საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2030/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 6

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 2/17/25, 12:10 PM ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 17 თებერვალი 2025 15:30 2025 წლის 17 თებერვალი, 15:30 საათი საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზაზა ლომინაძე; 2. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ 2024 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია; მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზაზა ლომინაძე; 3. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზაზა ლომინაძე; 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/409; 05.07.2024) I მოსმენით განხილვა; ინიციატორი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო; https://parliament.ge/print/announcement/3141?local=true 1/2 საქართველოს პარლამენტი 2/17/25, 12:10 PM მომხსენებელი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვახტანგ ყოლბაია; წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ირაკლი ციმინტია; 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების (07-2/411; 23.07.2024) განხილვა; ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; მომხსენებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე; წამყვანი კომიტეტი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ქეთევან მჭედლიშვილი. https://parliament.ge/print/announcement/3141?local=true 2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა N6 2025 წლის 17 თებერვალი, 15:30 საათი საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული) სხდომის თავმჯდომარე: ზაზა ლომინაძე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვლადიმერ კახაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, ანტონ ობოლაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ზაალ მიქელაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: კომიტეტის აპარატის თანამშრომლები. კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით. სხდომის მდივანი: ნატა დემეტრაძე დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; 2. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ 2024 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია; 3. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/409; 05.07.2024) I მოსმენით განხილვა; 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების (№07-2/411; 23.07.2024) განხილვა. სხდომის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ დაადასტურა კვორუმის არსებობა, კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი, რომელიც დამტკიცდა კომიტეტის სხდომაზე დამსწრე წევრთა მიერ. დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ზაზა ლომინაძის ინფორმაცია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ მიერ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე წარმოდგენილი ზაალ მიქელაძის კანდიდატურის შესახებ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა ზაალ მიქელაძის არჩევას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე. კანონპროექტით „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გამცემ ორგანოს განესაზღვრება ვალდებულება, ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემები მოიპოვოს ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით. აგრეთვე, შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი იქნება ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით განახორციელოს ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება. მომხსენებელმა უპასუხა კომიტეტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს და განსახილველი საკითხის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ზაზა ლომინაძის მოხსენება საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ 2024 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ 2024 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზაზა ლომინაძემ კომიტეტს დასამტკიცებლად წარუდგინა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცებას. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვახტანგ ყოლბაიას მოხსენება. კანონპროექტით, დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებლის გადაცემა მოხდება ქულათა იმავე რაოდენობის მიხედვით, როგორიც მას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემისას ჰქონდა. ამასთან, ზემოაღნიშნული ცვლილება აგრეთვე გავრცელდება მის გამოქვეყნებამდე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარების თაობაზე გამოცემულ და აღუსრულებელ შესაბამის სამართლებრივ აქტებზე. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მომზადებულად მიიჩნია წარმოდგენილი კანონპროექტები პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის. ზაზა ლომინაძე კომიტეტის თავმჯდომარე ნატა დემეტრაძე სხდომის მდივანი