნიშნულ თარიღამდე
განსახორციელებელია რიგი ღონისძიებები, რაც დაკავშირებულია საჯარო სამსახურის
ბიუროს ლიკვიდაციასთან, სალიკვიდაციო კომისიის შექმნასა და ამ უკანასკნელის მიერ
ბიუროს
საბალანსო
მონაცემების
მიხედვით
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციისათვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე
სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა
დოკუმენტაციის) განსაზღვრა, განკარგვა და გადაცემასთან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია,
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რათა ზემოაღნიშნულ ვადამდე
სრულფასოვნად განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
დაფინანსებასთან.
მიღება
არ
არის
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის შემოღებას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს
მდგომარეობაზე.
არ
აქვს
მდგომარეობაზე
მოსალოდნელი
კანონპროექტის
ზეგავლენა
გენდერული
მოსალოდნელი
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.