საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის 11 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა
📋 განხილვის ეტაპები
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-11
კომიტეტის სხდომის ნომერი 5
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3125?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
კულტურის კომიტეტის სხდომა
თარიღი
11 თებერვალი 2025 12:00
2025 წლის 11 თებერვალი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, კულტურის
კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია.
2/12/2025, 12:43 PM
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
https://parliament.ge/print/announcement/3125?local=true
2/12/2025, 12:43 PM
ოქმი
კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი
N5
2025 წლის 11 თებერვალი 12:00 საათი
ქ . თბილისი , რუსთაველის გამზირი N 8
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი , III სართული , ოთახი N304)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად,
კულტურის
კომიტეტის
2025
წლის
სამოქმედო
გეგმის
დამტკიცება;
მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი
გაბუნია.
სხდომას უძღვებოდა: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია
სხდომის მდივანი: თეონა თაბაგარი - აპარატის თანამშრომელი.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი გაბუნია, ეკა ჭიჭინაძე, ისკო
დასენი, არჩილ ბერიძე (ადგილმონაცვლე ირაკლი მეზურნიშვილი), ზაზა ლომინაძე
(ადგილმონაცვლე ლიკა შარტავა), ნოდარ ტურძელაძე, სოსიაშვილი გიორგი
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: აპარატის თანამშრომლები
სხდომა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ გახსნა
და
დაადასტურა კომიტეტში კვორუმის არსებობა. მან დეპუტატებს გააცნო დღის
წესრიგი, რაც დაამტკიცეს ხმათა უმრავლესობით.
მოისმინეს: პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე 2025 წლის
სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებისა და ძირითადი მიმართულებების შესახებ
იმსჯელეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, კულტურის
კომიტეტის სამოქმედო გეგმა ეფუძნება შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
პოლიტიკის
დოკუმენტების
შემუშავება
და
კანონშემოქმედება;
საზედამხედველო
საქმიანობა;
საზოგადოებასთან
ურთიერთობა
კომუნიკაცია; კომიტეტის ორგანიზაციული განვითარება.
და
შესაბამისად, კომიტეტს შემუშავებული აქვს 4 სტრატეგიული მიზანი.
„კომიტეტის სტრატეგიული მიზნებია: მტკიცებულებაზე დაფუძნებული
პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და საკანონმდებლო საქმიანობის
კოორდინირება; კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის წარმართვა
კანონის აღსრულების, ასევე დარგობრივი მიმართულებით მომუშავე
სახელმწიფო ორგანიზაციების მუშაობის გასაუმჯობესებლად, კომიტეტის
მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; კომიტეტის
საქმიანობასა და დარგობრივი მიმართულებით არსებული სიახლეების
შესახებ, დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირების გაზრდის მიზნით
კომუნიკაციის
გაუმჯობესება;
კომიტეტის
შიდა
ორგანიზაციული
შესაძლებლობების გაძლიერება მისი მანდატით განსაზღვრული საქმიანობის
ეფექტიანად წარმართვისათვის“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ. სამოქმედო
გეგმაში სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად, ჯამში, 15 ამოცანაა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები საკონსულტაციო საბჭოს
წევრების რაოდენობასთან დაკავშირებით. საბჭო 4 შემდეგი მიმართულებით
იმუშავებს: ქართული ტრადიციული და პროფესიული ხელოვნება; თეატრი და
კინო; მწერლობა და კულტურული მემკვიდრეობა.
„კომიტეტი უნდა იყოს მაქსიმალურად გახსნილი. მზად ვარ, ნებისმიერი
სფეროს წარმომადგენელს ვესაუბრო კონკრეტულ პრობლემებზე და ვიმუშაოთ
მათი გადაჭრის გზებზე“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა მხარი დაუჭირა სამოქმედო გეგმას.
სხდომის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია
სხდომის მდივანი - თეონა თაბაგარი