საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-06
კომიტეტის სხდომის ნომერი 5
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3116?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
06 თებერვალი 2025 15:00
2025 წლის 6 თებერვალი
პლენარული სხდომის შესვენების დრო
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო
გეგმის დამტკიცება;
მომხსენებელი:
გელა
სამხარაული
-
საქართველოს
პარლამენტის
წევრი,
აგრარულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
2. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის
ანგარიში;
მომხსენებელი:
გელა
სამხარაული
-
საქართველოს
პარლამენტის
წევრი,
აგრარულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
2/12/2025, 11:31 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
oqmi N5
2025 წლის 6 თებერვალი
პლენარული სხდომის შესვენების დრო (15 საათი)
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი #410
სხდომას თავმჯდომარეობდა:
გელა სამხარაული
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გელა სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი
გუგუჩია
-
კომიტეტის
თავმჯდომარის
პირველი
მოადგილე,
დავით
შერაზადიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზაალ დუგლაძე
(უფლებამონაცვლე - სალომე ჯინჯოლავა), ედიშერ თოლორაია, ვასილ
ჩიგოგიძე.
აპარატის თანამშრომლები:
ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის
უფროსი, ნინო ქორიძე, სიმონ უროტაძე, გიორგი გვასალია, ირმა ქიტიაშვილი,
ნინი ჟღენტი.
1
დღის წესრიგი (პროექტი)
1. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2025 წლის
სამოქმედო გეგმის დამტკიცება.
(მომხსენებელი: გელა სამხარაული - საქართველოს პარლამენტის წევრი,
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე).
2. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2024 წლის
საქმიანობის ანგარიში.
(მომხსენებელი: გელა სამხარაული - საქართველოს პარლამენტის წევრი,
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე).
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი
სახით.
მოისმინეს:
გელა სამხარაულის ინფორმაციები - აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2025
წლის სამოქმედო გეგმის და აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2024 წლის
საქმიანობის ანგარიშის თაობაზე. კომიტეტის კანონშემოქმედებითი და
საზედამხედველო ფუნქციების წარმატებით განხორციელების მიზნით,
შემუშავდა კომიტეტის სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს კომიტეტის
ამოცანებს და დაგეგმილ ღონისძიებებს 2025 წლისათვის. გეგმაში ასახულია
საკითხები
კანონშემოქმედებითი
და
საზედამხედველო
საქმიანობის,
კომიტეტის შიდა ორგანიზაციული საქმიანობის შესახებ. სამოქმედო გეგმით,
კომიტეტის
წევრებთან
კონსულტაციების
შედეგად,
განისაზღვრება
თითოეული აქტივობის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი კომიტეტის
წევრი (თემატური მომხსენებელი). წარმოდგენილი დოკუმენტი აღწერს
კომიტეტის სტრატეგიულ ამოცანებსა და სამოქმედო გეგმას 2025 წლისათვის.
გეგმის შედგენისას გათვალისწინებული იქნა კომიტეტის მიერ 2025 წლამდე
დაგეგმილი და განუხორციელებელი აქტივობები. სამოქმედო გეგმაში
წარმოდგენილი სტრატეგიული ამოცანებია:
2
სტრატეგიული ამოცანა 1
მტკიცებულებებზე
-
აგრარული პოლიტიკის
დაფუძნებული
მიმართულებით
კანონშემოქმედებითი
საქმიანობის
უზრუნველყოფა;
სტრატეგიული
ამოცანა
განხორციელებაზე
2
-
აგრარული
ეფექტური
სექტორის
ზედამხედველობის
პოლიტიკის
უზრუნველყოფა;
სტრატეგიული ამოცანა 3 - კომიტეტის მიერ ეფექტური წარმომადგენლობითი
საქმიანობის უზრუნველყოფა;
სტრატეგიული
ამოცანა
4
-
კომიტეტის
საქმიანობის
ეფექტურობის
გაუმჯობესება.
რაც შეეხება აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის
ანგარიშს, იგი მოიცავს ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში ჩატარებული
სხდომების,
კომიტეტის
კანონშემოქმედებითი
და
საზედამხედველო
საქმიანობის, კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევების,
კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობის, კომიტეტის
გასვლითი
შეხვედრების,
სექტორის/დარგის
მოქალაქეებთან
წარმომადგენლებთან
და
გამართული
არასამთავრობო
შეხვედრების
და
კომიტეტის მიერ სხვა აქტივობების განხორციელების თაობაზე. კომიტეტის
თავმჯდომარემ ისაუბრა კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის მთავარ
მიღწევებზე:
ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესია
UNESCO-ს
ნომინაციაზე
„ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ წარსადგენად
მომუშავე სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 2024 წელს საქმიანობა წარმატებით
დაასრულა
და
გაწეული
საქმიანობის
შესახებ
ანგარიში
კომიტეტს
წარმოუდგინა. სამუშაო ჯგუფი კომიტეტის გადაწყვეტილებით ჯერ კიდევ
2023 წლის ოქტომბერში შეიქმნა. ჯგუფის საქმიანობის მიზნად განისაზღვრა
იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ
კონვენციის ფარგლებში ნომინაციის მომზადება და არამატერიალური
კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში - ქართული
ხორბლის კულტურის: რიტუალებისა და ტრადიციების შეტანა.
2024 წლის განმავლობაში, აგრარულ საკითხთა კომიტეტი ეფექტურად
ახორციელებდა
საპარლამენტო
საქმიანობას,
კერძოდ,
ასრულებდა
საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციებს და თანამშრომლობდა
დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური
კორპუსის წარმომადგენლებთან.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა
სახელმწიფო სტრუქტურასთან, განსაკუთრებით გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. თანამშრომლობის ფორმატი იყო
მრავალფეროვანი – სამუშაო შეხვედრები კომიტეტის საკანონმდებლო
ინიციატივებზე და სხვა მიმდინარე თემებზე; ერთობლივი ღონისძიებები;
3
ერთობლივი შეხვედრები რეგიონებში და ა.შ. ამ მხრივ, გამორჩეული იყო
UNESCO-ს
ნომინაციის
მომზადების
პროცესში
მულტისექტორული
თანამშრომლობა კულტურის და სპორტის, განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის,
საგარეო
საქმეთა,
გარემოს
დაცვისა
და
სოფლის
მეურნეობის სამინისტროებთან და საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიასთან.
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი:
გადაწყვიტეს: (მომხრე 6, წინააღმდეგი - 0)
კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის
საფუძველზე, დაამტკიცა აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2025 წლის
სამოქმედო გეგმა. ამასთან ერთად, განიხილა და ცნობად მიიღო აგრარულ
საკითხთა კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში.
სხდომის თავმჯდომარე:
გელა სამხარაული
სხდომის მდივანი:
ირმა ქიტიაშვილი
4