„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოზარ სუბარი, ვიქტორ ჯაფარიძე, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ნოდარ ტურძელაძე, რატი იონათამიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე
ნომერი
#07-3/32/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-24
ბიუროს ნომერი 26

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 206-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საკონკურსო კომისიას ქმნის არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების წარმომადგენლები, სახელმწიფო სექტორის, საქართველოს სახალხო დამცველისა და შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“. 2. 207-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პარლამენტი საპროკურორო საბჭოს 2 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან. ზემოთ აღნიშნულ სუბიექტთაგან თითოეული უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატი. პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.“. ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები) კანდიდატის წერილობითი თანხმობა.“. 3. 2071 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის საგანმანათლებლო კანდიდატები შეირჩევიან დაწესებულებებში საქართველოს მოღვაწე უმაღლეს პროფესორებისა და მკვლევრებისგან, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან. აღნიშნულ სუბიექტთაგან წარუდგინოს საქართველოს თითოეული საერთო უფლებამოსილია სასამართლოების პარლამენტს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის თითო კანდიდატი. პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.“. 4. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი 1. პარლამენტი ფრაქციის ან პარლამენტის უფრაქციო წევრთა არანაკლებ შვიდ კაციანი ჯგუფის წარდგინებით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს. პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა აირჩიოს თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. ფრაქცია ან პარლამენტის უფრაქციო წევრთა არანაკლებ შვიდ კაციანი ჯგუფი უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მხოლოდ 1 კანდიდატი თითოეულ ვაკანსიაზე. 2. პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. 3. კანდიდატის წარდგინებას უნდა დაერთოს კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები) და კანდიდატის წერილობითი თანხმობა. 4. კანდიდატები პარლამენტს უნდა წარედგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის: ა) უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე-40 კალენდარული დღისა; ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. 5. კანდიდატების წარდგენის ვადებს პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. 6. პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საჯარო სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს. კომიტეტმა პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთების განხილვა ამ მუხლის მე-2−მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენა უნდა დაასრულოს კანდიდატების წარდგენის ვადის გასვლიდან: ა) 10 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ბ) 4 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული განხილვის/მოსმენის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს იმ კანდიდატების შესახებ, რომელთაც კომიტეტი უწევს რეკომენდაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე განსაწესებლად. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დასკვნას და იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც წარდგენილი არიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ და შეესაბამებიან ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის წარდგენის შემდეგ, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად. კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა ანბანურად, კანდიდატთა გვარების მიხედვით განისაზღვრება. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს წარდგენილ კანდიდატთა შესახებ მონაცემებს. 9. პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცედურა საჭიროების შემთხვევაში იმართება 3 ტურად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-10−მე-13 პუნქტებით დადგენილი წესით. 10. კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებმაც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმები მიიღეს. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატები. თუ არჩეული კანდიდატი ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, რომელმაც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმები მიიღო. 11. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, გაიმართება კენჭისყრის მეორე ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილ კანდიდატთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. მათი რაოდენობა არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით საჭირო რაოდენობის ხმები მიიღო. 12. თუ კენჭისყრის მეორე ტურში კვლავ ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, გაიმართება კენჭისყრის მესამე ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილ კანდიდატთაგან მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით. 13. თუ კენჭისყრის სამივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, კანდიდატთა არჩევის პროცედურა 70 კალენდარული დღის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით, ხელახლა გაიმართება. ასეთ შემთხვევაში კანდიდატურების წარდგენის ვადას იმ პირობების დაცვით, რომ ეს ვადა 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები არ იყოს და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ფრაქციებმა კანდიდატურები ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში განიხილონ, ადგენს და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.“. 5. 209-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კონკურსის დადგენილებით გამოცხადებიდან იქმნება 9 არაუგვიანეს წევრისაგან 10 შემდგარი დღისა პარლამენტის საკონკურსო კომისია. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებთან, უფრაქციო პარლამენტის წევრებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და საქართველოს სახალხო დამცველთან კონსულტაციების შედეგად პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისიის კომისიის შემადგენლობაში წევრთა კანდიდატურებს. საკონკურსო უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოების(აკადემიური წრეების) წარმომადგენლები. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო და რომლითაც განისაზღვრება მეურვეობის კანდიდატთა და მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების შეფასების კრიტერიუმები.“. 6. 2111 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა, ხოლო ცესკოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 15 დღისა პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას ცესკოს წევრობის კანდიდატის (კანდიდატების) შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და ცესკოს წევრობის კანდიდატის (კანდიდატების) შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. საკონკურსო კომისია შედგება არანაკლებ 7 და არაუმეტეს 9 წევრისგან. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში მათ შორის შეიძლება იყვნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, საკონკურსო კომისიაში ჰყავდეს 1 წარმომადგენელი, რომელიც შეიძლება იმავდროულად არ იყოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. თუ აღნიშნული ვადები არჩევნების ჩატარების პერიოდს დაემთხვა, პარლამენტის თავმჯდომარე კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 1 კვირისა. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს მის წევრთა ხმების უმრავლესობით.“. ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის (წევრების) არჩევისას ცესკოს წევრობის კანდიდატს (თითოეულ კანდიდატს) ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. თუ კენჭისყრის შედეგად ცესკოს წევრი (რომელიმე წევრი) არ აირჩა ცესკოს წევრობის კანდიდატს (თითოეულ დარჩენილ კანდიდატს) ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ცესკოს წევრი (რომელიმე წევრი) ისევ არ აირჩა, კენჭისყრიდან არაუგვიანეს 1 კვირისა პარლამენტის თავმჯდომარე ცესკოს წევრის (წევრების) დანიშვნის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს უგზავნის ცესკოს წევრობის კანდიდატის (კანდიდატების) შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიას (ცესკოს წევრად ახალარჩეული პირი ამ სიაში არ შეიყვანება) და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას. თუ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ თანახმად არ დანიშნა ცესკოს წევრი (წევრები), არაუგვიანეს 1 კვირისა ცესკოს შესაბამისი ასარჩევი წევრის (წევრების) თანამდებობაზე (თანამდებობებზე) ამ მუხლით დადგენილი წესით ხელახალი კონკურსი ცხადდება, რის შემდეგაც სათანადო პროცედურები ხელახლა ტარდება.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ; ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი; ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას. დღეს არსებულმა რეალობამ ცხადყო, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის სავალდებულოობა ვერ ასრულებს იმ რეალურ მიზანს, რასაც ემსახურებოდა კანონმდებლის ნება. კერძოდ, ბოლო დროინდელმა ვითარებამ, მათ შორის, USAID-ის გარშემო მსოფლიო მასშტაბით განვითარებულმა მოვლენებმა, გამოავლინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში აფერხებს სახელმწიფო მმართველობის ეფექტიან განხორციელებას. არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოეთიდან ფინანსდება, შესაბამისად ისინი არიან დამფინანსებელი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ქმედებები დამყარებულია არა ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებზე, არამედ ისინი ემსახურებიან გარე ძალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგს. მიუხედავად იმისა, რომ NGO-ებს შეუძლიათ საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის მიღება და იდეების შეთავაზება, მათმა სავალდებულო ჩართულობამ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაში, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის სუვერენიტეტსა და დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობას. შესაბამისად, ისეთი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას, როგორებიცაა საპროკურორო საბჭოს წევრების, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების, ცესკოს წევრების არჩევისა და სხვა მნიშვნელოვანი საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, აუცილებელია, სრულად რეალიზდეს ქართველი ხალხის ინტერესები. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. წარმოდგენილი ცვლილებით იხვეწება დღეს არსებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამმა მეხუთედმა. კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით წყვეტს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და სხვა. გარდა ამისა, პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებას, დენონსირებასა და გაუქმებას. შესაბამისად, გონივრულია აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი გავრცელდეს ცესკოს წევრის არჩევის წესზეც. აქედან გამომდინარე, პროცესის ეფექტიანად განხორციელებისთვის, ცესკოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა შესაბამისი ცვლილება შევიდეს რეგლამენტში. ა.ა.ბ) არსებული აუცილებლობა: პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების ვინაიდან, განმარტებითი ბარათის ა.ა.ა) ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი რეგულირდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, საჭიროა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანა. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: რეგლამენტის პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სავალდებულო აღარ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 206-ე მუხლის მე-2, 207-ე მუხლის მე-4 და მე-7, 2071 მუხლის მე-2, 208-ე მუხლში, 209-ე მუხლის მე-3 და 2111 მუხლის მე-2 პუნქტებში, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სავალდებულო აღარ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა. წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2111 მუხლის მე-7 პუნქტში და ახლებურად ყალიბდება ცესკოს წევრის არჩევის პროცედურა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიმართ (რეგლამენტის პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ); ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: გამომდინარე იქედან, რომ რეგლამენტის სრულად ასამოქმედებლად დამატებითი ღონისძიების განხორციელება ან/და დრო არ არის საჭირო, აგრეთვე ამ რეგულაციის შინაარსის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ეს რეგლამენტი ამოქმედდეს მისი შესაბამისი წესით გამოქვეყნებისთანავე. რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს; ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): საქართველოს რეგლამენტის პროექტის ინიციატორების მიერ მოთხოვნილი არ არის წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი); ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს ხარჯების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას; ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას; ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება: რეგლამენტის მდგომარეობაზე; პროექტი არ ახდენს ბ2) გენდერული თანასწორობის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: ზეგავლენას მდგომარეობაზე ბავშვის უფლებრივ რეგლამენტის პროექტის ინიციატორთა მოსაზრებით რეგლამენტის პროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე; გ) რეგლამენტის სტანდარტებთან; პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, რეგლამენტის პროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი აქტი ან ხელშეკრულება არ არსებობს; დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა; ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.