„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს ორგანული კანონების პროექტები გამომდინარე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (07-3/28/11; 19/02/2025). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-24
ბიუროს ნომერი 26
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ.86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-13 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო მოსამსახურეს, გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს
პარლამენტის წევრისა და საქართველოს მთავრობის წევრისა, არ აქვს უფლება,
ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური,
შემოქმედებითი ან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობისა,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის მიერ სამედიცინო
ან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ან საავიაციო სფეროს სახელმწიფო ან
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში განხორციელებული
საქმიანობისა, აგრეთვე საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ
თანამდებობაზე საქმიანობისა, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორობის
ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად). საჯარო მოსამსახურეს (გარდა
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა) უფლება აქვს ასრულებდეს
სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებით
საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით
განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
საჯარო მოსამსახურეს არ აქვს უფლება, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო
დაწესებულებაში (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვისა) ან კერძო
სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი
ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე
თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში. საჯარო მოსამსახურის მიერ
შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე საჯარო
დაწესებულების სისტემაში.”.
ბ) მე-17 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი:
„18. საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებული პირს უფლება აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად
სამუშაოს ან იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ თავისი უშუალო ხელმძღვანელის
წერილობითი თანხმობის საფუძველზე.“.
2. 135 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
საჩუქრის ან მომსახურების მიღებისა, უფლება აქვს იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ
შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული
უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხის მოწესრიგება არის
უპირველესი მიზანი ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, რათა საჯარო
მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის დაპირისპირება არ მოხდეს საჯარო
დაწესებულების ინტერესებთან. პირები, რომლებიც დასაქმებულია არიან საჯარო
სამსახურში,
საქართველოს
კანონმდებლობის
საფუძველზე
ახორციელებენ
საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო
ზედამხედველობასა და კონტროლს, სახელმწიფო თავდაცვას დ.ა.შ. შესაბამისად,
ინტერესთა კონფლიქტისა და შეუთავსებლობის დარეგულირების მიზანი თანამედროვე
სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოებში სუბიექტივიზმისა და მიკერძოების
მინიმუმამდე დაყვანაა.
საზოგადოებრივი ინტერესების მომსახურება მთავრობებისა და საჯარო ინსტიტუტების
ფუნდამენტური მისიაა. მოქალაქეები მოელიან, რომ საჯარო მოხელეები შეასრულებენ
თავიანთ მოვალეობებს პატიოსნად, სამართლიანად და მიუკერძოებლად, რის გამოც ისინი
მთავრობას აკისრებენ ვალდებულებას, სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგას პრევენციული
ნაბიჯები, რის შედეგადაც საჯარო მოხელეები გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ
იმოქმედებენ პირადი ინტერესებით.
სხვადასხვა ქვეყნების მიერ გამოყენებული ინტერესთა კონფლიქტის სიტუაციების
მართვის განსხვავებული მიდგომები ასახავს მათ განსხვავებულ ისტორიულ, იურიდიულ
და საჯარო სამსახურის ტრადიციებს. ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული
პოლიტიკის მიდგომის განსაზღვრა ქვეყნის საჯარო ადმინისტრაციის პოლიტიკური,
ადმინისტრაციული და სამართლებრივი კონტექსტის არსებითი ნაწილია. ევროპული
ქვეყნების პრაქტიკის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ საჯარო სექტორში
დასაქმებულ სუბიექტებს აქვთ დამატებით ანაზღაურებად საქმიანობასთან დაკავშირებით
რიგი შეზღუდვები და აღნიშნული შეზღუდვები განპირობებულია საჯარო ინტერესის
დაცვით, რაც კეთილსინდისიერების პრინციპის ქვაკუთხედს წარმოადგენს, სწორედ
ამიტომ უმნიშვნელოვანესია ასევე ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხის მკაფიო
რეგულირება.
ინტერესთა კონფლიქტის ეფექტური პოლიტიკის სათანადო მიზანი არ არის საჯარო
მოხელეთა მხრიდან ყველა კერძო შესაძლებლობის ინტერესის მარტივი აკრძალვა, არამედ
აღნიშნული თვალსაზრისით ამ შესაძლებლობების რეგულირების ქვეშ მოქცევა. სწორედ,
მსგავსი მიდგომით იქნება გატარებული პრევენციული ღონისძიებები, რათა საჯარო
მოხელეებმა არ დაუშვან თავიანთი პირადი ინტერესებისა და კუთვნილების კომპრომისზე
გადაწყვეტილების მიღება და საჯარო მენეჯმენტი.
წინამდებარე
კანონპროექტით
იხვეწება
საკანონმდებლო
ჩარჩო,
რომელიც
დაკავშირებულია
ზემოხსენებული
პირების
მიერ
დამატებით
საქმიანობის
განხორციელებასთან და ამ საქმიანობისათვის ანაზღაურების მიღებასთან. გამომდინარე
იქიდან, რომ ნებისმიერ ანაზღაურების მიღება შეიძლება გარკვეულ ინტერესს ატარებდეს
და საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი პირების მხრიდან მათი მიღება არ გახდეს
ზეგავლენის მომხდენი მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელებისას, სახელმწიფოს
მხრიდან კიდევ უფრო დეტალურად რეგულირდება სამეცნიერო, პედაგოგიური და
შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების პროცედურა. აღნიშნული ტიპის
დამატებითი საქმიანობისათვის განისაზღვრება თანხმობის გაცემის ინსტიტუტი, რის
შედეგადაც საჯარო მოხელეები თანამდებობის შენარჩუნების პარალელურად შეიძლება
დაკავდნენ დამხმარე საქმიანობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად
ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი.
მოწესრიგდება
განმარტებითი ბარათის
„ა.ა.ა“
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად,
საჯარო მოსამსახურეს (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა
და პოლიტიკური თანამდებობის პირებისა) უფლება აქვს ასრულებდეს
სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი
დაწესებულების
ხელმძღვანელის
ან
კანონმდებლობით
განსაზღვრული
უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე;
საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებული პირს უფლება აქვს ასრულებდეს რაიმე
ანაზღაურებად სამუშაოს ან იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ თავისი უშუალო
ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე;
საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი
დაწესებულების
ხელმძღვანელის
ან
კანონმდებლობით
განსაზღვრული
უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის
(კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული).
მიმართ
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისათვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან,
კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების
ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება. თუ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან
კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი
თანხმობა არ ექნება პირს, ეს უკანასკნელი ვერ შეძლებს დამატებითი ანაზღაურებადი
საქმიანობის განხორციელების შედეგად შემოსავლის მიღებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 ) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება:
მდგომარეობაზე
ინიციატორთა მოსაზრებით, კანონპროექტი
თანასწორობის მდგომარეობაზე.
არ
კანონპროექტის
ახდენს
მოსალოდნელი
გავლენას
გენდერული
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონის იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
რატი
იონათამიშვილი,
დავით
მათიკაშვილი,
გურამ
მაჭარაშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ
ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან
მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე
ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
რატი
იონათამიშვილი,
დავით
მათიკაშვილი,
გურამ
მაჭარაშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ
ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან
მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე
ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.