საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინფორმაცია 2025 წლის 17 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი საქართველოს პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის არჩევის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 5
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
2/17/25, 12:08 PM
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა
თარიღი
17 თებერვალი 2025 12:00
2025 წლის 17 თებერვალი, 12:00 საათი
საქართველოს პარლამენტის სასახლე
კომიტეტის სათათბირო ოთახი N534
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი:
თავდაცვისა
და
უშიშროების
კომიტეტის
თავმჯდომარე-
ალექსანდრე
ტაბატაძე;
2. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
მომხსენებელი:
თავდაცვისა
და
უშიშროების
კომიტეტის
თავმჯდომარე-
ალექსანდრე
ტაბატაძე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს
მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი
კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ“ ადმინისტრაციული შეთანხმება“ (07-2/14;
17.01.2025) წამყვანი კომიტეტი;
მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გრიგოლ გიორგაძე.
https://parliament.ge/print/announcement/3138?local=true
1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა
ოქმი N5
2025 წლის 17 თებერვალი, 12:00 საათი
საქართველოს პარლამენტის სასახლე
კომიტეტის სათათბირო ოთახი N534
(C კორპუსი, V სართული)
სხდომის თავმჯდომარე: ალექსანდრე ტაბატაძე - კომიტეტის თავმჯდომარე
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი,
ვიქტორ ჯაფარიძე, გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე, ირაკლი ხელაძე, აკაკი
ალადაშვილი;
სხდომა გახსნა თავმჯდომარემ და დაადასტურა კვორუმის არსებობა.
ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა სხდომის დღის წესრიგი.
დღის წესრიგი
1. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა.
მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე- ალექსანდრე
ტაბატაძე.
2. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება.
მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე- ალექსანდრე
ტაბატაძე.
3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს
მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი
კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ“ ადმინისტრაციული შეთანხმება“ (072/14; 17.01.2025)
მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გრიგოლ გიორგაძე.
წამყვანი კომიტეტი.
1. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის შესაბამისად, თავდაცვისა და
უშიშროების
კომიტეტის
თავმჯდომარის
მოადგილედ
საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალი“-ს მიერ დასახელებული ვიქტორ ჯაფარიძის
კანდიდატურა წარმოადგინა.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურასთან დაკავშირებით
შენიშვნები არ გამოთქმულა.
კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ კანდიდატურას.
მომხრე - 8
წინააღმდეგი -0
2. მეორე საკითხად სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ,
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი
წარადგინა.
დოკუმენტში ასახულია როგორც საკანონმდებლო აქტების და
უსაფრთხოების სფეროში კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების
განხილვის რიგითობა, ასევე კომიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე
შესაბამისი
უწყებების
თემატური
საკომიტეტო
მოსმენების
გამართვა,
საზედამხედველო
ვიზიტების
განხორციელება,
ქვეყნის
თავდაცვაში
საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა, თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია;
ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში
ჩართულობა და საპარლამენტო დიპლომატიის მეშვეობით საქართველოს
თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის საერთაშორისო
მხარდაჭერის გაზრდა. სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები და
წინადადებები კომიტეტის წევრების მხრიდან გამოთქმული არ ყოფილა.
შესაბამისად, კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი
წესით კენჭი უყარა და დაამტკიცა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2025
წლის სამოქმედო გეგმა.
3. მომხსენებელმა, გრიგოლ გიორგაძემ წარმოადგინა
დღის წესრიგით
გათვალისწინებული
მესამე
საკითხი,
„საქართველოს
მთავრობასა
და
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი
კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ“ ადმინისტრაციულ შეთანხმება
(№07-2/14; 17.01.2025). აღნიშნული შეთანხმება იდება ჩრდილოატლანტიკური
ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ნატო) და საქართველოს შორის 1994 წლის 12
დეკემბერს ხელმოწერილი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების საფუძველზე მისი
იმპლემენტაციის მიზნით. ზემოხსენებული შეთანხმების იმპლემენტაციის
საფუძველს წარმოადგენს ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ’’ საქათველოს
კანონი და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებები, ხოლო
ნატოსთვის - შიდა ორგანიზაციული სახელმძღვანელოები და დირექტივები.
შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ინფორმაციის კლასიფიკაციის
დონეების შესაბამისობა და მარკირება, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე
დაშვების
მისანიჭებლად
გასათვალისწინებელი
კრიტერიუმები,
კლასიფიცირებული
ინფორმაციის
შენახვის
ადგილებისა
და
დაცვის
უსაფრთხოების სტანდარტები, რეგისტრის სისტემა, კომუნიკაციებისა და
ინფორმაციული
სისტემის
უსაფრთხოება,
ვიზიტების
განხორციელების
პროცედურები და სხვა. ადმინისტრაციული შეთანხმების განხორციელებასა და
ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ უსაფრთხოების ორგანოდ ნატოს მხრიდან
განისაზღვრა ნატოს უსაფრთხოების ოფისი, ხოლო საქართველოს მთავრობის
მხრიდან-საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. მომხსენებლის შეფასებით,
„საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების
ორგანიზაციას შორის გაცვლითი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის
შესახებ“ ადმინისტრაციული შეთანხმების დადება ხელს შეუწყობს საქართველოსა
და ნატო-ს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და უსაფრთხოების
სფეროსი
ერთობლივი
პროექტების
განხორციელების
სამართლებრივი
საფუძვლების გაძლიერებას.
კომიტეტმა
მიზანშეწონილად
მიიჩნია
„საქართველოს
მთავრობასა
და
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი
კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ“ ადმინისტრაციულ შეთანხმების
საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირება.
სხდომის თავმჯდომარე
სხდომის მდივანი
ალექსანდრე ტაბატაძე
მაია კომლაძე