საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინფორმაცია 2025 წლის 25 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი, საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ბარვენაშვილის არჩევის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-25
კომიტეტის სხდომის ნომერი 10(5)
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3159?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
თარიღი
25 თებერვალი 2025 12:00
2025 წლის 25 თებერვალი, 12:00 საათი
ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N616
(C კორპუსი, VI სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (07-2/396; 04.06.2024) (კომიტეტი წამყვანია, I მოსმენისთვის);
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
პირველი მოადგილე - ნინო ენუქიძე;
პასუხისმგებელი: ე. ჭეიშვილი;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/408; 05.07.2024) (კომიტეტის დასკვნა
სავალდებულოა);
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
პირველი მოადგილე - ნინო ენუქიძე;
პასუხისმგებელი: ე. ჭეიშვილი;
3. საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი გაბუნიასა და ნოდარ ტურძელაძის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები
„მაუწყებლობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
2/25/2025, 6:28 PM
https://parliament.ge/print/announcement/3159?local=true
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
თაობაზე“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(07-3/24;
10.02.2025)
(კომიტეტის
დასკვნა
სავალდებულოა);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - გიორგი გაბუნია;
პასუხისმგებელი: ე. ჭეიშვილი;
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (07-2/381; 17.04.2024) (კომიტეტი წამყვანია, II მოსმენისთვის);
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე - მარიამ ქვრივიშვილი;
პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე;
5. საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „ადგილწარმოშობის
დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის
აქტი“ (07-2/16; 27.01.2025) (კომიტეტი წამყვანია);
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე - გენადი არველაძე;
პასუხისმგებელი: მ. მეტრეველი;
6. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი:
დარგობრივი
ეკონომიკისა
და
ეკონომიკური
პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარე - შოთა ბერეკაშვილი.
2/25/2025, 6:28 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის სხდომის
ოქმი N5
ქ. თბილისი
25 თებერვალი, 2025წ.
სხდომის თავმჯდომარე: შოთა ბერეკაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომის მდივანი: მაია ბერძენიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი კირცხალია, არჩილ
გორდულაძე (ლევან მაჭავარიანის უფლებამონაცვლე), მარიამ ლაშხი,
გენრიეტა წიწავა (ანტონ ობოლაშვილის უფლებამონაცვლე) (სულ 6 წევრი).
მომხსენებლები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო ენუქიძე; საქართველოს პარლამენტის
წევრი - გიორგი გაბუნია; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის მოადგილე - მარიამ ქვრივიშვილი; საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გენადი
არველაძე; საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - შოთა ბერეკაშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, აპარატის თანამშრომლები
და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომა გახსნა შოთა ბერეკაშვილმა,
დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა
უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი.
1
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (№07-2/396; 04.06.2024). (კომიტეტი წამყვანია, I მოსმენისთვის);
მომხსენებელი: ნინო ენუქიძე
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი
„ლიცენზიებისა
და
ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/408;
05.07.2024). (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა);
მომხსენებელი: ნინო ენუქიძე
3. საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი გაბუნიასა და ნოდარ ტურძელაძის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების
პროექტები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/24;
10.02.2025). (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა);
მომხსენებელი: გიორგი გაბუნია
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (№07-2/381; 17.04.2024). (კომიტეტი წამყვანია, II მოსმენისთვის);
მომხსენებელი: მარიამ ქვრივიშვილი
5. საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „ადგილწარმოშობის
დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების
ჟენევის აქტი“ (№07-2/16; 27.01.2025). (კომიტეტი წამყვანია);
მომხსენებელი: გენადი არველაძე
6. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა.
და
ეკონომიკური
მომხსენებელი: შოთა ბერეკაშვილი
მოისმინეს:
2
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი
მოადგილის - ნინო ენუქიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის
პროექტზე „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მომხსენებელმა პირველი მოსმენით განხილვისთვის წარმოადგინა კანონპროექტი,
რომელშიც განხორციელდა ტექნიკური ხასიათის ცვლილებები. კერძოდ,
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს
კანონში და ამოღებულ იქნება მე-20 მუხლი და 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეთანხმება
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის შენიშვნას, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული მუხლების ამოღების
ნაცვლად, მათ მოდიფიცირებას.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წიაღის ლიცენზია, თავის დროზე იყო მკაცრი
აღრიცხვის დოკუმენტი, რომელიც ცალკე გამოიცემოდა. დღესდღეობით,
განვითარდა ელექტრონული მიმართულებები და ლიცენზია მატერიალური სახით,
ცალკე დოკუმენტად აღარ გამოიცემა. გამოიცემა მხოლოდ ადმინისტრაციული აქტი
ლიცენზია-ბრძანება, რაც სავსებით საკმარისია აუქციონში გამარჯვებულისთვის.
შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა
და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის შენიშვნა და კეთდება მითითება, რომ
ლიცენზია გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული წესით, სადაც ელექტრონული საშუალებები პირდაპირ არის
მითითებული.
რაც შეეხება კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტს, კანონში ჩარჩენილი იყო, რომ
ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ეხებოდა საბადოთა დამუშავების სქემებს,
მტკიცდებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანებით. რეალურად, ტექნიკური რეგლამენტი, დღესდღეობით დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის დადგენილებით. შესაბამისად, აქაც ცვლილების სახით
განხორციელდება. პუნქტი არ იქნება ამოღებული და გაკეთდება მითითება, რომ
აღნიშნულ დოკუმენტს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
ასევე, პრობლემაა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეულ მომსახურების
საფასურებზე. თავის დროზე, მას ერქვა წიაღის ეროვნული სააგენტო, რომელიც
შედიოდა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
შემადგენლობაში. 2017 წელს მოხდა გამიჯვნა. აღნიშნული სტრუქტურა გადავიდა
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
სამინისტროს
შემადგენლობაში ცალკე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით.
იმ
დროიდან მოყოლებული, მომსახურების საფასურები ჩარჩენილია საქართველოს
3
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი
სსიპ-ის მომსახურების საფასურებში. ამიტომ, შემოთავაზებულია გამიჯვნა და
წიაღის სააგენტოს თავისი დადგენილებით მომსახურების საფასურებს დაუმტკიცებს
საქართველოს მთავრობა. მომსახურების საფასურებში ცვლილება არ შედის. იგი
ეხება მხოლოდ ლიცენზიების დაჩქარებული წესით გაცემას.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისთვის.
მოისმინეს:
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი
მოადგილის
- ნინო ენუქიძის
მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის
პროექტზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მომხსენებელმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელშიც შედის შინაარსობრივი
ცვლილება და მე-18 მუხლის 91 პუნქტი ყალიბდება განახლებული რედაქციით.
მოქმედ კანონში აუქციონის გამოცხადების ვადები იყო დიფერენცირებული.
ზოგისთვის დამტკიცებული იყო 15 დღე, ზოგისთვის - 30, რაც არახელსაყრელია
ბიზნესისთვის. აქედან გამომდინარე, შემოთავაზებულია მინიმალური ვადა - 10
დღე. აღნიშნულ საკითხზე ჩატარდა რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA), რაც
სექტორმა დადებითად მიიღო.
შესაბამისად, შემოთავაზებულია აუქციონისთვის მინიმალური ვადა - 10 დღე, ხოლო
სხვა შემთხვევებში, სააგენტოს შესაძლებლობა ექნება ეს ვადა გაზარდოს
კონკრეტული რესურსიდან გამომდინარე.
გათვალისწინებულ იქნა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის შენიშვნა, რომელიც გულისხმობს
ზემოაღნიშნული მინიმალური 10 დღიანი ვადის დადგენას.
4
აზრი გამოთქვეს: შოთა ბერეკაშვილმა, გენრიეტა წიწავამ.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია
საქართველოს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე განხილვისთვის.
მოისმინეს:
3. საქართველოს პარლამენტის წევრი - გიორგი გაბუნიას მოხსენება საქართველოს
პარლამენტის წევრების გიორგი გაბუნიასა და ნოდარ ტურძელაძის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების
პროექტებზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მომხსენებელმა წარმოადგინა კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და აღნიშნა, რომ დღეს არსებული
რედაქციით, კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში
ლიცენზიის
მფლობელი
ავტორიზებული
პირი
არ
შეიძლება
იყოს
ადმინისტრაციული
ორგანო,
გარდა
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებისა. ცვლილების თანახმად, კანონში შემოდის ახალი ტერმინი კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა. შესაბამისად, კანონპროექტის
პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის „ჰ24“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატება შემდეგი
შინაარსის „ჰ25“ ქვეპუნქტი - „კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა - ამ
კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული
პირის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული
რადიომაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის სხვადასხვა დარგის
პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისთვის კულტურის სფეროსთან
დაკავშირებული შემეცნებითი და მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის
მიწოდებასა და რომლის მიზანი არ არის მოგების მიღება“.
შესაბამისი ცვლილება შედის საქართველოს კანონში „სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
კერძოდ, პირველ მუხლის თანახმად, კანონის მე- 6 მუხლის მე-14 პუნქტს დაემატება
შემდეგი
შინაარსის
„ბ1“
ქვეპუნქტი:
„კულტურულ-შემოქმედებითი
რადიომაუწყებლობის ლიცენზია - 2000 ლარი“.
ასევე, შესაბამისი ცვლილება შედის საქართველოს კანონში „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5
კერძოდ, პირველი მუხლის თანახმად, კანონის მე-6 მუხლს დაემატება შემდეგი
შინაარსის 141 პუნქტი: - „ კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის
ლიცენზია“.
წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტი მიზნად ისახავს კულტურის სფეროში
არსებული ადმინისტრაციული ორგანოებისთვის (კულტურულ-შემოქმედებითი
დაწესებულებებისთვის) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის უფლების მოპოვების
შესაძლებლობას, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს განავითაროს
კულტურის ის დარგები, რომლებიც ამჟამად ვითარდება.
სხდომის თავმჯდომარემ - შოთა ბერეკაშვილმა
აღნიშნა, რომ
კომიტეტის
მოსაზრებით მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტში
დაკონკრეტდეს
რა
იგულისხმება
„კულტურულ-შემოქმედებითი
დაწესებულებებში“, რადგან კანონპროექტით შემოთავაზებულია ტერმინი
„კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა“, ხოლო „კულტურის შესახებ“
საქართველოს კანონი იცნობს ტერმინს „კულტურის ორგანიზაცია“.
აზრი გამოთქვეს:
გადაწყვიტეს:
შოთა ბერეკაშვილმა.
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
კანონპროექტები
და
შენიშვნის
გათვალისწინებით, მომზადებულად მიიჩნია
საქართველოს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე განხილვისთვის.
მოისმინეს:
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს
საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
მომხსენებელმა მეორე მოსმენით განხილვისთვის წარმოადგინა კანონპროექტი,
რომელიც ითვალისწინებს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმებას
ალკოჰოლურ სიმთვრალეზე ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს მიერ.
ინსპექტირებას
ახორციელებს
უშუალოდ
ავიაკომპანია
შესაბამისი
წარმომადგენელის მეშვეობით.
6
კანონში ასევე შედის რიგი რედაქციული და ტექნიკური ცვლილებები. კერძოდ,
რედაქციულად ითვლება ტერმინის - „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის“ განმარტება,
რომლის საფუძველზეც სააგენტო, გარდა წონის კრიტერიუმისა, დამატებით
განსაზღვრავს ტექნიკურ მახასიათებლებს, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისთვის.
ცვლილება ეხება ასევე, საჰაერო ხომალდის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველს.
კერძოდ, მოქმედი რედაქციით, საჰაერო ხომალდის გასხვისება უცხო ქვეყნის
ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე არის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი, რაც
პრაქტიკაში არ მუშაობს. ვინაიდან უცხო ქვეყნის პირზე საჰაერო ხომალდის
გასხვისება აპრიორი არ შეიძლება იყოს მისი დერეგისტრაციის საფუძველი. თუ
აღნიშნული ხომალდი სარგებლობის უფლებით დარჩა ძველი მესაკუთრის
ექსპლუატაციის ქვეშ, ახალი რედაქციით, საჰაერო ხომალდის დერეგისტრაცია
განხორციელდება უშუალოდ მესაკუთრის მოთხოვნით.
პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე მუხლის ამოღებას, რომელიც ვერ პასუხობს
თანამედროვე მოთხოვნებს. კერძოდ, მიზანშეწონილია 291-ე მუხლის ამოღება,
რომელიც ეხება საავიაციო პერსონალის სპეციალურ და ფორმის ტანსაცმელს და ამ
ტანსაცმლის ნიმუშების ნუსხის დამტკიცებას სააგენტოს მიერ. აღნიშნული ნორმა
არის მოძველებული და არ ასახავს რეალობას. ეკიპაჟის და ტექნიკური პერსონალის
სპეციალური ფორმები დგინდება უშუალოდ ავიაკომპანიის/საწარმოს მიერ.
ასევე, ამოღებას ექვემდებარება მოძველებული შინაარსის მქონე სხვა ნორმები,
რომელიც ითვალისწინებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა და ფრენის
მომსახურების ნიხრის დადგენისა და ჩარტერის ხელშერკრულებაში მხარეთა მიერ
პირობების განსაზაღვრას, ვინაიდან სახელშეკრულებო ურთიერთობები წესრიგდება
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით და საქართველოს სამოქალაქო
კოდექსით, ამდენად ამ ნორმების შინაარსი არ შეესაბამება არსებულ
კანონმდებლობას და მათი არსებობა საჰაერო კოდექსში საფუძველს მოკლებულია.
ამოღებას ექვემდებარება 65-ე მუხლიც,
რომელიც ეხება სპეციალურ საჰაერო
გადაყვანა-გადაზიდვას, რაც საერთაშორისო სტანდარტებით
და მოქმედი
კანონმდებლობით აღარ რეგულირდება.
მომხსენებელმა მუხლობრივი განხილვისთვის წარმოადგინა კანონპროექტი და
აღნიშნა, რომ ცვლილებები არ განხორციელებულა.
აზრი გამოთქვეს:
გადაწყვიტეს:
გენრიეტა წიწავამ.
კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი
კანონპროექტი
და
მომზადებულად
7
მიიჩნია საქართველოს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით
განხილვისთვის.
მოისმინეს:
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის მოხსენება
საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის
წარმოდგენილი „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების
შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2004 წლის 17 თებერვალს საქართველო შეუერთდა
1958 წლის 31 ოქტომბრის ლისაბონის შეთანხმებას. იგი წარმოადგენს
ადგილწარმოშობის საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც შესაძლებლობას
გვაძლევს დავიცვათ მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელებები.
2015 წელს ჟენევაში მიღებულ იქნა „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და
გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი“, რომელიც
ძალაში შევიდა 2020 წლის 26
თებერვალს. ჟენევის აქტი საერთაშორისო
სამართლებრივ მექანიზმია, რომელიც იცავს არა მხოლოდ ადგილწარმოშობის
დასახელებებს, არამედ წევრი ქვეყნების ფარგლებში - გეოგრაფიული აღნიშვნებსაც.
გეოგრაფიული აღნიშვნის ცნება მოიცავს ადგილწარმოშობის დასახელების ცნებასაც.
მაგალითად, საქართველოში რეგისტრირებული ღვინის ადგილწარმოშობის
დასახელებებია: ხვანჩკარა, წინანდალი, ახაშენი და ა.შ. ასევე მინერალური წყლები:
საირმე,
ნაბეღლავი, ბორჯომი და სხვა. გეოგრაფიული აღნიშვნებია: ქვევრი,
ჩურჩხელა, ჭაჭა სულგუნი და სხვა.
ლისაბონის ხელშეკრულება შესაძლებლობას იძლევა, რომ დავიცვათ მხოლოდ
ადგილწარმოშობის დასახელებები, ხოლო ისეთი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული
აღნიშვნის დაცვა, როგორიცაა „ქვევრი“
ვერ ხერხდებოდა.
მნიშვნელოვანია
„ქვევრის“ დაცვა „ ქართული დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის“ სტატუსით, რაც
ეფუძნება, მისი, როგორც ქართული წარმოშობის საღვინე ჭურჭლის რეპუტაციას და
ის საქართველოს კულტურული თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილია.
ჟენევის აქტს დღეისათვის ყავს 35 ხელშემკვრელი მხარე. მათ შორის ორი
საერთაშორისო ორგანიზაცია - ევროკავშირი და აფრიკის ინტელექტუალური
საკუთრების უწყება. ამით ლისაბონის სისტემის მონაწილეებისთვის შესაძლებელია,
როგორც ადგილწარმოშობის დასახელებების, ისე გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა
ახალ, მნიშვნელოვან ბაზრებზე.
ჟენევის აქტი მიღებულია ლისაბონის სისტემის მოდერნიზების მიზნით. ასევე, იმ
მოსაზრებით, რომ გარკვეულ პირობებში, საერთაშორისო ინსტრუმენტით დაცული
8
იყოს
მეტი
პროდუქტი
საერთაშორისო
რეგისტრაციით
დაცული
ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებით ნიშანდებული
საქონლის ან მომსახურების იდენტური, მსგავსი, ასევე, განსხვავებული საქონლის ან
მომსახურების მოსანიშნად, რომლის მიზანია ადგილწარმოშობის დასახელებებისა
და გეოგრაფიული აღნიშვნებით ნიშანდებული საქონლის ან მომსახურების
იმიტაციის აღკვეთა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც შემოიღო ჟენევის აქტმა არის
ხელშემკვრელი მხარეების შესაძლებლობა, შეიტანონ ერთობლივი განაცხადი
ადგილწარმოშობის
დასახელებებისა
და
გეოგრაფიული
აღნიშვნების
რეგისტრაციაზე, როდესაც ის გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომელიც
წარმოშობილია ტრანსსასაზღვრო გეოგრაფიული არეალიდან.
დღეისათვის საქართველოში რეგისტრირებულია 39 ადგილწარმოშობის დასახელება
და 30 გეოგრაფიული აღნიშვნა. ლისაბონის შეთანხმების ფარგლებში საქართველომ
დაიცვა 28 დასახელება.
მათ შორის ღვინისა და მინერალური წყლის
ადგილწარმოშობის დასახელებები. ჟენევის აქტი საშუალებას გვაძლევს გამართული
სამართლებრივი მექანიზმით დავიცვათ გეოგრაფიული აღნიშვნები. დღეისათვის
საქართველოში რეგისტრირებულია 30 გეოგრაფიული აღნიშვნა. ჟენევის აქტთან
შეერთებით საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა, გამართული და მოქნილი
საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის საშუალებით, დაიცვას როგორც
რეგისტრირებული
ადგილწარმოშობის
დასახელებები,
ისე
გეოგრაფიული
აღნიშვნები.
ამასთან, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - ოკუპირებული აფხაზეთისა და
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის - რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონო
ოკუპაციის ფაქტის გათვალისწინებით, აქტი გავრცელდება ოკუპირებულ
ტერიტორიებზე,
თუმცა
ვერ
მოხდება
მისი
გამოყენება.
შესაბამისად,
მიზანშეწონილია, გაკეთდეს დეკლარაცია აღნიშნულის თაობაზე.
აზრი გამოთქვეს:
გადაწყვიტეს:
გენრიეტა წიწავამ.
კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა
შეერთებისთვის წარმოდგენილი აქტთან
შეერთებას საქართველოს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე.
9
მოისმინეს:
7. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის წარდგინება
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის თაობაზე.
სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის ფრაქციის
„ქართული ოცნების“ მიერ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე
წარმოდგენილ იქნა კომიტეტის წევრის გიორგი ბარვენაშვილის კანდიდატურა.
აზრი გამოთქვეს:
გადაწყვიტეს:
შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
კომიტეტმა,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის 31-ე მუხლის შესაბამისად, ღია
კენჭისყრით,
სიითი
შემადგენლობის
უმრავლესობით, თავის წევრთაგან კომიტეტის
თავმჯდომარის
მოადგილის
თანამდებობაზე
აირჩია კომიტეტის წევრი გიორგი ბარვენაშვილი,
რომლის კანდიდატურა წარმოდგენილი იყო
ფრაქციის “ქართული ოცნების“ მიერ.
სხდომის თავმჯდომარე
შოთა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი
მაია ბერძენიშვილი
ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო
ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში
10