საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინფორმაცია 2025 წლის 21 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი, საქართველოს პარლამენტის წევრის ანზორ ბოლქვაძის არჩევის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-21
კომიტეტის სხდომის ნომერი 5
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
2/21/25, 6:38 PM
საქართველოს პარლამენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა
თარიღი
21 თებერვალი 2025 14:00
2025 წლის 21 თებერვალი, 14:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
კომიტეტის სათათბირო ოთახი N439
(C კორპუსი, IV სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის
არჩევა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარე.
https://parliament.ge/print/announcement/3149?local=true
1/2
ოქმი
Mსაქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტის
სხდომის oqmi N5
21 თებერვალი 2025 w
ქ. თბილისი რუსთველის გამზ. 8
სხდომის დაწყების დრო: 14 00 სთ.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N439
(C. კორპუსი, IV სართული)
სხდომას თავმჯდომარეობდა:
ირაკლი ქადაგიშვილი
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომის მდივანი:
ბელა ქველაძე
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი (კომიტეტის
თავმჯდომარე), ზვიადი შალამბერიძე -(კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე),
ანზორ ბოლქვაძე, ზაურ დარგალი, ნიკა ელისაშვილი, დიმიტრი სამხარაძის
ადგილმონაცვლე ლ. ბოჟაძე, ირაკლი შატაკიშვილი, შოთა ხაბარელი, ნინო წილოსანი,
დიმიტრი ხუნდაძე,
სხდომას ესწრებოდნენ:
აპარატის უფროსი სულიკო ბეჟანიძე, აპარატის თანამშრომლები: ხ. ხვიჩია, კომიტეტის
თავმჯდომარის თანაშემწე ნანა შაუთიძე, რ. ხიზანიშვილი, თ. კალანდარიშვილი, თ.
ტყეშელიაძე, ც. კაკაბაძე, გ დოლიშვილი, ბ. ქველაძე, ნ. თხლაშიძე, მოწვეული
სპეციალისტები: დ. გოგოლაძე, ი. ქველაძე.
სხდომის
უფლებამოსილება
განისაზღვრა
რეგიონული
პოლიტიკისა
თვითმმართველობის კომიტეტის 10 წევრის დასწრებით. (კვორუმი 6)
და
დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად, რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილის არჩევა.
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი
სახით.
1
I.
მოისმინეს:
ირაკლი
ქადაგიშვილის
ინფორმაცია
რეგიონული
პოლიტიკისა
და
თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევასთან
დაკავშირებით. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, ფრაქცია „ქართული
ოცნების“ მიერ ანზორ ბოლქვაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ. მისივე
თქმით, ანზორ ბოლქვაძე პარლამენტში დელეგატია მაღალმთიანი აჭარიდან და
აქვს კომიტეტში საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილება. იგი აქტიურად არის
ჩართული აჭარის ა/რ-დან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩასახლებული.
ეკომიგრანტების საკითხებში.
დასახელებულ კანდიდატურას კომიტეტის წევრებმა უყარეს კენჭი.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის ათმა წევრმა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად - მომხრე - 10, წინააღმდეგი - 0)
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა
2025 წლის 21 თებერვლის კომიტეტის
სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ღია კენჭისყრით, თავმჯდომარის
მოადგილის თანამდებობაზე, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წარდგინებით, ერთხმად
აირჩია კომიტეტის წევრი ანზორ ბოლქვაძე.
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ანზორ ბოლქვაძეს რეგიონული
პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ
არჩევა მიულოცა და უსურვა კომიტეტის საქმიანობაში წარმატებები. მან ასევე
კომიტეტს წარუდგინა ახალი წევრები: ნინო წილოსანი, შოთა ხაბარელი და ზაურ
დარგალი.
კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა კომიტეტის 2025 წლის
სამოქმედო გეგმის მიხედვით გაწერილ ორგანიზაციულ საკითხებზე და სამუშაო
შეხვედრებზე.
(ოქმს თან ერთვის სხდომის აუდიო ჩანაწერი)
სხდომის თავმჯდომარე:
სხდომის მდივანი:
ირაკლი ქადაგიშვილი
ბელა ქველაძე
2