საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21
📜 ტექსტი
წერილი
2-1965/25
17-02-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს, ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ბატონო ნიკოლოზ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად
გიგზავნით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: 8 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გივი მიქანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში
წინამდებარე ანგარიში ასახავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (შემდგომში ასამბლეა)
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (შემდგომში დელეგაცია) 2024 წლის
განმავლობაში გაწეულ საქმიანობას, მათ შორის ასამბლეის პლენალური სხდომების
მიმდინარეობას, საკომიტეტო მუშაობას, განხორციელებულ ვიზიტებსა და შეხვედრებს.
2024 წლის განმავლობაში ასამბლეის ფარგლებში განხორციელდა დელეგაციის წევრების 25
გასვლითი ვიზიტი.
2024 წელს, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ:
ძირითადი შემადგენლობა:
სათადარიგო შემადგენლობა:
1. გივი მიქანაძე
1. არჩილ თალაკვაძე
2. ხატია წილოსანი
2. ირაკლი შატაკიშვილი
3. ეკა სეფაშვილი
3. გიორგი ჩაკვეტაძე
4. ლევან ბეჟაშვილი
4. ანა წითლიძე
5. ქეთევან თურაზაშვილი
5. ფრიდონ ინჯია
ირაკლი ჩიქოვანმა დელეგაციის ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა თებერვლის დასაწყისში,
რადგანაც დაინიშნა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.
საპარლამენტო ასამბლეის სესიების მიმოხილვა
საპარლამენტო ასამბლეის სესიის პირველი ნაწილი, ზამთრის სესია (21-27 იანვარი, სტრასბურგი,
საფრანგეთი)
იანვრის სესიაზე საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო შემდეგი შემადგენლობით:
•
•
•
•
•
•
გივი მიქანაძე;
ეკა სეფაშვილი;
ქეთევან თურაზაშვილი;
ლევან ბეჟაშვილი;
ხატია წილოსანი;
ანა წითლიძე;
სესიის განმავლობაში, ასამბლეამ თავიდან აირჩია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი (საბერძნეთი) - ევროპის სახალხო პარტიის
პოლიტიკური ჯგუფიდან (EPP/CD).
ასამბლეამ ასევე აირჩია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ახალი კომისარი, მეორე ტურში.
სამ კანდიდატს შორის, ასამბლეის წევრების ხმათა უმრავლესობა მიიღო ირლანდიელმა
კანდიდატმა, მაიქლ ო’ფლაჰერთიმ.
1
სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანი დებატები გაიმართა ისეთ თემებზე, როგორიცაა
ბიუროს პროგრესის ანგარიში, მოვლენები ახლო აღმოსავლეთში: ჰამასის ტერორისტული
თავდასხმა ისრაელზე და ისრაელის პასუხი; ბელარუსის დემოკრატიული მომავალი; მედიის
თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა: წევრი სახელმწიფოების
ვალდებულება; საზოგადოებრივი მონაწილეების მიმართ სტრატეგიული სარჩელების წარდგენის
წინააღმდეგ ბრძოლა: დემოკრატიული საზოგადოების იმპერატივი; ასამბლეის მონიტორინგის
პროცედურის პროგრესი. ასამბლეამ ასევე დაამტკიცა გადაუდებელი საკითხის განხილვა უკრაინელი ბავშვების მდგომარეობის შესახებ.
ასამბლეას სიტყვით მიმართა ლიხტენშტაინის პრემიერ მინისტრმა დანიელ რიშმა. პრემიერ
მინისტრმა ასევე უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს, მათ შორის საქართველოს დელეგაციის
წევრებს, ეკა სეფაშვილს და ხატია წილოსანს.
ასამბლეაზე მისაღები რეზოლუციების ირგვლივ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოვიდნენ:
გლობალიზაცია კრიზისისა და ომის დროს: OECD-ის როლი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის
ფედერაციის აგრესიის შემდეგ - ხატია წილოსანი და ანა წითლიძე.
ბრალდებები, რომლებიც უკავშირდება ევროპაში, დაკავების ადგილებში სისტემური წამების და
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ფაქტებს - გივი მიქანაძე და ლევან
ბეჟაშვილი.
ბელარუსის დემოკრატიული მომავალი - ანა წითლიძე.
მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა:
სახელმწიფოების ვალდებულება - ეკა სეფაშვილი და ლევან ბეჟაშვილი.
წევრი
მონიტორინგის პროგრესის ანგარიში – ეკა სეფაშვილი. საქართველოს დელეგაციის ინიციატივით
აღნიშნულ რეზოლუციაში შევიდა ცვლილება, რომელმაც რეალურად ასახა საქართველოს მიერ
ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ფაქტი.
სესიაზე მიმართვა გააკეთა და დელეგატების კითხვებს უპასუხა ლიხტენშტაინის საგარეო,
განათლებისა და სპორტის საქმეთა მინისტრმა, დომინიკ ჰასლერმა. მინისტრს, სხვა
დელეგატებთან ერთად, კითხვა დაუსვა ხატია წილოსანმაც.
სესიის განმავლობაში გამართული შეხვედრები:
საქართველოს დელეგაციის წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს
ადამიანის უფლებათა კომისარის პოზიციაზე ბულგარელ კანდიდატთან, მაგლენა კუნევასთან.
საქართველოს დელეგაციის წევრებმა ლევან ბეჟაშვილმა და ანა წითლიძემ შეხვედრა გამართეს
ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ინგრიდ შოუსთან.
სესიის ფარგლებში გაიმართა ერთობლივი კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგის თემა იყო
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის პოზიციაზე შემოსული სამი კანდიდატის ირგვლივ
დისკუსია. აღნიშნულ სხდომას საქართველოს დელეგაციის სახელით დაესწრო ხატია წილოსანი.
2
საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
სესიის განმავლობაში მიმდინარე კომიტეტების და ქვე-კომიტეტების შეხვედრებზე. დელეგაციის
წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სესიის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების
ქვეკომიტეტის წევრებმა საქართველოს დელეგაციის წევრი გივი მიქანაძე თავმჯდომარედ, ერთი
წლით, მეორე ვადით აირჩიეს.
აღსანიშნავია, რომ სოციალური საკითხების კომიტეტმა საქართველოს დელეგაციის წევრი ეკა
სეფაშვილი აირჩია მომხსენებლად ანგარიშზე: ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი: რეიკიავიკის
დეკლარაციის განხორციელება.
საპარლამენტო ასამბლეის სესიის მეორე ნაწილი, საგაზაფხულო სესია (15-19 აპრილი, სტრასბურგი,
საფრანგეთი)
აპრილის სესიაზე საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო შემდეგი შემადგენლობით:
•
გივი მიქანაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი;
•
ქეთევან თურაზაშვილი;
•
ფრიდონ ინჯია;
•
ლევან ბეჟაშვილი;
•
ხატია წილოსანი;
•
ანა წითლიძე;
ასამბლეაზე სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვიდნენ ლიხტენშტაინის პრინცი ალოისი და
მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხაილ პოპშოი.
ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ ჰასლერმა წარმოადგინა მინისტრთა
კომიტეტის დასკვნა ევროპის საბჭოს ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობის ფარგლებში. ევროპის
საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
აპრილის სესიაზე მნიშვნელოვანი დებატები გაიმართა კოსოვოს ევროპის საბჭოში წევრობის
შესახებ; საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობების შესახებ;
გარემოს დაცვასა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ; უკრაინის, ალექსეი ნავალნისა და კარამურზას შესახებ.
ასამბლეაზე მისაღები რეზოლუციების ირგვლივ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოვიდნენ:
საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობების შესახებ - ანა წითლიძე.
ალექსეი ნავალნის, ბელარუსის და კარა-მურზას თემაზე გამართულ ერთობლივ დებატებზე ლევან ბეჟაშვილი.
საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
სესიის განმავლობაში მიმდინარე კომიტეტების და ქვე-კომიტეტების შეხვედრებზე. დელეგაციის
წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სესიის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში.
3
საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა (23-25 მაისი, ვილნიუსი,
ლიეტუვას რესპუბლიკა)
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის წევრმა, ეკა სეფაშვილმა ჩაანაცვლა დელეგაციის ხელმძღვანელი და მონაწილეობა
მიიღო PACE-ს მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაში, ქალაქ ვილნიუსში.
მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა დაამტკიცეს ცვლილებები საფრანგეთის დელეგაციაში,
ცვლილებები კომიტეტების შემადგენლობაში და მიიღეს ივნისის სესიის პირველადი დღის
წესრიგი. კომიტეტის წევრებმა ასევე გაითვალისწინეს ბიუროს გადაწყვეტილება და მიმდინარე
საკითხის პროცედურის გათვალისწინებით დღის წესრიგში დაამატეს ორი საკითხი, კერძოდ
დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში და ევროპის საბჭოს 75 წლის იუბილე: როგორ
უზრუნველვყოთ ყველა ევროპელის მონაწილეობა ჩვენი ორგანიზაციის მომავალში?.
საქართველოს საკითხზე დებატებში სიტყვით გამოვიდა საქართველოს დელეგაციის წევრი ეკა
სეფაშვილი. აღნიშნულ საკითხზე ონლაინ მონაწილეობა ასევე მიიღო საქართველოს
პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მუდმივმოქმედი კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრმა ეკა სეფაშვილმა
წარადგინა თავისი ანგარიში, რომელიც ეხებოდა ბავშვებთა დასაქმების მავნე პრაქტიკას.
აღნიშნულ მოხსენებას მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭრეს მხარი.
საპარლამენტო ასამბლეის სესიის მესამე ნაწილი, ზაფხულის სესია (24-28 ივნისი, სტრასბურგი,
საფრანგეთი)
ივნისის სესიაზე საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო შემდეგი შემადგენლობით:
•
გივი მიქანაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი;
•
ეკა სეფაშვილი;
•
გიორგი ჩაკვეტაძე;
•
ქეთევან თურაზაშვილი;
•
ლევან ბეჟაშვილი;
•
ანა წითლიძე;
სესიის დღის წესრიგის ძირითადი თემები იყო: დემოკრატიის გაძლიერება მონაწილეობითი და
წარმომადგენლობითი პროცესებით; საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ახალგაზრდული
პერსპექტივის გაძლიერება; ქალი უფლებადამცველების დაცვა ევროპაში; ადამიანის უფლებების
შესაბამისი თავშესაფრის პროცედურების უზრუნველყოფა; უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის
ფედერაციის აგრესიის სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა ასპექტები; სანქციების როლი
უკრაინის მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში;
კულტურული იდენტობის წაშლის წინააღმდეგ ბრძოლა ომსა და მშვიდობის დროს.
დღის წესრიგის დამტკიცებისას, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე
შეეწინააღმდეგა საქართველოს საკითხის ივნისის სესიაზე განხილვას, რადგან საქართველოში
იწყებოდა წინა-საარჩევნო პერიოდი - ოქტომბერში (4 თვეში) საქართველოში გაიმართებოდა
პარლამენტის არჩევნები და სესიაზე ამ საკითხის ივნისში განხილვას შეიძლება არასასურველი
ზეგავლენა მოეხდინა შიდა პოლიტიკურ პროცესებზე.
ზაფხულის სესიაზე გაიმართა არჩევნები ევროპის საბჭოს ახალი გენერალური მდივნის
ასარჩევად. მეორე ტურის შემდეგ, ასამბლეის წევრებმა 114 ხმით (92 პირველი ტურში) აირჩიეს
4
შვეიცარიის კანდიდატი ალან ბერსე. ესტონეთის კანდიდატმა, ინდრეკ საარმა მიიღო 85 ხმა (78
პირველ ტურში), ხოლო ბელგიელმა დიდიე რეინოლდსმა 46 (70 პირველ ტურში).
ასამბლეაზე მისაღები რეზოლუციების ირგვლივ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოვიდნენ:
სანქციების როლი უკრაინის მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომის წინააღმდეგ
ბრძოლაში - გივი მიქანაძე.
დემოკრატიის გაძლიერება მონაწილეობითი და წარმომადგენლობითი პროცესებით - ანა
წითლიძე.
ივნისის სესიის მიწურულს, საგანგებო დებატები გაიმართა საქართველოში დემოკრატიის
გამოწვევების შესახებ. ანგარიშის ავტორები იყვნენ ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის
საქართველოზე მომხსენებლები, ედიტ ესტრელა და კლოდ კერნი. მათი ანგარიში და მიმართვა
ძირითადად გამჭვირვალობის კანონს, ევროპული კურსის ცვლილებას და მომავალ
საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა. ამ დებატებზე გამომსვლელთა ძირითადი შეშფოთება
ეხებოდა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციებს. აღნიშნულ დებატებზე
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ ასამბლეის
წევრებს განუმარტა, თუ რატომ გახდა საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება. მან ასევე
განმარტა, თუ რატომ არ არღვევს აღნიშნული კანონი არანაირ საერთაშორისო სტანდარტს. ასევე
ისაუბრა ცესკოს საკითხთან და დასასრულს დასძინა, რომ საქართველო კვლავ რჩება ევროპის
საბჭოს პრინციპებისა და ღირებულებების მიმართ ერთგული და აგრძელებს შესაბამისი
რეფორმების გატარებას.
აღნიშნულ დებატებზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ ანა წითლიძე და ქეთევან თურაზაშვილი.
მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში ასამბლეას სიტყვით მიმართა ლიეტუვას
საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, რომელსაც საქართველოში მიმდინარე
პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა ანა წითლიძემ.
სესიის განმავლობაში გამართული შეხვედრები:
საქართველოს დელეგაციის წევრებმა, გივი მიქანაძემ, ეკა სეფაშვილმა და გიორგი ჩაკვეტაძემ
შეხვედრა გამართეს კანადის დელეგაციის წევრებთან. კანადის დელეგაციას ასევე შეხვდნენ ანა
წითლიძე და ლევან ბეჟაშვილი.
საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
სესიის განმავლობაში მიმდინარე კომიტეტების და ქვე-კომიტეტების შეხვედრებზე. დელეგაციის
წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სესიის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში.
საპარლამენტო ასამბლეის სესიის მეოთხე ნაწილი, შემოდგომის სესია (30 სექტემბერი - 4
ოქტომბერი, სტრასბურგი, საფრანგეთი)
შემოდგომის
სესიაზე
შემადგენლობით:
საქართველოს
დელეგაციამ
•
გივი მიქანაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი;
•
ეკა სეფაშვილი;
მონაწილეობა
მიიღო
შემდეგი
5
•
ხატია წილოსანი.
სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანი დებატები გაიმართა ისეთ თემებზე, როგორიცაა
პროპაგანდა და ინფორმაციის თავისუფლება ევროპაში; ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი:
რეიკიავიკის დეკლარაციის იმპლემენტაცია; საკვებზე ადამიანის უფლების უზრუნველყოფა;
მეტავერსიის რისკები და შესაძლებლობები.
შემოდგომის სესიის დასაწყისში განიხილებოდა აზერბაიჯანის საკითხის ჩამატება დღის
წესრიგში, რომლის ოქტომბრის სესიაზე განხილვას საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი,
გივი მიქანაძე შეეწინააღმდეგა, აზერბაიჯანში ახლად არჩეული პარლამენტის არჩევის და მათთან
ურთიერთობის განახლების შესაძლებლობის არგუმენტით.
ასამბლეაზე მისაღები რეზოლუციების ირგვლივ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოვიდნენ:
პროპაგანდა და ინფორმაციის თავისუფლება ევროპაში - ეკა სეფაშვილი.
ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის ანგარიში - ხატია წილოსანი.
ეკა სეფაშვილმა ასამბლეას წარუდგინა ანგარიში - ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი:
რეიკიავიკის დეკლარაციის იმპლემენტაცია. ასამბლეის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი
შემუშავებულ რეზოლუციასა და რეკომენდაციებს.
სესიის განმავლობაში ასამბლეას სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს ახლად არჩეულმა
გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ, რომელსაც სხვა დელეგატებთან ერთად ხატია წილოსანმაც
მიმართა.
სესიის განმავლობაში გამართული შეხვედრები:
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე შეხვდა ალან ბერსეს, ევროპის საბჭოს
გენერალურ მდივანს და მიულოცა თანამდებობაზე არჩევა და მომავალ საქმიანობაში წარმატება
უსურვა. სტრასბურგში გამართული შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა აღნიშნეს
საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევროპის საბჭოში. გივი მიქანაძემ გენერალურ მდივანთან
დააფიქსირა ქართული მხარის მზადყოფნა აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა ევროპის
საბჭოსთან, რაც გენერალური მდივნის მიერ დადებითად შეფასდა.
საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
სესიის განმავლობაში მიმდინარე კომიტეტების და ქვე-კომიტეტების შეხვედრებზე. დელეგაციის
წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სესიის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში.
საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა (29 ნოემბერი, ლუქსემბურგი)
ლუქსემბურგში გამართული მუდმივმოქმედი კომიტეტის განსახილველი ძირითადი თემები იყო
აზერბაიჯანში რეპრესიული პროცესების გაზრდა, ბულგარეთში საპრეზიდენტო და
საპარლამენტო არჩევნების ანგარიში, სამოქალაქო საზოგადოება და საპარლამენტო ასამბლეა.
მუდმივმოქმედმა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით ასევე მიიღო დეკლარაცია და
დაამტკიცა იანვრის სესიის დღის წესრიგი. საქართველოს მხარეს მუდმივმოქმედ კომიტეტზე
წარმოადგენდა ხატია წილოსანი, რომელიც სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის და საქართველოს
საკითხებზე და ასევე ლუქსემბურგის
თავდაცვის, მობილობის, საჯარო სამუშაოების,
გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების მინისტრის მიმართვის დროს.
6
ევროპის საბჭოს საპარლამენტო
განხორციელებული ვიზიტები
ასამბლეის
წარმომადგენლების
მიერ
საქართველოში
2024 წლის 21-25 სექტემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო არჩევნების წინა-სადამკვირვებლო მისია (ასამბლეის 6
წევრი), ხოლო 2025 წლის 14-16 იანვარს - ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მისია.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ახალი შემადგენლობა:
ძირითადი შემადგენლობა:
1. თეა წულუკიანი
2. გივი მიქანაძე
3. მარიამ ლაშხი
4. ეკა სეფაშვილი
სათადარიგო შემადგენლობა:
1. რატი იონათამიშვილი
2. ლევან მაჭავარიანი
3. ზვიადი შალამბერიძე
კომიტეტები, ქვეკომიტეტები და სხვა ღონისძიებები
2024 წლის განმავლობაში საქართველოს დელეგაციის წევრებმა განახორციელეს 20 გასვლითი
ვიზიტი კომიტეტების შეხვედრებზე დასასწრებად.
ცხრილი: ასამბლეის კომიტეტის სხდომები, რომლის მუშაობაშიც საქართველოს დელეგაციის
წევრებმა მიიღეს მონაწილეობა:
თარიღი
ღონისძიება
მონაწილე
7-8 იანვარი
ECtHR
მოსამართლეთა
არჩევის გივი მიქანაძე
კომიტეტი, პარიზი, საფრანგეთი
4 მარტი
იურიდიულ საკითხთა
პარიზი, საფრანგეთი
6 მარტი
მონიტორინგის კომიტეტი, პარიზი, ეკა
სეფაშვილი,
საფრანგეთი
წითლიძე
25-26 მარტი
სოციალურ საკითხთა
პარიზი, საფრანგეთი
23 აპრილი
ECtHR გადაწყვეტილებათა შესახებ გივი მიქანაძე
შეხვედრა, ბრუსელი, ბელგია
17 მაისი
მონიტორინგის კომიტეტი, პარიზი, ეკა სეფაშვილი
საფრანგეთი
20-21 მაისი
ევროპის
საბჭოს
ჩრდილოეთ- ეკა სეფაშვილი
სამხრეთის
ცენტრი,
ლისაბონი,
პორტუგალია
27 მაისი
კულტურის კომიტეტი, კოპენჰაგენი, ეკა სეფაშვილი
დანია
კომიტეტი, გივი მიქანაძე
ანა
კომიტეტი, ეკა სეფაშვილი
7
3 ივნისი
სოციალური საკითხების კომიტეტი, ეკა სეფაშვილი
პარიზი, საფრანგეთი
4-5 ივლისი
გივი მიქანაძის ინიციატივით და გივი მიქანაძე
თავმჯდომარეობით
ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების
აღსრულების
ქვეკომიტეტი, ტირანა, ალბანეთი
9 სექტემბერი
პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტი, გივი მიქანაძე
პარიზი, საფრანგეთი
9 სექტემბერი
მედია-ინფორმაციის საზოგადოების ეკა სეფაშვილი
ქვე-კომიტეტი, ედინბურგი, დიდი
ბრიტანეთი
10 სექტემბერი
იურიდიულ საკითხთა
პარიზი, საფრანგეთი
11 სექტემბერი
მონიტორინგის კომიტეტი, პარიზი, ეკა სეფაშვილი
საფრანგეთი
12 სექტემბერი
თანასწორობის კომიტეტი, პარიზი, ხატია წილოსანი
საფრანგეთი
13 სექტემბერი
სოციალურ საკითხთა კომიტეტი, ეკა სეფაშვილი
ლისაბონი, პორტუგალია
16 სექტემბერი
ECtHR
მოსამართლეთა
არჩევის გივი მიქანაძე
კომიტეტი, პარიზი, საფრანგეთი
4 ნოემბერი
ევროპის
საბჭოს
საპარლამენტო გივი მიქანაძე
ასამბლეისა
და
საბერძნეთის
პარლამენტის მიერ ერთობლივად
ორგანიზებული
კონფერენცია
„სპორტში
უსაფრთხოების,
ინტეგრირების, თანასწორობისა და
ჩართულობის ხელშეწყობა“, ათენი,
საბერძნეთი
6 ნოემბერი
დემოკრატია და მრავალფეროვნება - ეკა სეფაშვილი
ასამბლეის
ბიუროს
დროებითი
კომიტეტი, სტრასბურგი, საფრანგეთი
11 ნოემბერი
ევროპის
საბჭო
და
ნატო
- ხატია წილოსანი
კონფერენცია 75 წლის იუბილის
აღსანიშნავად, რომი, იტალია
18-19 ნოემბერი
ხელოვნური
ინტელექტისა
და გივი მიქანაძე
ადამიანის უფლებების ქვე-კომიტეტი,
ჟენევა, შვეიცარია
29 ნოემბერი
მუდმივმოქმედი კომიტეტი
კომიტეტი, გივი მიქანაძე
ხატია წილოსანი
8