საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი
ნომერი
#2-1819/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სპორტის კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-13
კომიტეტის სხდომის ნომერი 7

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3129?local=true საქართველოს პარლამენტი სპორტის კომიტეტის სხდომა თარიღი 13 თებერვალი 2025 12:00 2025 წლის 13 თებერვალი, 12:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N224 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა; 2. საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება; მომხსენებელი: სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე - ვიქტორ სანიკიძე. 1 of 2 2/13/2025, 10:42 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომის ოქმი N7 2025 წლის 13 თებერვალი, 12:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი კომიტეტის სათათბირო ოთახი (C კორპუსი, II სართული, N224) სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: შოთა ხაბარელი, დავით კაჭარავა, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ზურაბ რურუა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი სხდომას ასევე ესწრებოდნენ: სპორტის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, მედიის წარმომადგენლები; სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 8 წევრის დასწრებით. დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა; 2. საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა და დამტკიცება; /მომხსენებელი: სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე - ვიქტორ სანიკიძე/ კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი; დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის თაობაზე მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ სანიკიძის მოხსენება, რომელმაც კომიტეტის წევრებს კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. მომხსენებელმა ისაუბრა კომიტეტის 4 სტრატეგიული მიზნის: კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო, საჯაროობის, ანგარიშვალდებულებისა და თანამონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებული საქმიანობისა და კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე. მისი ინფორმაციით, 2024 წელს კომიტეტმა ჩაატარა 20 სხდომა, განიხილა 33 კანონის პროქტი, 1 საკანონმდებლო წინადადება, 2-ჯერ განიხილა საქართველოს მთავრობის შემადგებლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი, ჩაატარა 1 გასვლითი სხდომა, დაამტკიცა კომიტეტის საქმიანობის გეგმა და მისი შესრულების მდგომარეობის შეფასების საფუძველზე მასში ცვლილებები შეიტანა. მასობრივი სპორტის პოპულარიზაციისა და მაღალი მიღწევების სპორტის ხელშეწყობის, სპორტის სფეროში არსებული მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესებისა და საჯარო ფინანსების ეფექტიანი ხარჯვის მიზნით, მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით განხორციელდა სპორტის სამინისტროს დამოუკიდებელ ორგანოდ ფორმალიზება. ადგილობრივ დონეზე სპორტის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომიტეტმა გამართა გასვლითი სხდომა და არაერთი სამუშაო შეხვედრა რეგიონებში. კომიტეტის ინიციატივით, სსიპ. ,,საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის“ მიერ მომზადდა საზღვარგარეთის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ფიზიკური აქტივობების წამახალისებელი რეგულაციებისა და მექანიზმების კვლევა; საანგარიშო პერიოდში კომიტეტთან საქმიანობას აგრძელებდა საკონსულტაციო საბჭო, რომლის წევრებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საკომიტეტო განხილვებსა და ინიციატივებში. ვიქტორ სანიკიძის შეფასებით, 2024 წელი გამორჩეული იყო ქართველ სპორტსმენთა წარმატებებით. ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში (მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები) ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში მოიპოვეს 1485 მედალი, აქედან ოქრო-528, ვერცხლი-465, ბრინჯაო-492. საანგარიშო პერიოდში, საზედამხედველო საქმიანობის ნაწილში, კომიტეტმა უზრუნველყო შემდეგი ძირითადი ღონისძიებების განხორციელება:  სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის და პრობლემატურ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენა; სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშების მოსმენა; ბავშვთა, სასკოლო ასაკის პირთა და სტუდენტთა სპორტში ჩართულობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა; სპორტის ფსიქოლოგიის პერსპექტივები და გამოწვევები საქართველოში (საკომიტეტო მოსმენა); სპორტის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივ მუნიციპალურ ხელისუფლებასა და სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები/გასვლითი სხდომები; საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებისა და სამთავრობო პროგრამების განხილვა;      ეფექტიანი საბიუჯეტო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, კომიტეტმა 2024 წელს მოისმინა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშები. 2024 წელს კომიტეტში შემოვიდა 200 - მდე მოქალაქეთა წერილი და განცხადება. ყველა მათგანი შესწავლილი იქნა კომიტეტის მიერ და რეაგირების მიზნით გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში. განცხადებების ძირითადი თემატიკა უკავშირდებოდა სპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე მოვლენებს. გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს სპორტის კომიტეტის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის თაობაზე მოისმინეს: კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ სანიკიძის მოხსენება, რომელმაც წარმოადგინა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი. მომხსენებლის ინფორმაციით, დარგობრივი პოლიტიკის სფეროში კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:      დარგობრივი პოლიტიკის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შემდგომი განვითარება, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ვალდებულებების შესაბამისად, ახალი რეგულაციების შემოღება ან/და მოქმედის დახვეწა; დარგობრივი პოლიტიკის სფეროში რეფორმების ინიცირება და მათ განხორციელება; საკანონმდებლო ინიციატივის მქონე სუბიექტებთან ეფექტიან კომუნიკაციას და თანამშრომლობა; ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე, სტრატეგიული დოკუმენტებისა და პროგრამების განხორციელებაზე ზედამხედველობა; სფეროში მოქმედი საერთაშორისო ვალდებულებებისა და შესაბამისი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი;       ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი, დარგობრივი პოლიტიკის სფეროში განსაზღვრული პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმების შესაბამისად; კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების შესრულების მონიტორინგი; დარგობრივი პოლიტიკის სფეროში ჩართულ სუბიექტებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა; სპორტში და სპორტის მეშვეობით საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ხელშეწყობა; სპორტში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა; სპორტის წინაშე არსებული გამოწვევების, მათ შორის: დოპინგის, სპორტული შეჯიბრების მანიპულაციის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2025 წელს კომიტეტის თემატური პრიორიტეტებია:      მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტივობის დონის ამაღლების ხელშეწყობა; სპორტის მთლიანობის დაცვა; ეკონომიკის განვითარებაში სპორტის როლის გაზრდა; საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა; სპორტის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე. მომხსენებელის ინფორმაციით, წარმოდგენილ გეგმის პროექტში განსახორციელებელი აქტივობები განისაზღვრა კომიტეტის 4 სტრატეგიული მიზნისა და 9 ამოცანის შესაბამისად. კომიტეტმა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებზე განსაზღვრა თემატური მომხსენებლები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებაზე. გადაწყვიტეს: საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტს, რომელის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის 2 ნაწილის შესაბამისად, გაეგზავნა პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე სხდომის მდივანი მაგდანა ბზიკაძე