საქართველოს პარლამენტის 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ წარმოდგენილი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომისიის თავმჯდომარე - თეა წულუკიანი, კომისიის მდივანი - სოზარ სუბარი)

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი
ნომერი
#2-1914/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21

📜 ტექსტი

წერილი
2-1914/25 15-02-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 13 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გაიმართა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა. სხდომას ესწრებოდა კომისიის 7 წევრი. აღნიშნულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის მე6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭი უყარა კომისიის წევრების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს, რის შედეგადაც, კომისიის თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული თეა წულუკიანი („ქართული ოცნება“), ხოლო კომისიის მდივნად, ასევე ერთხმად, - სოზარ სუბარი („ხალხის ძალა“). საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ზემოხსენებულ სხდომაზე განხილულ იქნა კომისიის მიერ შემუშავებული კომისიის დებულება, რომლის საბოლოო რედაქციას კენჭი ეყრება მიმდინარე წლის 17 თებერვლის სხდომაზე და ის წარმოგედგინებათ დასამტკიცებლად. გთხოვთ, მიიღოთ ყოველივე ზემოაღნიშნული ცნობად. წინამდებარე წერილს თან ერთვის საორგანიზაციო სხდომის ხელმოწერილი ოქმი (3 გვერდი). პატივისცემით, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრი თეა წულუკიანი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge