„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-24
ბიუროს ნომერი 26
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის
3071 მუხლი:
„მუხლი 3071. სამშობლოს ღალატი
1. სამშობლოს ღალატად ითვლება ამ კოდექსის 308-ე, 309-ე, 310-ე, 311-ე, 312ე, 313-ე, 314-ე, 315-ე, 318-ე ან 319-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე
დანაშაულის ჩადენა საქართველოს მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის
მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ.
2. სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი იწყება სიტყვებით „ჩემი ხატია სამშობლო ...“.
სწორედ სამშობლოსადმი სიყვარული, პატივისცემა და ერთგულება არის ის
თვისებები, რაც ყოველთვის გამოარჩევდა საქართველოს მოქალაქეებს და რომლის
წყალობითაც ჩვენმა ქვეყანამ გაუძლო ურთულეს ისტორიულ გამოწვევებს და
შეძლო დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება.
„როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...“. გამოჩენილი ქართველი
პოეტის, რაფიელ ერისთავის მიერ 1881 წელს წარმოთქმული ეს სიტყვები ორი
საუკუნის შემდეგაც უსაზღვრო ემოციების წყაროა თითოეული საქართველოს
მოქალაქისთვის.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ჰიმნის ტექსტისა და ლიტერატურული
ნაწარმოებების გარდა, სამშობლოსადმი სიყვარულის, მისი ერთგულებისა და
პატივისცემის
იდეა
გამოხატულებას
ჰპოვებს
საქართველოს
არაერთ
საკანონმდებლო აქტშიც. ასე მაგალითად:
საქართველოს
კონსტიტუციის
„სახელმწიფო
ზრუნავს
მე-5
მუხლის
უცხოეთში
მე-8
პუნქტის
მცხოვრები
თანახმად:
თანამემამულეების
სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.“;
ბავშვის უფლებათა კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში
მითითებულია, რომ „ბავშვის განათლება ფორმალური განათლების სისტემაში,
აგრეთვე მისი არაფორმალური განათლება უნდა ემსახურებოდეს ბავშვში
სამშობლოს,
მშობლიური
კულტურული
ენის,
ღირებულებების
მშობლიური
და
ქვეყნის
განსხვავებული
ტრადიციული
კულტურისა
და
ცივილიზაციის მიმართ პატივისცემის გრძნობის განვითარებას.“;
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის
თანახმად: „საქართველოს კანონმდებლობა სპორტის სფეროში ემსახურება ერის
გაჯანსაღების,
მოქალაქეთა
ჯანმრთელობის
პატრიოტიზმის,
ჰუმანიზმის
სულისკვეთებით
აღზრდას,
მომზადებას,
ადამიანთა
სამშობლოს
დაცვისათვის
განმტკიცების
გახანგრძლივებას, მაღალი სპორტული შედეგების მიღწევას.“;
საქმეს,
შრომისა
და
სიცოცხლის
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის
თანახმად:
„საზღვარგარეთ უკანონოდ გატანილი
ყველა
კულტურული
ფასეულობა, რაც საქართველოს სახელმწიფოს კულტურულ მემკვიდრეობადაა
მიჩნეული,
უნდა
დაუბრუნდეს
სამშობლოს,
განურჩევლად
მისი
ადგილმდებარეობის, დროისა და გატანის გარემოებებისა.“;
საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“
ქვეპუნქტის
თანახმად,
უქმე
დღედაა
გამოცხადებული
9
აპრილი,
„საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის
მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა
და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.“;
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17
მუხლის
მე-2
პუნქტის
„ა.ა.“
ქვეპუნქტის
თანახმად,
საქართველოს
პრეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის საგამონაკლისო წესით
საქართველოს
მოქალაქეობის
მინიჭებისას,
სახელმწიფო
ინტერესების
შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება ის გარემოება, მიაჩნია თუ არა
სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ;
„საქართველოს
სახელმწიფო
ჯილდოებისა
და
პრემიების
შესახებ“
საქართველოს კანონის პრეამბულის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო
ჯილდოები და პრემიები დაწესებულია იმ პირთა დასაჯილდოებლად,
რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გმირობა და
მამაცობა გამოიჩინეს, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს დემოკრატიული
სახელმწიფოს
მშენებლობაში,
ქართული
კულტურისა
და
მეცნიერების
განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარიზაციაში. აღნიშნული კანონის მე-3
მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ „ვახტანგ გორგასლის I
ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი სამშობლოსა და ერის წინაშე
განსაკუთრებული
დამსახურებისათვის,
თავდადებისა
და
თავგანწირვისათვის.“;
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა
ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში, სამშობლოს დაცვისას
დაღუპულთა
და
ომის
შემდეგ
გარდაცვლილ
მეომართა
ხსოვნის
უკვდავსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების დარეგულირებისას
განსაკუთრებულად ხაზგასმულია სამშობლოს მნიშვნელობა;
„სამხედრო
ორგანოებიდან
და
სახელმწიფო
დაცვის
სპეციალური
სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა
სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის
პირველი
პუნქტის
თანახმად:
„კანონის
პირველ
მუხლში
აღნიშნულ
მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ, თუ
სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ან გარდაიცვალა სამხედრო სამსახურის
დროს, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ,
ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც სამხედრო მოსამსახურემ
მიიღო სამხედრო სამსახურის ან ოპერატიული მუშაობის დროს. ამ უფლებით
სარგებლობენ ყოფილი სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრები, რომლებიც
ნებაყოფლობით არ ჩაბარდნენ ტყვედ და ტყვეობაში ყოფნის დროს არ ჩაიდინეს
სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება.“;
„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: „მეორე მსოფლიო ომის
ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან სამხედრო
მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი),
რომლებიც გადიოდნენ სამხედრო სამსახურს ან დროებით იმყოფებოდნენ
მეორე მსოფლიო ომის ან სამშობლოს დაცვის სხვა საბრძოლო ოპერაციების
დროს მოქმედი არმიის შემადგენლობის სამხედრო ნაწილებში, შტატებსა და
დაწესებულებებში,
ტერიტორიაზე
აგრეთვე
მოქმედი
ომის
წლებში
პარტიზანები
და
დროებით
იატაქვეშა
ოკუპირებულ
ორგანიზაციების
წევრები.“. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „სამშობლოს
დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის
ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
2007 წლის 8 მაისამდე, სამშობლოსადმი სიყვარულის, ერთგულებისა და
პატივისცემის
სულისკვეთებით,
საქართველოს
კანონმდებლობაში
ასევე
წარმოდგენილი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლიც,
რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებდა სახელმწიფოს
ღალატისათვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის
მოპოვების შემდეგ, 1991 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს რესპუბლიკის
პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ ხელი მოაწერა „საქართველოს რესპუბლიკის
კანონს საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა
შეტანის თაობაზე“, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ
დაადგინა, რომ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის
განსაკუთრებული
ნაწილის
პირველი
თავი
ახალი
რედაქციით
უნდა
ჩამოყალიბებულიყო. აღნიშნული ახალი რედაქციის თანახმად, კოდექსის 65-ე
მუხლი აწესებდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას „სამშობლოს
ღალატისთვის“. საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წლის 22 ივლისს
მიღებული ახალი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ახლებურად
ჩამოყალიბდა ზოგადი და კერძო ნაწილის მთელი რიგი ნორმები, მათ შორის,
ცვლილება განიცადა სამშობლოს ღალატისთვის პასუხისმგებლობის დამდგენმა
მუხლმაც და მას „სახელმწიფოს ღალატი“ ეწოდა.
2007 წლის 21 მარტს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტმა განიხილა იმავე კომიტეტის წინადადება საქართველოს კანონის
პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და
დამატებების შეტანის შესახებ“ და მიიღო გადაწყვეტილება მისი ინიციირების
მიზანშეწონილობის თაობაზე. კანონის პროექტი, სისხლის სამართლის კოდექსის
რიგი ნორმების ცვლილებასთან ერთად, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსიდან
307-ე
მუხლის
(სახელმწიფოს
ღალატი)
ამოღებასაც
ითვალისწინებდა.
2007 წლის 23 მარტს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ბოკერიამ წერილით მიმართა
საქართველოს
პარლამენტის
საორგანიზაციო
დეპარტამენტის
უფროსს
ზემოაღნიშნული კანონის პროექტის ინიციირების თაობაზე და სთხოვა კანონის
პროექტისთვის შესაბამისი მსვლელობის მიცემა.
საქართველოს
გადაწყვეტილებით,
განისაზღვრა
პარლამენტის
ბიუროს
ზემოაღნიშნულ
იურიდიულ
2007
წლის
კანონპროექტზე
საკითხთა
კომიტეტი,
26
მარტის
წამყვან
ხოლო
N158
კომიტეტად
სავალდებულო
კომიტეტად - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი.
ინიციირებული
კანონის
პროექტის
განმარტებით
ბარათში
სისხლის
სამართლის კოდექსიდან 307-ე მუხლის ამოღებასთან დაკავშირებით აღნიშნული
იყო შემდეგი:
„კანონპროექტით ხდება სსკ-ის 307-ე მუხლის ამოღება. აღნიშნული მუხლის
თანახმად თვით ამ მუხლში გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა
სახელმწიფოს ღალატად ითვლება თუ იგი ჩადენილია საქართველოს
მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე
პირის მიერ. აღნიშნული მუხლი მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის
ნორმაა და მას სამართლებრივი დატვირთვა არ გააჩნია, ამასთან ამგვარი
ხასიათის ნორმას არ ითვალისწინებს თითქმის არცერთი წამყვანი ქვეყნის
კანონმდებლობა.“.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა (წამყვანმა
კომიტეტმა) 2007 წლის 4 აპრილის სხდომაზე განიხილა ზემოაღნიშნული
კანონპროექტი, მხარი დაუჭირა მის ძირითად პრინციპებს და დებულებებს და
მიზანშეწონილად მიიჩნია მისი პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის პირველი მოსმენით განხილვა
გაიმართა 2007 წლის 13 აპრილს. სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერის თანახმად,
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა, რომელიც
იმავდროულად კანონპროექტის მომხსენებელიც იყო, სისხლის სამართლის
კოდექსის 307-ე მუხლის ამოღებასთან დაკავშირებით განაცხადა შემდეგი:
„307-ე მუხლთან მიმართებაში ეს არის ტექნიკური ხასიათის ცვლილება
შემოთავაზებული. დღეს მოქმედი 307-ე მუხლი არეგულირებს სამშობლოს
ღალატის ცნებას. ეს მუხლი ერთგვარად ამოვარდნილი არის სისხლის
სამართლის კოდექსის სხვა მუხლების კონკრეტული საკანონმდებლო
ტექნიკის კონსტრუქციიდან, ვინაიდან თქვენ იცით, რომ მოქმედი სისხლის
სამართლის კოდექსის ცალკეული მუხლები ითვალისწინებენ დისპოზიციას
ცალკეულ დანაშაულებებთან მიმართებაში და ადგენენ შესაბამის სანქციას,
ეს მუხლი მხოლოდ და მხოლოდ განმარტებითი ხასიათისაა და ზოგადად
განსაზღვრავს ტერმინს სახელმწიფოს ღალატის. თუმცა იმავდროულად
ამავე ტერმინში მოაზრებული შესაბამისი დანაშაულებები ცალკე
დისპოზიციის სახით განსაზღვრული არის 308, 309 და ა.შ. მუხლებში.
ამდენად, ჩვენი, ასე ვთქვათ, შემოთავაზება გახლავთ, რომ ამოღებული
იქნეს 307-ე მუხლი, რაც თავისთავად არ ნჲშნავს, რომ ისეთი
დანაშაულებების მიმართ, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიული
ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების
დადება, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა და ა.შ. არ მოხდება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ბუნებრივია, ეს მუხლები
კვლავ რჩება და წარმოადგენს სახელმწიფოს განსაკუთრებულ ინტერესს და
შესაბამისად, ასეთი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ბუნებრივია,
გატარდება ის მკაცრი სისხლისსამართლებრივი სანქციები, რომელიც
გათვალისწინებული არის ამ დანაშაულების ჩადენისას. ძირითადად აი, ეს
გახლავთ, პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ტექნიკური ხასიათის
ცვლილებები არის ამ მუხლებით შემოთავაზებული და ვფიქრობთ, რომ
პარლამენტი I მოსმენით მხარს დაუჭერს ამ ტექნიკური ხასიათის
ცვლილებებს.“ 1
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას გამოირკვა, რომ
სავალდებულო
კომიტეტს,
კერძოდ,
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, საკანონმდებლო ინიციატივა განხილული არ
ჰქონდა და საკითხი მისი დასკვნის გარეშე იყო გატანილი პლენარულ სხდომაზე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ, აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა
შემდეგი:
„ბატონო ლევან, იყო თუ არა საჭირო ჩვენი კომიტეტის დასკვნა აი ამ
კანონპროექტზე. მე ვერ დავინახე იმიტომ, რომ მე როცა მოვისმინე ,ასე
1
იხ. საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 13 აპრილის პლენარული სხდომის სტენოგრაფიული
ჩანაწერი. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.parliament.ge/legislation/11587 (ბოლო ნახვა
13.02.2025)
ვთქვათ, "ნასლუხ" რომ იტყვიან, მივხვდი რომ ჩვენ ეს კომიტეტში არ
განგვიხილია. ერთი აი ეს შეკითხვა მაქვს. არის თუ არა აუცილებელი ჩვენი
დასკვნა. თუ თქვენ თვლით, რომ ადამიანის უფლების დაცვის კომიტეტმა
არ უნდა გააკეთოს, ნახოს და შეისწავლოს თავისი დასკვნა. აქვე გეტყვით,
ჩვენ გვესმის, რომ ეს სერიოზული საკითხია. მე ამ შემთხვევაში მაქვს
უფლება და უფლებამოსილება, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს
გითხრათ, რომ იმ მუხლს, რომელიც ეხება, ღალატის დეფინიციის მოხსნას,
ნამდვილად დღესვე მთელი კომიტეტი ამას დაუჭერს მხარს. რაც შეეხება
დანარჩენებს გთხოვთ, მოგვცეთ უფლება ჩვენი უფლებამოსილება ისე
აღვასრულოთ როგორც არის საჭირო. გმადლობთ.“ 2
პლენარული სხდომის თავმჯდომარემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის აღნიშნულ განცხადებასთან
დაკავშირებით გააკეთა შემდეგი შინაარსის განმარტება:
„ქალბატონო ელენე, გეთანხმებით II მოსმენის ანუ III მოსმენისთვის ჩვენ
ამას ჩავინიშნავთ, რომ თუ თქვენი დასკვნა იქნება საჭირო, ჩვენ
პროცედურებს აი ამ მიმართულებით წარვმართავთ. მართალი ბრძანდებით
ვაღიარებთ. ბატონ დავითს მე–5 მიკროფონი.“ 3
საკითხის განხილვაში ასევე ჩაერთო საქართველოს პარლამენტის წევრი,
დავით გამყრელიძე, რომელმაც შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა:
„ბატონო ლევან, მე მგონი, ნათლად ჩანს, კიდევ ერთხელ, თუნდაც,
ქალბატონ ელენეს გამოსვლის შემდეგ, რომ საკმაოდ ნაჩქარევად გამოდის მე
რაც მაქვს ხელთ, რაც მომაწოდეს. ბატონო მიხეილ, პროცედურების
დარღვევაზე მინდა უბრალოდ, თქვენი ყურადღება მივიქციო. აქ არის
საუბარი განმარტებით ბარათში, უფრო სწორად, სატიტულო ბარათშივე
გასათვალისწინებელი იურიდიული დეპარტამენტის. მე არა მაქვს და ვერ
ვნახულობ სამწუხაროდ იმაში, რაც დარიგდა და რაც მომაწოდეს, რა
შენიშვნები ჰქონდა იურიდიულ დეპარტამენტს. ეხლა არ გვაქვს ჩვენ ეს
ფორმა, რომ იურიდიულ დეპარტამენტს ვთხოვოთ გამოსვლა, ალბათ, თქვენ
უნდა მოგვახსენოთ.“
ელენე თევდორაძის განცხადების პასუხად, მომხსენებელმა - იურიდიულ
საკითხთა თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა შემდეგი:
„რაც შეეხება ქალბატონი ელენეს შენიშვნებს. ეხლა, ქალბატონო ელენე,
ნამდვილად, ჩვენ საკმაოდ კარგი, კონსტრუქციული ურთიერთობები გვაქვს
2
იხ. პარლამენტის 2007 წლის 13 აპრილის პლენარული სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი.
ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.parliament.ge/legislation/11587 (ბოლო ნახვა 13.02.2025)
3
იქვე
შესაბამის კანონებზე მუშაობისას, მაგრამ თქვენი დასკვნის არარსებობა,
ბუნებრივია, ვერც ერთი კანონპროექტის და ,მით უმეტეს, ამ
კანონპროექტების განხილვას ხელს ვერ შეუშლის, უბრალოდ, შეგახსენებთ,
და თქვენ თუ ნახავთ, ამ ფურცელს, ეს კანონპროექტი შემოსული არის
თებერვალში. ანუ პრაქტიკულად, 2 თვის განმავლობაში ჩვენ
ველოდებოდით თქვენგან კომიტეტის დასკვნას, და თქვენ რეგლამენტით
თქვენი კომიტეტი ვალდებული იყო 10 დღეში მოეწოდებინა შესაბამისი
შენიშვნები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიგულისხმეთ და ვიფიქრეთ, რომ
ვინაიდან შენიშვნები შემოსული არ არის კომიტეტში, ეს შენიშვნები
ბუნებაში არ არსებობს. თუ რაიმე ხასიათის არსებითი სამართლებრივი
ხასიათის შენიშვნები გექნებათ თქვენ ქალბატონო ელენე, თქვენს კომიტეტს,
ჩვენ მზად ვართ, როგორც ეს ადრე გაგვიკეთებია, II მოსმენის დროს,
მუხლობრივი განხილვის დროს, ეს შენიშვნები გავიზიაროთ და ვიმუშაოთ
ამ შენიშვნებზე და მათი ,ასე ვთქვათ, საფუძვლიანობის არსებობის
შემთხვევაში, ავსახოთ შესაბამის კანონპროექტში.“ 4
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ მომხსენებელს, იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარეს, ლევან ბეჟაშვილს მიმართა შემდეგი ტექსტით:
„ბატონო ლევან, მე ნამდვილად ვერ მივიღებ ახლა თქვენს, აი ამ თითქოსდა,
ჩვენი ბრალი ყოფილიყო, რომ ჩვენ არ განვიხილეთ. მე, 14 თუ 13 წელი ვარ
პარლამენტში, კომიტეტის თავმჯდომარე და საკმაოდ დიდი გამოცდილება
მაქვს და პირველი შემთხვევაა, რომ ჩვენი დასკვნა არ არსებობს. დავანებოთ
ჩვენს დასკვნას თავი და მე არც იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა
დავინახე და ისინიც, იმათი ბრალიც უნდა იყოს და მოდით, ამაზე ნუ
ვიკამათებთ. ერთი წუთით, აქ დეპარტამენტის დასკვნაც არ არსებობს,
როგორც აუცილებელი მომენტი. მე კიდევ ვამბობ, რომ არ არის, ჩვენ
არანაირად არა ვართ არაფერში დამნაშავე იმიტომ, რომ ჩვენ ის კომიტეტი
ვართ, სადაც ყოველთვის დროულად, თავის დროზე ვიხილავთ საკმაოდ
სერიოზულად და ვაკეთებთ ჩვენს დასკვნას. ეს არის, თქვენ ხართ,
ინიციატორები, ეს თქვენი ბრალია ,რომ ჩვენამდე ეს არ მოვიდა. არ
შემოსულა ჩემთან ეს კომიტეტში, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, მე არ
ვიცი, ვისი ბრალია, მაგრამ, ეს ის.“5
განსახილველ საკითხთან დაკავშირებული დისკუსია შემდეგი შინაარსის
მსჯელობით გაგრძელდა:
„თავმჯდომარე. დაასრულეთ.
4
5
იქვე.
იქვე.
ე.თევდორაძე. მაგრამ ეს საკითხებია, სადაც ჩვენი კომიტეტის პოზიცია არის
დომინირებული თქვენთან ერთად.
ლ.ბეჟაშვილი. ნამდვილად არ არის დომინირებული.
ე.თევდორაძე. მე ძალიან ვთხოვთ, რომ მოდით, აი ასეთი პასუხი, მე სხვანაირ
პასუხს ველოდებოდი. კიდევ ერთხელ, მე მესმის, აუცილებლობა, მაგრამ
კომიტეტი მხარს დაუჭერს მხოლოდ ერთ შესწორებას, რაც ეხება სამშობლოს
ღალატს. თუ თქვენ მაძლევთ უფლებას, სიტყვას, რომ ჩვენ შემდგომში შეგვეძლება
რაღაცა ჩვენი შეხედულებებისამებრ შევიტანოთ ცვლილება და შეიძლება თქვენ
დაეთანხოთ ამას. ამ შემთხვევაში შეწყდება ამაზე უკვე ჩვენს შორის კამათი.
გმადლობთ.
ლ.ბეჟაშვილი. ქალბატონო ელენე, ამას ჩემი ნებართვა არ სჭირდება, თქვენ
უფლება გაქვთ, თქვენს კომიტეტს უფლება აქვს წარმოადგინოს II მოსმენისთვის
ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით კონკრეტული შენიშვნები.
თავმჯდომარე. ქალბატონო ელენე, მე ვარ გარანტია.
ლ.ბეჟაშვილი. თუ გაიზიარებს, თუ არადა ამას, ამაზე შესაბამის
გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. და რაც შეეხება მე არც დამიბრალებია
თქვენთვის არაფერი. უბრალოდ, გითხარით, რომ ეს კანონპროექტი შემოსული
არის თებერვალში და თებერვლის, მარტის, აპრილის თვეების განმავლობაში
თქვენ, კომიტეტს, გევალებოდათ, რომ 10 დღის ვადაში წარმოგედგინათ შესაბამისი
დასკვნა და ეს დასკვნა არ შემოსულა უბრალოდ.“ 6
საკანონმდებლო ინიციატივას იმავე დღეს, ე. ი. 2007 წლის 13 აპრილს პირველი
მოსმენით ეყარა კენჭი. კენჭისყრაზე დარეგისტრირდა 111 დეპუტატი. კანონი
პროექტის მომხრე იყო 110 დეპუტატი, ხოლო მოწინააღმდეგე - 1 დეპუტატი.
2007 წლის 19 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მე-2 მოსმენით
განიხილა კანონპროექტი და მხარი დაუჭირა მას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა,
როგორც სავალდებულო კომიტეტმა, კანონპროექტი განიხილა 2007 წლის 20
აპრილს, ე.ი. წამყვანი კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ და მხარი
დაუჭირა მას.
2007 წლის 25 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის
მეორე მოსმენით განხილვისას, მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა შემდეგი შინაარსის განცხადება:
6
იხ. https://www.parliament.ge/legislation/11587
„პატივცემულო კოლეგებო, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების
პროექტში, წინა სესიის განმავლობაში, I მოსმენით იქნა განხილული
პარლამენტის მიერ, მაგრამ იმ ვარიანტიდან მხოლოდ და მხოლოდ 2 მუხლი
წარმოგიდგინეთ დღეს განსახილველად II მოსმენით. კერძოდ,
კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 307 - ე
მუხლის ამოღებას და ასევე 315 - ე მუხლის მე- 2 ნაწილში სანქციის
შემსუბუქებას. კერძოდ, ამ შემთხვევაში დღეს მოქმედი რედაქცია მე -2
ნაწილისა ითვალისწინებს სანქციას 10 - დან 15 - წლამდე. ჩვენ გვინდა რომ
გაიზარდოს ამ შემთხვევაში მოსამართლის დისკრეცია და მოსამართლემ
თითოეული კონკრეტული სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე,
ბრალეულობის ხარისხიდან გამომდინარე განსაზღვროს სასჯელის ზომა 7 დან 15 - წლამდე. აი ეს 2 მუხლი არის მხოლოდ და მხოლოდ და გთხოვთ, II
მოსმენის რეჟიმში მოვახდინოთ ამ კანონპროექტის განხილვა.“ 7
საკანონმდებლო ინიციატივის მეორე მოსმენით განხილვისას საქართველოს
პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა წარადგინა საექსპერტო დასკვნა,
რომელშიც აღნიშნული იყო შემდეგი:
„საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულმა დეპარტამენტმა
განიხილა II მოსმენისათვის საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი (N07-4/408) კანონპროექტი „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მის მიმართ
გააჩნია შემდეგი შენიშვნები:
1.
[.....] 8
2.
კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით სისხლის
სამართლის კოდექსიდან ამოღებულ უნდა იქნეს 307-ე მუხლი. იმის
გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონსტიტუცია იცნობს „სახელმწიფო
ღალატის“ ცნებას და აღნიშნული ქმედება სერიოზულ სამართლებრივ
შედეგებს უკავშირებს, (იმპიჩმენტი, პასუხისმგებლობა) ჩვენი მოსაზრებით
აუცილებელია სისხლის სამართლის კოდექსით კონკრეტულად იქნას
დადგენილი რომელი ქმედებები მოიაზრება სახელმწიფო ღალატის ზოგად
კონსტიტუციურ ცნებაში. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი
7
იხ. საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 25 აპრილის პლენარული სხდომის სტენოგრაფიული
ჩანაწერი. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.parliament.ge/legislation/11587 (ბოლო ნახვა
13.02.2025)
8
პირველ პუნქტში მითითებული შენიშვნა ეხებოდა ცივი იარაღის ტარების დასჯადობის შემოღებას
და ამ მიზნით სისხლის სამართლის კოდექსში 2381 მუხლის დამატებას.
თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსიდან სახელმწიფო ღალატის
ცნების ამოღება, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია.“ 9
საქართველოს
პარლამენტის
აპარატის
იურიდიული
დეპარტამენტის
ზემოაღნიშნული საექსპერტო დასკვნის მიუხედავად, რომლითაც დგინდებოდა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან 307-ე მუხლის ამოღების
მიზანშეუწონლობა, საკანონმდებლო ინიციატივას იმავე დღეს, ე. ი. 2007 წლის 25
აპრილს მეორე მოსმენით ეყარა კენჭი. კანონი პროექტის მომხრე იყო 124
დეპუტატი, ხოლო მოწინააღმდეგე - არც ერთი დეპუტატი.
2007 წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა
და მხარი დაუჭირა ზემოაღნიშნულ კანონპროექტს. მომხრე იყო - 97, ხოლო
წინააღმდეგი - 5 პარლამენტის წევრი, რის შედეგადაც კანონის პროექტმა სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივად კანონის
სტატუსი მიიღო. კანონის მიხედვით, 307-ე მუხლი ამოღებული იქნა სისხლის
სამართლის კოდექსიდან. კანონი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2007 წლის
7 მაისს და ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე.
აღსანიშნავია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ნორმა, როგორიც იყო სისხლის
სამართლის კოდექსის 307-ე მუხლი, რომელიც თავის მხრივ იყო იმპიჩმენტის
საფუძველი და რომელსაც სამართლებრივი მნიშვნელობის გარდა ჰქონდა
უდიდესი სიმბოლური და იდეოლოგიური დატვირთვაც, ამოღებული იქნა
სერიოზული მსჯელობისა და არგუმენტაციის გარეშე. მომხსენებლის, ლევან
ბეჟაშვილის შეფასება, თითქოს ეს მუხლი ამოვარდნილი იყო „სისხლის
სამართლის კოდექსის სხვა მუხლების კონკრეტული საკანონმდებლო ტექნიკის
კონსტრუქციიდან“ და „მხოლოდ და მხოლოდ განმარტებითი ხასიათის“ იყო, არ
შეიძლება მიჩნეულ იქნეს ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილების გამამართლებელ,
ანგარიშგასაწევ
არგუმენტად.
საქართველოს
პარლამენტმა
ისე
მიიღო
საკანონმდებლო ცვლილება, რომ არც უმსჯელია იმაზე, თუ რატომ არ ქმნიდა
ასეთივე „საკანონმდებლო კონსტრუქციის ტექნიკიდან ამოვარდნილი მუხლი“
უხერხულობას საფრანგეთში10 და რა გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა,
რომ საქართველოში მომხდარიყო ასეთი ნორმის გაუქმება.
სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღება
ხელოვნურად გამოგონილი დასაბუთებით არც მაშინ იყო სწორი და ამას არც დღეს
აქვს რაიმე გამართლება. მსგავსი მიდგომა არ შეესაბამება საქართველოს
9
იხ. საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა.
ხელმისაწვდომია: https://www.parliament.ge/legislation/11587 (ბოლო ნახვა:13.02.2025)
10
იხ. საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 411-1 მუხლი, რომელიც შინაარსითაც და
იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისითაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე
მუხლის მსგავსია.
სახელმწიფო
ჰიმნის
სულისკვეთებას
და
არ
ემსახურება
საქართველოს
მოქალაქეებში სამშობლოსადმი სიყვარულის, ერთგულებისა და პატივისცემის
იდეის განმტკიცებას.
ქვეყანას, რომელშიც სამშობლოს ღალატი მართლზომიერ ქმედებად მიიჩნევა,
მომავალი არ აქვს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში,
არსებობდეს სამშობლოს ღალატის კრიმინალიზაციის დამდგენი ჩანაწერი.
აღნიშნულის
ნორმის
არსებობას
სისხლისსამართლებრივთან
ერთად
აქვს
უაღრესად დიდი სიმბოლური მნიშვნელობაც, რადგან სწორედ სამშობლოსადმი
ერთგულება წარმოადგენს ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობისა და პატრიოტი
თაობების აღზრდის ჭეშმარიტ საფუძველს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით მოწესრიგდება სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს
ემატება 3071 მუხლი, რომელიც დაარეგულირებს სამშობლოს ღალატისთვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. აღნიშნული ნორმის
თანახმად, სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს საქართველოს
მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის
მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე, 309-ე, 310-ე, 311-ე, 312ე, 313-ე, 314-ე, 315-ე, 318-ე ან/და 319-ე მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაულის
ჩადენა.
სამშობლოს
ღალატისთვის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი
მუხლით, 3071 მუხლზე მითითებით. მაგალითად, საქართველოს მოქალაქის მიერ
საქართველოს
სახელმწიფოებრივი
ინტერესის
საზიანოდ
სახელმწიფო
საიდუმლოების გაცემისას, პასუხისმგებლობა დადგება 307 , 313-ე მუხლით.
1
კანონპროექტი ასევე განმარტავს, თუ ვინ ჩაითვლება 3071 მუხლის მიზნებისთვის
თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე
პასუხისმგებელი ორგანოს თანამშრომლად. ასეთ თანამშრომლად მიიჩნევა
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონით განსაზღვრული პირი.“.
კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან
მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის
მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება
კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა.
წარმოდგენილი ცვლილება არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას)
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია
კანონპროექტით
განსაზღვრულ
ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2)
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება
ინიციატორთა მოსაზრებით, კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის
მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან
დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას
და
მათ
წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
საქართველოს პარლამენტის წევრი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
რატი
იონათამიშვილი,
დავით
მათიკაშვილი,
გურამ
მაჭარაშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ
ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან
მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე
ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
რატი
იონათამიშვილი,
დავით
მათიკაშვილი,
გურამ
მაჭარაშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ
ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან
მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე
ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.