საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-2313/24; 27.02.2024) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-1945/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 2

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 2/11/25, 4:50 PM საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა თარიღი 10 თებერვალი 2025 13:30 2025 წლის 10 თებერვალი, 13:30 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8 ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) დღის წესრიგი განსახილველი საკითხები: 1. აფხაზეთის ინიციატივის ავტონომიური წესით რესპუბლიკის წარმოდგენილი უმაღლესი კანონპროექტი საბჭოს მიერ საკანონმდებლო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/409; 05.07.2024) (სავალდებულო); მომხსენებელი: ვახტანგ ყოლბაია - აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2. სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სსიპ საპენსიო სააგენტოს 2024 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა (1-10304/24; 01.10.24) (სავალდებულო); მომხსენებელი: სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე; 3. საკანონმდებლო წინადადებები; მომხსენებელი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე; 4. საორგანიზაციო საკითხი. https://parliament.ge/print/announcement/3132?local=true 1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის ოქმი N2 ქ. თბილისი. 10 თებერვალი, 2025 წელი. სხდომას თავმჯდომარეობდა: სხდომას ესწრებოდნენ: მოწვეული სტუმრები: პაატა კვიჟინაძე (კომიტეტის თავმჯდომარე). კომიტეტის წევრები: ხელაძე ირაკლი, ბერაძე რამინა (რიმა), კოდუა დავითი, მაჭავარიანი ლევანი; პარლამენტის წევრი წიწავა გენრიეტა (ბეჟან წაქაძის უფლებამონაცვლე). ვახტანგ ყოლბაია - აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ სანიკიძე კომიტეტის აპარატის წარმომადგენელი; სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე, სააგენტოს წარმომადგენლები - ანა ნაჭყებია და მაგდა კოტრიკაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის და საქართველოს პარლამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სიითი შემადგენლობის 6 წევრის დასწრებით (კვორუმი - 4). დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი ს პ რ ო ე ქ ტ ი: განსახილველი საკითხები: 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/409; 05.07.2024) (სავალდებულო). /მომხსენებელი: ვახტანგ ყოლბაია/ 2. სსიპ საპენსიო სააგენტოს 2024 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა (1-10304/24; 1.10.24წ.) (სავალდებულო). /მომხსენებელი: გიორგი ჭიჭინაძე/ 3. საკანონმდებლო წინადადებები. /მომხსენებელი: პაატა კვიჟინაძე/ 4. საორგანიზაციო საკითხი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. 1 დღის წესრიგით გათვალისწინებულ I საკითხთან დაკავშირებით: ვახტანგ ყოლბაიამ პარლამენტის წევრებს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: რიმა ბერაძემ, დავით კოდუამ, პაატა კვიჟინაძემ. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ II საკითხთან დაკავშირებით: გიორგი ჭიჭინაძემ კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა სსიპ საპენსიო სააგენტოს 2024 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა და უპასუხა შეკითხვებს. შეკითხვას უპასუხა, ასევე, ანი ნაჭყებიამ. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: რიმა ბერაძემ, პაატა კვიჟინაძემ. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წარმოდგენილ დოკუმენტს მხარს უჭერს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ III საკითხთან დაკავშირებით: პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადებები: 1) საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-26/24; 08.01.2024); 2) საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-25/24; 08.01.2024); 3)საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (27.02.24; 1-2313/24) (წამყვანი). 4) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის (გიორგი მაღრაძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (26.03.24; 1-3431/24); 2 5)საქართველოს მოქალაქეების ივანე ხოხლოვისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საბანკო და სალიზინგო ომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (06.03.24; 1-2778/24); 6) საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (06.06.24; 1-6465/24); 7) საქართველოს ბიზნესომბუდსმენის (ოთარ დანელია) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-9933/24; 18.09.24); 8) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1423/25/11; 27.01.2025). შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: პაატა კვიჟინაძემ. დაადგინეს: კენჭისყრის შედეგიდან გამომდინარე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებები უარყოფილად მიაჩნია საკანონმდებლო ინიცირებისთვის. დღის წესრიგით გათვალისწინებულ IV საკითხთან დაკავშირებით: პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, რომ ლევან მაჭავარიანმა სურვილი გამოთქვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ მუდმივმოქმედ აუდიტის ჯგუფში გაწევრიანების შესახებ, რასაც კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 10.02.2025წ. სხდომის აუდიო ჩანაწერი ოქმს თან ერთვის. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივანი პაატა კვიჟინაძე ირინა ლომია 3