საქართველოს პარლამენტის 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ წარმოდგენილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულება
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21
📜 ტექსტი
წერილი
2-1922/25
17-02-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 13 თებერვალს, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გაიმართა
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა.
აღნიშნულ სხდომაზე, კომისიამ შეიმუშავა და განიხილა კომისიის დებულების
პროექტი, რომლის საბოლოო რედაქციას კენჭი ეყარა კომისიის დღევანდელ
სხდომაზე და ის ერთხმად იქნა მიღებული.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-6 პუნქტის
შესაბამისად, წარმოგიდგენთ კომისიის მიერ მოწონებული კომისიის დებულების
პროექტს დასამტკიცებლად.
პატივისცემით,
კომისიის თავმჯდომარე
თეა წულუკიანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დებულება
დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ
2025 წლის 17 თებერვალს
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის
დებულება
თავი I
1
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
1. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია (შემდგომში - საგამოძიებო
კომისია ან კომისია) არის საქართველოს პარლამენტის დროებითი ორგანო,
რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის
No. 240-IIმს-XIმპ დადგენილების საფუძველზე.
2. საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად საქართველოს პარლამენტის
მიერ განსაზღვრულია 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა (შემდგომში გამოსაკვლევი საკითხი).
3. საგამოძიებო კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის
წინაშე.
4. საგამოძიებო კომისია თავის საქმიანობაში ეფუძნება სამართლიანობისა და
მიუკერძოებლობის პრინციპებს.
5. საგამოძიებო კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს
კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა
ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით, ასევე, საერთაშორისო
ხელშეკრულებებითა და საერთაშორისო სამოსამართლო პრეცედენტებით.
6. საგამოძიებო კომისიას, თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე,
აქვს ბლანკი.
თავი II
საგამოძიებო კომისიის მიზანი და უფლებამოსილებანი
მუხლი 2.
1. საგამოძიებო კომისიის მიზანია გამოსაკვლევ საკითხთან დაკავშირებული
ფაქტებისა და გარემოებების შესწავლა და დასკვნების, რეკომენდაციების,
გადაწყვეტილებებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების შემუშავება.
2. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, მის სხდომაზე
გამოცხადება სავალდებულოა, გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი, პირს
დაეკისრება
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
პასუხისმგებლობა.
3. საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია:
ა)
სახელმწიფო
ორგანოების,
თანამდებობის
პირებისა
და
იურიდიული/ფიზიკური პირებისაგან გამოითხოვოს და მის მიერ
განსაზღვრულ
ვადაში
და
დადგენილი
წესით
მიიღოს
მისი
საქმიანობისათვის აუცილებელი დოკუმენტები, მტკიცებულებები და სხვა
2
საჭირო ინფორმაცია. ყველა სახელმწიფო ორგანო, თანამდებობის პირი,
იურიდიული თუ ფიზიკური პირი ვალდებულია, კომისიას მიაწოდოს
მოთხოვნილი დოკუმენტები, მტკიცებულებები და ინფორმაცია იმ
ფორმითა და ვადაში, რაც მითითებულია კომისიის მოთხოვნაში, ასევე,
კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დაამუშაონ მოთხოვნილი
ინფორმაცია;
ბ) საქმის მოცულობიდან გამომდინარე, შექმნას სამუშაო ჯგუფები ან/და
დანიშნოს მომხსენებელი (შემდგომში - მომხსენებელი) კონკრეტული
მიმართულების ან საკითხის შესასწავლად;
გ) გამოსაკვლევ საკითხთან დაკავშირებით მიიღოს წერილობითი ახსნაგანმარტება ნებისმიერი პირისგან, გარდა კანონითა და რეგლამენტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) გამოსაკვლევ საკითხთან დაკავშირებით კომისიის წინაშე მოსმენაზე
მოიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა კანონითა და რეგლამენტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე) მიღებული დოკუმენტაცია, მტკიცებულება ან ინფორმაცია შესასწავლად
და კომისიისთვის დასკვნის წარმოსადგენად გაუზიაროს მის მიერ მოწვეულ
დარგის სპეციალისტს/ექსპერტს და იმ პირებს, რომლებიც, ამ დებულების
შესაბამისად, კომისიის საქმიანობის წარმართვაში მონაწილეობენ;
ვ) თავისი საქმიანობისთვის გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის
აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები და ადამიანური
რესურსი (შემდგომში - კომისიისათვის მომუშავე ადმინისტრაციული
პერსონალი), რისთვისაც მიმართავს საქართველოს პარლამენტის აპარატის
უფროსს;
ზ) საჭიროებიდან გამომდინარე, დასვას საკითხი კომისიის წევრისათვის
საქართველოს
ტერიტორიაზე
მოქმედ
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში ან სხვა უწყებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის
უფლების მინიჭების შესახებ;
თ) შეიმუშაოს დასკვნები, რეკომენდაციები, გადაწყვეტილებები და სხვა
დოკუმენტები;
ი) თავისი საქმიანობის შედეგად საქართველოს კანონმდებლობის
დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოს ან
თანამდებობის
პირის
წინაშე
დასვას
საკითხი
გამოძიების,
ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
კ) შეიმუშაოს კომისიის დებულების პროექტი და დასამტკიცებლად
წარუდგინოს
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს;
საჭიროების
შემთხვევაში, შეიმუშაოს კომისიის დებულებაში ცვლილების პროექტი ან
საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს კომისიის
გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას;
3
ლ) განახორციელოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქმედებები.
თავი III
საგამოძიებო კომისიის სტრუქტურა და მუშაობის წესი
მუხლი 3.
1. საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე,
კომისიის მდივანი და კომისიის სხვა წევრები, რომლებიც არიან საგამოძიებო
კომისიის თანამდებობის პირები.
2. საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის მდივანს ირჩევს კომისია კომისიის
სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, რის შესახებაც აცნობებს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
4. კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი არიან საგამოძიებო კომისიის
თანამდებობის პირები.
მუხლი 4.
1. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს კომისიას საქართველოს პარლამენტში და მესამე პირებთან
ურთიერთობაში;
ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
გ) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრთა საქმიანობას;
დ) ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებებს, სხდომის ოქმებსა და სხვა
შესაბამის დოკუმენტებს;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ
სხვა უფლებამოსილებებს.
2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას
დროებით ასრულებს კომისიის მდივანი.
3. საგამოძიებო კომისიის მდივანი:
ა) კოორდინაციას უწევს კომისიის საქმიანობას;
ბ) ზედამხედველობას უწევს კომისიის დოკუმენტთბრუნვას;
გ) ხელს უწყობს კომისიის თავმჯდომარეს საქმიანობის განხორციელებაში;
დ) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ოქმის პროექტის შემუშავებას და
ხელს აწერს მას;
ე) საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგენს კომისიას საქართველოს
პარლამენტში და მესამე პირებთან ურთიერთობაში;
4
ვ) კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, დროებით ასრულებს
მის მოვალეობას.
მუხლი 5.
1. საგამოძიებო კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;
ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და
მოსაზრებები;
გ) აირჩიოს ან არჩეულ იქნეს კომისიის თანამდებობებზე;
დ) ჰქონდეს კომისიისგან განსხვავებული პოზიცია და საჯაროდ
განაცხადოს ამის თაობაზე;
ე) დადგენილი წესით გაეცნოს კომისიის მასალებს;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა
უფლებამოსილებანი.
2. საგამოძიებო კომისიის წევრს უფლება აქვს, პირადი განცხადებით
გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.
3. კომისია უფლებამოსილია, თავისი შემადგენლობიდან გაიწვიოს წევრი,
თუ კომისიის წევრი არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 კვირის
განმავლობაში არ მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, სისტემატურად
არ ესწრებოდა სხდომებს ან გადაამეტა თავის უფლებამოსილებას.
კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების
ორი მესამედის უმრავლესობით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს. კომისიის შემადგენლობიდან
გაწვეული წევრი ვალდებულია, შეწყვიტოს კომისიაში საქმიანობა.
მუხლი 6.
1. გამოსაკვლევ საკითხთან დაკავშირებული რომელიმე მიმართულების ან
გარემოების შესასწავლად, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს
მომხსენებელი. მომხსენებელს კომისია ირჩევს თავის წევრთაგან
კომისიის შემადგენლობის უმრავლესობით. რამდენიმე მომხსენებლის
არსებობის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, მომხსენებლის
პოზიციები თანაბრად გაანაწილოს საპარლამენტო ფრაქციების
წარმომადგენლებს შორის.
2. კონკრეტული
საკითხების
მომზადების
მიზნით,
კომისია
უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფში, კომისიის
წევრების
გარდა,
შესაძლოა,
მონაწილეობდნენ
საქართველოს
პარლამენტის
ადმინისტრაციისა
და
სხვადასხვა
უწყების
5
3.
4.
5.
6.
7.
წარმომადგენლები
ან
შესაბამისი
დარგის
მოწვეული
სპეციალისტები/ექსპერტები.
კომისიის მიერ განსაზღვრული პირი წერილობითი ან ზეპირი ახსნაგანმარტების ჩამორთმევის მიზნით კომისიის მიერ მოწვეულ პირს
წინასწარ
განუმარტავს
პროცედურაში
მისი
წარმომადგენლის
მონაწილეობის უფლებას და აფრთხილებს ახსნა-განმარტების მიცემაზე
უარის თქმის ან ახსნა-განმარტების მიცემისთვის თავის არიდების, ანდა
შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისთვის სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობის შესახებ, რაც დასტურდება მოწვეული პირის
ხელმოწერით.
კომისია უფლებამოსილია, მის წინაშე მოწვეულ პირს მოსთხოვოს,
ტელეფონის, კომპიუტერის ან სხვა მოწყობილობის ან ნივთის სხდომის
დარბაზის გარეთ დატოვება.
კომისია ვალდებულია, თავისი საქმიანობის ფარგლებში, უზრუნველყოს
საგამოძიებო პროცესში მონაწილე მხარეთა უფლებები და თანასწორობა,
სამართალდარღვევის მსხვერპლის ან დაზარალებულის მოსმენისას კი,
არ დაუშვას მისი მეორეული ვიქტიმიზაცია.
საგამოძიებო კომისია განსაზღვრავს კომისიის წევრებს, რომელთა
ფუნქციაც კომისიისათვის მომუშავე ადმინისტრაციული პერსონალის
ზედამხედველობა,
კომისიის
ოქმების,
გადაწყვეტილებების,
რეკომენდაციების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების
მომზადების უზრუნველყოფაა.
კომისიისათვის მომუშავე ადმინისტრაციული პერსონალი ასრულებს
კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრთა შესაბამის დავალებებს.
მუხლი 7.
1. საგამოძიებო კომისია განსაზღვრავს თავისი სხდომების გამართვის
ადგილსა და პერიოდულობას. კომისია ვალდებულია, გამართოს თვეში
არანაკლებ 2 სხდომა. საგამოძიებო კომისიის სხდომის თარიღი და დღის
წესრიგი წინასწარ ეცნობება კომისიის წევრებს და განთავსდება
საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე.
2. საგამოძიებო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის
შემადგენლობის უმრავლესობა.
3. საგამოძიებო კომისია თავისი საქმიანობისათვის საჭირო სხვადასხვა
საკითხს წყვეტს და შესაბამის დოკუმენტებს ამტკიცებს კომისიის
შემადგენლობის უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში,
იმართება ხელახალი კენჭისყრა, ხოლო თუ გადაწყვეტილება კვლავ არ
იქნება მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება.
6
4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება საოქმო ჩანაწერით ან სხვა შესაბამისი
ფორმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის
მდივანი.
5. საგამოძიებო კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის წევრის წინადადების
საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის
ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ. კომისიის მიერ სხდომის დახურვის
შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით. დახურულ სხდომაზე
დამსწრე პირთა წრეს ადგენს კომისიის თავმჯდომარე.
6. შესაძლებელია, საგამოძიებო კომისიის საჯარო სხდომას სათათბირო ხმის
უფლებით დაესწრონ პარლამენტის სხვა წევრები, საქართველოს სახალხო
დამცველი და კომისიის მიერ მოწვეული პირები.
7. საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელიც, შესაძლოა, ფლობდეს
ინფორმაციას ან მტკიცებულებას გამოსაკვლევი საკითხის თაობაზე,
უფლება აქვს, მიმართოს კომისიას და მოითხოვოს მოსმენა, რაც უნდა
დაკმაყოფილდეს.
8. კომისია უფლებამოსილია, საჯარო სხდომაზე დასასწრებად მოიწვიოს
საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილი წესით აკრედიტებული
მასობრივი
ინფორმაციის
საშუალებათა
წარმომადგენლები.
ერთ
ორგანიზაციას უფლება აქვს, წარმოდგენილი იყოს მხოლოდ ერთი
ჟურნალისტითა და ერთი ოპერატორით/ფოტოგრაფით.
9. მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელი ჟურნალისტები
კომისიის სხდომაზე ადგილს იკავებენ მათთვის გამოყოფილ ადგილას და არ
აქვთ უფლება, ჩაერიონ კომისიის სხდომის მიმდინარეობაში. ჟურნალისტის
თანმხლები
ოპერატორი/ფოტოგრაფი
უფლებამოსილია,
სხდომის
დაწყებიდან 10 წუთის განმავლობაში, გადაადგილდეს სხდომის დარბაზში
და შეასრულოს თავისი პროფესიული მოვალეობა კომისიის სხდომის
მიმდინარეობის ან კომისიის წევრისათვის ხელშეშლის გარეშე. მოცემული
წესების დარღვევის შემთხვევაში, ჟურნალისტი თანმხლებ პირთან ერთად
დათხოვნილი იქნება დარბაზიდან წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
10. კომისიის საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით.
11. საგამოძიებო კომისიის სხდომის მიმდინარეობა წერილობით აისახება
კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც თან ერთვის კომისიის სხდომის
აუდიოჩანაწერი.
12. საგამოძიებო კომისიის წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც
მონაწილეობენ კომისიის მუშაობაში ვალდებულნი არიან, დაიცვან
საპარლამენტო გამოძიების საიდუმლოება.
13. საგამოძიებო კომისიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების წესი
განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
7
თავი IV
საგამოძიებო კომისიის
ორგანიზაციულ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა
მუხლი 7.
1. საგამოძიებო
კომისია
უფლებამოსილია,
გამოსაკვლევი
საკითხის
შესწავლის, აგრეთვე, თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური
უზრუნველყოფის მიზნით, მოიწვიოს დარგის სპეციალისტი/ექსპერტი,
რომლებთანაც, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით,
შრომით ხელშეკრულებას აფორმებს პარლამენტის აპარატის უფროსი,
გარდა
იმ
შემთხვევისა,
როდესაც
დარგის
მოწვეული
სპეციალისტი/ექსპერტი ამგვარ საქმიანობას საზოგადოებრივ საწყისებზე
ახორციელებს.
2. საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს
ხელმძღვანელთან შეთანხმებით, კონკრეტული ფუნქციის შესასრულებლად
მოიწვიოს საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა, დაწესებულებათა და
უწყებათა თანამშრომლები.
მუხლი 8.
1. საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია, გასწიოს ხარჯები, რომელთა
ოდენობას და გაცემის წესს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში,
პარლამენტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, პარლამენტის
ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს
პარლამეტის ბიურო.
2. საგამოძიებო კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები
ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.
8