საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე
ნომერი
#2-1968/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21

📜 ტექსტი

წერილი
2-1968/25 17-02-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ბატონო ნიკოლოზ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად გიგზავნით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიშს. დანართი: 5 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge პარლამენტის
ანგარიში
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში 2024 წლის იანვარი-2025 წლის იანვარი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ 2024 წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ოთხ ღონისძიებაში:  საქართველო-ნატო-ს საპარლამენტო საბჭოს შეხვედრა ქ. ბრიუსელში, ბელგიის სამეფო, 21 თებერვალი, 2024;  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის შეხვედრა ქ. რომში, იტალიის რესპუბლიკა, 6-7 მაისი, 2024;  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ“-ის 106-ე სემინარი ქ. ვარშავა, პოლონეთის რესპუბლიკა, 16-17 სექტემბერი, 2024;  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ქ. სოფია, ბულგარეთის რესპუბლიკა, 24-27 მაისი, 2024. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა 2024 წლის იანვარი-2024 წლის ნოემბერი ძირითადი შემადგენლობა     ხატია წილოსანი - დელეგაციის ხელმძღვანელი; ირაკლი ბერაია1; გივი მიქანაძე; თინათინ ბოკუჩავა. სათადარიგო შემადგენლობა     ბექა ოდიშარია; თეონა აქუბარდია; გიორგი ჩაკვეტაძე; დავით ბაქრაძე. საქართველო-ნატო-ს საპარლამენტო საბჭოს შეხვედრა ქ. ბრიუსელში, ბელგიის სამეფო, 21 თებერვალი 2024 1. 2024 წლის 21 თებერვალს, ბელგიის სამეფოს ქ. ბრიუსელში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით ჩატარდა მორიგი საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ შემდეგი შემადგენლობით: ირაკლი ბერაია (დელეგაციის ხელმძღვანელი); გივი მიქანაძე, თეონა აქუბარდია და თინათინ ბოკუჩავა. 2. ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრები შეხვდნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტებს და ასამბლეის ბიუროს წევრებს, ასამბლეის გენერალურ მდივანს და მის მოადგილეს, ასევე შეხვედრა შედგა ნატო-ს 1 ირაკლი ბერაია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა 2020 ნოებერი - 2024 წლის აპრილის პერიოდში. პარტნიორობის დასავლეთ დირექტორატის, პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების უფროსთან. 3. მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, საქართველოს უსაფრთხოებაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გავლენა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. 4. შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) და ნატოსაქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი (SNGP). დისკუსიისას აღინიშნა რომ ალიანსთან თანამშრომლობის ასეთი ტიპის პრაქტიკული მექანიზმები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს თავდაცვის გაძლიერებაში, ალიანსთან თავსებადობის მექანიზმების ჩამოყალიბებაში და შემდგომ ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის პროცესებში. 5. ასევე ვიზიტის მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა ნატო-ს შტაბ-ბინაში. კერძოდ, შეხვედრები გაიმართა ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ადმირალ რობ ბაუერთან, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინასთან, საჯარო დიპლომატიის საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწესთან კარმენ რომეროსთან და ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში სკოტ ბრეისთან. 6. შეხვედრებისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აღნიშნულ ტენდენციებში. განსაკუთრებული დრო დაეთმო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას. რაზეც ქართველი კანონმდებლების მხრიდან, ხაზი გაესვა საქართველოს ნატო-ში გაწევრების პროცესის მნიშვნელობის საჭიროებას. ასევე, შეხვედრებისას მხარეებმა ისაუბრეს ჰიბრიდული საფრთხეებს გამოწვევებზე და საპარლამენტო ზედამხედველობის როლზე. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის შეხვედრა ქ. რომი, იტალიის რესპუბლიკა 6-7 მაისი, 2024 1. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, 6-7 მაისს ქ. რომში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2. შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა ისეთი საკითხები როგორიცაა ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული უსაფრთხოების, ეკონომიკური, მიგრაციის, ენერგო და სოციალური საკითხები. ასევე, დისკუსიის ფორმატში მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში რუსეთის ფედერაციის გაზრდილ აქტივობებზე. 3. ასევე, აღინიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული სამხედრო კომპანიისა, ნატო-ს წევრ ქვეყნებმა არ უნდა დაივიწყონ ის რიგი უსაფრთხოების გამოწვევები რომლებიც ალიანსის სამხრეთ ფლანგიდან არსებობს და საჭიროებს წევრი ქვეყნების უფრო აქტიურ ჩართულობას. კერძოდ, დეპუტატებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქმედითუნარიან ნაბიჯებზე და გაფართოებული დიალოგის საჭიროებაზე ალიანსის პარტნიორ ქვეყნებთან. ყოველივე ეს საჭიროებს ალიანსის განახლებული სტრატეგიის შემუშავებას და შემდგომში მის იმპლემენტაციას. 4. როგორც ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, ზემოხსენებული პროცესები უნდა აისახოს ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზეც, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს რაც ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან შეიძლება წარმოიშვას. განსაკუთრებით რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით. რომელიც მნიშვნელოვან უსაფრთხოების გამოწვევებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, რეგიონში არსებული ეკონომიკური და სოციალური სირთულეების და გამოწვევების გათვალისწინებით, რუსეთი შეეცდება ევრო-ატლანტიკურ სივრცეს კონვენციური და ჰიბრიდული სამხედრო მეთოდების გამოყენებით მცირე და საშუალო მასშტაბიანი დესტრუქციული კერები შეუქმნა. შესაბამისად, დისკუსიის ფარგლებში ხაზი გაესვა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვისა და მედეგობის შესაძლებლობების გაზრდაზე, განსაკუთრებით ალიანსის სამხრეთ ფლანგის მიმართულებით. 5. სპეციალური ჯგუფის შეხვედრაში ფარგლებში, სადაც საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან როლს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების კუთხით, გივი მიქანაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურს წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას გამოსვლასთან მიმართებაში აქცენტები გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რაც დაკავშირებულია შავი ზღვის უსაფრთხოებასა და რუსეთის მიერ არაერთჯერად შეფერხებული უკრაინის მარცვლეულის ტრანზიტთან დაკავშირებით შავი ზღვის გავლით, რომელიც უმეტესწილად განკუთვნილია ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის. 6. როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა პასუხად აღნიშნა, ალიანსის მიდგომა მის სამხრეთ ფლანგისადმი არის 360 გრადუსის უსაფრთხოების და თავდაცვის მექანიზმების გამოყენებით, მაგრამ მიუხედავად ამისა რუსეთი მაინც ახერხებს მისი აქტივობების გაზრდას ამ რეგიონში, შესაბამისად შავი ზღვის სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ განლაგებას, ნატო-ში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. რაც შესაბამისად აისახება ალიანსის გაზრდილ თანამშრომლობაში შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან; განსაკუთრებით საქართველოსთან, რომელიც გამოიხატება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არაერთი ფორმატით. 7. ასევე, სპეციალური ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ: იტალიის თავდაცვის მინისტრი, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, იტალიის პრემიერმინისტრის მოადგილე/საგარეო ურთიერთობათა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის წევრები. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ქ. სოფია, ბულგარეთის რესპუბლიკა, 24-27 მაისი, 2024 1. 2024 წლის 24-27 მაისს ქ. სოფიაში, ბულგარეთის რესპუბლიკაში გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელშიც ხატია წილოსანის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, შემდეგი შემადგენლობით: გივი მიქანაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, თინათინ ბოკუჩავა და თეონა აქუბარდია. 2. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განხილული იყო ასამბლეის კომიტეტების მიერ რიგი ანგარიშები, სადაც აღნიშნული იყო საქართველოს პროგრესი ნატოსთან დაახლოების და განხორციელებული რეფორმების კუთხით. ხაზგასმით აღინიშნა რომ საქართველო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად გახდება ალიანსის წევრი. 3. ასამბლეის ფარგლებში, ასევე შეხვედრა გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასამბლეის ბიუროს წევრებთან. შეხვედრის ფარგლებში დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საჭიროების მიღების პროცედურებთან და ამოქმედების გადაუდებლობის მიზეზებთან დაკავშირებით. 4. ასამბლეის ფარგლებში მიღებული იყო დეკლარაცია, სადაც საუბარია ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე და საქართველოს მხარდაჭერაზე. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ“-ის რიგით 106-ე სემინარი ქ. ვარშავა, პოლონეთის რესპუბლიკა, 16-17 სექტემბერი, 2024 1. 2024 წლის 16-17 სექტემბერს, პოლონეთის რესპუბლიკის ქ. ვარშავაში გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ“-ის რიგით 106-ე სემინარი, რომელშიც ხატია წილოსანის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, რომელშიც შედიოდა თეონა აქუბრადიაც. 2. სემინარის ფარგლებში განხილული იყო ნატო-ს ალიანსის წევრების თავდაცვითი უნარიანობის გაძლიერება, დემოკრატიული მედეგობა და ევროპული უსაფრთხოების გამოწვევები. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-უკრაინის ომს და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას ომის საბოლოო დასრულებამდე. განხილვებისას, ხაზი გაესვა პოლონეთის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და მის როლს არსებულ კონფლიქტში. 3. დისკუსიისას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ხატია წილოსანმა თავის გამოსვლით სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ ჩართულობას ნატო-ს საერთაშორისო მისიებში და ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა საქართველო კვლავ აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების გატარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სრულფასოვან წევრობას ევროკავშირსა და ნატოში. დამატებითი ინფორმაციისათვის ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ 2024 წელს ასამბლეის რეფორმების ფარგლებში, ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ასოცირებული პარტნიორის სტატუსი შეიცვალა „ნატო-ს კანდიდატ“ სტატუსზე და გაიზარდა დელეგაციის წარმომადგენელთა რაოდენობა: ოთხი დეპუტატიდან ხუთ დეპუტატამდე. დამატებითი ინფორმაციის სახით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა ვერ მიიღო ასამბლეის რიგით 70-ე წლიურ სესიაში, რომელიც 22-25 ნოემბერს კანადის ქ. მონრეალში გაიმართა. აღნიშნული ღონისძიების თარიღები დაემთხვა საქართველოს 11-ე პარლამენტის მოწვევის პირველ პლენალურ სხდომას და სხვა მნიშვნელოვან საპარლამენტო საქმიანობას, რამაც ხელი შეუშალა დელეგაციის წევრების მონაწილეობას ასამბლეის წლიურ სესიაში. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა 2024 წლის ნოემბერი - დღემდე ძირითადი შემადგენლობა    გივი მიქანაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი; მარიამ ლაშხი; ლევან მახაშვილი. სათადარიგო შემადგენლობა    ირკალი კირცხალია; ეკა სეფაშვილი; გიორგი ხახუბია.