საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინფორმაცია 2025 წლის 18 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე, ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-2136/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-18
კომიტეტის სხდომის ნომერი 6

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
2/19/25, 9:24 PM საქართველოს პარლამენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა თარიღი 18 თებერვალი 2025 14:30 2025 წლის 18 თებერვალი, 14:30 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი კომიტეტის სათათბირო ოთახი N518 (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ შექმნის თაობაზე; მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე; 2. „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან მომუშავე“ სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე; მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე. https://parliament.ge/print/announcement/3135?local=true 1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომის ოქმი N6 ქ. თბილისი 2025 წლის 18 თებერვალი სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე; კომიტეტის წევრები: ვლადიმერ ბოჟაძე, გიორგი ჭყონია, ალექსანდრე დალაქიშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ზაურ დარგალი, გიორგი ხახუბია. კომიტეტის აპარატის თანამშრომლები: დენის სალუქვაძე - კომიტეტის აპარატის უფროსი, ფიქრია რობაქიძე, ანა ბერიძე, ნათია შამათავა, მანანა მოსიძე, ხათუნა მუკბანიანი, მარიამ ბლიაძე და ელისო შანავა - სხდომის მდივანი. დღის წესრიგი 1. „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ შექმნის თაობაზე; მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე 2. „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფის” შექმნის თაობაზე; მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ. მან დაადასტურა სხდომის უფლებამოსილებისთვის საჭირო კვორუმის არსებობა და კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. I საკითხი მომხსენებელი მაია ბითაძე: მისი თქმით, „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“ წინა მოწვევის პარლამენტშიც ფუნქციონირებდა. ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს განახორციელებს. აღნიშნული ვალდებულებები შეეხება კომპანია სს “RMG Copper”-სა და შპს “RMG Gold”-ის მიერ სამთო-მოპოვებითი სამუშაოების პროცესში გარემოზე ზემოქმედებასა და აღდგენით ღონისძიებებს. აღნიშნული ჯგუფი ძირითადად საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან შედგება და ისინი კონკრეტულად კომპანია რიჩ მეტალს გრუპის (RMG) საკითხებზე იმუშავებენ. II საკითხი მომხსენებელი მაია ბითაძე: მისი თქმით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფის მიზანია, განიხილოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში არსებული გამოწვევები, მათ შორის, ახალი რეგულაციების დანერგვის პროცესში წარმოშობილი სირთულეები, აგრეთვე, ბიზნეს სექტორის მიერ გამოკვეთილი სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. სამუშაო ჯგუფში შედიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და პარლამენტის კომიტეტის წევრები. ჯგუფს ასევე აქვს უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებიან შესაბამისი კანონმდებლობის განხილვით. კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა ერთხმად გადაწყვიტა: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ორივე ჯგუფის შექმნის საკითხს მხარი დაუჭირა. სხდომის თავმჯდომარე მაია ბითაძე სხდომის მდივანი ელისო შანავა