„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-24
ბიუროს ნომერი 26
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-14 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე
სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში
დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას.“;
ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 52. ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება
1. მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული
ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად.
2. მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას
ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.
3. მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება უნდა მოხდეს ღიად და
დაუყოვნებლივ, თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო
დროს, მას შემდეგ, რაც მაუწყებლისათვის ცნობილი გახდება შეცდომის შესახებ.
4. სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდებისას მაუწყებელმა უნდა მიუთითოს
ინფორმაციის წყარო.
5. დაუშვებელია ახალ ამბების გადაცემისას დადგმებისა და ინსცენირების
გამოყენება. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ან სხვა სახის გადაცემაში დადგმის ან
ინსცენირების გამოყენებისას ნათლად უნდა განიმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან
ინსცენირება. დოკუმენტური ან რეალური ფაქტების ყოველი სამაუწყებლო
რეკონსტრუქცია უნდა იყოს ნათლად მითითებული.
6. მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება.
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში,
მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ.
7. დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერი ინტერესები (მათ შორის,
რეპუტაცია და სახელი) შესაძლოა შეილახოს მაუწყებლის პროგრამაში არასწორი
(მცდარი) ფაქტის მოყვანით (გადაცემით), აქვს საჩივრის შეტანის უფლება ამ მუხლით
დადგენილი წესით.
8. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საწყისი განცხადების გაკეთებიდან (მათ
შორის, ფაქტის მოყვანიდან) 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს
მოსთხოვოს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში
(მცდარი) ფაქტის შესწორება ან უარყოფა მაუწყებლის ეთერში თანაზომიერი
საშუალებებითა და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით
იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლება არსებობს მხოლოდ
მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანის (გადაცემის)
შემთხვევაში და არ ვრცელდება მოსაზრების/შეხედულების გადაცემაზე.
10. პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან
სასამართლოში.“.
3. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 54. სამართლიანობა და მიუკერძოებლობა
1. ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს
სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა.
2. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს
ფაქტისა და კომენტარის მკაფიო გამიჯვნა.
3. დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის
წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამაში წამყვანის,
ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით.
4. ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას
მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან
პროგრამების ციკლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფორმატიდან
გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია პროგრამების ციკლის განმავლობაში,
ამის შესახებ აუდიტორიას უნდა ეცნობოს პროგრამის დაწყების პირველივე დღეს.
5. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან
სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის
მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან
მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური
პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის
მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
6. საავტორო პროგრამის გადაცემისას, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ,
აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში
ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული
მოსაზრება. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და
განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება.
7. მაუწყებელი ვალდებულია ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის
დაცვით მოეპყრას პროგრამაში მონაწილე თითოეულ პირს.
8. პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს
დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება.
9. პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ
საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, არ
შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც არ
მონაწილეობენ პროგრამაში.
10. პირდაპირ ეთერში შემოსული ზარები უნდა იქნეს შერჩეული
სამართლიანობის პრინციპის დაცვით და დაუშვებელია მხოლოდ ერთი
შეხედულების გამოხატვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ ზარებით
საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი:
„მუხლი 541. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
1. დაუშვებელია მაუწყებლის
ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა.
მიერ
ადამიანის
პირადი
ცხოვრების
2. მაუწყებლის მიერ ადამიანის პირად ცხოვრებაში ან/და იურიდიული პირის
საქმიანობაში ჩარევა შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას, არის ამ მიზნის
მიღწევის პროპორციული საშუალება და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ
ზიანს.
3. საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის
მომზადებისას აუცილებელია შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის
თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება
გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით. ნებართვის აღება არ არის
სავალდებულო იმ პირისგან, რომელიც შემთხვევით მოხვდა ჩაწერილ მასალაში ან თუ
მისი ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება შეუძლებელია.
4.
სასწავლო
დაწესებულებაში,
საავადმყოფოში,
სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში
სიუჟეტის მოსამზადებლად სავალდებულოა თანხმობის მიღება როგორც
უფლებამოსილი პირის, ასევე ადგილზე მყოფი იმ პირებისაგან, რომელთა გადაღება
ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება
გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით. ნებართვის აღება არ არის
სავალდებულო, თუ ჩაწერილ მასალაში პირის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება
შეუძლებელია.
5. ინფორმაცია პირის საცხოვრებელი ადგილის, ტელეფონის ან/და სხვა პირადი
საკონტაქტო მონაცემების შესახებ შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ საზოგადოებრივი
ინტერესის არსებობისას.
6. საჯარო ადგილებში მაუწყებელს შეუძლია წინასწარი გაფრთხილების გარეშე
აიღოს ინტერვიუ, გადაიღოს ან/და ჩაწეროს ადამიანები საინფორმაციო
პროგრამებისათვის.
7. ეთერში გადაცემამდე მაუწყებელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ საჯარო
თავშეყრის ადგილას გადაღებული კადრი, სიტყვა ან ქმედება არ არის პირადი
ცხოვრების ისეთი ელემენტების მატარებელი, რომ საჭიროებდეს პირის წინასწარ
თანხმობას.
8. მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია
უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ან პირადი ტრაგედიის მქონე
პირები, მათ შორის არც საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოპოვებული მასალა,
თუკი ეს იწვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფას, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც არსებობს სათანადო პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების
შემთხვევაში, გვამის გადაღება და მასალის გავრცელება დასაშვებია ოჯახის წევრის
თანხმობით.
9. დაუშვებელია, უბედურების ქვეშ მყოფი ადამიანის იძულება მონაწილეობა
მიიღოს გადაცემაში თუკი ეს სხვაგვარად არ არის გამართლებული.
10.
დაუშვებელია
გარდაცვლილი
პირის,
უბედური
შემთხვევისას
დაზარალებულის ან ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, სანამ ფაქტი ოჯახის
წევრებისთვის არ გახდება ცნობილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამგვარი
ინფორმაციის გავრცელება გამართლებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით.
11. მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა მის მიერ
საკუთარი ან სხვისგან მოპოვებული მასალის თავდაპირველისგან განსხვავებული
მიზნით ან სხვა პროგრამაში გამოყენებამ არ გამოიწვიოს პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის გაუმართლებელი ხელყოფა.“.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 542 მუხლი:
„მუხლი 542 . მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის
მოპოვება ან/და გადაცემა
1. მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება
ან/და გადაცემა გამართლებულია შემდეგ შემთხვევებში:
ა) როდესაც მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, არსებობს
საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული და,
ამასთანავე, ეს აუცილებელია პროგრამის სიზუსტის უზრუნველსაყოფად;
ბ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხებზე სოციოლოგიური კვლევის
ჩასატარებლად, როდესაც სხვა გზით შეუძლებელია იმ დამოკიდებულებისა თუ
შეხედულების გამოვლენა, რომელიც კვლევის საგანია;
გ) კომედიური და გასართობი პროგრამების მოსამზადებლად, სადაც ფარული
ჩაწერა ერთ-ერთი ჩვეული მეთოდია, იგი არ წარმოადგენს პირის პირად ცხოვრებაში
უხეშ ჩარევას და არ იწვევს მნიშვნელოვან გაღიზიანებას, დაძაბულობას ან
უხერხულობას. გასართობ და კომედიურ პროგრამებში ფარული მეთოდებით
მოპოვებული მასალა ჩაწერილი პირის/პირების თანხმობის გარეშე არ უნდა იქნეს
გამოყენებული. თანხმობა არ არის საჭირო, თუ შეუძლებელია ასეთ მასალაში
აღბეჭდილი პირის/პირების იდენტიფიცირება.
2. კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მაუწყებლის მიერ ფარული
ჩაწერა უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე, შეიძლება გამართლებული იყოს
მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, მათ შორის, საფუძვლიანი ვარაუდის
არსებობისას, რომ აღმოჩენილი იქნება დანაშაულის მტკიცებულება.
3. ფარული მეთოდებით მასალის გადაღება ან ჩაწერად ჩაითვლება ჩამწერი
აპარატურის ან ჩართული ვიდეოკამერის გამოყენება ან დატოვება კერძო საკუთრებაში
არსებულ ტერიტორიაზე მობინადრის ან მისი წარმომადგენლის სრული და
ინფორმირებული თანხმობის გარეშე. აღნიშნული მეთოდების რიცხვს შესაძლოა ასევე
განეკუთვნებოდეს სატელეფონო საუბრის ჩაწერა რესპონდენტის ინფორმირების
გარეშე ან ჩაწერის განგებ გაგრძელება, როდესაც მეორე მხარე ფიქრობს, რომ პროცესი
უკვე დასრულებულია.
4. ფარული მეთოდებით გადაღებული ან ჩაწერილი მასალის ეთერში გაშვება
შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მოქმედება გამართლებულია.
5. მაუწყებელს მეორე მხარესთან სატელეფონო საუბრის ჩაწერის უფლება აქვს იმ
შემთხვევაში, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა,
განუმარტა ზარის მიზანი და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს.
იმ შემთხვევაში თუ ზარის განხორციელებისას მაუწყებლისთვის არ იყო ცნობილი
საუბრის შესაძლო გამოქვეყნების შესახებ, მაუწყებელმა რესპონდენტისგან მასალის
გაშვებამდე თანხმობა უნდა მიიღოს, თუ სხვაგვარად მოქმედება გამართლებული არ
არის.
6. დაუშვებელია ეთერში განთავსების მიზნით ინტერვიუს ან სატელეფონო
საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ხელს შეუშლის ჟურნალისტური გამოძიების
მიმდინარეობას (ეს წესი არ მოქმედებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას).“.
6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 553 მუხლი:
„მუხლი 553. შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა
საგანგებო ვითარების გაშუქება
1.
მაუწყებელმა
განსაკუთრებული
სიფრთხილით
უნდა
გააშუქოს
შეიარაღებული დაპირისპირება, უბედური შემთხვევა ან/და საგანგებო ვითარება,
პატივი უნდა სცეს აუდიტორიის ემოციებს და დაიცვას ბალანსი საზოგადოებრივ
ინტერესსა და პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ
მოლოდინს შორის.
2. მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა
საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს ისეთი ინფორმაცია, რომელმაც
შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გატაცებული, მძევლად აყვანილი, ალყაში მყოფი პირის
სიცოცხლეს ან ამ პირის გათავისუფლებისკენ მიმართულს.“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 564 მუხლი:
„მუხლი 564. პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული
საკითხები
1.მაუწყებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს 18 წლამდე ასაკის
პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
2. 18 წლამდე ასაკის პირის პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია
მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობა. თანხმობის მიუხედავად, 18 წლამდე
ასაკის პირებს არ მოეთხოვებათ ისეთ საკითხზე მოსაზრების გამოხატვა, რომელზეც
სათანადო პასუხის გაცემა მათ ფიზიკურ ან გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება.
3. 18 წლამდე ასაკის პირის პროგრამაში მონაწილეობისთვის თანხმობა
აუცილებელი არ არის თუ პირის პროგრამაში მონაწილეობა უმნიშვნელოა, ან
თანხმობის გარეშე მოქმედება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით.“.
8. 591 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 591. დარღვევაზე რეაგირება
1. ამ კანონის 52, 54, 541, 542, 552, 553, 56, 561, 562, 564, მუხლებით
გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური
ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება
განხორციელდეს მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ან კომისიის
ფარგლებში.
2. მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული
გადაწყვეტილების კომისიაში, სასამართლოში, ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში
გასაჩივრება დაუშვებელია, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. ამ კანონის 52, 54, 541, 542, 552, 553, 56, 561, 562, 564 მუხლების მოთხოვნათა
დარღვევით ადამიანის უფლებების შელახვის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია
განახორციელოს შესაბამისი რეაგირება ამ კანონის IX თავით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განაპირობა მედიამომსახურების სფეროში ხარისხიანი და
ობიექტური მაუწყებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გამოწვევების
დაძლევისთვის
მედიამომსახურების
საკანონმდებლო
აქტში
ბრიტანული
დამკვიდრების
მოდელის
მიზნით
საქართველოს
განსახორციელებელმა
საკანონმდებლო ცვლილებებმა.
ნიშანდობლივია, რომ მედიამომსახურების ბრიტანული მოდელის პრინციპები
საქართველოს კანონმდებლობისთვის უცხო არ არის, საქართველოს ეროვნული
კომუნიკაციების
კომისიის
დადგენილება
№2-ის
საფუძველზე
მიღებული
„მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ განსაზღვრავს მაუწყებლის მიერ პროგრამის
მომზადებისა
და
გადაცემის
პრინციპებს,
წესებსა
და
სახელმძღვანელო
რეკომენდაციებს, რომელთა არსებითი ნაწილი სწორედ ბრიტანული მოდელის
პრინციპებს ეყრდნობა.
კანონპროექტი მიზნად ისახავს მაუწყებლობის სტანდარტების მკაფიო რეგულირებას,
რაც გულისხმობს, მათ შორის, მაუწყებლის ხარისხიანი და ეფექტიანი საქმიანობის
უზრუნველსაყოფად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს - საქართველოს
კომუნიკაციების
მაღალხარისხიანი
ეროვნული
კომისიის
მაუწყებლობის
რეგულირების
სტანდარტების
საგნის
გაფართოებას,
ბრიტანული
მოდელის
საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას, მედია პლურალიზმის და საზოგადოების
ინფორმირების ხარისხის კუთხით საკანონმდებლო ნორმათა დახვეწას, აგრეთვე,
სამაუწყებლო პროცესში ეთიკური სტანდარტების დაცვას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხები, მათი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად ახლებურად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში
აღნიშნული საკითხები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ძირითადად ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:
უქმდება შეზღუდვა, რომელიც კონკრეტულ ნორმათა შემადგენლობის დროს
(ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა, პროგრამული
შეზღუდვები, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები)
დაინტერესებული პირის კომისიაში მიმართვის შესაძლებლობას გამორიცხავს და
რეაგირების ერთადერთ საშუალებად თვითრეგულირების მექანიზმს ადგენს;
იხვეწება და უმჯობესდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში ფაქტის
ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, აგრეთვე, ფაქტის და კომენტარის
ერთმანეთისგან მკაფიო გამიჯვნის სტანდარტი;
იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო
პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის
გამოხატვა.
იხვეწება საავტორო პროგრამის გადაცემის სტანდარტი. კერძოდ, საავტორო
პროგრამის დაწყების წინ აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა.
საავტორო პროგრამებში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა
საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება.
მაუწყებელი პროგრამის მონაწილეებს უნდა მოეპყროს სამართლიანობის და
მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით.
პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს
დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება. პასუხი უნდა გაშუქდეს
სამართლიანად და ზუსტად.
მკვიდრდება მაუწყებლის მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის
უზრუნველსაყოფად მკაფიო საკანონმდებლო ჩარჩო. კერძოდ, მაუწყებელმა
პროგრამების მომზადებისას ან/და მათი ეთერში განთავსებისას არ უნდა დაუშვას
ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა.
მაუწყებლის მიერ ადამიანის პირად ცხოვრებაში ან/და იურიდიული პირის
საქმიანობაში ჩარევა შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და არის
ამ მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალება.
ინფორმაცია პირის საცხოვრებელი ადგილის, ტელეფონის ან/და სხვა პირადი
საკონტაქტო
მონაცემების
შესახებ
შეიძლება
გამჟღავნდეს
მხოლოდ
საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას.
მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია
უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ან პირადი ტრაგედიის მქონე
პირები, მათ შორის არც საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოპოვებული
მასალა, თუკი ეს იწვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფას, გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სათანადო პირის თანხმობა. პირის
გარდაცვალების შემთხვევაში, გვამის გადაღება და მასალის გავრცელება
დასაშვებია ოჯახის წევრის თანხმობით.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვან პირთა პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხს.
მკვიდრდება მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის
მოპოვების ან/და გადაცემის ბრიტანული სტანდარტი. კერძოდ, კანონით
განისაზღვრება ყველა ის შემთხვევა, რა დროსაც ფარული მეთოდების
გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა გამართლებულია.
დამატებით განისაზღვრება კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ფარული ჩაწერის
სტანდარტი.
აგრეთვე,
განისაზღვრება
შეიარაღებული
დაპირისპირების,
უბედური
შემთხვევების, საგანგებო ვითარების გაშუქებისას ზუსტი და სარწმუნო
ინფორმაციის გადაცემის სტანდარტი. აგრეთვე, კანონით დგინდება მაუწყებლის
ვალდებულება მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რომ საზოგადოებისთვის
ხელმისაწვდომი არ გახდეს ისეთი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა საფრთხე
შეუქმნას გატაცებული, მძევლად აყვანილი, ალყაში მყოფი პირის სიცოცხლეს ან
მისი გათავისუფლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი
მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი
ვადის დადგენას.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი
ხარჯების
გამოყოფას.
კანონპროექტის
მიღებით
გამოწვეული
აუცილებელი ხარჯები დაფინანსება კომისიის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, კერძოდ, მაუწყებლების დაჯარიმების შემთხვევაში, ჯარიმის თანხა
მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული კი დამოკიდებული იქნება
შესაბამისი დარღვევების რაოდენობასა და პერიოდულობაზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს იმ მაუწყებლების ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომლებიც, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაჯარიმდებიან
პროექტით გათვალისწინებული დარღვევებისთვის. ამასთანავე, მაუწყებლებზე
კანონპროექტით გათვალისწინებული ფინანსური გავლენა დამოკიდებული იქნება
შესაბამისი დარღვევების რაოდენობასა და პერიოდულობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ამ საკითხზე გავლენას არ ახდენს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადებით გავლენას
იქონიებს, რადგან მასში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვან
პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხს.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტი გავლენას არ ახდენს
გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
მონაწილეობა
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
მიიღო
კანონპროექტის
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
რატი
იონათამიშვილი,
დავით
მათიკაშვილი,
გურამ
მაჭარაშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ
ჯაფარიძე, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა
ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა
წიწავა, მამუკა მდინარაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
რატი
იონათამიშვილი,
დავით
მათიკაშვილი,
გურამ
მაჭარაშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ
ჯაფარიძე, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა
ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა
წიწავა, მამუკა მდინარაძე.