საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე მამუკა გაგნიძის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ახალგაზრდული საბჭოს შექმნის შესახებ“ (№1-11260/24; 14.11.2024) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#2-2507/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-25
კომიტეტის სხდომის ნომერი 5
შენიშვნა 2025 წლის 25 თებერვალი, 15:00 საათი ქ. ყვარელი, კუდიგორის ქუჩა №1 ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 2/26/25, 3:54 PM განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა თარიღი 25 თებერვალი 2025 15:00 2025 წლის 25 თებერვალი, 15:00 საათი ქ. ყვარელი, კუდიგორის ქუჩა N1 ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა დღის წესრიგი 1. სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ; მომხსენებელი: ვახტანგ ბააკაშვილი - ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის წარმოდგენილი საკანონმდებლო მოვალეობის შემსრულებელი; 2. საქართველოს წინადადება მოქალაქე „საქართველოს მამუკა გაგნიძის მიერ ახალგაზრდული საბჭოს შექმნის შესახებ“ (1-11260/24; 14.11.2024); მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე; 3. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილების შეტანა; მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. https://parliament.ge/print/announcement/3158?local=true 1/2
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი ოქმი N5 2025 წლის 25 თებერვალი, 15:00 საათი ქ. ყვარელი, კუდიგორის ქუჩა N1 ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, პაატა სალია, ვლადიმე რბოჟაძე, ვლადიმერ კახაძე, იმედა ნიკურაძე, ირაკლი ქადაგიშვილი (ნინო წილოსანის ადგილმონაცვლე). სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: დავით მათიკაშვილი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე; ვახტანგ ბააკაშვილი ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი. სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღის წესრიგი 1. სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ; მომხსენებელი: ვახტანგ ბააკაშვილი მოვალეობის შემსრულებელი; - ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის 2. საქართველოს მოქალაქე მამუკა გაგნიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ახალგაზრდული საბჭოს შექმნის შესახებ“ (№1-11260/24; 14.11.2024); მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე; 3. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილების შეტანა; მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტმა მოისმინა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, კომიტეტის წევრებს წარუდგინა საქართველოს მოქალაქე მამუკა გაგნიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ახალგაზრდული საბჭოს შექმნის შესახებ“ (№1-11260/24; 14.11.2024). კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომიტეტის დასკვნა აპარატის მთავარმა სპეციალისტმა, ოთარ ბეჟიტაშვილმა წარადგინა. საკანონმდებლო წინადადების ავტორის განცხადებით, საქართველოს ახალგაზრდებს, განსაკუთრებით 13-18 წლის ასაკის ჯგუფში, უამრავი ნიჭი, ენერგია და იდეა გააჩნიათ. მათ სურთ ჩვენი ქვეყნის განვითარების, საზოგადოების კეთილდღეობის და პროგრესის გაძლიერებაში მიიღონ მონაწილეობა. თუმცა, ხშირად მათთვის შეზღუდულია ის სივრცე, სადაც საკუთარი იდეებისა და ხედვების გაზიარებას შეძლებენ. საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიმართავს პარლამენტს შექმნას ახალგაზრდული საბჭო, სადაც მომავალი თაობის ხმა გაიჟღერებს და რეალურ ცვლილებებს შთააგონებს. ასევე, მსოფლიოში არაერთი ქვეყანა ახალგაზრდებს აძლევს ჩართულობის საშუალებას საბჭოებში, მრჩეველობითი ორგანოს სახით, მათ შორის არის ავსტრია, შვეიცარია და გერმანია. კომიტეტის პოზიციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მიხედვით საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის მატერიალურად ან ელექტრონულად წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. საკანონმდებლო წინადადებით მოთხოვნილია პარლამენტის მიერ ახალგაზრდული საბჭოს შექნა, თუმცა დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის გულისხმობს თუ არა საკანონმდებლო წინადადება ახალი კანონის მიღებას, ან არსებულ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანას. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას საკონსულტაციო საბჭოების სახით აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში ან თვითმმართველობის ორგანოებში შეიქმნას ახალგაზრდული საბჭოები. მიუხედავად ამისა, კომიტეტის პოზიციაა, რომ ახალგაზრდობის სფეროსთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირება, მათ შორის, ახალგაზრდული საბჭოების შექმნა ცალკე საკანონმდებლო აქტით მოხდეს. მიზანშეწონილია ერთიანი კანონის კონტექსტში გააზრებულ იქნეს ახალგაზრდული სფეროს ინსტიტუციური სისტემა, ახალგაზრდობის მონაწილეობა ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოების უფლებამოსილებები ახალგაზრდულ სფეროში, ახალგაზრდული საბჭოების შექმნის შესაძლებლობა შესაბამისი სუბიექტების მიერ და მათი ურთიერთობა ახალგაზრდული სფეროს სხვა ინსტიტუტებთან. ამდენად, საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულ საკითხზე მსჯელობა რელევანტურია შესაბამისი საკანონმდებლო აქტის შემუშავების/განხილვის ფარგლებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტმა მხარი საკანონმდებლო წინადადებას და უარყოფილად ცნო. არ დაუჭირა წარმოდგენილ კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის უარყოფით დასკვნას საქართველოს მოქალაქე მამუკა გაგნიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ახალგაზრდული საბჭოს შექმნის შესახებ“. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 7; წინააღმდეგი: 0. კომიტეტმა მოისმინა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილება. მომხსენებლის განცხადებით, სამოქმედო გეგმაში ასახულ უსაფრთხო სკოლის კონცეფციის შემუშავების პროცესს უხელმძღვანელებს კომიტეტის ახალი წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე. ასევე, სამოქმედო გეგმას, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ნაწილში ემატება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოსა და სხვა სახელმწიფოს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფოს შესაბამის სამინისტროს შორის დადებული საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა, მათ შორის, სხვა სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შესაბამის კომიტეტთან თანამშრომლობით. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილებას. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 7; წინააღმდეგი: 0. კომიტეტმა მოისმინა: ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ბააკაშვილმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ. მომხსენებლის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია" განსაზღვრავს ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტებს მომდევნო 10 წლის მანძილზე. კონცეფციით განსაზღვრული სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება ევალება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას. ამ მიზნით, მომზადდა „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“ და ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (2023), რომელიც 2022 წლის 29 დეკემბერს საქართველოს მთავრობის N606 დადგენილებით დამტკიცდა. 2024 წლის 11 აპრილს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტომ წარადგინა 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში საქართველოს პარლამენტის შესაბამის საკომიტეტო მოსმენაზე, ქ. დმანისში. რაც შეეხება, 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმას, 2023 წლის ოქტომბერში შეიქმნა უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელიც 17 უწყების წარმომადგენლისგან დაკომპლექტდა და კონსოლიდაცია გაუკეთდა 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის აქტივობებს და შესაბამის ბიუჯეტირების ინსტრუმენტს. 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმამ 120 აქტივობა გააერთიანა და ახალგაზრდობასთან დაკავშირებული გარკვეული აქტივობები ინტეგრირდა ,,ხედვა 2030" ფარგლებში. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამა” ჯამურმა ბიუჯეტმა შეადგინა 9,622,940 ლარი, ხოლო პროგრამული ბიუჯეტი - 7,578,940 ლარი, რაც იყო უპრეცედენტოთ გაზრდილი ბიუჯეტი. 2024 წელს, საერთო საგრანტო ბიუჯეტმა - 1 450 000 ლარი, დაფინანსებული პროექტების რაოდენობამ კი - 45 შეადგინა, „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების“ ფარგლებში დაფინანსდა 10 პროექტი, ჯამური ბიუჯეტით 748,915 ლარი და “რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის“ ფარგლებში დაფინანსდა 35 პროექტი, ჯამური ბიუჯეტით 594,120 ლარი და პროექტების ფარგლებში შექმნილი სერვისებით ჯამურად 7000-მდე ახალგაზრდამ ისარგებლა. ახალგაზრდული ფესტივალების განხორციელების ხელშეწყობის ფარგლებში, ჩატარდა მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი -,,სტუდფესტი 2024”. ჯამში ფესტივალში 48 უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ ახალგაზრდები და გამოვლინდა 600-მდე გამარჯვებული. ფესტივალის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები, კულტურული, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი ღონისძიებები, ინტერმედია - კონკურსი საუნივერსიტეტო თეატრალურ დასებს შორის და მოხალისეობრივი ინიციატივების კონკურსი. ასევე, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ახალგაზრდების ორგანიზებით განხორციელდა მუნიციპალური ახალგაზრდული ფესტივალები 3 ქალაქში (გურჯაანი, ტყიბული, გრიგოლეთი) და მონაწილეობა მიიღო 850-მდე ახალგაზრდამ. ახალგაზრდული ბანაკების განხორციელების ხელშეწყობის ფარგლებში, 2024 წლის განმავლობაში ჯამში 6700-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისარგებლა საბანაკე სერვისებით. მათ შორის: ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდულ ბანაკებში მონაწილეობა მიიღო 4000-მდე ახალგაზრდამ, თემატურ ბანაკებში ჩაერთო 450 ახალგაზრდა, ჯარის ბანაკში ჩაერთო 2160 ახალგაზრდა, ბანაკის ლიდერის პოზიციაზე დასაქმდა 300-მდე ახალგაზრდა, ,,მშვიდობის კორპუსთან” თანამშრომლობით მომზადდა ტრენინგ მოდული, რომლის საფუძველზეც გადამზადდა 55 მენტორი-ლიდერი და პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით ორ ნაკადად ჩატარდა ბანაკი უკრაინის ომის შედეგად საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მესაზღვრეებისა და მებრძოლების შვილებისთვის, რომელშიც 100-მდე მონაწილე ჩაერთო. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა, ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების განვითარების მხარდაჭერაზე, მისი განცხადებით დმანისის ახალგაზრდულ ცენტრს, ჩაუტარდა რეაბილიტაცია და შესაძლებელია გახდეს სამოდელო ცენტრი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით გამრავლდება. ასევე, საგრანტო კომპონენტის ფარგლებში, რეგიონში რეაბილიტაცია გაუკეთდა და აღიჭურვა 2 ახალგაზრდული სივრცე - ლანჩხუთსა და ამბროლაურში, რომელიც მერიის და სააგენტოს მხარდაჭერილით აღიჭურვა. მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ფარგლებში შეირჩა „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ 2024 - 2025 წლის მანდატით. 2024 წელს ჩატარდა კონკურსი წლის საუკეთესო მოხალისის გამოვლენის მიზნით, რომელშიც 200-მდე ახალგაზრდა დარეგისტრირდა. გამოვლინდა 14 გამარჯვებული ორ ასაკობრივ კატეგორიაში. ჩატარდა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების პირველი ეროვნული ფორუმი, რომელშიც 31 მუნიციპალიტეტიდან 220-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით ჩატარდა “ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდული ფორუმი”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 400-მდე ახალგაზრდამ. 64 მუნიციპალიტეტში ჩატარდა მოკვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული პოლიტიკისა და სფეროს მდგომარეობის შესწავლას (პროგრამები, სივრცეები, საბანაკე ლოკაციები, პარტნიორი ორგანიზაციები, ახალგაზრდული საბჭოები). რაც შეეხება, ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის დანერგვას და მხარდაჭერას, 2024 წლის ივნისში ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორში დაემატა ”ახალგაზრდული საქმიანობა Youth Work”. ახალგაზრდული მუშაკებისათვის დასაქმების უნარების, სამეწარმეო და კარიერული კონსულტაციის კომპეტენციების განვითარების მიზნით, სააგენტომ მოიპოვა Erasmus+ საგრანტო დაფინანსება: Youth employability skills - YES პროექტის განხორციელებისთვის, ბიუჯეტით 373,256.45 ევროს ოდენობით. ასევე, დაფინანსდა Erasmus+ის პროექტი: “Youth Seeds for a Just Transition”, რომელშიც ახალგაზრდობის სააგენტო ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაციაა. სააგენტოსთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 47 731 ევროს, ხოლო მთლიანი ბიუჯეტი 400 000 ევროს. პროექტის მიზანია ახალგაზრდული მუშაკების უნარების განვითარება, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა და ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, ახალგაზრდული შესაძლებლობების ონლაინ პლატფორმა YouthPlatform.gov.ge განაგრძობს ფუნქციონირებას. საანგარიშო პერიოდში ატვირთული შესაძლებლობების რაოდენობამ 543, ხოლო რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობამ 1237- შეადგინა. წლის მანძილზე სააგენტომ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ტიპის ღონისძიებასა და გამოფენაში. საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, 100-მდე ახალგაზრდა ჩაერთო საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის კონფერენციებსა და ახალგაზრდულ ბანაკებში. საქართველოს წარმომადგენლობა გრძელდება ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო საბჭოსა (CDEJ) და პროგრამულ კომიტეტში (CPJ). წარმატებით შესრულდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა და შემუშავდა ახალი - 2025 წლის სამოქმედო გეგმა. ახალგაზრდული სფეროს განვითარების პროგრესის ანგარიში გამოქვეყნდა 2024 წლის გაეროს ნებაყოფლობით ანგარიშში (VNR). სააგენტოს აქტიური ჩართულობის შედეგად, ევროპის საბჭოს ადგილობრივი წარმომადგენლობის 2024 - 2027 სამოქმედო გეგმაში, ახალგაზრდობის საკითხი ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და აქტივობები ესატყვისება სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებს. ასევე, პერმანენტულად მუშავდება ევროპის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების ანგარიშები, ახალგაზრდობის მიმართულებით. რაც შეეხება 2025 წლის გეგმას, ვახტანგ ბააკაშვილის განცხადებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამა” ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 12, 330, 000 ლარს, პროგრამული 10,000,000 ლარი. საგრანტო კონკურსებით გათვალისწინებულია ჯამური ბიუჯეტი 1 850 000 ლარი. ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიმართულებით დაფინანსდება 14 ინიციატივა. მცირე გრანტების მიმართულებით დაფინანსდება 50-მდე რეგიონული და სტუდენტური ახალგაზრდული ინიციატივა. იგეგმება 6 მასშტაბური შეხვედრა - საერთაშორისო და ქართველი სპიკერები ახალგაზრდებს გაუზიარებენ გამოცდილებას. გაგრძელდება ახალგაზრდული ბანაკები ანაკლიასა და შაორის ტბის მიმდებარედ - მონაწილეთა რაოდენობა იქნება 4000-მდე ახალგაზრდა. ასევე, თემატური ახალგაზრდული ბანაკები 2 ლოკაციაზე (ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და იუსტიციის სასწავლო ცენტრი - ყვარელი) განხორციელდება თემატურ ახალგაზრდული ბანაკი და ჩაერთვება 1000-მდე მონაწილე. გრძელდება ჯარის ბანაკი - მონაწილეთა რაოდენობა 1600 ახალგაზრდა. კვლავ იგეგმება, ახალგაზრდული ფესტივალი “სტუდფესტი 2025”, სტუდენტური კონკურსები 4 თემატური მიმართულებით (სპორტი, კულტურა, განათლება, მოხალისეობა) და სტუდფესტში მონაწილეობას მიიღებს ყველა დაწესებულების სტუდენტი. უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო ასევე, იგეგმება სიახლე, მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩევა 20 ახალგაზრდა დელეგატი, რომელიც იმუშავებს ახალგაზრდული სერვისებისა და შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით და განახორციელებს ინიციატივებს. კომიტეტის სხდომაზე მოსაზრებები გამოთქვეს და კითხვით მიმართეს მომხსენებელს: გივი მიქანაძემ, ვლადიმერ ბოჟაძემ, ვლადიმერ კახაძემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ და დავით მათიკაშვილმა. კომიტეტმა, წარმოდგენილი სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ, ცნობად მიიღო. სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე