საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის 14 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 7
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
2/17/25, 10:52 PM
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თარიღი
14 თებერვალი 2025 13:00
2025 წლის 14 თებერვალი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/404; 18.06.2024);
მომხსენებელი:
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
მინისტრის
მოადგილე - გურამ გურამიშვილი;
2.
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
უმაღლესი
საბჭოს
მიერ
წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (07-2/409; 05.07.2024);
მომხსენებელი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვახტანგ ყოლბაია;
3.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
43-ე
მუხლის
შესაბამისად,
ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის
დამტკიცება;
მომხსენებელი: რატი იონათამიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე.
https://parliament.ge/print/announcement/3133?local=true
1/2
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის სხდომა N7
2025 წლის 14 თებერვალი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
დღის წესრიგი
1.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების პროექტები: „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (072/404; 18.06.2024)
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ
გურამიშვილი
2.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/409; 05.07.2024)
მომხსენებელი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვახტანგ ყოლბაია
3.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
მომხსენებელი: რატი იონათამიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე.
2025 წლის 14 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო
კვორუმი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წარმოდგენილი სხდომის დღის წესრიგი.
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე - რატი იონატამიშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: სავალან მირზოევი, სუმბატ კიურეღიანი, ირაკლი
ჭეიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ნიკა ელისაშვილი.
კომიტეტმა განიხილა:
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების პროექტები: „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
საკანონმდებლო ცვლილებები კომიტეტს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა გააცნო.
„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით ეროვნული
კანონმდებლობა უახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობის მიერ დადგენილ ახალ სტანდარტებს,
რაც გათვალისწინებულია (EU) 2021/782 რეგულაციითა და (EU) 2016/798 დირექტივით.
კანონპროექტი დეტალურად აწესრიგებს მგზავრის უფლებებსა და გარანტიებს იმ შემთხვევაში, თუ
გადაყვანის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დანიშნულების პუნქტში ჩასვლა დაიგვიანებს,
კანონი, ასევე, დეტალურად აწესრიგებს კომპენსაციის გაანგარიშების წესს დანიშნულების პუნქტში
ჩასვლის დაგვიანების შემთხვევაში, აწესრიგებს მგზავრთა ინფორმირებისა და მგზავრობასთან
დაკავშირებულ რიგ საკითხებს.
კანონპროექტით თანახმად, ასევე სარკინიგზო კოდექსით განისაზღვრება მნიშვნელოვანი გარანტიები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირების
გადაყვანისათვის. მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს სარკინიგზო საწარმოებისა და რკინიგზის
სადგურის მენეჯერის ვალდებულება, უზრუნველყონ შესაბამისი
შესაძლებლობებთან დაკავშირებული სპეციალური სწავლება.
პერსონალის
შეზღუდულ
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 1064
მუხლი, რომლითაც ხდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენა რკინიგზის მგზავრთა
უფლებების დაცვის წესის დარღვევისთვის. აღნიშნული დარღვევა გამოიწვევს იურიდიული პირის
გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.
კომიტეტის მხრიდან რაიმე სახის შენიშვნები არ გამოთქმულა და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული
შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელება
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 5, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „საქართველოს
სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
კომიტეტმა განიხილა:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.“ საკანონმდებლო
ცვლილებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ წარმოადგინა.
წარმოდგენილი კანონპროექტით „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლს ემატება მე-4 პუნქტი,
რომლის თანახმადაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით დევნილი ოჯახის გრძელვადიანი
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი
სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების
რეგისტრაციამდე/ფულადი დახმარების გაცემამდე ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში
დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით ან ფულადი დახმარებით უზრუნველყოფა
განხორციელდება გარდაცვალებამდე გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული
დევნილი ოჯახის რიცხოვნობის გათვალისწინებით.
კომიტეტის მხრიდან რაიმე სახის შენიშვნები არ გამოთქმულა. კომიტეტს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი
ცვლილება დევნილთა უფლებების დაცვის მიზანს ემსახურება და მიზანშეწონილად მიაჩნია
შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელება.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 5, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს
კანონის პროექტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.“
კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა კენჭისყრით, მომხრე - 5, წინააღმდეგი - 0, დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა.
(კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ სხდომის აუდიო ჩანაწერი)
სხდომის თავმჯდომარე: რატი იონათამიშვილი.
სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია