საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ნომერი
#2-2269/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-24
ბიუროს ნომერი 26

📜 ტექსტი

წერილი
2-2269/25 20-02-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაძეს ბატონო ნიკოლოზ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად გიგზავნით საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიშს. დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაია იაკობიძე
ანგარიში
საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში პერიოდი: 2024 წლის იანვარი - 2025 წლის იანვარი -----------------------------------------------------------------------------------------------------------საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ საპარლამენტთაშორისო კავშირში, მონაწილეობა მიიღო ასამბლეის და ახალგაზრდა პარლამენტართა გლობალური კონფერენციის მუშაობაში. -----------------------------------------------------------------------------------------------------------2024 წლის 23-27 მარტი საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 148-ე ასამბლეა ჟენევა, შვეიცარია მონაწილეები: გიორგი ვოლსკი, ნიკოლოზ ზილფიმიანი, ირაკლი ბროკიშვილი სამხარაძე, ხატია წილოსანი, დავით 2024 წლის 23-27 მარტს, ჟენევაში, გაიმართა საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 148-ე ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით. ღონისძიებაში 140-მდე ქვეყნის 1500მდე დელეგატი, მათ შორის 50-მდე პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობდა. ასამბლეის მთავარ განსახილველ თემას საპარლამენტო დიპლომატია წარმოადგენდა. გიორგი ვოლსკიმ სიტყვით მიმართა ასამბლეაზე შეკრებილ კოლეგებს და საპარლამენტო დიპლომატიის როლის მაღალ მნიშვნელობაზე ისაუბრა. “მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებული რთული სიტუაციის გათვალისწინებით, რაც გამოწვეულია არსებული კონფლიქტებით და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისით, მშვიდობა და საერთაშორისო უსაფრთხოება წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც საჭიროებს ერთობლივ ძალისხმევასა და ქმედებებს. IPU რჩება სასარგებლო პლატფორმად საპარლამენტო დონეზე გლობალური მნიშვნელობის ასეთი გადამწყვეტი საკითხების განსახილველად. პარლამენტებს ნამდვილად შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ კონფლიქტების მოგვარებასა და მშვიდობის დამყარებაში” - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. საკუთარ გამოსვლაში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, გიორგი ვოლსკიმ, ასამბლეაზე შეკრებილ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე და მოუწოდა კოლეგებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში. ასამბლეაზე აქტიურად მიმდინარეობდა მსჯელობა ღაზას სექტორში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მცდელობის მიუხედავად, ასამბლეაზე ერთობლივი პოზიციის შეჯერება ვერ მოხერხდა და ამ მიმართულებით ინიციირებულმა ვერცერთმა რეზოლუციის პროექტმა ვერ მოიპოვა ხმათა უმრავლესობა. ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა ევროპული ქვეყნების მიერ ინიციირებულ პროექტს. 2025 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი ასამბლეის მიმდინარეობის პარალელურად, ორმხრივი შეხვედრა გამართა. ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე გაიანას პარლამენტის თავმჯდომარესთან, კაპო ვერდეს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, ყახაზეთის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაკისტანის სენატის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრებზე, მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე, განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა მიმართულებებით. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ბრიტანულმა მხარემ დადებითად შეაფასა ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას.----------------------------------------------------------------------------------------------------------2024 წლის 12-14 სექტემბერი საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა მეათე მსოფლიო კონფერენცია ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა მონაწილეები: სალომე ქურასბედიანი, ირაკლი ბროკიშვილი 12-14 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში, გაიმართა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო კონფერენცია, რომლის მუშაობაში 60-ზე მეტი ქვეყნის ეროვნული პარლამენტის და საერთაშორისო ორგანიზაციების 250-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაში, ასევე, მონაწილება მიიღეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა. ღონისძიების მთავარ განსახილველ თემას ახალგაზრდა თაობისთვის განათლების და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ისეთი კრიზისები, როგორიცაა ომები, კონფლიქტები, პანდემია, კლიმატის ცვლილება და ეკონომიკური გამოწვევები, მნიშვნელოვნად აისახება ახალგაზრდების შესაძლებლობაზე მიიღონ ხარისხიანი განათლება და იპოვონ ღირსეული სამუშაო. პარლამენტების წევრებმა საკუთარ ქვეყნებში არსებული პრაქტიკები გაუზიარეს კონფერენციის მონაწილეებს. სალომე ქურასბედიანმა, მომხსენებლის რანგში, მონაწილეობა მიიღო კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ სამუშაო შეხვედრაში, სადაც ახალგაზრდა მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებაში დაუბრკოლებელი ინტეგრაციისათვის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაზე იმსჯელეს. დეპუტატებმა შეიმუშავეს სამუშაო დოკუმენტი, გზამკვლევი, რომელიც აღნიშნული ჯგუფებისათვის განათლებისა და სამუშაოს უწყვეტი ხელმისაწვდომობის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასა და სხვა და სხვა წამახალისებელი ინსტრუმენტის გამოყენებას გულისხმობს. სამუშაო ჯგუფის შედეგები სალომე ქურასბედიანმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო. კონფერენციაზე ასევე განიხილეს ახალგაზრდების სამომავლო ხელშეწყობის გზები სხვადასხვა მიმართულებებით. მათ შორის, გაიმართა პანელური დისკუსიები თანასწორობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის დაცვის თემებზე, რაც ახალგაზრდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 2025 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი