საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-1996/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-18
ბიუროს ნომერი 22

📜 ტექსტი

წერილი
2-1996/25 17-02-2025 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარალმენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს პარალმენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2024 წლის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 54 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2024 წლის საქმიანობის ანგარიში 1 სარჩევი შესავალი ................................................................................................................................................................................. 3 1. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ ................................................................................................................ 3 1.1. კომიტეტის მიზნები და ამოცანები...................................................................................................... 3 1.2. კომიტეტის საქმიანობა........................................................................................................................ 4 1.3. კომიტეტის წევრები ............................................................................................................................. 5 2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის მთავარი მიღწევები და გამოწვევები ................................. 6 3. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები........................................................................................................... 8 4. სფეროს ზოგადი მიმოხილვა და ტენდენციები ........................................................................................................ 9 5. საერთაშორისო ვალდებულებები ............................................................................................................................ 15 6. კანონშემოქმედებითი საქმიანობა ........................................................................................................................... 15 6.1 კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტები ......... 16 6.2 წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული საკანონმდებლო ინიციატივები ................................. 21 6.3 განხილული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზეც სავალდებულო იყო კომიტეტის დასკვნის წარდგენა ............................................................................................................... 28 7. საზედამხედველო საქმიანობა.................................................................................................................................. 33 7.1 ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და ანგარიშების მოსმენა .................... 33 7.2 ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით ჩატარებული საზედამხედველო საქმიანობა ......... 35 7.3 ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ....................................................................................................... 36 7.4 ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებების შესრულებაზე ზედამხვედველობა ................. 37 7.5 თემატური მოკვლევები ...................................................................................................................... 39 7.6 საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი (PPD) ....................................................................... 39 7.7 ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი (ნააკი) .................................................................. 40 8. წარმომადგენლობითი საქმიანობა .......................................................................................................................... 41 8.1 განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები ................................................................................ 41 8.2 საკანონმდებლო წინადადებები ........................................................................................................ 41 8.3 პეტიციები ........................................................................................................................................... 45 8.4 თანამდებობის პირთა არჩევა ............................................................................................................ 46 8.5 კომიტეტი სოციალურ ქსელში და საზოგადოებასთან კომუნიკაცია .................................................. 47 8.6 მიღებული წერილები და განცხადებები............................................................................................. 48 8.7 საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ....................................................................... 48 8.8 საერთაშორისო თანამშრომლობა ..................................................................................................... 49 9. ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება ....................................................................................................... 53 10. სხვა საქმიანობა ......................................................................................................................................................... 54 10.1 სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობა...................................................................... 54 2 შესავალი დოკუმენტის მიზანია შეაჯამოს კომიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები, აგრეთვე გამოავლინოს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას კომიტეტი. წინამდებარე ანგარიში შემუშავდა კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და მისი შედეგების ანალიზის საფუძველზე. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. ანგარიშში წარმოდგენილია: ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ; შეჯამებულია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის მთავარი მიღწევები და გამოწვევები; სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები; მოცემულია ეკონომიკის სექტორული ანალიზი; მიმოხილულია საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით განხორციელებული აქტივობები; აგრეთვე, ინფორმაცია კომიტეტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და წარმომადგენლობითი საქმიანობის შესახებ; შეჯამებულია ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით კომიტეტის აქტივობები. 1. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ 1.1. კომიტეტის მიზნები და ამოცანები მიზანი 1. ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკის დარგების განვითარების საკანონმდებლო უზრუნველყოფა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და სრულყოფა.    ამოცანა 1.1. საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და სრულყოფა. ამოცანა 1.2. ხარისხიანი ანალიტიკური საქმიანობის წარმართვა, საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და ანალიზი. ამოცანა 1.3. კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციის გაუმჯობესება და დიალოგის უზრუნველყოფა. მიზანი 2. საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა და კანონმდებლობის აღსრულების პროცესის ხელშეწყობა    ამოცანა 2.1. მთავრობის საქმიანობის ზედამხედველობის პროცესის სრულყოფა და მთავრობასთან აქტიური კომუნიკაციის უზრუნველყოფა. ამოცანა 2.2. კანონების აღსრულების ზედამხედველობის გაუმჯობესება. ამოცანა 2.3. ეფექტური საბიუჯეტო ზედამხედველობის უზრუნველყოფა. მიზანი 3. კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესება და ეფექტურობის ზრდა     ამოცანა 3.1. კომიტეტის აპარატის შესაძლებლობების განვითარება. ამოცანა 3.2. პარლამენტს შიგნით თანამშრომლობის სრულყოფა. ამოცანა 3.3. პარლამენტს გარეთ ეფექტური თანამშრომლობის წარმართვა. ამოცანა 3.4. კომიტეტის სამოქმედო გეგმის განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება. 3 1.2. კომიტეტის საქმიანობა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საქმიანობა მოიცავს ყველა იმ სფეროს, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას ან პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს ქვეყნის ეკონომიკური, მათ შორის ეკონომიკის დარგების, პოლიტიკის შემუშავებასა და განსაზღვრაში და შესაბამისობაში მოჰყავს საქართველოს კანონმდებლობა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასთან. უფრო დეტალურად, კომიტეტი საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციის შესრულებისას გამოყოფს საქმიანობის შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს:                   სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფა; ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისაკენ მიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების და გატარების ხელშეწყობა; მეწარმეობისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა; თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვა და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა; საგარეო სავაჭრო ურთიერთობების განვითარება და ექსპორტის დივერსიფიცირება; ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელება; სამშენებლო სექტორის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე მუშაობა; სატრანსპორტო პოლიტიკის წარმართვა; ტურიზმის სექტორის განვითარება; სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა; საექსპორტო პოტენციალის გაზრდა; ინვესტორთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; „ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ შეთანხმების (შემდგომში ასოცირების შესახებ შეთანხმება) და მათ შორის, „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთახმების წარმატებული იმპლემენტაცია; სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ეფექტიანობის გაზრდა, ფისკალური რისკების შემცირება, სახელმწიფო საწარმოების მართვა; კაპიტალის ბაზრის განვითარება; ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების პერიოდული ანალიზი და ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში; საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარება; ოფიციალური სტატისტიკის განვითარების ხელშეწყობა. 4 1.3. კომიტეტის წევრები 2024 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი შედგებოდა 14 წევრისაგან:                კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი; კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ეკა სეფაშვილი; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - გოჩა ენუქიძე; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - გელა მიქაძე; კომიტეტის წევრი - გიორგი ბარვენაშვილი; კომიტეტის წევრი - ელგუჯა გოცირიძე; კომიტეტის წევრი - ისკო დასენი; კომიტეტის წევრი - ხატია დეკანოიძე; კომიტეტის წევრი - ირაკლი კირცხალია; კომიტეტის წევრი - ლევან მგალობლიშვილი; კომიტეტის წევრი - ხათუნა სამნიძე; კომიტეტის წევრი - გელა სამხარაული; კომიტეტის წევრი - სულხან სიბაშვილი; კომიტეტის წევრი - ვასილ ჩიგოგიძე; კომიტეტის წევრი - ბეჟან წაქაძე. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომიტეტი შედგებოდა 7 წევრისგან:        კომიტეტის თავმჯდომარე - შოთა ბერეკაშვილი; კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ირაკლი მეზურნიშვილი; კომიტეტის წევრი - გიორგი ბარვენაშვილი; კომიტეტის წევრი - გოჩა ენუქიძე; კომიტეტის წევრი - ირაკლი კირცხალია; კომიტეტის წევრი - მარიამ ლაშხი; კომიტეტის წევრი - ანტონ ობოლაშვილი. 5 2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის მთავარი მიღწევები და გამოწვევები საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად ახორციელებდა, როგორც კანონშემოქმედებით, ასევე საზედამხედველო საქმიანობას: - ჩაატარა 32 სხდომა; - განიხილა 127 კანონის პროექტი (გამომდინარე კანონპროექტების ჩათვლით), რომელთაგან 74 კანონპროექტზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 53 კანონპროექტზე კომიტეტის დასკვნა იყო სავალდებულო; - კომიტეტის წევრების მიერ დაინიცირდა 12 საკანონმდებლო ინციატივა; - შეისწავლა საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის შემოსული 17 საერთაშორისო ხელშეკრულება; - განიხილა 8 საკანონმდებლო წინადადება; - მოისმინა საზედამხედველო სფეროში შემავალი უწყებების 20 ანგარიში. მათ შორის, განიხილა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე, ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ და ინფორმაცია „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. - დაასრულა 1 თემატური მოკვლევა, რომლის დასკვნაც გაზიარებულ იქნა კომიტეტის სხდომაზე; - დაასრულა ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი; - ჩაატარა 1 საჯარო-კერძო დიალოგი. 2024 წელს კომიტეტი მუშაობდა ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის, როგორც საზედამხედველო, აგრეთვე, საკანონმდებლო საქმიანობის ფარგლებში. კომიტეტმა მოისმინა მოხსენება საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA)“ გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგებზე და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმების თაობაზე. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად ჩაატარა ერთობლივი სხდომა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ენგურჰესის ტერიტორიაზე, სადაც მოისმინა ერთის მხრივ, ასოცირების შესახებ შეთანხმებით ენერგეტიკის დარგში გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები. ასევე, უნდა აღინიშნოს, იმ კანონპროექტებზე მუშაობა, რომლებიც უკავშირდებოდა ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციას. კერძოდ: - საქართველოს კანონების პროექტები: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; - საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; - „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებები. 6 კომიტეტი წარმატებით ასრულებდა სტრატეგიით გათვალისწინებულ იმ მიზნებს, რომლებიც უკავშირდებოდა საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობაში დაინტერესებული ჯგუფების აქტიურ ჩართულობას. ამისათვის კომიტეტი აქტიურად იყენებდა ისეთ საპარლამენტო ინსტრუმენტს, როგორიცაა თემატური მოკვლევა. კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში დაასრულა თემატური მოკვლევა დეკარბონიზაციის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ერთად. აღსანიშნავია, რომ, კომიტეტი წლების განმავლობაში აქტიურად იყენებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს - საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატს (PPD). საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა აქტიურად იმუშავა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლზე. კომიტეტი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის წინაშე იყო პრინციპული და მისი მიდგომა საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების სურვილს ეფუძნებოდა, სადაც დაცული იქნებოდა, როგორც ბიზნესის, ისე საერთო საზოგადოებრივი ინტერესები და ორიენტირებული იყო ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე. ანალოგიურად, უწყებების ანგარიშის მოსმენისას ხელმძღვანელობდა დაინტერესებულ ჯგუფებთან აქტიურად თანამშრომლობის პრინციპით. კომიტეტი წლის განმავლობაში ინტენსიურად თანამშრომლობდა დარგის ექსპერტებთან, საჯარო, აკადემიური წრეების და ბიზნესის წარმომადგენლებთან. ხაზგასასმელია ორი მნიშვნელოვანი სფერო - ენერგეტიკა და სივრცის მოწყობა/მშენებლობა. კომიტეტს შექმნილი აქვს სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოები, სადაც სწორედ ზემოხსენებული ჯგუფების ჩართულობით განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებს. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 301 ორგანიზაციის წერილი და მოქალაქის განცხადება, რომლებზედაც კომიტეტმა უზრუნველყო დროული რეაგირება. კომიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმა. შესაბამისად, კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში განახორციელა მთელი რიგი მნიშვნელოვანი აქტივობები: - შეიმუშავა და განიხილა ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფცია; - კომიტეტის წევრების მიერ დაინიცირდა და კომიტეტმა განიხილა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად შესრულდა საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების (ანბანდლინგის) ვალდებულება; - კომიტეტის წევრების მიერ დაინიცირდა და კომიტეტმა განიხილა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები; - კომიტეტმა მოისმინა ასოცირების შესახებ შეთანხმებით ენერგეტიკის დარგში გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები. სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ფარგლებში გამართა შეხვედრა კომიტეტის საზედამხედველო სფეროში შემავალ უწყებებთან, ერთის მხრივ, კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შეფასების და 2024 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების და მეორეს მხრივ, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა შემდეგი გამოწვევები: საკომიტეტო მოსმენებისა და თემატური მოკვლევების შედეგად მიღებული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი; სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ანგარიშების პროგრამული ბიუჯეტირების ჭრილში მოსმენების ეფექტიანობის ზრდა. 7 3. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, 3 სტრატეგიული მიზნის და 11 ამოცანის შესასრულებლად განსაზღვრული იყო 87 აქტივობა, რომელთაგან სრულად შესრულდა 55 აქტივობა (64%). ანალიზის შედეგად ამოცანების შესრულების სტატუსები შემდეგნაირად გადანაწილდა:     სრულად შესრულებული - 4 მეტწილად შესრულებული - 3 ნაწილობრივ შესრულებული - 4 შეუსრულებელი - 0 სამოქმედო გეგმის შესრულების დონე 0% 20% 30% 50% სრულად შესრულებული მეტწილად შესრულებული ნაწილობრივ შესრულებული შეუსრულებელი 8 4. სფეროს ზოგადი მიმოხილვა და ტენდენციები ეკონომიკური მიმოხილვა წინასწარი შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 6.7%, 2024 წლის საშუალო რეალურმა ზრდამ კი 9.5% შეადგინა. 2024 წლის დეკემბერში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი დადებითი წვლილი შეიტანა: საფინანსო და სადაზღვევო დარგებმა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკურმა საქმიანობებმა, ტრანსპორტმა და დასაწყობებამ, ვაჭრობამ, ინფორმაციამ და კომუნიკაციამ. 2023 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. 2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა. დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნება თანმიმდევრულმა მონეტარულმა პოლიტიკამ უზრუნველყო. ამასთან, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტებისა და მომსახურების ფასები დაბალი ტემპით იზრდება - წლიურმა ცვლილებამ დეკემბერში 2.2% პროცენტი შეადგინა. ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საშუალებას აძლევს ჩვენს ქვეყანას სატარიფო ბარიერების გარეშე ჰქონდეს წვდომა მსოფლიო ქვეყნების 2.3 მილიარდიან ბაზარზე. ასევე, საინვესტიციო და მათ შორის საექსპორტო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია კუმულაციური შეთანხმებები.  საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესების ტენდენციები გაგრძელდა 2024 წელსაც. 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 23 435.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8.0%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 6 560.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 7.8%-ით), ხოლო იმპორტი 16 874.9 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 8.1%ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წელს, 10 314.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.0%-ია. ეკონომიკური ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა:  2024 წლის 9 თვის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 966.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33.7%-ით ნაკლებია. გლობალური ეკონომიკური პროცესების ფონზე ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგეტიკის სექტორის მდგრადობა მთავარი გამოწვევაა. 2011-2023 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარების ყოველწლიური ზრდის საშუალო მაჩვენებელია - 3,3%. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გენერაციის გაზრდა და მათ შორის განახლებადი ენერგიის წყაროების სხვადასხვა მიმართულებით განვითარება, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის წყაროცაა.   2024 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ელექტროენერგიის წარმოებამ - 13250,6 მლნ.კვტსთ. შეადგინა, ხოლო მოხმარებამ - 13138.3 მლნ.კვტ.სთ. 2024 წლის მესამე კვარტალში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში მეორე ადგილზე იყო ენერგეტიკის სექტორი და მასზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21,8% მოდიოდა (43 მლნ აშშ დოლარი). მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამშენებლო სექტორს:  2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, მშპ-ს 8.7% მშენებლობის სექტორზე მოდის. 9  2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, მშენებლობის სექტორში 68 ათასი ადამიანია დასაქმებული. მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვანი წილითაა წარმოდგენილი სატრანსპორტო სექტორი (5.9%).    2024 წლის მონაცემებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 15.8 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1%-ით მეტია. 2024 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 25 მლნ ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში წინა წელთან შედარებით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 32.2%ითაა გაზრდილი. 2024 წელს საქართველოს რკინიგზით გადატანილია 13.7 მლნ დონა ტვირთი, რაც 0.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურიზმის სექტორში მიმდინარე დადებითი ტენდეციები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეკონომიკურ ზრდაზე.   2024 წელს საქართველოში 7 368 149 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, საიდანაც 5 091 732 საერთაშორისო ტურისტები იყვნენ. აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით 4.2%ითაა გაზრდილი. 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 425.4 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან 7.3%-ით მეტია. მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიცია საერთაშორისო რეიტინგებში:        “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ (The Heritage Foundation) მიხედვით, 2024 წელს საქართველო 172 ქვეყანას შორის 32-ე ადგილზეა და მოხვდა ზომიერად თავისუფალ ჯგუფში. “მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“ (Fraser Institute) - 2023 წლის ანგარიშის თანახმად, 165 ქვეყანას შორის საქართველო მე-21 ადგილზეა. OECD-ის საინვესტიციო პოლიტიკის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მარეგულირებელი შეზღუდვის ინდექსი 0,018 შეადგენს და მსოფლიოს 85 ქვეყანას შორის მე-8 ადგილს იკავებს. საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა „ღია ბიუჯეტის ინდექსის“ მიხევდით 125 ქვეყანას შორის საქართველო პირველ პოზიციას იკავებს (2023 წელი). მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსი“ საქართველო 119 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს. მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსში საქართველო 79-ე ადგილს იკავებს (2023 წელი). „SME Policy Index-2024“ მიხედვით, საქართველომ რეიტინგში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია და 12-დან 11 კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. 10 ცხრილი 1. ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორები ინდიკატორი მშპ (ნომინალური) 2018 2019 2020 2021 2022 2023 მლრდ აშშ დოლარი 17.9 17.6 16.0 18.9 25.0 30.7 მლრდ ლარი 45.4 2024 24.5 (იანვარისექტემბერი) 49.7 49.8 60.7 72.9 80.8 66.5 (იანვარისექტემბერი) მშპ-ს რეალური ზრდა % 6.1 5.4 -6.3 10.6 11.0 7.8 9.5 აშშ დოლარი 4 804.0 4 741.4 4 300.8 5 083.6 6 731.2 8 284 6 650 ლარი 12 176.0 13 366.7 13 374.3 16 373.8 19 625.6 21 769 18 021 % 1.5 7.0 2.4 13.9 9.8 2.57 1.11 მლნ აშშ დოლარი 1 350.6 1 367.8 583.1 1 245.9 2 253.4 1 902 ზრდა % -32.1 მშპ ერთ სულზე წლიური ინფლაცია FDI 966 (იანვარისექტემბერი) 1.3 -57.0 113.7 80.9 -15.5 -38.25 (იანვარისექტემბერი) ექსპორტი ფულადი გზავნილები იმპორტი მლნ აშშ დოლარი 3 379.7 3 798.0 3 340.7 4 242.5 5 583.4 6 086 6 560 ზრდა % 23.1 12.4 -12.0 27.0 31.6 9.03 7.79 მლნ აშშ დოლარი 9 361.8 9 518.3 8 049.0 10 098.6 13 547.7 15 603 16 874 ზრდა % 16.2 1.7 -15.4 25.5 34.2 15.17 8.02 მლნ აშშ დოლარი 229.7 237.4 246.9 316.9 343.5 356 378 ზრდა % 9.4 3.4 4.0 28.4 8.4 3.79 6.03 მლნ აშშ დოლარი 1 579.7 1 733.3 1 886.0 2 349.6 4 372.4 4 146 3 361 ზრდა % 13.9 9.7 8.8 24.6 86.1 -5.1 -18.9 მლნ აშშ დოლარი 3 222.1 3 268.7 541.7 1 244.9 3 516.6 4 125 4 425 ზრდა % 19.1 1.4 -83.4 130.0 182.5 17.3 7.2 % 19.2 17.6 18.5 20.6 17.3 16.4 გადარიცხვა ჩარიცხვა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უმუშევრობის დონე 13.83 ((იანვარისექტემბერი) წყარო: საქსტატი, საქართველოს ეროვნული ბანკი 11 ენერგეტიკის სფეროში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ვითარება, ტენდენციები გლობალური ეკონომიკური პროცესების ფონზე ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგეტიკის სექტორის მდგრადობა მთავარი გამოწვევაა. 2011-2023 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარების ყოველწლიური ზრდის საშუალო მაჩვენებელია - 3,3%. პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 25,4%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით – 21.8%-ით გაიზარდა. - 2024 წელს ელექტროენერგიის წარმოებამ - 14234.1 მლნ.კვტსთ. შეადგინა, ხოლო მოხმარებამ - 14414.3 მლნ.კვტ.სთ (მოხმარება 2023 წელთან შედარებით 5%--ით არის გაზრდილი). - 2024 წელს ელექტროენერგიის ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელზე 29%-ით არის შემცირებული. 2024 წელს ელექტროენერგიის იმპორტი კი წინა წელთან შედარებით 54%-ით არის გაზრდილი. - 2024 წელს განხორციელდა 1074.32 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი, რაც 2023 წლის რაოდენობასთან შედარებით 69%-ით არის შემცირებული. - 2024 წლის მონაცემებით ელექტროენერგიის წარმოებაში განახლებადი ენერგიის წილმა 80,2% შეადგინა (2023 წელს - 76,1%). - 2024 წლის მესამე კვარტალში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში მეორე ადგილზე იყო ენერგეტიკის სექტორი და მასზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.8% მოდიოდა (43 მლნ აშშ დოლარი). - 2024 წელს ექსპლოატაციაში შევიდა 4 ჰიდროელექტროსადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით - 48.75 მგვტ. - 2012 წლიდან დღემდე ექსპლუატაციაში შევიდა 68 ელექტროსადგური: o ჯამური დადგმული სიმძლავრე – 1278.5 მგვტ; o ჯამური წლიური გენერაცია - 6523 გვტ.სთ; o ჯამური ინვესტიცია - 1.965 მლრდ აშშ დოლარი. საქართველოს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სუფთა ენერგიაზე წვდომა. საქართველოს მოსახლეობა სრულად არის უზრუნველყოფილი ელექტროენერგიით და უმრავლესობას (91%) აქვს წვდომა ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურაზე. ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების ჩამოყალიბება. ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრები მოიცავს ელექტროენერგიის კონკურენტულ ბაზრებს, როგორიცაა დღით ადრე, დღიური და საბალანსო ბაზრები. ბაზრის სამიზნე მოდელზე გადასვლა დაგეგმილია 2025 წლის 1 ივლისიდან. მნიშვნელოვანია ენერგეტიკული გაერთინების წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულების ნაწილში საქართველოს მაჩვენებლები. 2024 წლის 1 ნოემბერის მდგომარეობით, ენერგეტიკისა და კლიმატის სექტორში საქართველოს საიმპლემენტაციო შესრულების მონაცემებია: - ელექტროენერგეტიკის სექტორში - 40%-ია - ბუნებრივი ბაზრის სექტორში - 21%-ია - დეკარბონიზაცია - 50% - განახლებადი ენერგიის სექტორში - 45% - ენერგოეფექტურობის მიმართულებით - 60% 12 მშენებლობის სექტორის მიმდინარე ტენდენციები მშენებლობის სექტორის შესაძლებლობების გაფართოება დადებით ზეგავლენას ახდენს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის, ინვესტიციების, დასაქმების, შემოსავლების ზრდის მაჩვენებლებზე.         2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, მშპ-ს 8.7% მშენებლობის სექტორზე მოდის. 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, მშენებლობის სექტორში 68 ათასი ადამიანია დასაქმებული. მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვიური შრომის ანაზღაურება, 3024.0 ლარი. სამშენებლო სექტორის ბრუნვამ 2024 წლის 9 თვეში 9.9 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო გამოშვებულმა პროდუქციამ 11.2 მლრდ ლარი. 2024 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში გაიცა 8 841 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.2%-ით მეტი) 8 566.1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.6%-ით მეტი). ნებართვების 73.8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4% მოდის ქ. თბილისზე, 10.1% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2% - მცხეთამთიანეთის რეგიონზე და 8.1% - კახეთის რეგიონზე. ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 319.7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7%-ით მეტი) 2 597 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2%-ით მეტი). ტურიზმის სექტორის მიმდინარე ტენდენციები 2024 წელს საქართველოში 7 368 149 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, საიდანაც 5 091 732 საერთაშორისო ტურისტები იყვნენ. აღნიშნული მონაცემი 2023 წელთან შედარებით 4.2%-ითაა გაზრდილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2019 წელთან შედარებით საზღვარგარეთიდან ვიზიტები 78.7%ით არის აღდგენილი.     მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2024 წლის IV კვარტალში. მისივე მონაცემებით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1 098 890 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2023 წელთან შედარებით 8.4%-იან ზრდას გულისხმობს, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდამ 0.8% შეადგინა. 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი – 1,336,834 ვიზიტი; ისრაელი – 310,982 ვიზიტი; ყაზახეთი – 178,930 ვიზიტი; ინდოეთი – 124,335; ჩინეთი – 88,583 ვიზიტი; საუდის არაბეთი – 88,298 ვიზიტი; უზბეკეთი – 64,259 ვიზიტი; ამერიკის შეერთებული შტატები – 51,728 ვიზიტი; საფრანგეთი – 28,302 ვიზიტი; საბერძნეთი – 27,557 ვიზიტი; ქუვეითი – 27,277 ვიზიტი; ლატვია – 22,297 ვიზიტი; არაბთა გაერთიანებული საემიროები – 14,889 ვიზიტი. 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდული მოცულობა 4 425.4 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან 7.3%-ით მეტია. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2024 წლის მე-4 კვარტალშიც - მისი ოდენობა 963.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, ზრდა გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 10.3%-ს შეადგენს. 13  2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია ისრაელიდან (გაიზარდა 128.3 მლნ. აშშ. დოლარით), აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 25.8 მლნ. აშშ. დოლარით), ირანიდან (გაიზარდა 22.9 მლნ. აშშ. დოლარით), ევროკავშირიდან (გაიზარდა 21.6 მლნ. აშშ. დოლარით) და საუდის არაბეთიდან (გაიზარდა 21.4 მლნ. აშშ. დოლარით). სატელეკომუნიკაციო და სამაუწყებლო სფეროს მიმოხილვა საქართველოშო სატელეკომუნიკაციო და სამაუწყებლო სფეროს განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კვლავ სწრაფი ტემპით იზრდება მობილური აბონენტების და მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა, რაც გამოწვეულია სულ უფრო მეტად მზარდი მოთხოვნით ონლაინ სერვისებსა და ციფრულ პლატფორმებზე.        2023 წელს, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა მობილური აბონენტების რაოდენობა და წლის ბოლოსთვის 5.91 მილიონი, ხოლო პენეტრაციამ საქართველოს მოსახლეობაში 169% შეადგინა. 2023 წელს, მობილური ოპერატორების შემოსავალმა საცალო მომსახურებიდან 788 მლნ ლარი შეადგინა. საცალო შემოსავლებში საბაზრო წილი კი ასე გადანაწილდა: „მაგთიკომი“49%, „სილქნეტი“ - 35%, ხოლო „სელფი მობაილ“ - 16%. მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება. 2019 წლიდან 2023 წლის ბოლომდე, საშუალოდ მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის წლიურმა ზრდამ 7.7% შეადგინა. 2023 წლის ბოლოსთვის, ინტერნეტ მომსახურებით მობილური ქსელის 4.3 მლნ აბონენტი სარგებლობდა. ელექტრონულ კომუნიკაციებში განხორციელებული კაპიტალური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი 3 კომპანია „მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „სელფი მობაილია“. მათ მიერ განხორციელებული ინვესტიცია მთლიანი ოდენობის 95%-ს შეადგენს. ყველაზე დიდი წილი ,,მაგთიკომზე“ - 58% მიდის. ,,სილქნეტზე“ - 16% ხოლო ,,სელფი“-ზე 25.7% 2023 წელს მაუწყებლობის დარგში 109 მოქმედი პირი დაფიქსირდა, რომელთა ჯამური შემოსავალი, სახელმწიფო დაფინანსებისა და სხვა არასამაუწყებლო შემოსავლების ჩათვლით 253.8 მლნ ლარია. 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში ავტორიზებულია 110 სატელევიზიო სამაუწყებლო არხი, ლიცენზირებულია 54 და ავტორიზებულია 12 რადიო მაუწყებელი. მათ შორის ღია საეთერო ეროვნული სატელევიზიო მაუწყებელი იყო 18. 2023 წლის განმავლობაში შემოსავალი უფიქსირდებოდა 74 სატელევიზიო და 41 რადიო მაუწყებელს. 2023 წელს მაუწყებლობიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 110.9 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 102.8 მლნ ლარი ტელევიზიებმა, 8.1 მლნ ლარი კი რადიოებმა მიიღეს. 14 5. საერთაშორისო ვალდებულებები მდგრადი განვითარების მიზნებთან შესრულების კუთხით განხორციელებული აქტივობები:          ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვა - SDG 7 განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა - SDG 7 ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტის განხილვა - SDG 7 ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის განხილვა - SDG 7 „საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართის - საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა განხილვა - SDG 7 „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“ თემატური მოკვლევის ანგარიშის შემუშავება - SDG 7, SDG 13 ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა - SDG 7 სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ განხილვა - SDG 8 საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის განხილვა - SDG 11 6. კანონშემოქმედებითი საქმიანობა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს, ასევე, მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან სხვა აქტების პროექტების განხილვაშემუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და სხვა. კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით სამოქმედო გეგმაში განსაზღვრული იყო სამი ამოცანა:    ამოცანა 1.1. საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და სრულყოფა - მეტწილად შესრულებული (81%). მოიცავდა 47 აქტივობას, მათგან შესრულდა 38. ამოცანა 1.2. ხარისხიანი ანალიტიკური საქმიანობის წარმართვა, საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და ანალიზი - ნაწილობრივ შესრულებული (50%). მოიცავდა 2 აქტივობას, შესრულდა - 1. ამოცანა 1.3. კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციის გაუმჯობესება და დიალოგის უზრუნველყოფა - მეტწილად შესრულებული (67%). მოიცავდა 6 აქტივობას, მათგან შესრულდა 4. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტმა კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით განახორციელა მთელი რიგი აქტივობები, რომლებიც არ იყო გათვალისწინებული კომიტეტის სამოქმედო გეგმით. 15 6.1 კომიტეტის თავმჯდომარისა კანონპროექტები და კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებული საანგარიშო პერიოდში კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრების მონაწილეობით დაინიცირდა 12 საკანონმდებლო ინციატივა. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ისკო დასენის, ვასილ ჩიგოგიძის, ბეჟან წაქაძის, გიორგი ბარვენაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გელა სამხარაულის, ირმა ზავრადაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ეკა სეფაშვილისა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/449; 05.06.2024) კანონპროექტით ცვლილება შევიდა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში და გადაცემის ტარიფის დაანგარიშებისას, გაწეული ტრანზიტის მომსახურებაზე გავრცელებადი იქნება არა ირიბად განსაზღვრული გადაცემის ტარიფი, არამედ ტრანზიტის მომსახურებაზე ფაქტობრივად გადახდილი საფასურები. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ტრანზიტი დერეგულირებულია, მასზე არ ვრცელდება გადაცემის ტარიფი და ამასთან, ტრანზიტის მომსახურების საფასური დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის საფასურებსა და სხვა რეგიონულ მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე. შესაბამისად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ მიღებული შემოსავლების შესწავლისას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა უნდა შემცირდეს ტრანზიტის მომსახურებით მიღებული ფაქტობრივი შემოსავლებით, სატარიფო მეთოდოლოგიით დადგენილი წესითა და პირობებით. კანონპროექტის მიღებით ტრანზიტის რაოდენობა გადაცემის ტარიფის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნება დერეგულირებული საქმიანობის შესაბამისად, ანუ ამ მომსახურებით მიღებული ფაქტობრივი შემოსავლის ოდენობით. კომიტეტმა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა სამი მოსმენით განიხილა 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, გელა საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე, ლევან მგალობლიშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი კირცხალია მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/455; 19.06.2024) კანონპროექტით ცვლილება შევიდა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ, კანონს დაემატა ახალი მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგულირების საფასურის გადახდისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ გავრცელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებულ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიწოდებულ ელექტროენერგიაზე. 16 ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში (ყოველთვიურ და ყოველდღიურ რეჟიმში. კანონის პროექტის მიღების შედეგად შპს „ენგურჰესი“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადი“, მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის აფხაზეთისათვის მიწოდების ნაწილში, გათავისუფლდა რეგულირების საფასურისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან. აღნიშნულით, შენარჩუნდება კომპანიების გადახდისუნარიანობა, ასევე, დაცული იქნება სამართლიანი ბალანსი მათთვის დაკისრებულ კანონისმიერ ვალდებულებასა და რეგულირებისა და კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურის გადახდევინების/დაწესების მიზნებს შორის. კომიტეტმა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა სამი მოსმენით განიხილა 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ისკო დასენის, ვასილ ჩიგოგიძის, ბეჟან წაქაძის, გიორგი ბარვენაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გელა სამხარაულის, ირმა ზავრადაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ეკა სეფაშვილის, ელგუჯა გოცირიძისა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/445; 29.05.2024) კომიტეტმა, 2024 წლის ივნისში სამი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ისკო დასენის, ვასილ ჩიგოგიძის, ბეჟან წაქაძის, გიორგი ბარვენაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გელა სამხარაულის, ირმა ზავრადაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ეკა სეფაშვილის, ელგუჯა გოცირიძისა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . „ტურიზმის შესახებ“ კანონის შესაბამისად, „საქართველოში შემომსვლელ ტურისტს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა“, რაც ექვემდებარება ამოქმედებას 2024 წლის 1 ივნისიდან. კანონი ასევე ითვალისწინებდა დადგენილების მიღებას და საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის მინიმალური სტანდარტისა და პირობების განსაზღვრას. კომიტეტმა იმსჯელა აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია კანონის შესაბამისი მუხლის 2026 წლის 1 იანვრამდე შეჩერება. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ისკო დასენის, ელგუჯა გოცირიძის, გოჩა ენუქიძის, ირმა ზავრადაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, ირაკლი კირცხალიას, ბეჟან წაქაძის, ანტონ ობოლაშვილის, რამინა ბერაძისა და ლევან მგალობლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/416; 21.02.2024) ცვლილების თანახმად, არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლის მოქმედება შეჩერდა 2025 წლის 1 დეკემბრამდე. შესაბამისად, ამ პერიოდამდე ძალაში დარჩა სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი. აგრეთვე, 2025 წლის 1 დეკემბრამდე არქიტექტორები შეძლებენ არქიტექტურული პროექტის დამოწმებას სერტიფიკატის გარეშე. 17 კანონპროექტები განხილულ იქნა დაჩქარებული წესით და მათი ძალაში შესვლა მოხდა გამოქვეყნებისთანავე, რათა არ შეფერხებულიყო ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ბეჟან წაქაძისა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/454; 19.06.2024) წარმოდგენილი ცვლილებით მფლობელებისთვის განისაზღვრა ინტერნეტ-დომენების და ვებგვერდების ოდენობა და მათი ოპერირების წესი. ამასთან, ნებართვის მფლობელებს დაემატათ ვალდებულებები საქართველოს ტერიტორიიდან თამაშების მართვა/ორგანიზებასთან მიმართებით და ასევე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ნაწილში. კანონპროექტის თანახმად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა შესაძლებელია გაიცეს, როგორც შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე; ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია არაუმეტეს ორი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება, საიდანაც ორი ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობის შემთხვევაში, ერთი ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის; მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზების შემთხვევაში აღნიშნული შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. გარდა ამისა, დაზუსტდა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები. თანმდევ კანონპროექტში ცვლილებები განაპირობა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებამ. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კირცხალიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/456; 19.06.2024) „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის ახალი, გამკაცრებული რეგულაციები ამოქმედდება 2024 წლის 1 ოქტომბრიდან. გარდა ამისა, კანონპროექტით უქმდება თამბაქოს ნაწარმის ღერზე შესაბამისი წარწერის დატანის აკრძალვა 18 და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე შესაძლებელი იქნება თამბაქოს ნაწარმის მიკვლევადობის ნიშნის დატანა. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მიხედვით, 2025 წლის 1 მარტამდე საქართველოს ბაზარზე განთავსება და 2025 წლის 1 აპრილამდე რეალიზაცია შესაძლებელი იქნება თამბაქოს იმ ნაწარმის, რომელიც შესაბამისობაშია 2024 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედ საქართველოს კანონმდებლობასთან. საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელი გახდება გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის შეფუთვაზე შესაბამისი პიქტოგრამის დატანის ვალდებულებისა და შესაბამისი წესის განსაზღვრა. გარდა ამისა, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებდა რიგ პუნქტებში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც დასაღეჭი, საწუწნი, შესასუნთქი თამბაქოს, სიგარის, ნიკოტინის შემცველი პროდუქტის, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს შეფუთვაზე აღარ გავრცელდება კანონით განსაზღვრული ამკრძალავი რეგულაციები. კომიტეტმა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა სამი მოსმენით განიხილა 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ბეჟან წაქაძის, გოჩა ენუქიძისა და ელგუჯა გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/421; 28.02.2024) კომიტეტმა 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე სამი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ბეჟან წაქაძის, გოჩა ენუქიძისა და ელგუჯა გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტით ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსში და 30 ლარამდე შემცირდა აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2403 19 („დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე. კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი წარმოების დაცვა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირება, სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდა და ადგილობრივი გადამამუშავებელი ინდუსტრიის განვითარების სტიმულირება. საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, ეკა სეფაშვილის, ირაკლი კირცხალიას, გოჩა ენუქიძის, ვასილ ჩიგოგიძისა და ისკო დასენის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე:„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/5; 04.12.2024). „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების უზრუნველყოფას, კერძოდ, ქონების ეროვნული სააგენტოს დამოუკიდებლობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის წარმოებისა და ვაჭრობის განმახორციელებელ საწარმოებში მართვის უფლების განხორციელებისას. ხოლო ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორების მართვას განახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების 19 სამინისტროს ახალი დეპარტამენტი, რომელიც არ იქნება ჩართული ენერგეტიკული პოლიტიკის განსაზღვრის/შემუშავების ან რეგულაციების შემუშავების/დადგენის საკითხებში. ამასთან, ქონების სააგენტოს გაუჩნდა უფლებამოსილება, მის მართვაში მყოფ ენერგეტიკულ საწარმოებში შექმნას სამეთვალყურეო საბჭო. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორებთან მიმართებით კი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა იქნება აუცილებელი. სამეთვალყურეო საბჭოსა და მის წევრებთან მიმართებით დაცული უნდა იყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიზანს კი წარმოადგენდა უზრუნველყოფილიყო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დებულებებთან. საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, ეკა სეფაშვილის, ირაკლი კირცხალიას, გოჩა ენუქიძის, ვასილ ჩიგოგიძის და ისკო დასენის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/6; 04.12.2024) „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია ვალდებულებები, რომელთა შესრულება განსაზღვრულია შესაბამისი მუხლებისა და კანონქვემდებარე აქტების ძალაში შესვლის დღიდან. კანონის მიღებასთან ერთად დაიწყო კანონქვემდებარე აქტების შემუშავების პროცესი, თუმცა, გამოიკვეთა მეტი დროისა და რესურსის საჭიროება, რათა მოხდეს სექტორის ინფორმირება, მომზადება და მიდგომების შეჯერება. შესაბამისად, 2024 წლის დასასრულს მოხდა ქვემოთ მოცემული დებულებების ამოქმედების ვადების ცვლილება. კერძოდ:      საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის (ფორმები) შემუშავების ვადა 2024 წლის 31 დეკემბრიდან გადაიწევს 2025 წლის 1 ივნისამდე; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის, საქმიანობის წესისა და სტანდარტის დამტკიცება უნდა განხორციელებულიყო 2024 წლის 31 დეკემბრამდე, რომელიც გახანგრძლივდება 2026 წლის 1 იანვრამდე; დანიშნულების მართვის ორგანიზაციის საქმიანობის ჩარჩოსა და შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობების ამოქმედება განსაზღვრული იყო 2024 წლის 31 დეკემბრიდან. კანონპროექტის მიხედვით კი აღნიშნული ნორმის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2026 წლის 1 იანვარი; ტურისტული საქმიანობის სუბიექტების რეგისტრაციის ვალდებულება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა ამოქმედებულიყო 2025 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტის თანახმად კი ვალდებულების ნორმა ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან, ხოლო შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების (ჯარიმის) 2025 წლის 1 ივნისიდან. „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის მიერ „საკურორტო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენას, რომლის ვადად 2024 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად განისაზღვრება 2026 წლის 1 იანვარი. 20 საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, ეკა სეფაშვილის, ირაკლი კირცხალიას, გოჩა ენუქიძის, ვასილ ჩიგოგიძის და ისკო დასენის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07-3/4; 04.12.2024) წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით ცვლილება განხორციელდა კანონის იმ მუხლებში, რომლითაც განისაზღვრება კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების თარიღი. შესაბამისად კანონის მიღებით დადგინდა საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ახალი ვადები (2027 წლის პირველ იანვრამდე). გარდა ამისა, სსიპ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, 2024 წლის 1 იანვრიდან ეწოდა სსიპ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო. თუმცა, ცვლილება არ შესულა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში, რითაც განსაზღვრულ იყო სააგენტოს სტრუქტურული მოწყობის ახალი ფორმა, ხოლო საბჭოს მოწყობაზე გადასვლა 2025 წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, ტერმინოლოგიური ერთგვაროვნების მიღწევის მიზნით, წარმოდგენილი ინიციატივით მოხდა ტერმინოლოგიური ცვლილების განხორციელებაც და სააგენტოს ძველი დასახელების ახლით ჩანაცვლება. შესაბამისი ცვლილებები თავსებადობის კუთხით. განხორციელდა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში დებულებათა 6.2 წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული საკანონმდებლო ინიციატივები საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 74 კანონის პროექტი (გამომდინარე კანონპროექტების ჩათვლით), რომლებზეც წამყვანი იყო. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კომიტეტის მუშაობა შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივებზე: საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი - „ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ (№07-3/405; 15.12.2023) „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს დაემატა მუხლი, რომელიც ადგენს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრებს - განახლებადი ელექტროენერგიის წლიური წარმოება რაოდენობრივად უნდა აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. აღნიშნული კანონი ამოქმედდება 2030 წლის 31 დეკემბრიდან, ვინაიდან, საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წინაშე აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, განსასაზღვრია კონკრეტული სამიზნე მაჩვენებელები 2030 წლამდე და 2050 წლამდე ხედვით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მაღალ დონეზე განისაზღვროს ის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები და სამიზნე მაჩვენებლები, რომლის საფუძველზეც მოხდება შემდგომში შესაბამისი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი ნორმების შემუშავება. 21 „ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგეტიკულ სექტორში იმ სტრატეგიული მიმართულებებისა და სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრა, რაც სამომავლოდ უზრუნველყოფს გახადოს საქართველო, მეზობელი ქვეყნების ენერგორესურსებზე ნაკლებად დამოკიდებულ სახელმწიფოდ და მნიშვნელოვნად გაზარდოს ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოება. ასევე, უფრო მეტად უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაცია, ადგილობრივი განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა და სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის ეფექტური განხორციელება. დადგენილების პროექტში გამოყენებული სამიზნე მაჩვენებლები იმ პროექციების, სცენარების და დაშვებების საფუძველზე შემუშავდა რომელიც მოცემულია საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის პროექტში. ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიზნებისთვის განისაზღვრა, რომ:  2026 წლის 31 დეკემბრისთვის − წლიურად წარმოებული ელექტროენერგიის წილი ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის არანაკლებ 90 პროცენტი უნდა იყოს;  2030 წლის 31 დეკემბრისთვის − წლიურად წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას უნდა გაუტოლდეს ან უნდა აღემატებოდეს. ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობის მიზნებისთვის:  2026 წლის 31 დეკემბრისთვის − განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის არანაკლებ 75 პროცენტი უნდა იყოს;  2030 წლის 31 დეკემბრისთვის − განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას უნდა გაუტოლდეს ან უნდა აღემატებოდეს. ქვეყნის სავაჭრო და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნებისთვის:  საქართველოს სავაჭრო და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად 2030 წლის 31 დეკემბრისთვის საქართველოს მიერ ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებთან ელექტროენერგიის მიმოცვლის მიზნებისთვის შესაბამის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის ელექტროენერგიის მიმოცვლის შესაძლებლობის ნომინალური სიმძლავრე ქვეყანაში აღნიშნულ პერიოდში მოქმედი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრის არანაკლებ 10 პროცენტი უნდა იყოს. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/385; 24.04.2024) ვინაიდან არსებული საკანონმდებლო მექანიზმები არ წარმოადგენდა საკმარისად ქმედით ბერკეტს არასასურსათო პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა განხორციელებულიყო „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებები. კოდექსში ცვლილებების აუცილებლობა განპირობებული იყო ასევე „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით. 22 კანონპროექტის მიღებით, გაჩნდა ქმედითი საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების უფრო ეფექტიანად განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს, ბაზარზე ზედამხედველობის სფეროს განვითარებას და ამცირებს საქართველოს ბაზარზე კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო ან/და საფრთხის შემცველი პროდუქტების ხელმისაწვდომობას. აკრედიტაციის ნაწილში - კანონპროექტის მიღების შედეგად, მკაფიოდ განისაზღვრა აკრედიტაციის ცნება, აკრედიტაციის სისტემა, აკრედიტაციის ცენტრის როლი და უფლებამოსილებები, აკრედიტაციის სიმბოლოს სამართლებრივი გამოყენების შესაძლებლობა და ა.შ. სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ნაწილში - კანონპროექტის მიღების შედეგად, შესრულდა ასოცირების შეთანხმების მოთხოვნა, კიდევ უფრო გაიზარდა სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებთან შემდგომი ინტეგრაციის შესაძლებლობა და საქართველოს კანონმდებლობა დაახლოვდა ევროპულ კანონმდებლობასთან. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“, „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(№07-2/354; 26.12.2023) „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მოპოვებასთან, რეგისტრაციასთან და საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, ასევე ქმნის პატენტრწმუნებულთა ასოციაციის არსებობის სამართლებრივ საფუძველს. პატენტრწმუნებულის ინსტიტუტი საქართველოს სამართლებრივ რეალობაში შედარებით ახალი მოვლენაა, შესაბამისად, ქართული პრაქტიკა ამ მიმართულებით ვერ პასუხობს თანამედროვე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტანდარტებს და განსხვავდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისგან. არსებული კანონმდებლობა არ მოიცავს ისეთი საკითხების მარეგულირებელ ნორმებს, როგორებიცაა პატენტრწმუნებულის სტატუსის მოპოვება, რეგისტრაცია, მუდმივ განვითარებაზე ზრუნვის ვალდებულება, მარწმუნებელთან ურთიერთობა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. შესაბამისად, პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის რეფორმის საფუძველზე ინერგება პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ახალი სტანდარტი - სავალდებულო ხდება პატენტრწმუნებულთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. შედეგად, ქვეყანაში ჩამოყალიბდება სრულიად ახალი, თანამედროვე ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებული იქნება პროფესიულ განვითარებაზე, სიახლეების დანერგვასა და ინტელექტუალური საკუთრების უფლების უკეთეს დაცვაზე. საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№07-3/408; 08.01.2024) წარმოდგენილი კანონის პროექტის მიზანია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის შექმნის ისეთი წესის დადგენა, რაც შესაბამისობაში იქნება კომისიის რეალურ საჭიროებებთან. კანონპროექტით გათვალისწინებულია რეგულირების საფასურის ოდენობის შემცირება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის მთავარ წყაროს. ამასთან, კანონპროექტის მიღებით კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტის ნაწილი, 23 რომელიც წარმოადგენს რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობიდან მიღებულ თანხას, გავა კომისიის შემოსავლებიდან და მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. კანონპროექტით განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულირების საფასურის 0,75%-ის შემცირება 0,5-მდე. კანონპროექტით კომუნიკაციების კომისია ბიუჯეტს ვერ შეივსებს რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსების სარგებლობიდან მიღებული შემოსავლებით და გადასახდელის ეს ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება. კომიტეტის მიერ კენჭისყრის შედეგად კანონპროექტები მხარდაჭერილი არ იქნა. საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/410; 29.01.2024). კანონპროექტით გათვალისწინებულია რეგულირების საფასურის კანონით განსაზღვრული მაქსიმალურ ოდენობის შემცირება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ბიუჯეტის წყაროს. ამასთან, კანონპროექტის მიღებით მარეგულირებელი ორგანო ვალდებული იქნება წლის განმავლობაში გამოუყენებელი თანხა გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში. კომიტეტი დაეთანხმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოსაზრებას, რომ „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „რეგულირების საფასური ისე უნდა დადგინდეს, რომ საკმარისი იყოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დასაფარავად“. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 პუნქტით „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება რეგულირების საფასურის ცვლილებისას“. კომიტეტის მიერ კენჭისყრის შედეგად წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა მხარდაჭერილი არ იქნა. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“(№07-2/349; 13.12.2023) წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს 1995 წელს საქართველოს „საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის გაადვილების შესახებ“ 1965 წლის საერთაშორისო კონვენციასთან შეერთებას, რომლის მიზანიც საერთაშორისო ნაოსნობის გაუმართლებელი დაბრკოლებების აღმოფხვრაა. 2022 წლის 13 მაისს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის („IMO”) ფასილიტაციის კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ძალაში შესვლის თარიღია 2024 წლის 1 იანვარს. რეზოლუციის თანახმად, წევრი სახელმწიფოები ვალდებულები არიან დანერგონ საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს „საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის გაადვილების შესახებ“ კონვენციის მიერ მიღებული რეზოლუციის - საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების - ასახვას ეროვნულ კანონმდებლობაში. ამავდროულად, უზრუნველყოფს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას (2010/65/EU დირექტივა). წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს, საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების დანერგვა და მისი ფუნქციონირების 24 უზრუნველყოფა, რომლის ფუნქციონირებისა და მართვის წესი დამტკიცდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით. საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, მაია ბითაძის, ნოდარ ტურძელაძისა და ირმა ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/448; 05.06.2024) წარმოდგენილი კანონპროექტით საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე განუსაზღვრავს დამრღვევს 90-დღიან ვადას შესაბამისი თანხმობის/ნებართვის მისაღებად ან სამართალდარღვევის გამოსასწორებლად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე ნაწარმოები მშენებლობების შემთხვევაში:  თუ გავიდა მშენებლობის ნებართვის/ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მოქმედების ვადა და მშენებლობა არ არის დამთავრებული;  თუ დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები;  თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით, თუ დამრღვევმა აღნიშნული ვადის განმავლობაში მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა შესაბამისი განცხადება. ზემოაღნიშნული წესი ასევე ვრცელდება ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ან არსებულ შენობანაგებობაზე გაბარიტის გაზრდის მიზნით განხორციელებულ უკანონო მშენებლობაზე, თუ ახალი შენობა-ნაგებობის ფართობი ან არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაბარიტის გაზრდის მიზნით განხორციელებული მშენებლობისას გაზრდილი ფართობი არ აღემატება 10 კვადრატულ მეტრს. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს უკვე დაკისრებული და გადაუხდელი სანქცია/საურავებისაგან გათავისუფლების მექანიზმსაც. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი სამშენებლო სამართალდამრღვევი პირის მიმართ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ ან/და დამრღვევისთვის საურავის დარიცხვის შესახებ. ასევე, კანონპროექტით განსაზღვრულ შემთხვევაში პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომლის მიმართაც დაწყებულია საქმის წარმოება, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის. აღნიშნული ცვლილებების მოქმედება, გავრცელდება 2024 წლის 11 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, გამომდინარე იქიდან, რომ კოდექსში ამ მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც მოხდა სანქციების გამკაცრება, ამოქმედდა 2024 წლის 11 იანვრიდან. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/360; 29.12.2023) „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის 2012/27/EU ენერგოეფექტურობის შესახებ 25 დირექტივასთან დაახლოება და მასთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული დირექტივიდან გამომდინარე კანონპროექტს დაემატა და განიმარტა ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ენერგოეფექტურობის წვლილი“, „ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა“, „ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი“ და „ენერგოაუდიტორი“. კანონპროექტის მიხედვით, ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა ჩანაცვლდა ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმით. კანონპროექტით შევიდა ცვლილებები რამდენიმე არსებულ დათქმაში. კერძოდ, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლების დადგენა ყოველი მომდევნო წლისთვის, რომლებიც განისაზღვრება ყოველწლიურად ენერგიის საბოლოო მოხმარების საშუალო მაჩვენებლის 0.8%-ის ოდენობით, ნაცვლად 0.7%-ისა. ხოლო, საქართველოს მთავრობამ ყოველწლიურად უნდა უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3%-ის განახლება, ნაცვლად 1%-ისა. ასევე, საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 2 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს ენერგოაუდიტორთა, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი და შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტის სერტიფიცირების და შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების, გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებისა და გადამოწმების წესების დამტკიცება. „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის 2010/31/EU შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ დირექტივასთან დაახლოება და მასთან შესაბამისობაში მოყვანა. აქედან გამომდინარე კანონპროექტით შემოთავაზებულია შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების შესახებ მუხლების განახლებული რეგლამენტირება. კანონპროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ე.წ. „რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგიის“ შემოღება, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ უნდა ჩამოაყალიბოს რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს 2050 წლისთვის ენერგოეფექტურ და დეკარბონიზებულ შენობებად განახლებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს არსებული შენობების ხარჯეფექტურ ტრანსფორმაციას თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობებად. ასევე, კანონპროექტში განხორციელებული ცვლილებებით 2028 წლისთვის არასაცხოვრებელი შენობები, მათ შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობები აღჭურვილნი უნდა იყვნენ შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემებით, რომლებიც ასევე მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფისა და საინჟინრო მომსახურების სერვისებს. აღნიშნული ხელს შეუწყობს შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურ, ეკონომიკურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას ავტომატური კონტროლისა და მექანიკური მართვის საშუალებებით. ცვლილება ამოქმედდება 2026 წლიდან და დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2028 წლის 1 იანვრამდე კანონის მოქმედება არ გავრცელდება 2022 წლის 30 ივნისამდე არსებულ შენობებზე, გარდა ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული შენობებისა. 26 საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/12; 04.12.2024) „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს 141-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსიპ “სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს” 2025 წლის 1 იანვრამდე მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მუნიციპალიტეტის ინიციატივითა (თხოვნით) და საქართველოს მთავრობის დავალებით უზრუნველყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტის შემუშავება, რომელსაც შემდგომში ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ სააგენტო აღარ იქნება უფლებამოსილი, მუნიციპალიტეტის ინიციატივის (თხოვნის) არსებობის შემთხვევაშიც კი, დახმარება გაუწიოს მუნიციპალიტეტს შესაბამისი გეგმების შემუშავების პროცესში. ამავდროულად, კოდექსის 141-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტმა 2028 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება. დღეის-დღეობით ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი (80%-ზე მეტი) არ არის დაფარული სივრცის დაგეგმარების გეგმებით. მუნიციპალიტეტებში არსებული რესურსები (როგორც ფინანსური, ისე ადამიანური) არ იძლევა საშუალებას სრულყოფილად უზრუნველყონ შესაბამისი მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება. აქედან გამომდინარე სააგენტოს მხრიდან მუნიციპალიტეტებისთვის შესაბამისი დახმარების მიღების შესაძლებლობა მიზანშეწონილია გაგრძელდეს 2028 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული უზრუნველყოფს უკეთეს კოორდინაციას და ერთიან მიდგომას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ქვეყანაში მიმდინარე სივრცითი/ურბანული დაგეგმარების პროცესზე. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ვადის გადაწევა 2025 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი - „საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა“ და მისი დანართი - „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა“ (07-2/352; 25.12.2023) კომიტეტმა 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე განიხილა „საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა“ და მისი დანართი - „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა“. საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის შემუშავება მოხდა, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მხარისთვის განსაზღვრული ვალდებულების, ასევე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე. NECP მოიცავს 2021 წლიდან 2030 წლამდე პერიოდს და ქმნის საფუძველს ეკონომიკისა და ენერგეტიკული სისტემების გარდაქმნისკენ, მეტწილად მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. NECP-ის მიზანია, განსაზღვროს არსებული, დაგეგმილი და შესაძლო ინვესტიციები და პოლიტიკა, რომელიც უნდა განხორციელდეს უახლოესი წლების განმავლობაში. 27 საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი ეყრდნობა საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმას. იგი შემუშავდა სექტორის მონაწილეებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ხედვებს, პრიორიტეტებსა და გასატარებელ ღონისძიებებს 2030 წლამდე. დოკუმენტში ჩამოყალიბებულია საქართველოს ენერგეტიკის დარგის განვითარების სახელმწიფოებრივი ხედვა, ასევე დარგის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიები. სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის განახლება მოხდება ხუთ წელიწადში ერთხელ, ან პოლიტიკის გარემოებათა არსებითი ცვლილების შესაბამისად, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყოველწლიურად მოახდენს ანგარიშგებას ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. 6.3 განხილული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სავალდებულო იყო კომიტეტის დასკვნის წარდგენა ინიციატივები, რომლებზეც საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 53 კანონის პროექტი (გამომდინარე კანონპროექტების ჩათვლით), რომლებზეც სავალდებულო იყო კომიტეტის დასკვნის წარდგენა. მიზანშეწონილია აღინიშნოს კომიტეტის მუშაობა შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივებზე: საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07-2/383; 24.04.2024) კანონპროექტი ითვალისწინებდა სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურის ცვლილებას და ორი მმართველი რგოლის/საბჭოს (საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები) ნაცვლად ერთი მმართველობითი ორგანო - „მმართველობითი საბჭო“-ს ჩამოყალიბებას, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებს. აგრეთვეგანისაზღვრა, მმართველობითი საბჭოს სტრუქტურაში ინტეგრირებულისპეციალური ფუნქციები: საინვესტიციო ფუნქცია, რისკის მართვის ფუნქცია და შიდა აუდიტის ფუნქცია და მმართველობითი საბჭო ვალდებულება შექმნას შესაბამისი კომიტეტები. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტს გააჩნდა შემდეგი სახის მოსაზრებები: - წარმოდგენილი კანონპროექტით საპენსიო ფონდის მართვის საკომისიოს ზღვრული ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს საპენსიო აქტივების 0,75%-ს, ნაცვლად კანონით განსაზღვრული 0,5%-იანი განაკვეთისა და 10 წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ 0,25%-ისა. კანონპროექტით გათვალისწინებული აუთსორსინგული მომსახურების გამოყენების შემთხვევაში საპენსიო ფონდს სავარაუდოდ გაეზრდება დანახარჯების მოცულობა და შესაბამისად, შესაძლებელია საკომისიოს 0,75%-მდე ზრდა. თუმცა, ვინაიდან დღემდე საპენსიო სააგენტოს არ გამოუყენებია საკომისიოს მაქსიმალური ზღვრული ოდენობა და ამასთან, ყოველწლიურად იზრდება საპენსიო დანაზოგების მოცულობა, რაც სააგენტოს ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდის საშუალებას იძლევა, მიზანშეწონილია შენარჩუნდეს კანონში არსებული მიდგომა და 28 - - გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ შემცირდეს საპენსიო ფონდის მართვის საკომისიოს ზღვრული განაკვეთი. კანონპროექტით საპენსიო ფონდს დაემატება ახალი ფუნქცია - პრეტენზიების გადაწყვეტა. თუმცა, კანონპროექტის პირველი მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებულ ცვლილებაში, რომლის მიხედვითაც კანონს ემატება 371 მუხლი, ცხადად არ იკითხება, რომ პრეტენზიას განიხილავს საპენსიო ფონდი. შესაბამისად, მიზანშეწონილია ამავე მუხლში დაზუსტდეს, რომ მონაწილეს შეუძლია პრეტენზიით მიმართოს საპენსიო ფონდს. კანონპროექტით, საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს შერჩეულ პროფესიონალ წევრთა კანდიდატურებს შესარჩევი კომისია დასამტკიცებლად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს. მოქმედი კანონმდებლობით კი შესარჩევი კომისია საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს კანდიდატურებს წარუდგენდა პარლამენტს. იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული მმართველობითი საბჭოს წევრთა შერჩევის გამჭვირვალობა, კანონპროექტში სასურველია გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრთა კანდიდატურების შერჩევა და დამტკიცება განხორციელდება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და საერთაშორისო ექსპერტებს კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. აღნიშნული დადებით გავლენას მოახდენს საპენსიო ფონდის დამოუკიდებლობასა და საინვესტიციო გადაწყვეტილების ხარისხზე. წარმოდგენილი მოსაზრებების კომიტეტმა მხარი დაუჭირა. გათვალისწინებით აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, რატი იონათამიშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, დავით მათიკაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, სოზარ სუბარის მიერ საკანონმდებლო წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი: „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონების პროექტები (№07-3/446; 04.06.2024) წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით განისაზღვრა: ქორწინებასთან; არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან; ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან; სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან; განათლებასთან; ინფორმაციის გავრცელებასთან; საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან; შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტის თანახმად, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე დადგინდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებდა 18 საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს. საქართველოს პარლამენტის წევრების: რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/406; 20.12.2023) კანონპროექტი ითვალისწინებდა ცვლილებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რაც განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ფასების დონე 2022 წელს გაზარდა დაახლოებით 225%-ით 29 1999 წელთან შედარებით, 124%-ით 2006 წელთან შედარებით, ხოლო 2017 წლიდან და მას შემდეგ ფასები გაზრდილია 39%-ით. მიუხედავად ამისა, სასამართლო შესაბამისი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ბრალდებულებს ისევ მოძველებული ზღვრული ნორმებით ასამართლებდა. ვინაიდან, ეს ოდენობა დღეს ბევრად ნაკლებია მსყიდველობითუნარიანობით, ვიდრე მაშინ, გაჩნდა კოდექსის ფინანსური ზღვრების გადახედვის აუცილებლობა, ს და მათი პროპორციული გაზრდა ქვეყანაში დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. კანონპროექტის ავტორების აზრით, არ შეიძლება პირს დღესაც იმავე კვალიფიკაციით მიესაჯოს სასჯელი კონკრეტული ქმედებისთვის, რა ქმედებაც შესაბამისი ნორმის ძალაში შესვლის დროს რამდენჯერმე ნაკლები ღირებულების საკუთრებისადმი მიმართულ დანაშაულს ითვალისწინებდა. წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია გააჩნდა საქართველოს მთავრობას. ამასთან, კომიტეტმა გაიზიარა ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება, რომლის მიხედვით აღნიშნული ცვლილებების მიზანშეწონილობა უნდა შეფასდეს საფინანსოეკონომიკურ სფეროში დანაშაულის აღმოფხვრისა და პრევენციის პოლიტიკის და სისხლის სამართლის პოლიტიკის განმსაზღვრელი შესაბამისი ორგანოების პოზიციების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მოუმზადებლად მიიჩნია წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ (№07-3/401; 06.12.2023) საქართველოში საკანონმდებლო დონეზე არ არსებობდა კანონი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ. შესაბამისად, კანონის მიღებით განისაზღვრა და განიმარტა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ტერმინები, ფერმერული მეურნეობის რეესტრი, ამასთან დადგინდა მხარდამჭერი ღონისძიებების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები/უწყებები, შეიქმნა ახალი სამართლებრივი საფუძველი გადამხდელი სააგენტოს მიერ მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებისთვის. სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისად, კანონი მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დარგში, ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრულ დაახლოებას საკანონმდებლო დონეზე, როგორიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული კანონშემოქმედებითი პრაქტიკის მსგავსად და აწესრიგებს საქართველოში სოფლის მეურნეობის მოწყობას, პოლიტიკის მართვას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობა განიხილება, როგორც სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძველი და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვან წყაროდ. წარმოდგენილ ინიციატივას მხარი დაუჭირა კომიტეტმა. 30 საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლოსამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №07-2/379; 11.04.2024 კანონის მიღებს შედეგად, საქართველოს მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება, განსაზღვროს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო სასოფლოსამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდა/შემოწმებას. წარმოდგენილ ინიციატივაზე კომიტეტმა იმსჯელა და მხარი დაუჭირა კანონით განსაზღვრულ რეგულაციებს, რომლის თანახმად მარტივდება სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების საქართველოში გასავრცელებლად დაშვების პროცედურები, რაც ხელს შეუწყობს დაინტერესებულ პირებს საქართველოში შემოიტანონ და გაავრცელონ სხვა ქვეყნებში გამოცდილი ახალი, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშები. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“) №07-2/342; 29.11.2023 კანონის მიღება განპირობებული იყო „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში გარკვეული ნორმების დაზუსტებისა და ბუნდოვანების აღმოფხვრის აუცილებლობით. კანონის მიღებით უზრუნველყოფილ იქნა რიგი ნორმების შინაარსობრივი და ტერმინოლოგიური განმარტება. ამასთან, კანონის მიღებით საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის განხორციელების მიმართულებით, შესაბამისად კანონმდებლობა უფრო მეტად დაიხვეწა და დაუახლოვდა ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციებს. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/345; 06.12.2023). წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით ხდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთვის ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის/ვიდეომონიტორინგის უფლებამოსილების განსაზღვრა. რაც შეეხება საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილ თანმდევ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახე კანონპროექტს, მასში გათვალისწინებულია შესაბამისი ტექნიკური ხასიათის ცვლილებები წარმოდგენილ კანონპროექტებთან ჰარმონიზაციის მიზნით. 31 საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/348; 13.12.2023) წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავდა სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიის/ნებართვის მოპოვებისთვის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის დაზუსტებასა და უსაფრთხოებისთვის დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრას. კერძოდ:  იქმნება საკანონმდებლო საფუძველი სამოქალაქო იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით.  იურიდიული პირის ყველა თანამშრომლისთვის, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას, ასევე, იმ ფიზიკურ პირებისთვის, რომლებიც ლიცენზიის მფლობელ ინდივიდუალურ მეწარმეს, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, იქმნება მოთხოვნის საფუძველი, და ზუსტდება დოკუმენტების ჩამონათვალი.  მარტივდება სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის მაძიებლისთვის მიერ გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის პროცედურა, კერძოდ, ნებართვის მაძიებელი თავისუფლდება შესაბამისი ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების დედნის ან მათი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლის და შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის წარმოდგენის ვალდებულებისგან. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (07-2/421; 30.09.2024) წარმოდგენილი პროექტის (I წარდგენა) მიხედვით, 2025 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილი იყო 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში - 5,3%; მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%-ს შეადგენდა; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 24,4 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც მშპ-ს 25,1%-ია. ასევე, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2,5%-ს შეადგენდა, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი კი მშპ-ს 36,8%-ის ფარგლებში იყო. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2025 წლისათვის განსაზღვრული იყო 26,850.5 მილიონი ლარის დონეზე, ხოლო გადასახდელები (ასიგნებები) 27,046.5 მილიონი ლარის ოდენობით. კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. 32 7. საზედამხედველო საქმიანობა კომიტეტის საზედამხედველო მიმართულებით სამოქმედო გეგმით განსაზღვრული იყო სამი ამოცანა: - - ამოცანა 2.1. მთავრობის საქმიანობის ზედამხედველობის პროცესის სრულყოფა და მთავრობასთან აქტიური კომუნიკაციის უზრუნველყოფა - მოიცავდა 25 აქტივობას, მათგან შესრულდა - 8 (28%). ამოცანა 2.2. კანონების აღსრულების ზედამხედველობის გაუმჯობესება - მოიცავდა 5 აქტივობას, მათგან შესრულდა 3 (60%). ამოცანა 2.3. თანამდებობის პირების არჩევა/თანხმობის მიცემა - მოიცავდა 4 აქტივობას, მათგან შესრულდა 2 (50%). ამოცანა 2.4. ეფექტური საბიუჯეტო ზედამხედველობის უზრუნველყოფა - მოიცავდა 4 აქტივობას, მათგან შესრულდა 3 (75%). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტმა განახორციელა მთელი რიგი აქტივობები, რომლებიც არ იყო გათვალისწინებული კომიტეტის სამოქმედო გეგმით. 7.1 ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და ანგარიშების მოსმენა საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა საზედამხედველო სფეროში შემავალი უწყებების მიერ წარმოდგენილი 20 ანგარიში. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს 2023 წლის ანგარიში (№1-4434/24; 11.04.2024) კომიტეტმა 2024 წლის 30 მაისის სხდომაზე განიხილა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს 2023 წლის ანგარიში. განვლილი პერიოდის მანძილზე უწყებამ განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად დაიხვეწა და გაძლიერდა კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება, შეიცვალა უწყების სახელწოდება შემდეგნაირად - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო. კომიტეტმა მთლიანობაში დადებითად შეაფასა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა. სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ წარმოდგენილი ანგარიში 2023 წლის საქმიანობის შესახებ (№1-5418/24; 01.05.2023) კომიტეტმა 2024 წლის 18 ივლისის სხდომაზე განიხილა „სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ წარმოდგენილი ანგარიში 2023 წლის საქმიანობის შესახებ“. საქსტატის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ეხებოდა 2023 წელს ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობას შემდეგი 6 მიმართულებებით: 1. კანონმდებლობა; 2. ორგანიზაციული სტრუქტურა და საშტატო განრიგი; 3. 2023 წლის ბიუჯეტი; 4. 2023 წელს განხორციელებული ცვლილებები; 5. საერთაშორისო თანამშრომლობა; 6. 2024 წლის გეგმები. 33 აღსანიშნავია საანგარიშო პერიოდში საქსტატის მიერ წარმოდგენილი რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე და აქტივობა, კერძოდ, 2023 წელს საქსტატმა დაიწყო სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების გავრცელება, რომლის წყაროს წარმოადგენს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური. ამასთანავე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იყო სამი საკითხის შესრულება. ხოლო ორი საკითხის შესრულებას ითვალისწინებდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეროვნული სამოქმედო გეგმა (DCFTA). ხუთივე საკითხი საქსტატის მიერ შესრულდა სრულად, კომიტეტმა იმსჯელა, საქსტატის ანგარიშით წარმოდგენილი საქმიანობის შედეგებზე, დადებითად შეაფასა იგი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვა. სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2023 წლის ანგარიში (№1-5582/24; 14.05.2024) კომიტეტმა 2024 წლის 3 ივნისის სხდომაზე განიხილა „სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2023 წლის ანგარიში“, რომელიც ეხებოდა პირველადი ინსპექტირების შედეგებს, სამართალდარღვევათა რაოდენობას, გაცემულ მითითებებსა და რეკომენდაციებს. ასევე, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამაზე ზედამხედველობის ფარგლებში საგამოცდო ცენტრების ფუნქციონირებას; შრომით ნორმებზე საზოგადოების, განსაკუთრებით კი დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს. კომიტეტმა იმსჯელა შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2023 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე და დადებითად შეაფასა იგი. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიში“ (№07-2/378; 01.04.2024) კომიტეტმა, 2024 წლის 30 აპრილის სხდომაზე მოისმინა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიში“. სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ასახავს დეტალურ ანგარიშს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების შინაარსზე, სამიზნე ჯგუფებსა და მიღებულ შედეგებზე. ანგარიშის მიხედვით, დასაქმების პოლიტიკის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თანაბარ ხელმისაწვდომობას. აღნიშნულ საქმიანობაზე პასუხისმგებელ ინსტიტუტს წარმოადგენს დასაქმების სააგენტო, რომელიც ყოველ წლიურად პარლამენტს წარუდგენს ზემოაღნიშნული მიმართულებით ჩატარებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს. კომიტეტის მიერ „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიში“ დადებითად შეფასდა. 34 საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის ანგარიშები (N1-5244/24; 26.04.2024) კომიტეტმა, 2024 წლის 24 ივნისის სხდომაზე განიხილა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის ანგარიშები. ანგარიშებში წარმოდგენილი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დამტკიცებული ძირითადი სამოქმედო პრიორიტეტები: საყოველთაო წვდომა - მაუწყებლის ყველა პლატფორმისა და პროდუქციის მომხმარებელთა რაოდენობრივი ზრდის უზრუნველყოფა; საყოველთაო მომსახურება მრავალფეროვანი აუდიტორიის, მათ შორის, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აუდიტორიის წარმოჩენა. თვალთახედვების მრავალფეროვნება - საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა მსოფლმხედველობის, მოსაზრების, ფასეულობის და საჭიროების ასახვა და წარმოჩენა; საგანმანათლებლო, კულტურული, შემეცნებითი, საზოგადოებრივი პოლიტიკური პროდუქციის წარმოების და ხარისხის ზრდა - ამ პროდუქციის ადგილობრივი და უცხოელი მწარმოებლებისგან შესყიდვა; ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის (საგანმანათლებლო, გასართობი, სხვა) პროდუქციის წარმოების და ხარისხის ზრდა; ტელე-სკოლის - როგორც საგანმანათლებლო და შემეცნებითი პლატფორმის კონცეფციის შემუშავება და განვითარების გეგმის მომზადება; პროდუქციის ხარისხის, მრავალფეროვნების და ზეგავლენის წლიდან წლამდე ზრდა, მათ შორის, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის პროდუქციის სანდოობის ზრდის უზრუნველყოფა; არქივი - არქივის გაციფრულების და შენახვის შემდგომი უზრუნველყოფა. კომიტეტმა დადებითად შეაფასა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის ანგარიშები. 7.2 ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით ჩატარებული საზედამხედველო საქმიანობა ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ენერგეტიკის დარგში გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები 2024 წლის 17 ივნისს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად ჩაატარა ერთობლივი სხდომა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. სხდომა ენგურჰესის ტერიტორიაზე გაიმართა. სხდომაზე მოხსენებით წარსდგა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. ყურადღება გამახვილდა ასოცირების შესახებ შეთანხმებით ათწლიანი შედეგებისა და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმებზე. აღინიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 80% უკვე შესრულებულია და დარჩენილი სამუშაოების შესრულება მომდევნო ორი წლის განმავლობაში იგეგმება. სამომავლოდ, ხაზგასმით აღინიშნა ბაზრის გახსნასთან 35 დაკავშირებულ საკითხზე, რომელიც 2025 წლისთვის იგეგმება და აღებული ვალდებულებების ერთერთი მნიშვნელოვანი თემაც იქნება იმპლიმინტირებული. სხდომაზე ასევე აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან დაკავშირების კუთხით, ჩართულობაზე მწვანე ენერგიის ტრანზიტისა და ექსპორტის საკითხებში. საქართველოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA)“ გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 20142024 წლების შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები 2024 წლის 27 ივნისს გამართულ სხდომაზე კომიტეტმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად მოისმინა მოხსენება საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA)“ გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგებისა და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმების შესახებ. ამ პერიოდში ქვეყანამ განიცადა უამრავი ცვლილება და მიღწევა. განხორციელდა რეფორმები, რომელმაც ბიზნეს გარემო უფრო გამჭვირვალე და მიმზიდველი გახადა უცხოელი ინვესტორებისთვის. საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეებით, რაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ (DCFTA) განაპირობა. მომხსენებელმა განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული წარმატებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი - საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რაც ცალსახად ქვეყნის მიერ გაწეული ინტენსიური მუშაობისა და მიღწეული შედეგების აღიარებაა. ქვეყნის მიზანია მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს აქტიურად დაახლოებას და ინტეგრაციას ევროკავშირში ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერით. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ კანონპროექტებზე, რომლებიც მიღებულ იქნა DCFTA-ს ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით. 7.3 ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე და ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ; ასევე, საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში. 36 საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში “ (07-2/392; 31.05.2024) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (1-5809/23; 21.05.2024) 2023 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 7.5 პროცენტი შეადგინა. 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში 80,246.1 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 21,574.9 ლარს (8 210.1 აშშ დოლარი) შეადგენდა; სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის დაზუსტებული მაჩვენებელი განისაზღვრა 3.0%-ის ფარგლებში. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა (-1 786.3) მლნ ლარს, რაც მშპ-ის 2.2%-ია; საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრულმა მოცულობამ შეადგინა მშპ-ის დაზუსტებული მაჩვენებლის 39.2%. 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების სახით ფაქტობრივად მობილიზებულ იქნა 22,680.0 მილიონი ლარი, ხოლო ფაქტობრივად განხორციელებულმა გადახდებმა 22,350.2 მილიონი ლარი შეადგინა. წარმოდგენილი წლიური ანგარიში და მოხსენება განხილულ და მხარდაჭერილ იქნა კომიტეტის მიერ. 7.4 ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებების შესრულებაზე ზედამხვედველობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში განახორციელა მის გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებაზე კონტროლი, კერძოდ განხორციელდა შემდეგ საკანონმდებლო აქტებზე ზედამხედველობა:            საქართველოს კანონი ,,განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ N5652-რს, 20.12.2019 საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ N5646-რს, 20.12.2019 საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ N5646-რს, 20.12.2019 (ცვლილება N1088-VIმს-Xმპ, 14.12.2021) საქართველოს კანონი ,,ენერგოეფექტურობის შესახებ“ N5898-სს, 21.05.2020 საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ N3213-რს, 20.07.2018 საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N5706-IIს; 05.02.2020 საქართველოს კანონი ,,შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ N5900-სს, 21.05.2020 საქართველოს კანონი ,,ენერგოეტიკეტირების შესახებ“ (ცვლილება N47-11რს-Xმპ 30.12.2020) საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N1547-VIIIმს-Xმპ 10.05.2022 საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ (ცვლილება N2482-Xრს-Xმპ; 22.12.2022) საქართველოს კანონი „საქართველოს საჰაერო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ №3269-XIმს-Xმპ, 15.06.2023 37              საქართველოს კანონი „საქართველოს საჰაერო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ №3115-XIმს-Xმპ, 13.06.2023 „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N2738-XIმს-Xმპ; 04.04.2023 „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ N2995-XIმს-Xმპ; 31.05.2023 „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ N2883-XIმს-Xმპ; 16.05.2023 საქართველოს კანონი „ტურიზმის შესახებ“ №3969-XIIIმს-Xმპ, 15.12.2023 საქართველოს კანონი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №2587-XIმს-Xმპ; 09.02.2023 საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №4016-XIIIმს-Xმპ, 15.12.2023 საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №2584-XIმს-Xმპ; 09.02.2023 საქართველოს კანონი „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ №2988-XIმს-Xმპ, 31.05.2023 საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №4048-XIVმს-Xმპ, 21.02.2024 საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ N4373-XVრს-Xმპ; 18.07.2024 საქართველოს კანონი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსი“ (ცვლილება N2998-XIმს-Xმპ; 31.05.2023) საქართველოს კანონი „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N2999-XIმს-Xმპ; 31.05.2023 ზემოხსენებული კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების კანონით დადგენილ ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად კომიტეტი სისტემატურად უგზავნიდა წერილებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, მუნიციპალიტეტების საკრებულოებს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ზედამხედველობა გაეწია 26 საქართველოს კანონით განსაზღვრულ - 84 დავალებას. მათგან უმეტესობა კანონებით დადგენილ ვადაში შესრულებულია (მიღებულია: საქართველოს მთავრობისა და სსიპ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის საბჭოს დადგენილებები, გამოცემულია: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებები, მუნიციპალიტეტის საკრებულოების დადგენილებები. კომიტეტი დავალებების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით სისტემატურად აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. 38 7.5 თემატური მოკვლევები „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) ტექნიკური და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ერთად განახორციელა ერთობლივი თემატური მოკვლევა - „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“. 2017 წელს საქართველო გახდა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი, რაც მოითხოვს ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან მკაცრად განსაზღვრულ ვადებში. საქართველო ვალდებულია შეიმუშაოს ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმა (NECP), რომლის ერთ-ერთ მიმართულებას დეკარბონიზაცია წარმოადგენს. დეკარბონიზაციის ეროვნული მიზნების მიღწევისთვის არსებული გამოწვევების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება დაეხმარება საქართველოს მთავრობას, ერთი მხრივ, ეფექტიანად განახორციელოს დეკარბონიზაციის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტს, ეფექტიანად განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა მთავრობის მიერ დეკარბონიზაციის გრძელვადიანი მიზნების და ამოცანების შესრულებაზე. თემატური მოკვლევა და მასში ასახული 14 რეკომენდაცია კომიტეტმა განიხილა 2024 წლის 7 ოქტომბერის სხდომაზე, რის შემდგომაც აღნიშნული დოკუმენტი გადაეგზავნა შესაბამის უწყებებს. 7.6 საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი (PPD) ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული დებულებების რეტროსპექტული შეფასება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად 2024 წლის 2 თებერვალს გამართა შეხვედრა, სადაც მონაწილე მხარეებმა იმსჯელეს „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მიღების შემდეგ მისი ცალკეული დებულებების დანერგვის პრაქტიკასა და ანალიზზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, ინვესტორთა საბჭოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ბიზნეს ასოციაციების, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლები და დარგის ექპერტები. შეხვედრაზე განიხილეს კანონში დისპოზიციური და იმპერატიული ბუნების საკითხები, აგრეთვე ცალკეულ მუხლებში და საწარმოს რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტუალური საკითხი. შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. 39 7.7 ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი (ნააკი) ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი (ნააკი) „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის შესახებ კოდექსის“ აღსრულებასთან დაკავშირებით. 2019 წლის 3 ივნისს ძალაში შევიდა “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი”, რომლის შემუშავების ერთ-ერთ მთავარ მიზეზ წარმადგენდა საქართველოში სივრცითი მოწყობის, ქალაქმშენებლობითი და სამშენებლო საქმიანობის მომწესრიგებელი უნიფიცირებული კანონმდებლობა. კოდექსმა ახლებურად დაადგინა განაშენიანების რეგულირების წესები, მშენებლობის ნებართვებთან გაცემის და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესები, მშენებლობის ზედამხედველობის სახეები, სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესები და სხვა. კოდექსის მოქმედების ეფექტიანობის შესწავლის მიზნით, “ასოცირების შეთანხმების განხორცილების მხარდაჭერა საქართველოში - II” (AA Facility) პროექტის მხარდაჭერით და მოწვეული ექსპერტების დახმარებით, კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელა კოდექსის აღსრულების კონტროლი. სამუშაო ჯგუფმა 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 დეკემბრამდე პერიოდში შეისწავლა და გაანალიზა კოდექსის ეფექტიანობა, მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზები, შეაფასა ნორმატიული აქტის სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები, ასევე, ზოგიერთ ნორმასთან დაკავშირებული სასამართლო დავები და პრაქტიკა, რომლის შესაბამისადაც მოამზადა შესაბამისი რეკომენდაციები. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სამშენებლო სექტორის, პროფესიონალურ წრეების, მუნიციპალიტეტების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ "სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტო"-ს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები. მათ მიერ წარმოდგენილი იქნა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც აისახა საბოლოო დოკუმენტში. აღნიშნული დოკუმენტი და მასში ასახული რეკომენდაციები (27 რეკომენდაცია) კომიტეტმა განიხილა 2024 წლის 7 ოქტომბერის სხდომაზე. 40 8. წარმომადგენლობითი საქმიანობა 8.1 განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა შეისწავლა და განიხილა საქართველოს რატიფიცირებისათვის შემოსული 17 საერთაშორისო ხელშეკრულება. პარლამენტში ხელშეკრულებების განხილვისას სხდომაზე დასმული შეკითხვები უკავშირდებოდა უშუალოდ პროექტების განხორციელების პროცესებს, რაც შეეხება ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანას რომლებიც დაკავშირებული იყო პროექტების განხორციელების გადავადებასთან, კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებდა მიზეზების სიღრმისეული შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც ემსახურება:      ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას - 9 ხელშეკრულება; ურბანული მომსახურების გაუმჯობესებას - 1 ხელშეკრულება; ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას - 3 ხელშეკრულება (1 სავალდებულო, 1 წამყვანი); ენერგეტიკა - 2 ხელშეკრულება; ტრანსპორტი - 2 ხელშეკრულება (2 წამყვანი). კომიტეტი იყო წამყვანი შემდეგ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე:    საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ (№072/356; 28.12.2023). საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება“ (№07-2/365; 19.02.2024). საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2007 წლის 7 თებერვლის „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქოთბილისი-ყარსის" ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდათურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ" შეთანხმების ცვლილებების ოქმი“ (№07-2/390; 16.05.2024). 8.2 საკანონმდებლო წინადადებები საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 8 საკანონმდებლო წინადადება: საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ღლონტისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების დაცვის შესახებ“ (№1-15448/23; 01.12.2023) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, 2024 წლის 4 მარტის სხდომაზე განიხილა საკანონმდებლო წინადადება „დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების დაცვის შესახებ“. 41 საკანონმდებლო წინადადების ავტორების აზრით, მიღებულ უნდა იქნეს კანონი „დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების დაცვის შესახებ“, რომლის თანახმადაც დადგინდება მიწისზედა და მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობების ერთიანი აღწერა-ინვენტარიზაციის პირობები, აგრეთვე დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების ერთიანი რეესტრის შექმნის პირობები და თითოეული ასეთი გაზსადენის პასპორტიზაციის წარმოების წესი, ტექნიკური მომსახურების წესი და პირობები. კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პოზიცია, რომ დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის N1-1/525 ბრძანებით „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის N101 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით - „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ“. რაც შეეხება გაზსადენების რუკას, იგი განთავსებულია ქალაქ თბილისის მერიის ერთიანი რუკის საიტზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო. საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სემეკ“-ის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტის მიღების შესახებ (№1-6549/24; 10.06.2024) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, 2024 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საკანონმდებლო წინადადება „სემეკ“-ის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტის მიღების შესახებ. საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ვერ უზრუნველყოფდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებას და ფაქტიურად წარმოადგენდა ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის ტარიფებზე მომუშავე ორგანიზაციას. საკანონმდებლო წინადადების ავტორს შესაბამისად მიზანშეწონილად მიაჩნდა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის („სემეკი“) სახელწოდებას უნდა დამატებოდა სიტყვა „ტარიფების“ და კომისიის სახელწოდება ჩამოყალიბებულიყო შემდეგნაირად: „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ტარიფების მარეგულირებელი კომისია“. კომიტეტმა არ გაიზიარა საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრება, ვინაიდან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფუნქციას არამარტო ელექტროენერგიის, გაზისა და სასმელი წყლის სექტორებში ტარიფების დადგენა წარმოადგენს, არამედ მის უფლებამოსილებებს განეკუთვნება: ელექტროენერგიის, გაზის და სასმელი წყლის სექტორთან დაკავშირებული რეგულაციების დამტკიცება, ამ სექტორებში ლიცენზიების გაცემა და ლიცენზიატების საქმიანობის რეგულირება, რეგულირებული ბაზრის მონაწილეების დავების გადაწყვეტა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ბაზრების მონიტორინგი და სხვა საკითხები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო. 42 საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებაზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-6518/24; 07.06.2024) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, 2024 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საკანონმდებლო წინადადება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების თანახმად, მიღებულ უნდა ყოფილიყო საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაავალდებულებდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, ამა თუ იმ განაწილების ტარიფის გაზრდის თაობაზე განცხადების განხილვისას, სავალდებულო წესით მოეპოვებინათ ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოებიდან და საერთო სასამართლოებისგან, ტარიფს დაქვემდებარებული პროდუქციის (გაზი, ელექტროენერგია, წყალი) დატაცების თაობაზე, რათა ლიცენზიანტებს არ გასჩენოდათ იმის შესაძლებლობა, რომ განაწილების ქსელში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გამოტანის ან/და გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად, ხელი დაეფარებინათ დამტაცებელი პირებისთვის, ხოლო დატაცებული გაზი, ელექტროენერგია ან წყალი მარეგულირებელ კომისიაში წარედგინათ როგორც ქსელში დაკარგული და ამ საბაბით მოეთხოვათ მოსახლეობისათვის ტარიფის გაზრდა. „ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყლის სექტორებში ტარიფების გაანგარიშების, კერძოდ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ტარიფების დადგენის წესი და პრინციპები განსაზღვრულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის დადგენილებებით (2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილება; 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილება; 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილება) დამტკიცებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორებში ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების შესაბამისად. მეთოდოლოგიების საფუძველზე, სემეკი შესაბამისი დადგენილებით ადგენს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების ოდენობებს. იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი დანაკარგი აღემატება შესაბამისი საწარმოსათვის დადგენილ ნორმატიულ დანაკარგს, სხვაობით მიღებული ზენორმატიული დანაკარგის ღირებულება არ იქნება გათვალისწინებული ტარიფის გაანგარიშებისას და არ აუნაზღაურდება საწარმოს. შესაბამისად, გამოირიცხება ის ფაქტი, რომ დატაცებული ბუნებრივი გაზი, ელექტროენერგია ან წყალი მარეგულირებელ კომისიაში წარედგინოს, როგორც ქსელში დაკარგული და ამ საბაბით მოხდეს ტარიფის გაზრდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ცნო უარყოფილად. 43 საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ღლონტისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების დაცვის შესახებ“ (№1-6056/24; 28.05.2024) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, 2024 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საკანონმდებლო წინადადება „დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების დაცვის შესახებ“. საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მოსაზრებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენები იმყოფებიან მუნიციპალური ორგანოების კონტროლს მიღმა და ამასთან, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს არ გააჩნიათ გაზის სადენების რუკები, რის გამოც მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოები ადგილებზე ვერ არკვევენ გადის თუ არა ამა თუ იმ მიწის ნაკვეთის ქვეშ მიწისქვეშა გაზსადენი. საკანონმდებლო წინადადების ავტორები თვლიან, რომ შემოღებულ უნდა იქნეს კანონი „დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების დაცვის შესახებ“, რომლის თანახმადაც დადგინდება მიწისზედა და მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობების ერთიანი აღწერა-ინვენტარიზაციის პირობები, აგრეთვე დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების ერთიანი რეესტრის შექმნის პირობები და თითოეული ასეთი გაზსადენის პასპორტიზაციის წარმოების წესი, ტექნიკური მომსახურების წესი და პირობები. კომიტეტის პოზიცია უცვლელია, რომ დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის სათანადო ნორმატიული აქტებით. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო. საქართველოს მოქალაქე დავით ჯიბილიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „რესტორან-კაფეებში არასინდისიერად მომსახურების საფასურის დამატების აკრძალვა“ (№1-16455/23; 11.12.2023) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, 2024 წლის 4 მარტის სხდომაზე განიხილა საკანონმდებლო წინადადება „რესტორან-კაფეებში არასინდისიერად მომსახურების საფასურის დამატების აკრძალვა“ . საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით რესტორნებისა და კაფეების მენიუში დაფიქსირებული ფასის ნაცვლად მომხმარებლებს ახდევინებენ მეტ ფასს. იგი თვლის რომ საჭიროა აღნიშნული პრაქტიკის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება. კერძოდ, „1) ფასი, რომელსაც მომხმარებელი ხედავს მენიუში უნდა იყოს საბოლოო (ან მაქსიმუმ ეწეროს რომ დაემატება დღგ). 2) არანაირი დამატებითი მომსახურების საფასური არ უნდა მოეთხოვოს მომხმარებელს“. 2024 წლის 12 თებერვალს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, „მომხმარებელის უფლებების შესახებ“ კანონის საფუძველზე, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა. შესაბამისად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია - მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი. 44 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო. საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-15034/23; 27.11.2023) საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებდა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით დადგენილი ვადის ცვლილებას, რომელიც მეწარმე სუბიექტებს სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას 2024 წლის 1 იანვრამდე ავალდებულებდა. შესაბამისი ცვლილება უკვე განხორციელდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში და ცვლილება ძალაშია შესული (№3884-XIIIმს-Xმპ. 01.01.2024). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ცნო უარყოფილად. საქართველოს მოქალაქე ვაჟა ლონდარიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-17172/23; 19.12.2023) საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებდა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 159-ე მუხლის, მე-2 პუნქტში ცვლილების განხორციელებას. კერძოდ, სააქციო საზოგადოების თანხმობის გაცემის დაწესების დაუშვებლობას „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო ფასიანი ქაღალდის გარდა, ასევე, პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე გამოშვებული და აუქციონის წესით გაყიდულ აქციებზეც. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამეწარმეო საზოგადოების წესდებით შესაძლებელია მოწესრიგდეს ის საკითხები, რომლებიც ამავე კანონით არ არის მოწესრიგებული, ან განივრცოს ის ნორმები, რომლებიც შესაბამის საკითხებს ამომწურავად არ აწესრიგებს. შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებაში წარმოდგენილი საკითხი შესაძლებელია დარეგულირდეს აქციონერთა შეთანხმების საფუძველზე, წესდებაში ცვლილების შეტანის მეშვეობით. კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ცნო უარყოფილად. 8.3 პეტიციები საქართველოს მოქალაქე მაგული გოგოლიძის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია „პიროტექნიკის აკრძალვასთან დაკავშირებით„ (№1-9685/24; 12.09.2024). საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 7 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა მოქალაქე მაგული გოგოლაძის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია პიროტექნიკის აკრძალვასთან დაკავშირებით. 45 პეტიციაში ყურადღება გამახვილებული იყო, საქართველოში პიროტექნიკის შემოტანა/გაყიდვის და მათი უსაფრთხოდ გამოყენების მომწესრიგებელი რეგულაციების დანერგვაზე. ავტორების აზრით საჭირო იყო ისეთი კომპლექსური მიდგომების შემუშავება, რომლებიც დააბალანსებდა როგორც მოსახლეობის, ასევე ბიზნესის ინტერესებს. მათი მოსაზრებით საჭირო იყო რეგულაციების მეტად გამკაცრება, კერძოდ: უნდა შეზღუდულიყო აღნიშნული პროდუქციის ყველგან განთავსება და მათ სარეალიზაციოდ მაღაზიებში გამოყოფილიყო სპეციალური სივრცეები; სრულად აკრძალულიყო სათამაშო ასაფეთქებელი საშუალებებით ვაჭრობა და მათი გამოყენება; აკრძალულიყო პიროტექნიკის გამოყენება დღის საათებშიც, გარდა სადღესასწაულო ოფიციალური ღონისძიებებისა; მკაცრად გაკონტროლებულიყო ქვეყანაში შემოტანილი პიროტექნიკის ხარისხი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პეტიციის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გადაგზავნის შესახებ. 8.4 თანამდებობის პირთა არჩევა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და თანდართული სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (№07-2/364; 02.02.2024) კომიტეტმა 2024 წლის 6 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და თანდართული სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ . კომიტეტმა, სამთავრობო პროგრამის გათვალისწინებით, კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის წარმოდგენილი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი აკაკი საღირაშვილისა და დავით კუპატაძის კანდიდატურები (№07-2/401; 13.06.2024) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი აკაკი საღირაშვილისა და დავით კუპატაძის კანდიდატურები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, კომიტეტმა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, რეკომენდაცია გაუწია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანხმობა მიეცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქსტატის საბჭოს წევრად აკაკი საღირაშვილის კანდიდატურის დანიშვნას. 46 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისია საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 206-ე მუხლის თანახმად, შექმნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ, როგორც პარლამენტის წევრები, აგრეთვე მარეგულირებელი კომისიის წევრი, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. კომისიის წევრების მიერ შერჩეულ იქნა ახალი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, რომელიც წარედგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას დასამტკიცებლად. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამა 2025-2028 − მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ (07-2/2; 25.11.2024) 2024 წლის 27 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამა 20252028 − მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ (07-2/2; 25.11.2024). კომიტეტმა, სამთავრობო პროგრამის გათვალისწინებით, კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის წარმოდგენილი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებას. 8.5 კომიტეტი სოციალურ ქსელში და საზოგადოებასთან კომუნიკაცია საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ოპერატიულად უზრუნველყოფდა კომიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, ინფორმაციის გაშუქების მიზნით თანამშრომლობდა მასმედიის წარმომადგენლებთან, ხელს უწყობდა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დროულად განთავსებას. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ კომიტეტის ვებგვერდზე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომად განთავსდა ახალი დოკუმენტები (კომიტეტის სამოქმედო გეგმა, კომიტეტის საქმიანობის ანგარიში, კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის დოკუმენტები და სხვა). კომიტეტის საქმიანობის შესახებ პროაქტიული გაშუქება და საზოგადოების ინფორმირება სხვადასხვა არხებით ხდება. ესენია:   საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი სოციალური მედია: Facebook, Instagram, X, Linkedin, Youtube გარდა ამისა, კომიტეტი და კომიტეტის თავმჯდომარე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სატელევიზიო თუ ონლაინ მედია საშუალებასთან (მათ შორის რეგიონულ დონეზე), რაც უზრუნველყოფს სიახლეების შესახებ მოსახლეობამდე ინფორმაციის მიწოდების მაქსიმალურ დაფარვას. 47 8.6 მიღებული წერილები და განცხადებები საანგარიშო პერიოდში, კომიტეტში მოქალაქეებისგან, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან სულ შემოვიდა 301 წერილი და განცხადება. უწყებებიდან და შემოსული კორესპონდენცია ეხებოდა, როგორც საკანონმდებლო საქმიანობას, გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულებას, ისე სხვადასხვა დარგებში არსებულ პრობლემურ საკითხებს. კერძოდ:            მიწის რეგისტრაციის საკითხებს. მშენებლობის საკითხებს. კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ტურიზმის სფეროს. კომუნიკაციების სფეროს. ენერგეტიკის სფეროს. ტრანსპორტის დარგის საკითხებს. სამეწარმეო საკითხებს. მსჯავრდებულთა პრობლემებს. მოქალაქეების საჩივრებს პირად პრობლემებზე. და სხვა. შემოსული წერილები და განცხადებები რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის უწყებებს, ხოლო მათ ავტორებთან გაიმართა შეხვედრები და სატელეფონო კონსულტაციები. 8.7 საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი აქტიურად და ეფექტიანად თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციებთან, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სხვადასხვა დარგის უცხოელ ექსპერტებთან. ამ კუთხით, გაიმართა არაერთი შეხვედრა და ღონისძიება. კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა კონფერენციებსა და ფორუმებში. კერძოდ აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან:  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა  USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა  USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა  გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)  გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი  ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)  ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების მხარდაჭერის II პროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის პროცესში, ასევე, თემატური მოკვლევის ფარგლებში და ნააკის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფდა დაინტერესებული მხარეების ჩართულობას. 48 8.8 საერთაშორისო თანამშრომლობა საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, შეხვედრები გამართა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტის წევრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და მათ წარმომადგენლებთან, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე სხვადასხვა დარგში მოღვაწე მოწვეულ ექსპერტებთან. კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და ფორუმში. იმყოფებოდა ოფიციალურ ვიზიტებში, როგორც საერთაშორისო, ასევე სხვდასხვა სამუშაო შეხვედრების ფარგლებში.  29 იანვარი - ხელოვნური ინტელექტის შესახებ საპარლამენტთაშორისო კონფერენცია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ხელოვნური ინტელექტის შესახებ ბრიუსელში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტებისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები იღებდნენ. კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ოთხ სხვადასხვა სესიას მოიცავდა. სესია, რომელშიც დავით სონღულაშვილმა მიიღო მონაწილეობა, ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის გავლენებს და სწავლებას ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. კონფერენციის მიზანი იმ შესაძლებლობების განხილვა იყო, რომელიც ხელოვნურ ინტელექტსა და ისეთ ინდუსტრიებს აკავშირებს, როგორიცაა შემოქმედება და კულტურა, განათლება, ჯანდაცვა, საჯარო მმართველობა და ა.შ.  13 თებერვალი - ევროპარლამენტში საპარლამენტთაშორისო კონფერენცია (SECG) პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე - ევროკავშირში სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციისა და მმართველობის საკითხებზე (SECG). სხდომაზე იმსჯელეს ევროკავშირში ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე და კონკურენტუნარიანობაზე, ერთიანი ბაზრის ეფექტიანობის გაზრდაზე, კრიზისის დროს ბიუჯეტის მართვაზე, ეკონომიკური და სავალუტო კავშირის მომავალზე, დასაქმების ხელშეწყობაზე და სოციალური ინვესტიციების გაუმჯობესების საკითხებზე, მათ შორის დასაქმებულთა უფლებების დაცვაზე და „ტვინების გადინების“ პროცესთან გამკლავებაზე. კონფერენცია, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ბელგია მასპინძლობს ქ. ბრიუსელში, 12-13 თებერვალს, ევროპარლამენტში გაიმართა, სადაც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წევრები, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.  15 თებერვალი - იაპონიის ელჩთან შეხვედრა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. 49 შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა მიმოიხილეს. ისაუბრეს ტურიზმის, მწვანე ენერგიის მიმართულებით საქართველოს პოტენციალისა და ვაჭრობის განვითარების კუთხით ხელსაყრელი მდებარეობის შესახებ. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე და ხაზგასმით აღნიშნა მისი მნიშვნელობა როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპისთვის. იაპონიის ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატა და კომიტეტის თავმჯდომარეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ქვეყნებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების და გამყარების შესაძლებლობები.  11 აპრილი - ესპანეთის დეპუტატთა პალატის (კონგრესის) ევროკავშირის შერეული კომიტეტის სხდომა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით სონღულაშვილი მონაწილეობდა ესპანეთის დეპუტატთა პალატის (კონგრესის) ევროკავშირის შერეული კომიტეტის სხდომაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად. შეხვედრის ძირითად თემებს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და ამ მხრივ მიღწეული პროგრესი. ქართული დელეგაციის წევრებმა ესპანელ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკურ გარემოსა და დაგეგმილ სტრატეგიულ პროექტებზე, რომელიც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. მათ შორის, ხაზი გაესვა წყალქვეშა კაბელის და ანაკლიის პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.  11 აპრილი - კონფერენცია თემაზე: „ნატო-ს 75-ე წლისთავი, გაფართოება რუსეთის საფრთხის ქვეშ“ ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო მადრიდის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში თემაზე: „ნატო-ს 75-ე წლისთავი, გაფართოება რუსეთის საფრთხის ქვეშ“. კონფერენცია ეძღვნებოდა ნატოს დაარსების 75-ე წლისთავს და მის სამომავლო გაფართოებას.  22 აპრილი - შეხვედრები აზერბაიჯანის მილი მეჯლისში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრები გამართა. დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდნენ. ასევე, შეხვედრები გაიმართა ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვთან რაშად ნაბიევს და მილი მეჯლისის აზერბაიჯანი-საქართველოს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან.  24 აპრილი - ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა კომიტეტის სხდომა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 50 ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. სხდომაზე განიხილეს და მიიღეს მოხსენებების პროექტები თემებზე: „დეზინფორმაციის გავლენა საპარლამენტო საქმიანობაზე“ და „პარლამენტების როლი ფრანგული ენის ხელშეწყობაში“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასამბლეის 15-მდე წევრი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები სხვადასხვა კონტინენტიდან. დავით სონღულაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური მიმართულებით განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას, ხოლო ბიზნესს სთავაზობს განგრძობით პერიოდში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას. მისი განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების 60%-ზე მეტთან უკვე დაახლოებულია.  23 მაისი - შეხვედრები კატარის პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კატარის პარლამენტის თავმჯდომარეს ჰასსან ბინ აბდულლაჰ ალ-გჰანიმს შეხვდა. შეხვედრისას ხაზი გაესვა საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ერთობლივი თანამშრომლობის განვითარებას. ასევე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს. აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო ურთიერთობებს პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ხელშეწყობისა და მის მშვიდობიანად გადაწყვეტაში.  19 ივლისი - შეხვედრა კატარის ელჩთან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოში კატარის ელჩს, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა და ისაუბრეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. დავით სონღულაშვილმა კატარში ახლახან განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მრჩეველთა საბჭოში (მაჯილის ალ შურა) გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა. მხარეებმა ისაუბრეს კატარის სახელმწიფო მრჩეველთა საბჭოს (მაჯილის ალ შურა) დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ორგანიზების თაობაზე.  16 სექტემბერი - შეხვედრა კატარის სახელმწიფო პარლამენტის დელეგაციასთან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი კატარის სახელმწიფოს პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნების ეკონომიკური, კულტურული და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები. აღინიშნა საერთაშორისო ფორუმებსა და პლატფორმებზე ორ ქვეყანას შორის ხშირი თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობა. სტუმრებმა 51 ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კატარის სახელმწიფო და საქართველო იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გლობალური მშვიდობის შენარჩუნებაში. დავით სონღულაშვილმა მიმოიხილა საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო ურთიერთობები და მზადყოფნა გამოთქვა, თავისუფალი ვაჭრობის სფეროში აქტიური თანამშრომლობისთვის. კომიტეტის თავმჯდომარე ასევე ერთობლივი ეკონომიკური ფორუმის გამართვის ინიციატივით გამოვიდა, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ერთმანეთს და განავითარონ საქმიანი კავშირები, რაც თავის მხრივ, ინვესტიციების გაზრდას შეუწყობს ხელს. შეხვედრის ბოლოს ისაუბრეს პარლამენტებს შორის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობაზე.  25 სექტემბერი - ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელთან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ხელმძღვანელს არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის მიზანია ქვეყნის შესაბამის ინსტიტუტებთან ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კლიმატის სფეროებში რეფორმების მიმდინარეობის საკითხის განხილვა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგეტიკის ბაზრის წახალისებისა და ფასების მექანიზმის გაუმჯობესებისთვის დღიური ბაზრების გახსნის მნიშვნელობაზე.  3 დეკემბერი - ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის უფროსმა თამილა შაბაშვილმა ევროპარლამენტში გამართულ ენერგეტიკული გაერთიანების პლენუმში მიიღო მონაწილეობა. ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმი (ECPP) 3 დეკემბერს, ქალაქ ბრიუსელში შეიკრიბა, სადაც ევროპის ენერგეტიკული მომავლის ძირითადი საკითხები განიხილეს. სხდომის ძირითადი თემა იყო ევროკავშირთან ინტეგრაცია და ენერგეტიკულ სიღარიბესთან დაკავშირებული გამოწვევები. პლენუმის სხდომაზე ენერგეტიკული საზოგადოების სამდივნოს დირექტორმა არტურ ლორკოვსკიმ ხაზი გაუსვა ენერგეტიკული ინტეგრაციის გზით ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. 52 9. ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება კომიტეტის აპარატის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტრენინგებში, სემინარებში და სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც უკავშირდებოდა მიმდინარე რეფორმებს, აგრეთვე ფუნქციური გადანაწილებით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებას. მათ შორის აღსანიშნავია:                კონფერენცია - „საქართველოში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის სააგენტოს დაარსების მხარდასაჭერად, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ მომზადებული კვლევა UNECE-ის რეგიონში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის სააგენტოს შემადგენლობისა და საქმიანობის შესახებ.“ სამუშაო შეხვედრა - „მწვანე ზრდის სტრატეგიასთან დაკავშირებით მომზადებული რეკომენდაციების განხილვა“. სამუშაო შეხვედრა: „განახლებადი ენერგიის კანონმდებლობასთან შესაბამისობა – ბიოსაწვავის, ბიოსთხევადი და ბიომასის საწვავის მდგრადობის კრიტერიუმები.“ სამუშაო შეხვედრა: „განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების მიერ მომზადებულ RRA-ის რეკომენდაციების განხილვა.“ სამუშაო ონლაინ შეხვედრა: „განახლებადი გაზების წარმოშობის გარანტიები (GO) – დომენის პროტოკოლის შედგენა.“ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის III საერთაშორისო კონფერენცია. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის სამუშაო შეხვედრა „ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევები და პერსპექტივები ტურიზმის ინდუსტრიაში“. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კომპანია „გეოგრაფიკი“ სამუშაო შეხვედრა „ბუნებრივი საფრთხეების მოდელირების, რუკების შედგენისა და ზონირების სამართლებრივი ბაზის განვითარებისთვის საგზაო რუკის შედგენა“. საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ (სბმკ „ორქისი“), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩატარებული გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მოთხოვნების მეორე სემინარი - „ESG შესაბამისობა, კომპლექსური ESG შეფასება, ESG ანგარიშგების სტანდარტები“. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ (სბმკ „ორქისი“). საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევისადმი მიძღვნილი მესამე პლენარული შეხვედრა (ვმონაწილეობდი სამთავრობო საბჭოს წევრის სტატუსით). wttc for our ai demystified webinar, the role of artificial intelligence and its transformative potential within the travel & tourism sector. საქართველოს კურორტების სააგენტოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია European Thermal Heritage & Tourism CONFERENCE & FORUM. მწვანე საჯარო შესყიდვების თემატური სემინარი, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით. საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევისადმი მიძღვნილი მეოთხე პლენარული შეხვედრა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ (სბმკ „ორქისი“), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით. მდგრადი დაფინანსების თემატური სემინარი, UNDP-ს პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდის“ ქვეპროექტის ფარგლებში - „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში 53  საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“. საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით. საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევისადმი მიძღვნილ მეხუთე პლენარული შეხვედრა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ (სბმკ „ორქისი“), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით. კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით სამოქმედო გეგმაში განსაზღვრული იყო სამი ამოცანა:     ამოცანა 3.1. კომიტეტის აპარატის შესაძლებლობების განვითარება - სრულად შესრულებული (100%). დაგეგმილი იყო 2 აქტივობა, რომლებიც სრულად შესრულდა. ამოცანა 3.2. პარლამენტს შიგნით თანამშრომლობის სრულყოფა - სრულად შესრულებული (100%). დაგეგმილი იყო 2 აქტივობა, რომლებიც სრულად შესრულდა. ამოცანა 3.3. პარლამენტს გარეთ ეფექტური თანამშრომლობის წარმართვა, გამჭირვალობა - მეტწილად შესრულებული (60%). დაგეგმილი იყო 5 აქტივობა, მათგან შესრულდა 3. ამოცანა 3.4.კომიტეტის სამოქმედო გეგმის განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება სრულად შესრულებული (100%). მოიცავდა 3 აქტივობას, რომლებიც სრულად შესრულდა. 10. სხვა საქმიანობა 10.1 სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობა კომიტეტს შექმნილი აქვს 2 სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო: ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე და სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის და არქიტექტურულსამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე. შესაბამისი თემატური საკითხების განხილვისას კომიტეტი თანამშრომლობდა აღნიშნულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოებთან. ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ენერგეტიკის საკითხების განხილვაში. მათ შორის, კომიტეტმა საბჭოს მონაწილეობით დაინიცირებამდე განიხილა ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფცია. სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს, მოსაზრებების მიღების მიზნით პერიოდულად ეგზავნებოდათ კომიტეტის მიერ განსახილველი/დასაინიცირებელი კანონის პროექტები. 54