საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე იოსებ დევნოზაშვილის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№1-9282/24; 02.09.2024) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-21
კომიტეტის სხდომის ნომერი 7
შენიშვნა კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ამ ეტაპზე უარყოფილად ცნო, თუმცა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ან გადაანგარიშებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით მხარი დაუჭირა სამუშაო ჯგუფის შექმნას.
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
2/21/25, 10:48 AM
საქართველოს პარლამენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
21 თებერვალი 2025 10:30
2025 წლის 21 თებერვალი, 10:30 საათი
საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638
(C კორპუსი, VI სართული)
დღის წესრიგი
1.
სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საპენსიო სააგენტოს 2024 წლის 6 თვის
განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა (1-10304/24; 01.10.2024);
მომხსენებელი: სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე;
2. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
https://parliament.ge/print/announcement/3150?local=true
1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
სხდომა N7
2025 წლის 21 თებერვალი, 10:30 საათი
საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638
(C კორპუსი, VI სართული)
სხდომის თავმჯდომარე: ზაზა ლომინაძე
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვლადიმერ კახაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე,
ანტონ ობოლაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ზაალ მიქელაძე.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: კომიტეტის აპარატის თანამშრომლები.
კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.
სხდომის მდივანი: ნატა დემეტრაძე
დღის წესრიგი
1. სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საპენსიო სააგენტოს 2024 წლის 6 თვის განმავლობაში
განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა (№1-10304/24; 01.10.2024).
2. საქართველოს მოქალაქე იოსებ დევნოზაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-9282/24;
02.09.2024) განხილვა;
3. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
სხდომის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ დაადასტურა კვორუმის არსებობა, კომიტეტის წევრებს
გააცნო სხდომის დღის წესრიგი, რომელიც დამტკიცდა კომიტეტის სხდომაზე დამსწრე წევრთა მიერ.
კომიტეტის წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით და კომიტეტის მხარდაჭერით, დღის წესრიგში შევიდა
შემდეგი ცვლილება და მე-2 საკითხად დაემატა, საქართველოს მოქალაქე იოსებ დევნოზაშვილის მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადების
„სახელმწიფო
კომპენსაციისა
აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების
და
სახელმწიფო
შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-9282/24; 02.09.2024) განხილვა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით,
მოისმინეს:
სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - გიორგი ჭიჭინაძის საპენსიო
სააგენტოს 2024 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
მხარი
დაუჭირა
საპენსიო
სააგენტოს
2024
წლის
6
თვის
განმავლობაში
განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით,
მოისმინეს:
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის
ლომინაძის მოხსენება საქართველოს მოქალაქე
იოსებ დევნოზაშვილის
მიერ
- ზაზა
წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებაზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
წინადადების ავტორი ითხოვს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან
დათხოვნილი პირებისთვის გასაცემი კომპენსაცია დაექვემდებაროს გადაანგარიშებას კანონის მე-8
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოდენობების მიხედვით და 28-ე მუხლით დადგენილი
წესის შესაბამისად.
სხდომაზე გამოითქვა შენიშვნები: კერძოდ, დაზუსტდეს ინფორმაცია, მოსალოდნელი
ფინანსური ხარჯების, ასევე იმ პირთა რაოდენობის შესახებ, რომლებსაც ცვლილების განხორციელების
შემთხვევაში გადაუანგარიშდებათ დანიშნული კომპენსაცია ან სახელმწიფო გასაცემელის მიღების
უფლება მიენიჭებათ.
ცვლილების განხორციელების შემთხვევაში გარდა ფინანსთა სამინისტროს საგანგებო
ლეგიონიდან დათხოვნილი პირებისა სახელმწიფო გასაცემლის მიღების ან დანიშნული სახელმწიფო
კომპენსაციის გადაანგარიშების უფლება უნდა წარმოეშვათ ასევე სხვა პირებს, რომლებიც „სახელმწიფო
კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე და 37-ე
მუხლების საფუძველზე იღებენ სახელმწიფო კომპენსაციას. ამ თვალსაზრისით, მიზანშეწონილია
ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს მსგავს სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფი
პირების თანაბარ პირობებში ჩაყენებას.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. კომიტეტმა მხარი
დაუჭირა კომპენსაციის დანიშვნისა და დაანგარიშების საკითხების შესწავლის მიზნით სამუშაო
ჯგუფის შექმნას.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით,
მოისმინეს:
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის
- ზაზა
ლომინაძის ინფორმაცია ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო
საბჭოს დებულებისა და შემადგენლობის შესახებ.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის
საკონსულტაციო საბჭოს დებულებასა და შემადგენლობას.
ზაზა ლომინაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
ნატა დემეტრაძე
სხდომის მდივანი