საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაცია საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის შალვა პაპუაშვილის მიერ წარმოდგენილი, საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიშის (№2-2269/25; 20.02.2025) კომიტეტის მიერ მოსმენის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-26
კომიტეტის სხდომის ნომერი 5
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა
2025 წლის 26 თებერვალი, 14:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
ი. ჭავჭავაძის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის 2024 წლის ანგარიში (2-2269; 20.02.2025)
მომხსენებელი: საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი
დელეგაციის
ხელმძღვანელი,
საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი
2. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (Interparliamentary
Assembly on Orthodoxy (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის 2024 წლის ანგარიში (2-1390; 06.02..2025)
მომხსენებელი:
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო
ასამბლეაში,
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი
ქადაგიშვილი
3. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის 2024 წლის ანგარიში (2-1735; 12. 02.2025)
მომხსენებელი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე
4. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის 2024 წლის ანგარიში (2-1774; 12.02.2025)
მომხსენებელი: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ლევან მახაშვილი
5. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში (2-1965; 17.02.2025
მომხსენებელი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე
6. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში (2-1968; 17.02.2025)
მომხსენებელი: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე
ოქმი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის ოქმი N5
2025 წლის 26 თებერვალი, 14:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
ი. ჭავჭავაძის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
სხდომას თავმჯდომარეობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: მარიამ ლაშხი, ირაკლი მეზურნიშვილი
(ჩანაცვლება გ. წიწავა), ეკა სეფაშვილი, ლევან მახარაშვილი, მაია ბითაძე და ირაკლი
ქადაგიშვილი;
კომიტეტის აპარატი: ნიკოლოზ ხატიაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი,
კომიტეტების აპარატის თანამშრომლები;
მოწვეული სტუმრები: პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტისა და საერთაშორისო
დეპარტამენტის თანამშრომლები.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
წევრების დასწრებით.
დღის წესრიგი
1.
საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის 2024 წლის ანგარიში (2-2269; 20.02.2025)
მომხსენებელი:
საპარლამენტთაშორისო
კავშირში
(IPU)
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,
შალვა პაპუაშვილი
2.
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო
ასამბლეაში
(Interparliamentary
Assembly on Orthodoxy (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
2024 წლის ანგარიში (2-1390; 06.02..2025)
მომხსენებელი: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ქადაგიშვილი
3.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის 2024 წლის ანგარიში (2-1735; 12. 02.2025)
მომხსენებელი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე
4.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის 2024 წლის ანგარიში (2-1774; 12.02.2025)
მომხსენებელი: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ლევან მახაშვილი
პარლამენტის
5.
ევროპის
საბჭოს
საპარლამენტო
ასამბლეაში
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში (2-1965; 17.02.2025
მომხსენებელი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე
6.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში (2-1968; 17.02.2025)
მომხსენებელი:
ნატო-ს
საპარლამენტო
ასამბლეაში
საქართველოს
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე
პარლამენტის
საკითხი პირველი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
სხდომაზე, საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა.
-
საანგარიშო
პერიოდის
განმავლობაში,
საპარლამენტთაშორისო
კავშირში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო
ასამბლეისა და ახალგაზრდა პარლამენტართა გლობალური კონფერენციის მუშაობაში.
საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 148-ე ასამბლეა 2024 წლის 23-27 მარტს,
ჟენევაში გაიმართა. ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის
მუდმივმოქმედმა დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის
გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით. ღონისძიებაში 140-მდე ქვეყნის 1500-მდე
დელეგატი, მათ შორის 50-მდე პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობდა.
ასამბლეის მთავარ განსახილველ თემას საპარლამენტო დიპლომატია წარმოადგენდა.
აღნიშნულ თემაზე ასამბლეას სიტყვით მიმართა გიორგი ვოლსკიმ. ასამბლეაზე
აქტიურად მიმდინარეობდა მსჯელობა ღაზას სექტორში არსებულ რთულ
ჰუმანიტარულ ვითარებაზე, საუბარია 2024 წლის მარტზე, თუმცა, ერთობლივი
პოზიციის შეჯერება ვერ მოხერხდა და ამ საკითხზე ინიცირებულმა ვერც ერთმა
რეზოლუციის პროექტმა ვერ მოიპოვა ხმათა უმრავლესობა. ქართულმა დელეგაციამ
მხარი დაუჭირა ევროპული ქვეყნების მიერ ინიცირებულ პროექტს, ასამბლეის
მიმდინარეობის პარალელურად, ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე ორმხრივი
შეხვედრა გამართა, მათ შორის: დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან,
ყაზახეთის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო, თავდაცვის და უშიშროების
კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე, შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის
პარლამენტების თავმჯდომარეებთან და ვიცე-სპიკერებთან. ეს არის ის პლატფორმა,
სადაც შესაძლებლობა გვაქვს განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკულ, აფრიკულ,
ოკეანეთის ქვეყნების, აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან გვქონდეს ორმხრივი
შეხვედრა, რათა გავამყაროთ არაღიარების პოლიტიკა. მოვუყვეთ და გავაცნოთ
ოკუპაციის პრობლემატიკასთან დაკავშირებით და ამით უზრუნველვყოთ სხვადასხვა
საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
მხარდაჭერა. ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ აისახება განსაკუთრებით გაერო-ს
რეზოლუციებში; რაც შეეხება საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა
პარლამენტართა მე-10 მსოფლიო კონფერენციას, ის 12-14 სექტემბერს, სომხეთის
რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში გაიმართა. მის მუშაობაში 60-ზე მეტი ქვეყნის
ეროვნული პარლამენტის და საერთაშორისო ორგანიზაციების 250-მდე დელეგატმა
მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მთავარ განსახილველ თემას ახალგაზრდა
თაობისთვის განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
წარმოადგენდა. ამ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის წევრმა სალომე
ქურასბედიანმა. მან მომხსენებლის რანგში მონაწილეობა მიიღო კონფერენციის
ფარგლებში გამართულ თემატურ სამუშაო შეხვედრაში, სადაც ახალგაზრდა
მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებაში დაუბრკოლებელი ინტეგრაციის სახელმწიფო
პოლიტიკაზე იმსჯელეს. დეპუტატებმა შეიმუშავეს გზამკვლევი, რომელიც
აღნიშნული ჯგუფებისათვის განათლებისა და სამუშაოს უწყვეტი ხელმისაწვდომობის
მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს, კონფერენციაზე, ასევე,
გაიმართა პანელური დისკუსიები თანასწორობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და
ჯანმრთელობის დაცვის თემებზე. საპარლამენტთაშორისო კავშირი რჩება
მნიშვნელოვან
საერთაშორისო
პლატფორმად
გლობალური
გამოწვევების
განსახილველად, მათი მოგვარების გზების განსასაზღვრად, ქვეყნებს შორის
საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივ და
მრავალმხრივ
დონეზე
საპარლამენტო
დიპლომატიის
გასაძლიერებლად.
საპარლამენტთაშორისო კავშირში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა საქართველოს
ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განსამტკიცებლად და
საერთაშორისო თანამშრომლობის განსავითარებლად. შესაბამისად, მომავალშიც
გავაგრძელებთ
საპარლამენტთაშორისო
კავშირის
ღონისძიებებში
აქტიურ
მონაწილეობას; პ წელს დაგეგმილია ორი ასამბლეა და შესაძლოა გაიმართოს
თემატური კონფერენციები, რომლის აქტიური მონაწილეც საქართველოს პარლამენტი
იქნება.
კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის
საქმიანობის ანგარიში ცნობად იღეს;
საკითხი მეორე
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში სხდომაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი
ქადაგიშვილმა წარადგინა.
-
საქართველოს
დელეგაციამ
მონაწილეობა
მიიღო
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დამფუძნებელ წესდებაში (რეგლამენტში)
შესწორებების
შემტანი
კომიტეტის
პირველ
სხდომაში
და
ასევე,
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო
ასამბლეის
საერთაშორისო
სამდივნოს საშემოდგომო სხდომაში. „წესდების თანახმად, რომელიც დაახლოებით 30
წლის წინ იყო მიღებული, რუსეთის ფედერაციას ეძლეოდა მუდმივად პრეზიდენტის
პოზიციის ქონის ხოლო, საბერძნეთს აღმასრულებელი მდივნის პოზიციის
შენარჩუნების შესაძლებლობა, საწესდებო კომისიის გადაწყვეტილებით, წესდებაში
განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რუსეთის ფედერაცია აღარ იქნება
საპარლამენტო ასამბლეის მუდმივი პრეზიდენტი ქვეყანა. ასამბლეის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მიმართულებაა ევროპაში ქრისტიანული ფასეულობების წინ წამოწევა
და მისი ასახვა ევროპის პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში.
კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის
საქმიანობის ანგარიში ცნობად იღეს;
საკითხი მესამე
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის ანგარიში სხდომაზე ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა,
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გააცნო.
-
ასამბლეის ზამთრის სხდომის ძირითადი თემატიკა შეეხებოდა ეუთოს რეგიონის
უსაფრთხოებას, უკრაინასა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, აგრეთვე სხვა
გამოწვევებსა და ეუთო-ს, როგორც ორგანიზაციის როლს მათ გადაჭრაში. პლენარულ
სხდომაზე გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ
ისაუბრა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
წარმოებული უკანონო ქმედებების შესახებ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის
ზაფხულის სესია, საქართველოს დელეგაციისთვის საკმაოდ რთული სხდომა იყო.
ამერიკულმა დელეგაციამ საბოლოო დოკუმენტებში შემოიტანა ისეთი შესწორებები,
რომელიც ქართული დელეგაციისთვის მიუღებელი იყო. სწორედ ამ საკითხებთან
დაკავშირებით მქონდა რამდენიმე მწვავე გამოსვლა. მე თვითონ რომ არ ვყოფილიყავი
ამ პროცესის თვითმხილველი, ვიფიქრებდი, რომ ეს შესწორება და მისი ფორმულირება
რუსეთის დუმის წევრებისგან მოდიოდა, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ რუსები აქ არ
არიან. ტექსტის ისეთი ფორმულირება, როგორიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით არის ზუსტად იმგვარი,
როგორსაც რუსეთი, ბოლო 16 წელია ცდილობს წარმოაჩინოს ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკებებში - რომ თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე და მე ვციტირებ
ტექსტს შესწორებიდან - „თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველოს,
აფხაზეთისა და ოსეთის შერიგებაა საჭირო“, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების
ასე მწვავედ შელახვის გამო, საქართველოს დელეგაციამ საბოლოო დეკლარაციის
წინააღმდეგ მისცა ხმა. მონაწილეობა მივიღე სამ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში:
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო
არჩევნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, საპრეზიდენტო და კონგრესის
არჩევნებში. გამოვყოფდი იმ ფაქტს, რომ პირველად საქართველოს წარმომადგენელი
დაინიშნა ეუთო/ოდირის, ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის გაერთიანებული სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად. რაც ნიშნავს
იმას, რომ პირველი განცხადება არჩევნების შეფასებასთან დაკავშრებით
საერთაშორისო ორგანიზაციების სახელით სწორედ მე გავაკეთე სკოპიეში;
კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის
საქმიანობის ანგარიში ცნობად იღეს;
საკითხი მეოთხე
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის წლიური ანგარიში კოლეგებს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა წარუდგინა.
-
საანგარიშო პერიოდში, ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის საქმიანობის მთავარი
მიზანი იყო უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირში წევრობის საკითხზე მხარდაჭერის
მობილიზება და აგრეთვე, როგორც ევროკავშირის, ასევე პარტნიორ სახელმწიფოებში
მიმდინარე
მოვლენები,
ევროინტეგრაციის
მიმართულებით,
არსებული
განვითარებები, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და საერთაშორისო მოვლენების
კვალდაკვალ ჩვენი პოზიციების დაახლოება, 2024 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის
ასამბლეაში საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით წარდგა.
მისივე ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გაიმართა ბიუროს სხდომები,
პლენარული სესია, 4 კომიტეტის სხდომა და სამუშაო ჯგუფის სხდომა.
კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის
საქმიანობის ანგარიში ცნობად იღეს;
საკითხი მეხუთე
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის ანგარიში კოლეგებს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა,
გივი მიქანაძემ წარუდგინა.
-
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა
ოთხივე სესიაში. ასამბლეაზე მისაღები რეზოლუციების ირგვლივ გამართულ
დებატებზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები.
საქართველოს დელეგაციის ინიციატივით რეზოლუციაში შევიდა ცვლილება,
რომელმაც რეალურად ასახა საქართველოს მიერ ევროპის კავშირის წევრობის
კანდიდატის სტატუსის მიღების ფაქტი. სესიის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის წევრებმა
საქართველოს დელეგაციის წევრი გივი მიქანაძე თავმჯდომარედ, ერთი წლით, მეორე
ვადით აირჩიეს. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა საპარლამენტო ასამბლეის როგორც
ზაფხულის ასევე, საშემოდგომო სესიების განმავლობაში გაწეულ აქტივობებზე.
კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის
საქმიანობის ანგარიში ცნობად იღეს;
საკითხი მეექვსე
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის საქმიანობის ანგარიში სხდომაზე გივი მიქანაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით,
საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ოთხ
ღონისძიებაში.
-
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას განიხილეს
რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში
არსებული ვითარება, საქართველოს უსაფრთხოებაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის
ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გავლენა, საქართველოს ევროატლანტიკური
ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ქვეყანაში განხორციელებული და
მიმდინარე რეფორმები და ასევე, წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) და ნატოსაქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი (SNGP). ვიზიტისას მაღალი დონის
შეხვედრები გაიმართა ნატო-ს შტაბ-ბინაში, სადაც მხარეებმა განიხილეს საქართველოს
ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, შავი ზღვის რეგიონში არსებული
უსაფრთხოების გამოწვევები. განსაკუთრებული დრო დაეთმო ნატო-საქართველოს
თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯების
გადადგმას, რაზეც ქართველი კანონმდებლების მხრიდან, ხაზი გაესვა საქართველოს
ნატო-ში გაწევრების პროცესის მნიშვნელობის საჭიროებას. ასამბლეის საგაზაფხულო
სესიის ფარგლებში განხილული იყო ასამბლეის კომიტეტების მიერ რიგი ანგარიშები,
სადაც აღნიშნული იყო საქართველოს პროგრესი ნატოსთან დაახლოების და
განხორციელებული რეფორმების კუთხით. ხაზგასმით აღინიშნა რომ საქართველო
ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად გახდება ალიანსის წევრი.
ასამბლეის ფარგლებში, ასევე შეხვედრა გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის
პრეზიდენტთან და ასამბლეის ბიუროს წევრებთან. ასამბლეის ფარგლებში მიღებული
იყო დეკლარაცია, სადაც საუბარია ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე და საქართველოს
მხარდაჭერაზე.
კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის
საქმიანობის ანგარიში ცნობად იღეს;
სხდომის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
სხდომის მდივანი ნანა კვირცხალია