საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-1872/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21

📜 ტექსტი

წერილი
2-1872/25 14-02-2025 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გიგზავნით 2024 წელს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს. გთხოვთ, მისცეთ მსვლელობა. დანართი: „25“ ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში 1 სარჩევი შესავალი........................................................................................................................................................3 ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ ...............................................................................................4 მთავარი მიღწევები და გამოწვევები.........................................................................................................5 სამოქმედო გეგმის მონიტორინგი .............................................................................................................7 კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ........................................................................................9 სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები ......................................9 რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები 9 კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა ............................................................................................10 კომიტეტის მიერ განხილული ანგარიშები ......................................................................................10 სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშები ........................12 თემატური მოკვლევა ............................................................................................................................12 საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადება ................................................................15 წარმომადგენლობითი მიმართულება ....................................................................................................17 მოქალაქეთა წერილები, მომართვები ................................................................................................17 კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობა ................................................................................17 საერთაშორისო თანამშრომლობა .......................................................................................................18 უცხო ქვეყნის საელჩოები და წარმომადგენლობები საქართველოში .........................................19 საერთაშორისო ვიზიტები ...................................................................................................................19 საქართველოში დელეგაციების ვიზიტები .......................................................................................22 ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება .....................................................................................22 საკონსულტაციო საბჭო.............................................................................................................................23 სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა .................................................................................24 შეჯამება.......................................................................................................................................................25 2 შესავალი 2024 წელი, კულტურის საანგარიშო პერიოდში კომიტეტისთვის კომიტეტი გამოირჩეოდა აქტიური საქმიანობით. კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, კომიტეტის დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წინასწარ ამზადებდა საკანონმდებლო საკითხებს, ასევე ხელს უწყობდა პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებას, აკონტროლებდა პარლამენტის ანგარიშვალდებულ ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობას. წინაშე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი განსაზღვრავს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის ვალდებულებას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისათვის საჭირო მექანიზმია. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს და მოიცავს 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვას. ანგარიშში წარმოდგენილია კომიტეტის ზოგადი საქმიანობა, მთავარი მიღწევები, გამოწვევები, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების მდგომარეობა, კანონშემოქმედებითი და საკონტროლო ფუნქციების შესასრულებლად გაწეული აქტივობები, ასევე სხვა მიმართულებები. მოცემული ანგარიშის მეშვეობით ხდება კომიტეტის მიერ საქმიანობის შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება. განხორციელებული საჯარო უწყების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ინფორმაციის მიწოდება შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების 16.6 მიზანს, რომელიც გულისხმობს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ინსტიტუტების შექმნას ყველა დონეზე. ამასთანავე, ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ინიციატივის მიხედვით, საჯარო მმართველობის პრინციპებს შორისაა ანგარიშვალდებულება, სანდოობა, პროგნოზირებადობა, მონაწილეობა, ღიაობა, გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ეფექტურობა. საქმიანობის პროცესში, ზემოხსენებული პრინციპების დაცვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კულტურის კომიტეტი ყოველწლიურად ამზადებს ანგარიშს, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე და განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. 3 ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ საქართველო უდიდესი ისტორიისა და კულტურის მატარებელი სახელმწიფოა, რომელსაც შესაბამისი წარმოჩენა სჭირდება, როგორც ქვეყნის შიგნით მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურის პოპულარიზაციის გზით. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა მიზნად დაისახა ქვეყნის აქტიური კულტურული ცხოვრების უზრუნველყოფა. ამისათვის, აუცილებელია შენარჩუნებულ და გაუმჯობესებულ იქნას კულტურული ინფრასტრუქტურა, აქტივობებით, რომელიც უნდა დაიტვირთოს მეტი უზრუნველყოფილი უნდა იქნას მათში მოქალაქეთა ფართო ჩართულობა, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეების და ახალგაზრდების. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ძირითადი ფუნქციაა კულტურული განვითარებისათვის ხელსაყრელი სამართლებრივი გარემოს შექმნა - კონკრეტული და ზოგადი კანონები და რეგულაციები კულტურასთან დაკავშირებით . კომიტეტის მიზანია ურთიერთობების გაძლიერება ეროვნულ, რეგიონალურ, ადგილობრივ და კერძო დონეებს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კულტურის პოლიტიკის განხორციელებისას ინკლუზიურ პროცესს. აუცილებელია კულტურული მრავალფეროვნება, კულტურული გამოხატულების მრავალსახეობის განვითარება და ხელშეწყობა. მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია კულტურულ ცხოვრებაში ინკლუზიურობის უზრუნველყოფა. დაინტერესებულ პირთა თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელოვნებო და კულტურულ დაწესებულებებზე, ამასთანავე, კულტურის ცხოვრების წახალისება საქართველოს ყველა სოფელსა და ქალაქში, განურჩევლად გეოგრაფიული მდებარეობისა. მეტად მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კულტურაში, კულტურული და შემოქმედებითი ექსპორტი, ინტერნაციონალიზაცია, კულტურული დიპლომატია. სწორედ ამიტომ, კულტურის კომიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს კულტურის დიპლომატია და მისი მეშვეობით, ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ხელშეწყობა წარმოადგენს. კომიტეტი ხშირად მართავს შეხვედრებსა და სამუშაო ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში, თანამშრომლობს კულტურის სფეროში მოღვაწე კოლეგებთან და სფეროს წარმომადგენლებთან გამოცდილების გაზიარებისა თუ სამომავლო მიზნების დასახვისთვის. 2024 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების განმავლობაში კულტურის კომიტეტი საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევდა კულტურის პოლიტიკის, ინსტიტუციური რეფორმებისა და პროგრამების განსაზღვრა-განხორციელებას. 4 კომიტეტი ამზადებდა/იხილავდა კანონპროექტებს, უზრუნველყოფდა დამუშავებას, ხელს უწყობდა კულტურულ სივრცეში. კულტურის პარლამენტში სფეროსთან დაკავშირებულ შემოსული წინადადებების კულტურის მოღვაწეთა ინტეგრაციას საერთაშორისო კომიტეტი უზრუნველყოფდა კულტურის სფეროში პოლიტიკისა და რეფორმების განხილვის საკითხებში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. კომიტეტი, უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და სახელმწიფო პრიორიტეტებიდან გამომდინარე უზრუნველყოფდა:  სფეროსთან დაკავშირებული კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვას;  საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებას;  აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ხელშეკრულებებით ნაკისრი უწყებებზე საპარლამენტო კონტროლს;  საერთაშორისო ვალდებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვას;  საპარლამენტო ჩართულობას. საქმიანობის გამჭვირვალობასა და მასში საზოგადოების საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის საქმიანობა ემსახურებოდა შემდეგი მიზნების ხელშეწყობასა და განხორციელებას:  კულტურის სფეროში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა და სამომავლო რეფორმების შემუშავებაში თანამონაწილეობა;  კულტურულ ცხოვრებაში საზოგადოების ფართო ჩართულობა;   ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაცია; კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაცია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი მონაწილეობა. მთავარი მიღწევები და გამოწვევები 2023 წელს ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის შედეგად, 2024 წლის თებერვლის თვეში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (საეიმას) განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, აგიტე ზარინა სტურე და კომიტეტის წევრები ესტუმრნენ, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი წარმატებულ ორმხრივი თანამშრომლობას სახელოვნებო განათლების რეფორმის მიმართულებით. 2022 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტსა და სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანიც იყო 5 საპარლამენტო დონეზე სახელმწიფოებს შორის კულტურული ერთიერთობების გაღრმავება, რაც ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ურთიერთობაში ახალი ეტაპის დაწყების საფუძველი გახდა. ზემოაღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, 2024 წლის მაისში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა. სხდომას კომიტეტების თავმჯდომარეები - ელისო ბოლქვაძე და სისაკ გაბრიელიანი უძღვებოდნენ. კულტურის კომიტეტის წინაშე დგას მრავალი გამოწვევა, რომელიც თანმიმდევრულად უნდა დარეგულირდეს. მთავარ გამოწვევად კვლავაც რჩება კულტურის სფეროს დაფინანსების საკითხი. მიგვაჩნია, რომ კულტურის სფეროში სახელმწიფო დაფინანსების გარდა, აუცილებელია მოხდეს დაფინანსების სხვა წყაროების მოძიება, კერძო სექტორის წახალისება და საერთაშორისო დაფინანსებების მობილიზება, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ასევე ქართველ ხელოვანთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერის კუთხითაც. კულტურის კომიტეტმა შექმნის დღიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესასწავლად. ესეც უდიდესი გამოწვევაა, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, სამართლებრივად უნდა მოხდეს ყველა საერთაშორისო ბერკეტის გააქტიურება, რომ შესაძლებელი იყოს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქართული კულტურის ძეგლების გადარჩენა. გამოწვევაა კულტურის საგანმანათლებლო სისტემა, მათ შორის, სახელოვნებო განათლების სფერო. საჭიროა სისტემური საკანონმდებლო რეფორმის განხორციელება და შესაბამისად, უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემის საკანონმდებლო სრულყოფა სახელოვნებო განათლების სპეციფიკის გათვალისწინებით. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილია სამუშო ჯგუფი, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და ასევე კომიტეტის აპარატის თანამშრომელი. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში აგრეთვე შედიან დარგის წარმომადგენლები და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა სფერო დაარეგულიროს კონკრეტულმა ნორმატიულმა აქტმა. აღსანიშნავია, რომ რომ სახელოვნებო განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 2025 წლის საგაზაფხულო სესიისა. 6 უნდა გაუმჯობესდეს შესაბამისი სასწავლო სტანდარტები, განახლდეს უმაღლესი და პროფესიული განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოები და გამდიდრდეს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. აუცილებელია კულტურის დისციპლინათა პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება სახელმძღვანელოებით, მნიშვნელოვანია დამხმარე მასალებით და სასწავლო ინვენტარით. ასევე საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტენდენციების შესაბამისი ინოვაციური სასწავლო მეთოდოლოგიებისა და ინტერდისციპლინური მიდგომების დანერგვა. კვლავ გამოწვევად რჩება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიზაციისთვის კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობისა და მისი შენარჩუნების აუცილებლობის კულტურათაშორისი დიალოგი. შესახებ. უნდა გაღრმავდეს და განმტკიცდეს სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მრავალფეროვანი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას. ასევე, განსხვავებული კულტურული ტრადიციების მქონე ხელოვანებისა და აკადემიური კადრების გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას. სამოქმედო გეგმის მონიტორინგი კულტურის კომიტეტმა, 2024 წლის თებერვლის თვეში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცა კომიტეტის სამოქმედო გეგმა. გეგმა მოიცავდა 4 ძირითად მიმართულებას, კერძოდ:  პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და კანონშემოქმედება;  საზედამხედველო საქმიანობა;   საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია; კომიტეტის ორგანიზაციული განვითარება. ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, კომიტეტმა სამოქმედო გეგმით განსაზღვრა შესაბამისი ამოცანები და აქტივობები. საანგარიშო პერიოდში, კულტურის კომიტეტმა განახორციელა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, როგორც საკანონმდებლო, ისე საზედამხედველო საქმიანობა. კომიტეტი აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დარგობრივ ექსპერტებთან, სამეცნიერო საზოგადოებასთან და კომიტეტის ბაზაზე არსებულ საკონსულტაციო საბჭოსთან. მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა კომიტეტისა და აპარატის ინსტიტუციურ განვითარებას. ამ კუთხით, წლის განმავლობაში, კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც პარლამენტის, ისე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ ტრენინგებსა და პროექტებში. 7 ამასთან, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მტკიცებულებებზე დაფუძნებული დოკუმენტის შემუშავების მიზნით, კომიტეტმა 2023 წლის 11 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნასთან დაკავშირებით საკითხზე - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა ინკლუზია სახელოვნებო განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში. მოკვლევის ჯგუფის წევრებმა საკითხზე მთავარ მომხსენებლად აირჩიეს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - ელისო ბოლქვაძე. თემატური მოკვლევის დასრულების შემდეგ, 2024 წლის 18 აპრილს, კულტურის კომიტეტმა სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 42-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრით დაამტკიცა 7 რეკომენდაცია სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მიმართ. კომიტეტი, მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რეგულარულად განახორციელებს ეფექტიან მონიტორინგს. კულტურის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე, 2024 წლის 20 მარტის სხდომაზე, კულტურის კომიტეტმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნასთან დაკავშირებით შემდეგ საკითხზე: საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის, სახელოვნებო განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერება. თემატური მოკვლევის ჯგუფმა, საკითხზე მთავარ მომხსენებელად აირჩია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - გივი მიქანაძე. პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად, მოკვლევის ჯგუფმა შეიმუშავა ტექნიკური პირობების დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. წერილობითი მოსაზრების წარმოდგენა შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტი გაეგზავნა საზღვარგარეთ მოქმედი საქართველოს 120-ზე მეტ საკვირაო სკოლასა და ანსამბლს. გარდა ამისა, მოკვლევის მიზნებისთვის ჯგუფმა დარგობრივი სამინისტროებისაგან და საჯარო უწყებებისგან გამოითხოვა და გააანალიზა შესაბამისი ინფორმაცია. მოკვლევის ფარგლებში მიღებული მოსაზრებებისა და ჩატარებული მოსმენების საფუძველზე, ჯგუფმა გააანალიზა არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები. მოკვლევის პროცესში გამოიკვეთა და შესაბამისი უწყებებისთვის წარსადგენად შემუშავდა თორმეტი რეკომენდაცია. საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლებისა და ანსამბლების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის, აგრეთვე ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, მნიშვნელოვანია აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების პერმანენტული მონიტორინგი და თანმდევი პოლიტიკის განსაზღვრა. თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა 2025 წლის საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე წარედგინება შესაბამის კომიტეტებს, საქართველოს პარლამენტის ბიუროსა და გაეგზავნება რეკომენდაციების ადრესატებს, მათი შემდგომი შესრულების მიზნით. 8 2024 წლის განმავლობაში ეფექტიანი ფინანსური (საბიუჯეტო) ზედამხედველობის მიზნით, კომიტეტმა მოისმინა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კულტურის დარგობრივი სფეროების ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშები, განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს, თანდართულ მასალებთან ერთად. მოისმინა და დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“, აგრეთვე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის ანგარიშები. ხაზგასასმელია, რომ გასული წლის განმავლობაში, კომიტეტმა განახორციელა მნიშვნელოვანი აქტივობები, რომლებიც სამოქმედო გეგმით არ იყო გათვალისწინებული. კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები კულტურის კომიტეტმა, 2024 წლის განმავლობაში, სავალდებულოს სტატუსით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტზე - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე - „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№07-2/421; 30.09.2024). დოკუმენტის მიხედვით 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 31,2 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები. ამასთან, გაგრძელდება და გაფართოვდება კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები და ღონისძიებები „კულტურის სტრატეგია 2025“-ის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 920,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 515,0 მლნ ლარი. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონის პროექტს. რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები 2024 წელს საქართველოს კულტურის კომიტეტმა, მთავრობის მხედველობადაქვეითებული მიერ ან წამყვანი კომიტეტის შეერთებისათვის ბეჭდური სტატუსით წარმოდგენილი ნაწარმოების გაცნობის განიხილა „უსინათლო, შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულება“ (№07-2/415; 13.08.2023). 9 „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების“ გაეროს კონვენციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის “a” ქვეპუნქტის თანახმად, „მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი მონაწილეობის კულტურულ ცხოვრებაში უფლებას და იღებენ ყველა ზომას, რათა მათთვის უზრუნველყოფილ იქნეს კულტურის საკითხებთან დაკავშირებული მასალების წვდომის ფორმატი“. საქართველო კი წარმოადგენს ხსენებული კონვენციის ხელმშეკვრელ სახელმწიფოს, შესაბამისად, იგი ვალდებულია აღასრულოს კონვენციით, მათ შორის კონვენციის 30-ე მუხლით გათვალისწინებული პუნქტები. ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ხაზგასასმელია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2023 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები „საავტორო და მომიჯანვე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში, „დოკუმენტის სავალდებულო ეგზამპლარის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საქართველოს საპატენტო კანონში“, რომელთა მიზანი იყო კონკრეტულ პირთა ჯგუფისათვის (ბენეფიციარი, ავტორიზებული პირი) შექმნილიყო სამართლებრივი შესაძლებლობა ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებისა და გავრცელებისათვის - ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის წინაპირობის გარეშე. ამასთან, კანონით გათვალისწინებული სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი არ ვრცელდება ბეჭდური ნაწარმოებების იმ კონკრეტულ მისაწვდომ ფორმატებზე, რომლებიც კომერციულად ჩართულია ადგილობრივ სამოქალაქო ბრუნვაში. კომიტეტმა განხილვის შედეგად მხარი დაუჭირა ზემოაღნიშნულ შეთანხმებაზე შეერთებას. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა 2024 წლის განმავლობაში, კულტურის კომიტეტმა მოისმინა ექვსი ანგარიში, საიდანაც ოთხი წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციას. კომიტეტის მიერ განხილული ანგარიშები 1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის ანგარიშები (1-5244/24/10; 26.04.24). აჭარის წარმოდგენილი ანგარიშები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:  საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო პოლიტიკის შესახებ;  საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების შესახებ;  მიმდინარე და სამომავლო პროგრამათა განრიგის შესახებ;  დამოუკიდებელი პროგრამებისა და მათი მწარმოებლების შესახებ;  საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ; 10  განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;  საჯარო განხილვების შინაარსისა და მოქალაქეთა წინადადებების შესახებ;  საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე საწარმოების შესახებ;  საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ;  საზოგადოებრივი  ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის შესრულების შესახებ; შიდა აუდიტისა და გარე აუდიტის დასკვნებს. მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ამასთანავე, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ძირითად სამოქმედო პრიორიტეტებად განსაზღვრა: საყოველთაო წვდომა; საყოველთაო მომსახურება; თვალთახედვების მრავალფეროვნება; საგანმანათლებლო, კულტურული, შემეცნებითი, საზოგადოებრივი პოლიტიკური პროდუქციის წარმოების და ხარისხის ზრდა; ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის (საგანმანათლებლო, გასართობი, სხვა) პროდუქციის წარმოების და ხარისხის ზრდა; ტელესკოლის, როგორც საგანმანათლებლო და შემეცნებითი პლატფორმის კონცეფციის შემუშავება და განვითარების გეგმის მომზადება; პროდუქციის ხარისხის, მრავალფეროვნების და ზეგავლენის წლიდან წლამდე ზრდა; არქივის გაციფრულებისა და შენახვის შემდგომი უზრუნველყოფა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ 2023 წელს ჯამურად მიღებულმა საკასო შემოსავალმა შეადგინა 111,309,774 ლარი, საიდანაც 85,559,610 ლარი შეადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებას, 15,363,600 ლარი შენობის რეალიზაციიდან მიღებულ თანხას, ხოლო 10,386,564 ლარი კომერციული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს. კულტურის კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში და მხარი დაუჭირა მის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 2. სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება − ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; ზემოხსნებული ანგარიში კომიტეტი სხდომაზე წარმოადგინა სასწავლებლის დირექტორმა გია ქორქაძემ, რომელმაც ამომწურავად ისაუბრა სასწავლებლის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურაზე, სასწავლებლის მიერ განხორციელებულ პროექტებისა და პროგრამების შესახებ. ამასთანავე, მომხსენებელმა კომიტეტის სხდომაზე, მეტი თვალსაჩინოებისათვის სამუსიკო სასწავლებელთან დაკავშირებით წარმოადგინა ვიდეომასალის პრეზენტაცია. კომიტეტმა ცნობად მიიღო და დადებითად შესაფასა წარმოდგენილი ანგარიში. 11 სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშები კულტურის კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული შემდეგი ანგარიშები:  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (№1-5366/24;  30.04.2024); საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (№1-8469/24; 31.07.2024);  „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (№07-2/392; 31.05.2024) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (№1-5809/23; 21.05.2024);  საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (№07-2/394; 31.05.2024). თემატური მოკვლევა კულტურის კომიტეტი აქტიურად იყენებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვადასხვა საზედამხედველო მექანიზმებს, მათ შორის თემატურ მოკვლევას. თემატური მოკვლევა არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლით გათვალისწინებული ინსტრუმენტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებაში ეხმარება. თემატურ მოკვლევას კომიტეტი იყენებს აქტუალური საკითხის შესწავლისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დოკუმენტის შემუშავებისათვის. 2024 წლის განმავლობაში, კომიტეტმა ორ თემატურ მოკვლევაზე იმუშავა საკმაოდ ინტენსიურად, რომელთა ფარგლებში შემუშავდა შესაბამისი დასკვნები, მიგნებები და რეკომენდაციები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა ინკლუზია სახელოვნებო განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში კულტურის კომიტეტმა, 2023 წლის 11 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნასთან დაკავშირებით. თემატური მოკვლევის საკითხად განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა ინკლუზია სახელოვნებო განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა აქტიური მუშაობა გათვალისწინებული იყო კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმით. 12 მოკვლევაში მონაწილეობა დაადასტურეს საქართველოს პარლამენტის შემდეგმა წევრებმა: ელისო ბოლქვაძემ, ბაია კვიციანმა და ისკო დასენმა, ხოლო თემატურის მოკვლევის ჯგუფის წევრებმა საკითხზე მთავარ მომხსენებლად აირჩიეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - ელისო ბოლქვაძე. მოკვლევის მიზნად განისაზღვრა შემდეგი ამოცანები:  მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაანალიზდეს არებული მდგომარეობა და შეიქმნას ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო და კერძო სახელოვნებო სკოლებში შშმ მოსწავლეების ჩართულობის ზოგადი სურათი;  სახელოვნებო სკოლაში შშმ მოსწავლის ჩარიცხვის წესისა და ამ პროცესში ერთი მხრივ, მოსწავლის/მშობლების მოტივაციასა და მეორე მხრივ, სკოლის გადაწყვეტილებაზე მოქმედი ფაქტორების გაანალიზება;  გაანალიზდეს როგორ ხდება შშმ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება სწავლების პროცესში;  ფიზიკური და სოციალური ბარიერების გამოვლენა სწავლა/სწავლების პროცესში;  მასწავლებელთა კომპეტენციის დონის შეფასება შშმ მოსწავლეებთან მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე;  აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება სახელოვნებო სკოლებში შშმ მოსწავლეთა ინკლუზიის ხელშეწყობისა და უფრო მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად. თემატური მოკვლევის პროცესში, მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავდა ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტი, რომელიც გაეგზავნა სამიზნე ჯგუფებსა და საკითხით დაინტერესებულ პირებს. აღნიშნულ დოკუმენტზე მიღებული პასუხების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, გაიმართა თემატური მოკვლევის ზეპირი მოსმენა, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ კარგად არგუმენტირებული დასაბუთებული მოსაზრებების ავტორები. ზეპირი მოსმენა გულისხმობდა მოწვეულ პირთათვის ინტერატიულ რეჟიმში დამატებითი კითხვების დასმას და საკითხის დეტალურ განხილვას. საბოლოოდ, თემატურმა მოკვლევამ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა. ანგარიშის ფარგლებში მოკლევის ჯგუფმა შეიმუშავა 5 მნიშვნელოვანი მიგნება და 11 რეკომენდაცია, რომელთა ძირითად ადრესატად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, აგრეთვე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები განისაზღვრა. თემატური მოკვლევის დასრულების შემდეგ, 2024 წლის 18 აპრილს, კულტურის კომიტეტმა სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 42-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრით დაამტკიცა 7 რეკომენდაცია სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მიმართ. კომიტეტი, მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რეგულარულად განახორციელებს ეფექტიან მონიტორინგს. საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის, სახელოვნებო განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერება. 13 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, 2024 წლის 20 მარტის სხდომაზე, კულტურის კომიტეტმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნასთან დაკავშირებით შემდეგ საკითხზე: საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის, სახელოვნებო განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერება. თემატური მოკვლევის ჯგუფმა, საკითხზე მთავარ მომხსენებელად აირჩია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - გივი მიქანაძე. მოკვლევის მიზნად განისაზღვრა შემდეგი ამოცანები:  დიასპორული სხვადასხვა ორგანიზაციების ასპექტების შესწავლა, ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მისი და საჭიროებებისა საქმიანობის გაძლიერებისთვის ხელშემწყობი პირობების დადგენა;  თანამემამულეთათვის ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლებისას არსებული შესაძლებლობებისა და რესურსების შესწავლა; სწავლებისა და შესაბამისი სერვისების მიწოდებისა/მიღებისას გამოწვევებისა და საჭიროებების დადგენა;  თანამემამულეთათვის ქართულ ფოლკლორთან დაკავშირებული სახელოვნებო პროგრამების ხელმისაწვდომობის შესწავლა; სწავლებისა და შესაბამისი სერვისების მიწოდებისა/მიღებისას გამოწვევებისა და საჭიროებების დადგენა;  საკვირაო სკოლების (მათ შორის, სახელოვნებო განათლებასთან დაკავშირებული) და ანსამბლების სერვისების გაუმჯობესებისა გაზრდისთვის ხელშემწყობი პირობების განსაზღვრა. და ხელმისაწვდომობის პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად, მოკვლევის ჯგუფმა შეიმუშავა ტექნიკური პირობების დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. წერილობითი მოსაზრების წარმოდგენა შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით შესაბამისი დოკუმენტი გაეგზავნა საზღვარგარეთ მოქმედი საქართველოს 120-ზე მეტ საკვირაო სკოლასა და ანსამბლს. გარდა ამისა, მოკვლევის მიზნებისთვის ჯგუფმა დარგობრივი სამინისტროებისაგან და საჯარო უწყებებისგან გამოითხოვა და გააანალიზა შესაბამისი ინფორმაცია. მოკვლევის ფარგლებში მიღებული მოსაზრებებისა და ჩატარებული მოსმენების საფუძველზე, ჯგუფმა გააანალიზა არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები. მოკვლევის პროცესში გამოიკვეთა და შესაბამისი უწყებებისთვის წარსადგენად შემუშავდა თორმეტი რეკომენდაცია. საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლებისა და ანსამბლების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის, აგრეთვე ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, მნიშვნელოვანია აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების პერმანენტული მონიტორინგი და თანმდევი პოლიტიკის განსაზღვრა. 14 თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა 2025 წლის საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე წარედგინება შესაბამის კომიტეტებს, საქართველოს პარლამენტის ბიუროსა და გაეგზავნება რეკომენდაციების ადრესატებს, მათი შემდგომი შესრულების მიზნით. საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადება საქართველოს პარლამენტმა, 2024 წელს ორჯერ გამოუცხადა ნდობა საქართველოს მთავრობას, კერძოდ: 1. საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და თანდართული სამთავრობო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (№07-2/364; 02.02.24) შესახებ; საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა მიმდინარე წლის 5 თებერვლის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის შესაბამისად, დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით, განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხდების საკითხი და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“(07-2/364; 02.02.2024). წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის მიზანი გახლდათ ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ისეთ მნიშველოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება, აგრეთვე სახელმწიფო მმართველობა. ქვეყნის გრძელვადიან და მდგრადი განვითარების კონტექსტში უმნიშვნელოვანესია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, საზოგადოების კულტურაზე ხელმისაწვდომობის, შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერებისა და ხელოვანის შემოქმედებითი პოტენციალის თვითრეალიზების უზრუნველყოფა. სამთავრობო პროგრამის მიხედვით, კულტურის სფეროს მართვის მოდერნიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება ახალი კადრების მოზიდვა და რესურსების მობილიზება. კომიტეტმა დადებითად შეაფასა და მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და თანდართულ სამთავრობო პროგრამას მშენებლობისთვის“(№07-2/364; 02.02.24). 15 „ევროპული სახელმწიფოს 2. საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და თანდართული სამთავრობო პროგრამის - 2025–2028 „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ (07-2/2; 25.11.2024) შესახებ. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა მიმდინარე წლის 27 ნოემბრის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის შესაბამისად, დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით, განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და თანდართული სამთავრობო პროგრამა - 2025–2028 „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ (07-2/2; 25.11.2024). წარმოდგილი სამთავრობო პროგრამა შედგენილია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე და მისი მიზანია ქართული სახელმწიფოს შემდგომი გაძლიერება, ასევე ქართველი ხალხის ინტერესების რეალიზება. სამთავრობო პროგრამა სამთავრობო პოლიტიკის 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს, კერძოდ:  დემოკრატიული განვითარება;  ეკონომიკური განვითარება;   სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა. კულტურის ხელშეწყობისა და ხელოვნების დარგების განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის ხედვა ეფუძნება კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ხელშეწყობას, ეროვნული იდენტობის დაცვას, კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვასა და ქვეყნის კულტურული და შემოქმედებითი პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობის ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებას − ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, კინოს, ვიზუალური ხელოვნების, ფოლკლორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურის ინფრასტრუქტურის განვითარების, კულტურის ხელმისაწვდომობისა და სახელოვნებო განათლების განვითარების მიმართულებით. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსება გაიზრდება ყოველწლიურად. პროგრამის მიხედვით, თვითგამოხატვის კულტურის მრავალფეროვნების მიერ განსახორციელებელი ხელმისაწვდომობისა ხელშეწყობის და მიზნით, პროექტების კულტურული ყოველწლიურად განხორციელდება 450-ამდე პროექტი, მათ შორის იქნება პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებთა, აგრეთვე ქალების, ბავშვების, 16 ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობების კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციას. 2025 − 2028 წლებში სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში გატარდება ღონისძიებები საგანმანათლებლო პროგრამების კულტურის სფეროს საჭიროებებთან შეთავსების, ახალი პროგრამების, მათ შორის, პროფესიული პროგრამების ხელშეწყობის კუთხით. 2025 − 2028 წლებში გაგრძელდება სკოლისგარეშე (არაფორმალური) სახელოვნებო სასწავლებლების დაფინანსება და მათი ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა, ასევე სასწავლებლების ინფრასტრუქტურული და მატერიალური ბაზებისა და ფონდების განახლების მხარდაჭერა. ამასთან, ქართული პროფესიული მუსიკის განვითარების მიმართულებით, კონკურსებისა და არასაკონკურსოდ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ხელი შეეწყობა 250-ამდე ხელოვანსა და ორგანიზაციას, ასევე პროფესიული კონკურსებისა და ფესტივალების ჩატარებას. დოკუმენტის მიხედვით, გაგრძელდება შემოქმედებითი ინდუსტრიის ხელშეწყობისა და განვითარების მიმართულებით კონკურსებისა და პროექტების დაფინანსება. სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, წლის განმავლობაში, როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო გზით, დაფინანსდება 30-ამდე პროექტი, სამუსიკო სასწავლებლებში კი გაგრძელდება ინსტრუმენტების ბაზის განახლება. კულტურის კომიტეტმა განხილვის შედეგად მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და თანდართულ სამთავრობო პროგრამას - 2025–2028 „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ (07-2/2; 25.11.2024). წარმომადგენლობითი მიმართულება მოქალაქეთა წერილები, მომართვები 2024 წლის განმავლობაში, კულტურის კომიტეტმა რეაგირება მოახდინა მოქალაქეთა 120 წერილზე. შემოსული განცხადებების ავტორთა ნაწილს გაეგზავნა ოფიციალური პასუხი, ნაწილთან გაიმართა შეხვედრა, კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა მონაწილეობით, ხოლო ზოგიერთ პირს გაეწია შუამდგომლობა შესაბამის უწყებებთან. კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კულტურის კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო სექტორთან. კომიტეტის წევრები რეგულარულად ხვდებოდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და დარგში მომუშავე ექსპერტებს. შეხვედრები მიზნად 17 ისახავდა კომიტეტის დარგობრივი მიმართულებებით არსებული მდგომარეობის ერთობლივ შეფასებას, შესაბამის სფეროებში მომუშავე ორგანიზაციების რეკომენდაციების განხილვას, კომიტეტის კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული შეფასებების და კვლევების შედეგების გათვალისწინებას. დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა რეგულარულად დასწრებოდნენ კომიტეტის სხდომებს, ასევე გამოეთქვათ საკუთარი წინადადებები და შენიშვნები საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებით. კულტურის კომიტეტის წევრები რეგულარულად ეცნობოდნენ კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ აქტივობებს, საგანმანათლებლო კერძოდ: დეპუტატები დაწესებულებებს, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, იქ სტუმრობდნენ ეცნობოდნენ მიმდინარე სახელოვნებო დაწესებულებათა სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის გასცემდნენ ზეპირ რეკომენდაციებს. ასევე, დარგის სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე განიხილავდნენ სახელოვნებო განათლების განვითარების შესაძლებლობებს. კომიტეტის წევრები ხვდებოდნენ მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკებისა და სხვა კულტურული დაწესებულებების ადმინისტრაციის თანამშრომლებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ეცნობოდნენ მათ პრობლემებს და შეძლებისდაგვარად, რეაგირებდნენ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობების (სხდომები, შეხვედრები, ღონისძიებები და ა.შ.) შესახებ მოქალაქეებს აქტიურ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდისა და კომიტეტის სოციალური არხების გამოყენებით. საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა პრიორიტეტულ ამოცანად დაისახა კულტურული დიპლომატიის ხელშეწყობა, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ამ მიზნის მისაღწევად, 2024 საქართველოში წელს კომიტეტი აკრედიტირებულ აქტიურად აგრძელებდა თანამშრომლობას ელჩებთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რეგულარულად მართავდა სამუშაო შეხვედრებს და ახორციელებდა მათთან თანამშრომლობის მრავალფეროვან ინიციატივებს. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის საერთაშორისო ვიზიტები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქვეყნის კულტურული დიპლომატიის გასაძლიერებლად და საერთაშორისო თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ასეთი ვიზიტები მიზნად ისახავს საქართველოს კულტურული ფასეულობების 18 პოპულარიზაციას, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებასა და ქვეყნის იმიჯის გამტკიცებას მსოფლიო კულტურულ სივრცეში. 2024 წელს კომიტეტმა არაერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი განახორციელეს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც მიზნად ისახავდა კულტურული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და არსებული ურთიერთობების გაძლიერებას. ვიზიტების ფარგლებში ხორციელდებოდა შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კულტურის სამინისტროებთან, ხელოვანებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ვიზიტების შედეგად დაიგეგმა რიგი ერთობლივი პროექტები, მათ შორის კულტურული ფესტივალები, გამოფენები, კონფერენციები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა, რაც ხელს უწყობს კულტურული გაცვლების პროცესების გაძლიერებას და ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენას. ასევე, ვიზიტებმა გაამყარა ურთიერთობები UNESCO-ს, საერთაშორისო კულტურული ფონდებისა და სხვადასხვა კულტურული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და პოპულარიზაციის პროცესებს. კომიტეტის საერთაშორისო განვითარების, არამედ ვიზიტები არა მხოლოდ კულტურული დიპლომატიის ქვეყნის კულტურული პოლიტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი პლათფორმაა. ისინი ნათლად აჩვენებენ, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს გლობალურ კულტურულ დისკურსში და მზად არის ახალი ინიციატივების განსახორციელებლად. უცხო ქვეყნის საელჩოები და წარმომადგენლობები საქართველოში 2024 წელს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა: იაპონიის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ამერიკის შეერთებული შტატების, სომხეთის, ჩეხეთის, ლატვიის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის რესპუბლიკის, საბერძნეთის, ნიდერლანდების სამეფოს, იტალიის, სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან. მხარეები შეხვედრაზე სისტემატიურად განიხილავდნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და სახავდნენ თანამშრომლობის სისტემური გაღრმავების სამომავლო გეგმებს კულტურის დიპლომატიის მიმართულებით. საერთაშორისო ვიზიტები ოფიციალური ვიზიტების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოს ძირითად მიზანს წარმოადგენდა კულტურული თანამშრომლობის პოპულარიზაცია. გაღრმავება და დიპლომატიის გაძლიერება, საერთაშორისო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის 19 2024 წელს ვიზიტები შედგა შემდეგ ქვეყნებში: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საფრანგეთი, ჩეხეთი, ავსტრია, სომხეთი.  ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წლის დასაწყისში, დუბაიში გამართულ „მსოფლიო მმართველობის სამიტზე 2024“ (World Government Summit), საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საპატიო სპიკერის სტატუსით მონაწილეობდა. ღონისძიება არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის მინისტრის, ომარ სულთან ალ ომანას, სპეციალური მიწვევით გაიმართა. სამიტში 120-ზე მეტი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები, 200-ზე მეტი მოწვეული სპიკერი და 30-მდე საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. ჯამში, 4000-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. სამიტის ფარგლებში შეხვედრები შეეხო ურთიერთობების კულტურის მიმართულებით ორმხრივი გაძლიერების პერსპექტივებს.  ვიზიტი ჩეხეთში 2024 წლის თებერვლის ბოლოს, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, სპორტისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, პაველ კლიმას მიწვევით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქ. პრაღაში. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საპარლამენტო დონეზე საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის განვითარება. ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, შეხვედრები შედგა პრაღის სიმფონიური ორკესტრის და ფესტივალის „პრაღის გაზაფხული“ წარმომადგენლებთან.  ვიზიტი საფრანგეთში მარტში, ელისო ბოლქვაძე საფრანგეთში, ქ.სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში კულტურული დიპლომატიის როლი და მიღწეული წარმატებები. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროპის საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზაზე.  ვიზიტი ავსტრიაში 20 2024 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ავსტრიის რესპუბლიკის დედაქალაქ ვენაში განხორციელებული ფარგლებში, ყურადღება გაამახვილა 2015 წელს ქვეყნების სამინისტროებს შორის ხელოვნებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმზე და განვითარების პერსპექტივებზე. ვიზიტის ფარგლებში, ელისო ბოლქვაძე დაესწრო ვენაში შეხვედრების ხელმოწერილ ქართული ფილმების რეტროსპექტივის გახსნას, რაც ქართული კულტურის პოპულარიზაციის მნიშვნელოვან ღონისძიებად შეფასდა.  ვიზიტი სომხეთში 2024 წლის მაისში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა. სხდომას კომიტეტების თავმჯდომარეები - ელისო ბოლქვაძე და სისაკ გაბრიელიანი უძღვებოდნენ, რომლის მიზანიც იყო საპარლამენტო დონეზე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის განვითარება 2022 წლის 17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში პირველად გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რაც საქართველოსომხეთის საკანონმდებლო ორგანოების ურთიერთობაში ახალი ეტაპის დაწყების საფუძველი გახდა.  ლევილის ისტორიული მამულის კულტურული ღონისძიებები მაისსა და სექტემბერში, ელისო ბოლქვაძემ საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ლევილის ისტორიულ მამულში გამართულ კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში, მათ შორის ქართული ფესტივალის გახსნაში. ღონისძიებები გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და მთავრობის მხარდაჭერით.  შეხვედრა იუნესკოში 2024 წლის ივნისში, ელისო ბოლქვაძე პარიზში, იუნესკოს სათავო ოფისში შეხვდა გენერალური დირექტორის მოადგილეს კულტურის საკითხებში, ერნესტო ოტონეს. შეხვედრისას განხილული იყო იუნესკოსთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტების მხარდაჭერის საკითხები. 21 საქართველოში დელეგაციების ვიზიტები კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ გამოჩენილ ლიეტუველ პიანისტს, როკას ზუბოვასს უმასპინძლა, რომლის ვიზიტიც მიზნად ისახავდა კლასიკური მუსიკის სფეროში ქართველი და ლიეტუველი მუსიკოსების თანამშრომლობის გაღრმავებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მაღალი დონის დელეგაციების სტუმრობა წლის ბოლოს. კულტურის კომიტეტმა ორჯერ უმასპინძლა ჩინეთის პროვინცია შანტუნგის საგარეო საქმეთა ოფისის ხელმძღვანელობას გენერალური დირექტორის, ცაი სიენძინის, ხელმძღვანელობით და ძიანსუს პროვინციის სამთავრობო დელეგაციას, ასევე ხელმძღვანელობით. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს სიუ ჰიუაქინის შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა სახელოვნებო და ინკლუზიური განათლების ინოვაციური მეთოდოლოგიების განვითარებაზე. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კულტურული სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის ხალხებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და საერთო პროექტების განხორციელებას. ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება კომიტეტების აპარატების კომპეტენციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ადამიანური რესურსებისა - ცენტრი. სასწავლო და ცენტრი რეგულარულად ახორციელებს სხვადასხვა ტრენინგების ჩატარებას როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს მთავრობის N 242-ე დადგენილების შესაბამისად, ჩატარდა საჯარო მოხელეთა სავალდებულო ტრენინგები თემაზე ,,პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი", რომელიც წარმატებით გაიარეს აპარატის ახლადდანიშნულმა თანამშრომლებმა. კომიტეტის საანგარიშო პერიოდში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ფარგლებში (Twining Project), გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი, რომლებიც ეხებოდა ზოგადად საბიუჯეტო პროცესსა და საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას. აღნიშნულ შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობდნენ კულტურის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები. ზემოხსენებული ტრენინგებისას, ჰოლანდიელმა ექსპერტებმა, აგრეთვე ნიდერლანდების პარლამენტისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა, ისაუბრეს საბიუჯეტო ზედამხედველობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს გაუზიარეს ნიდერლანდებში ამ კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკა, კერძოდ - „დიუზენბერგის მეთოდი“. აღნიშნული სამუშაო შეხვედრა 22 ორგანიზებული იყო პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტთან, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისთან და პარლამენტის კვლევით ცენტრთან ერთად. კომიტეტმა 2024 წლის თებერვლის თვეში შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული იყო ის აქტივობები, რომლებიც კომიტეტს 2024 წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა. მათ შორის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა დარგობრივი სფეროების მიხედვით, კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების განაწილება. კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები თითოეულ აქტივობაზე განისაზღვრნენ ერთი მხრივ, თემატურ მომხსენებლებად, ხოლო მეორე მხრივ, საკითხზე პასუხისმგებელ პირებად. აღნიშნული მოდელი ეფექტიან და შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობის განხორციელების საშუალებას იძლევა. კულტურის კომიტეტის წევრების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, კომიტეტის აპარატი თანამშრომლები, კომიტეტის წევრებს რეგულარულად აწვდიან ინფორმაციას სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. საკონსულტაციო საბჭო საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის კულტურის კომიტეტში ფუნქციონირებდა კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭო, რომელიც კომიტეტს დახმარებას უწევდა კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაგეგმვაში, კულტურის პოლიტიკის განსაზღვრასა და ცალკეული ინიციატივების ანალიზში. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დებულების, საკონსულტაციო საბჭოს დებულებისა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. სხვა საბჭოს წევრები იკრებებიან საჭიროებისამებრ საბჭოს სხდომაზე, გამოხატავენ თავიანთ შენიშვნებს, წინადადებებს, მოსაზრებებს და წარმოადგენენ რეკომენდაციებს ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდში კულტურის კომიტეტის მიერ რამდენჯერმე დაზუსტდა საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და საბოლოოდ მათი რაოდენობა შეადგენდა 28 ადამიანს. კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭო დაკომპლექტდა კულტურის სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლებით, ადგილობრივი, საერთაშორისო ექსპერტებით. ზემოაღნიშნული საკონსულტაციო საბჭო გაუქმდა საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვისთანავე, თუმცა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, კომიტეტის გეგმვას საკონსულტაციო საბჭო შექმნას ოთხი მიმართულებით, რის შესახებაც საზოგადოებისათვის დეტალური ინფორმაცია მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში გახდება ცნობილი. 23 სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა კომიტეტის საქმიანობის პრინციპებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინკლუზიური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სამუშაო პროცესის უზრუნველყოფაა. აღნიშნული კი თავის მხრივ სახელმწიფო უწყებებთან ეფექტიან კოორდინაციას გულისხმობს. 2024 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა როგორც სახელმწიფო უწყებებთან. დარგობრივ სამინისტროსთან, აგრეთვე სხვადასხვა ხაზგასასმელია, რომ გასული წლის განმავლობაში, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე მონაწილეობას იღებდა საქართველოს მთავრობის N 63 დადგენილებით შექმნილ საქართველოს სახელმწიფოსა ეკლესიას და შორის საქართველოს სამოციქულო კონსტიტუციური ავტოკეფალურ შეთანხმებით მართლმადიდებელ გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის მუშაობაში. კერძოდ კი, ამ კომისიის ფარგლებში შექმნილი ორი სამუშაო ჯგუფის, სახელმწიფო მუზეუმებში დაცული საეკლესიო საგანძურისა და ისტორიული მნიშვნელობის ტაძრების მოვლა-პატრონობის რეჟიმის დამდგენი და რელიგიური დანიშნულების ნაგებობათა წარმომავლობის დამდგენი სამუშაო ჯგუფების წევრი გახლდათ. აღსანიშნია, კულტურის კომიტეტს მეტად აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოს კულტურის სამინისტროსთან „სახელოვნებო განათლების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავების პროცესში, აგერეთვე „თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. „სახელოვნებო განათლების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, კომიტეტმა სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებზე მისი ხედვები და მოსაზრებები გაუზიარა დარგობრივ სამინისტროს. როგორც ცნობილია, სახელოვნებო განათლების რეფორმის განხორციელება და მისი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ფართო ფენისათვის. გარდა ამისა, კომიტეტის წევრები აქტიურ რეჟიმში ხვდებოდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებს, საკრებულოების წევრებს, სახელოვნებო განათლების პედაგოგებსა და სფეროს წარმომადგენლებს. უნდა აღნიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების მხრიდან საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობა იყო საკმაოდ ინტენსიური და ნაყოფიერი. ამასთანავე, კომიტეტის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებების მიერ ორგანიზებულ სამუშაო ფორმატებსა შეხვედრებში. თემატური მოკვლევის ფარგლებში კომიტეტს ეფექტიანი თანამშრომლობა ქონდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგნელებთან, კერძოდ: ორი თემატური მოკვლევის ფარგლებში გაგზავნილი ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტზე დასაბუთებული მოსაზრებები წარმოადგინა ყველა მუნიციპალიტეტმა, აგრეთვე, საკითხებზე სათანადო დასკვნების მოსამზადებლად, ინტერაქტიულ რეჟიმში, ზეპირი მოსმენის შეხვედრები გაიმართა როგორც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 24 მერიების, აგრეთვე დარგობრივი სამინისტროების საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებთან. კომიტეტი რეგულარულად ახორციელებდა/ახორციელებს სხვადასხვა სახის ინფორმაციის გამოთხოვას თითქმის ყველა რეგიონიდან სახელოვნებო განათლებასთან დაკავშირებით (საუბარია სახელოვნებო რაოდენობაზე სასწავლებელების, მუნიციპალიტეტებში, პედაგოგებისა პედაგოგთა და მოსწავლეების ანაზღაურების ოდენობაზე, მუნიციპალიტეტების მიერ 2025 წელს სახელოვნებო დაწესებულებების დაფინანსების ოდენობაზე და სხვა). შეჯამება საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს ქვეყანაში კულტურის პოლიტიკას, მათ შორის ამ სფეროში ინსტიტუციური რეფორმებისა და პროგრამების განსაზღვრასა და განხორციელების ზედამხედველობას, კერძოდ:  ამზადებს/იხილავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ დოკუმენტებსა და კანონპროექტებს;  საკომიტეტო სხდომებზე სისტემატურად განიხილავს კულტურის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების მიერ შესრულებული საქმიანობის ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას;  კომიტეტი რეგულარულად გამოითხოვს აღმასრულებელი შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაციას ასოცირების ხელისუფლების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე;  საზედამხედველო წერილობითი ფუნქციის შეკითხვები ფარგლებში და ჩატარდება აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის შესრულების მონიტორინგის მიზნით;  კომიტეტი აქტიურად რეგულარულად გააგრძელებს საკომიტეტო გაცემული გასვლითი მომზადდება სხდომები რეკომენდაციების სხდომების ორგანიზებას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კულტურული პროგრამებისა და საერთაშორისო პროგრამებში წვდომის ხელშესაწყობად;  კულტურის კომიტეტი როგორც შესრულებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს, დაინტერესებულ პირებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოებას. 25