საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის 17 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-1994/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 6(1)

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 2/17/25, 12:11 PM დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა თარიღი 17 თებერვალი 2025 16:00 2025 წლის 17 თებერვალი, 16:00 საათი ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში https://parliament.ge/print/announcement/3140?local=true 1/2 საქართველოს პარლამენტი 2/17/25, 12:11 PM ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/411; 23.07.2024) (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა); მომხსენებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე - დარახველიძე; პასუხისმგებელი: მ. მეტრეველი; 2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის ქვეპროგრამა 2)“ (07-2/13; 12.12.2024) (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა); მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ეკატერინე გუნცაძე; საქართველოს განთლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე - ბაია კვიციანი; პასუხისმგებელი: მ. მეტრეველი; 3. საქართველოს მოქალაქე გიორგი კვირკველიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სამშენებლო საქმიანობის გაუმჯობესებისა და ბინების ფასების დარეგულირების შესახებ (1-10938/24; 30.10.2024); პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი; 4. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - შოთა ბერეკაშვილი. https://parliament.ge/print/announcement/3140?local=true 2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი N1 ქ. თბილისი 17 თებერვალი, 2025წ. სხდომის თავმჯდომარე: შოთა ბერეკაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომის მდივანი: მაია ბერძენიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი კირცხალია, მარიამ ლაშხი, ანტონ ობოლაშვილი (სულ 6 წევრი). მომხსენებლები: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე; საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - შოთა ბერეკაშვილი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე; სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომა გახსნა შოთა ბერეკაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი. 1 დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/411; 23.07.2024). (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა); მომხსენებელი: ალექსანდრე დარახველიძე 2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2)“ (№07-2/13; 12.12.2024). (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა); მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე 3. საქართველოს მოქალაქე გიორგი კვირკველიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სამშენებლო საქმიანობის გაუმჯობესებისა და ბინების ფასების დარეგულირების შესახებ (№1-10938/24; 30.10.2024); 2 4. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება; მომხსენებელი: შოთა ბერეკაშვილი 5. საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, მარიამ ლაშხის, ირაკლი კირცხალიას, გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/25; 12.02.2025). (კომიტეტი წამყვანია, დაჩქარებული წესით, I მოსმენისთვის). მომხსენებელი: შოთა ბერეკაშვილი მოისმინეს: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ალექსანდრე დარახველიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 3 მომხსენებელმა წარმოადგინა კანონპროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიზანია იარაღის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება. კანონმდებლობის თანახმად, იარაღის გაცემის ერთ-ერთი შემზღუდავი გარემოებაა პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და ინფორმაცია პირის ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადების შესახებ. გარდა ამისა, გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა მართვის მოწმობის გაცემის დროსაც. პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება ხდება ლიცენზიის გაცემის დროს, თუმცა პერიოდულად არ ხორციელდება მისი გადამოწმება. კერძოდ, შესაძლებელია პირს ჯანმრთელობის, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა წარმოეშვას „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) მიღების შემდეგ. შესაბამისად, რთულია ამის გაკონტროლება, მითუმეტეს, რომ პოლიციას არ აქვს უფლება გამოითხოვოს ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებიდან. ზემოაღნიშნულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით იქმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა). კანონპროექტით კი განისაზღვრება დასახელებულ ბაზაზე წვდომის საფუძვლები და შესაბამის ორგანოთა მიერ განსახორციელებელი შემდგომი რეაგირების მექანიზმები. წარმოდგენილი ცვლილებები უზრუნველყოფს, რომ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამო ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირს ხელი არ მიუწვდებოდეს იარაღზე, ასევე სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე. კანონპროექტის მიღების შედეგად, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მიმნიჭებელი და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამცემი შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი იქნებიან პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემები მოიპოვონ ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით. აგრეთვე, შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილნი იქნებიან ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით განახორციელონ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება. კანონპროექტით „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ინერგება ახალი ინსტიტუტი ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე. აღნიშნული ინსტიტუტი დაკავშირებული იქნება ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის ფსიქიკურად, ასევე, 4 ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებასთან. კერძოდ, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების წარმოშობის შესახებ მონაცემების ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით მიღების შემთხვევაში ლიცენზიას ან/და იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას ავტომატურად შეუჩერდება იურიდიული ძალა. კანონპროექტის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შესაბამისად, წარმოდგენილია ცვლილებები გამომდინარე კანონპროექტებშიც. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტები და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის. მოისმინეს: 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის - გიორგი კაკაურიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაზე (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2)“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი შეთანხმება არის „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამის მე-2 ქვეპროგრამა“. პირველ ქვეპროგრამას - „პროფესიული განათლების ხელშეწყობა“ ხელი მოეწერა 2020 წლის ბოლოს. გამოყოფილი თანხა შეადგენდა 42 416 000 ევროს. აღნიშნული სესხი წარმოადგენს ბიუჯეტის გათვალისწინებულია 2025 წლის ბიუჯეტში. მხარდაჭერის კრედიტს და აღსანიშნავია, რომ საფინანსო ინსტიტუტებიდან პირველად მოხდება სესხის აღება ეროვნულ ვალუტაში. ამასტანავე, მომავალშიც გაგრძელდება სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან სესხის ეროვნულ ვალუტაში აღება. 5 წარმოდგენილი შეთანხმების თანახმად, მე-2 ქვეპროგრამისათვის გამოყოფილი იქნება 68,198,000 ლარი. სესხის სახით ქვეპროგრამა 1-ის მსგავსად, ქვეპროგრამა 2-ის მიზანია მსესხებლის პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორის მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს: პროფესიული განათლების ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესებას ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორებში; ხელმისაწვდომობისა პროფესიული განათლების სისტემის და ინკლუზიურობის გაზრდას; ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას პროფესიული განათლების სფეროში კერძო პირების მონაწილეობის გაზრდის გზით. სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ხანგრძლივობაა 15 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდო 3 წელი). საპროცენტო განაკვეთი დაზუსტდება თანხის ჩამორიცხვის დროს. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილი შეთანხმების საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას. მოისმინეს: 3. სხდომის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის ინფორმაცია საქართველოს მოქალაქე გიორგი კვირკველიას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სამშენებლო საქმიანობის გაუმჯობესებისა და ბინების ფასების დარეგულირების შესახებ“. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. 6 გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. მოისმინეს: 4. საქართველოს პარლამენტის წევრის - შოთა ბერეკაშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის განხილვისა და დამტკიცების თაობაზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კომიტეტის მიერ წინასწარ, დეტალურად იქნა განხილული 2025 წლის სამოქმედო გეგმა. აზრი გამოთქვეს: გადაწყვიტეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. კომიტეტმა განიხილა და დაამტკიცა 2025 წლის სამოქმედო გეგმა. მოისმინეს: 5. საქართველოს პარლამენტის წევრის - შოთა ბერეკაშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, მარიამ ლაშხის, ირაკლი კირცხალიას, გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა პირველი მოსმენით წარმოადგინა კანონპროექტი და აღნიშნა, რომ ენგურჰესი აფხაზეთს უფასოდ აწვდის ელექტორენერგიას, რაც მისი გამომუშავების თითქმის ნახევარს წარმოადგენს. დღევანდელი მდგომარეობით ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის გაანგარიშებისას გაითვალისწინება ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული და აფხაზეთში უსასყიდლოდ მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა, რის 7 შედეგადაც დადგენილი ტარიფი ვერ აკმაყოფილებს ელექტროსადგურების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო მინიმალური სახსრების შემოდინებას. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სემეკი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების დროს უფლებამოსილი იქნება არ გაითვალისწინოს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსურ გაძლიერებასა და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუფერხებლად შესრულებას. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით განხილვისთვის. სხდომის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სხდომის მდივანი მაია ბერძენიშვილი ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 8