სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2024 წლის წლიური ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.02.2025
ავტორი
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
ნომერი
#1-1505/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-04
ბიუროს ნომერი 27

📜 ტექსტი

წერილი
2/27/2025 სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო KA000026368959125 ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1 საქართველო, თბილისი, 0114 ტელ: (032) 2 29 67 36 N1, Zviad Gamsakhurdia Embankment Georgia, Tbilisi, 0114 Tel:(032) 2 29 67 36 27 / თებერვალი / 2025 წ. № 1/5 საქართველოს პარლამენტს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, ინფორმაციის მოწოდების მიზნით, გიგზავნით სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2024 წლის წლიურ ანგარიშს. დანართი: 20 ფურცელი. სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/f4e1f39a-569a-4bcc-9706-078281f6006b.html ლევან თოდუა 1/1
ანგარიში
2024 წლის წლიური ანგარიში თებერვალი, 2025 წელი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სარჩევი შესავალი ...................................................................................................................................................................... 3 სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, მისია და ღირებულებები .................................................................... 5 სისტემის წევრი ბანკები და მიკრობანკები ............................................................................................................... 6 სააგენტოს მიერ 2024 წელს განხორციელებული ძირითადი საქმიანობის მიმოხილვა ........................................ 7 სადაზღვევო ზღვრის გაზრდა .................................................................................................................................... 8 კომერციული ბანკების და მიკრობანკების ანგარიშგება და რეგულარული სადაზღვევო შენატანები ................ 9 დეპოზიტების ცვლილების ტენდენცია .................................................................................................................... 9 დეპოზიტების დაზღვევის ფონდი და პორტფელის მართვა ................................................................................. 15 დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში .................. 17 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ სარეზოლუციო ფონდის მართვა .................................................... 17 საინფორმაციო კამპანია ............................................................................................................................................ 18 კომერციული ბანკების ადგილზე გადამოწმება ..................................................................................................... 18 2024 წელს განხორციელებული სხვა მნიშვნელოვანი საქმიანობის მიმოხილვა .................................................. 19 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ფინანსური მდგომარეობა ........................................................................ 20 2 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო შესავალი საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდა. ის უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ კომერციულ ბანკში და მიკრობანკში განთავსებული ყველა სახის დეპოზიტების დაზღვევას. დეპოზიტების დაზღვევა დეპოზიტორების დაცვის მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს დეპოზიტორების დაცვას დაზღვეული დეპოზიტების დაკარგვისგან (გარანტირებულად ანაზღაურებადი თანხის კონკრეტული ოდენობით) იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის და მიკრობანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესი იწყება. ამასთან, სისტემა ხელს უწყობს ფინანსური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებას, ამაღლებს საზოგადოებრივ ნდობას საბანკო სექტორის მიმართ და შესაბამისად, სტიმულს აძლევს დანაზოგების ზრდას. ამოქმედებიდან დღემდე გადაიდგა რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები სისტემის განვითარების მიზნით. სადაზღვევო ზღვარი, რომელიც თავდაპირველად 5 000 ლარით იყო განსაზღვრული, ორჯერ გადაიხედა და ბაზრის დინამიკის შესაბამისად გაიზარდა თავდაპირველად 15 000 (2020 წლის 1 ივლისიდან), ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 30 000 ლარამდე. ამასთან, სისტემას დაემატა იურიდიული პირების დაზღვევა (2022 წლის 1 იანვრიდან), რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოების კუთხით; მიმდინარეობს მუშაობა სისტემის მანდატის გაფართოების მიმართულებით, რაც გაზრდის დეპოზიტების დაზღვევის სისტემის, როგორც ფინანსური უსაფრთხოების კომპონენტის როლს და მნიშვნელობას. დეპოზიტების დაზღვევა პრუდენციულ რეგულირებასთან, ლიკვიდურობის მხარდაჭერასთან და ეფექტიან ზედამხედველობასთან ერთად, ფინანსური უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია. 3 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ლიკვიდურობის მხარდაჭერა პრუდენციული რეგულაცია და ზედამხედველობა ფინანსური უსაფრთხოების სისტემა დეპოზიტების დაზღვევა და მომხმარებლის დაცვა გაკოტრებული ბანკის რეზოლუციის მარეგულირებელი ჩარჩო დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, როგორც ფინანსური უსაფრთხოების კომპონენტი, დანერგილია და მოქმედებს მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში. საქართველოში სისტემის შემოღება გათვალისწინებული იყო, მათ შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით. სისტემა დაინერგა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების გათვალისწინებით და რეგულირდება 2017 წლის 17 მაისს მიღებული საქართველოს კანონით „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“. 2022 წლის იანვრიდან საქართველო დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) წევრია. 2023 წელს კი სააგენტო ევროპის მზღვეველთა ფორუმში (EFDI) გაწევრიანდა. 4 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, მისია და ღირებულებები დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მართვისა და ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის №357 დადგენილებით, ჩამოყალიბდა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო (შემდგომში სააგენტო). სააგენტო, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უფროსის ჩათვლით შტატით გათვალისწინებული 6 თანამშრომლით არის დაკომპლექტებული, მათ შორის ფინანსური ექსპერტი (2), ანაზღაურების ექსპერტი, იურისტი და ადმინისტრაციის სპეციალისტი. სააგენტო ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობს მათ შორის, შესყიდვების და ფინანსური მენეჯერების, საინფორმაციო ტექნოლოგიების კონსულტანტის და მძღოლის მომსახურებით. სააგენტოს ზედამხედველობას უწევს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და 2 დამოუკიდებელი წევრისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო. საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ირჩევენ კომერციული ბანკები და მიკრობანკები. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები, სააგენტოს ორგანიზებით, იმართება კვარტალურად. საბჭო პრეზენტაციის სახით იღებს ინფორმაციას სააგენტოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებთან, ასევე, ფონდის ფინანსურ საბჭოსთან შეთანხმებით მიიღება მნიშვნელოვანი მდგომარეობასთან დაკავშირებით; გადაწყვეტილებები, თანხმდება კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტები (ინსტრუქციები), სააგენტოს ბიუჯეტი და სხვა საკითხები. სააგენტოს მისიაა, მცირე ადმინისტრაციული რესურსით და ეფექტიანი მართვით, უზრუნველყოს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გამართული ფუნქციონირება, სისტემის წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა, მიზნების განხორციელება, ფუნქციათა შესრულების უწყვეტობა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საჯარო პოლიტიკის ისეთი მიზნებით, როგორებიცაა ფინანსური უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება, დეპოზიტორების დაცვა და საბანკო სექტორში სისტემური კრიზისის პრევენცია. სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედი სისტემის დაახლოებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, მათ შორის დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის ძირითად პრინციპებსა და ევროდირექტივით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 5 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სისტემის წევრი ბანკები და მიკრობანკები დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებისას (2018 წლის 1 იანვარი) საქართველოში 16 კომერციული ბანკი ოპერირებდა. განვლილი პერიოდის განმავლობაში სისტემას ორი კომერციული ბანკი გამოეთიშა, ხოლო დაემატა სამი ციფრული ბანკი. აღსანიშნია, რომ 2024 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალზე“ (MBC) მიკრობანკის საქმიანობის პირველი ლიცენზია გასცა და დეპოზიტების დაზღვევის სისტემას პირველი მიკრობანკი დემატა. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულია 17 კომერციული ბანკი (მათგან სამი წარმოადგენს ციფრულ ბანკს) და 1 მიკრობანკი (ცხრილი #1). ცხრილი #1: დეპოზიტების დაზღვევის სისტემის წევრი ბანკები/მიკრობანკები, 2024 წლის 31 დეკემბერი # 1 2 კომერციული ბანკი/მიკრობანკი 1 სს "ბანკი ქართუ " 2 სს "ბაზისბანკი" 3 სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" 4 სს "ზირაათ ბანკი საქართველო" 5 სს "თიბისი ბანკი" 6 სს "იშბანკი საქართველო" 7 სს "კრედო ბანკი" 8 სს "ლიბერთი ბანკი" 9 სს „მიკრობანკი ემბისი“ 10 სს "პაშა ბანკი საქართველო " 11 სს "პეივ ბანკ ჯორჯია"1 12 სს "პეისერა ბანკი საქართველო"2 13 სს "პროკრედიტ ბანკი" ციფრული ბანკი ციფრული ბანკი 6 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 14 სს "საქართველოს ბანკი" 15 სს "სილქ ბანკი" 16 სს "ტერაბანკი" 17 სს "ხალიკ ბანკი საქართველო" 18 სს "ჰეშ ბანკი"3 სააგენტოს მიერ 2024 წელს განხორციელებული ძირითადი საქმიანობის მიმოხილვა 2024 წელი აქტიური და მნიშვნელოვანი ღონისძიებებით იყო დატვირთული. სააგენტომ, არსებობის ისტორიაში, პირველად უმასპინძლა დეპოზიტების მზღვეველთა საერთაშორისო კონფერენციას. წარმომადგენლობითი ღონისძიება საბანკო რეზულუციის თემაზე გაიმართა და მასში 30-მდე ქვეყნის 80-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. 2024 წლის 1 იანვრიდან, სისტემის არსებობის მანძილზე მეორედ, გაიზარდა სადაზღვევო ზღვარი, ამჯერად - 15 000 ლარიდან 30 000 ლარამდე. ჩატარდა სადაზღვევო ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს შემოღების შემდეგ, დაიწყო კონსულტაციები ეროვნულ ბანკსა და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს შორის, სარეზოლუციო ფონდის საინვესტიციო მართვის მიზნით დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთვის გადაცემის თაობაზე. ამ დროისთვის, შეთანხმება მიღწეულია და მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების მოსამზადებლად. 3 ციფრული ბანკი 7 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სადაზღვევო ზღვრის გაზრდა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო პერიოდულად წარუდგენს საბჭოს ზღვრის ოდენობის საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობის ანალიზს, რის საფუძველზეც მიიღება ზღვრის გადახედვის გაზრდის ან უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება. სააგენტოს მიერ, 2023 წელს ჩატარებული ანალიზის საფუძველზე - ბაზრის მიმდინარე დინამიკის, ტენდენციების, მოლოდინების და შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით - გამოვლინდა ზღვრის გაზრდის მიზანშეწონილობა. 30 000 ლარი განისაზღვრა, როგორც ზღვრის ის ოპტიმალური ოდენობა, რომელიც უპასუხებდა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოცანებს და შესაბამისობაში იქნებოდა ზოგად ეკონომიკურ და ფინანსურ პარამეტრებთან. აღნიშნული წინადადება წარედგინა სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს, რომელმაც მიიღო დადებითი გადაწყვეტილება 2024 წლის 1 იანვრიდან სადაზღვევო ზღვრის გაზრდის შესახებ. შედგა აქტიური კომუნიკაცია კომერციულ ბანკებთან - მათ დადგენილ ვადებში ოფიციალურად ეცნობათ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. მომზადდა სამართლებრივი ბაზა - ცვლილება აისახა ყველა შესაბამის ნორმატიულ აქტში. ცვლილების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ჩატარდა სარეკლამო კამპანია დამზადდა ანიმაციური სარეკლამო რგოლი, რომელიც ტელევიზიებში სოციალური რეკლამის სახით განთავსდა 2024 წლის იანვარში; განახლდა საინფორმაციო მასალები - პოსტერი, ბუკლეტი, ფლაერი და განახლებული დიზაინით მიეწოდა კომერციულ ბანკებს, ოფისებსა და მომსახურების ცენტრებში გასავრცელებლად. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია სადაზღვევო ზღვარი სწორად იყოს განსაზღვრული და ქმნიდეს დაცვის ადეკვატურ გარანტიას. ევროდირექტივის შესაბამისად, ევროპაში დაზღვეული დეპოზიტების ზღვარი 100 000 ევროა. საქართველოსთვის, ახლო მომავალში, აღნიშნულ ნიშნულამდე ზრდა არარეალისტურია, თუმცა ზრდის ტენდენცია, გონივრულ ვადებში, შესაბამისი ტემპით და ოდენობით, უნდა გაგრძელდეს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დეპოზიტების დაზღვევის ძირითადი პრინციპების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, სისტემის შემოღება, ასევე, ზღვრის გაზრდა, მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც ზოგადი ფინანსური ვითარება და საბანკო სექტორი სტაბილურია. ამ ეტაპზე, საბანკო სექტორი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მაღალშემოსავლიანი სექტორია. 8 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო აღსანიშნია, ზღვრის გაზრდა სისტემის დაარსებიდან უკვე მეორედ ხდება, წინა ზრდა - 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე - 2020 წლის 1 ივლისს შევიდა ძალაში. სადაზღვევო ზღვრის 30 000 ლარამდე გაზრდის შედეგად სულ დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა 10 მლრდ. ლარის ფარგლებში გაიზარდა. კომერციული ბანკების და მიკრობანკების ანგარიშგება და რეგულარული სადაზღვევო შენატანები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი და მიკრობანკი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის წევრია. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში 17 კომერციული ბანკი და ერთი მიკრობანკი ოპერირებს, რომელიც საბანკო ბაზარზე აქტიურ საქმიანობას 2025 წლის იანვრიდან შეუდგება. „კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის“ ინსტრუქციის შესაბამისად, სისტემის წევრი ყველა კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებულია სააგენტოს ყოველთვიური ანგარიშგების სახით მიაწოდოს ინფორმაცია დაზღვეული დეპოზიტების შესახებ. ამავე ინსტრუქციის შესაბამისად ხდება ყოველთვიური სადაზღვევო შენატანის ოდენობის დაანგარიშება და დეპოზიტების დაზღვევის ფონდში გადახდა. სააგენტოში კომერციული ბანკებიდან და მიკრობანკებიდან მიღებული ყოველთვიური ანგარიშგების ანალიტიკური დამუშავება უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. დეპოზიტების ცვლილების ტენდენცია 2024 წლის იანვრიდან დეპოზიტების მთლიანი მოცულობა (ფიზიკური და იურიდიული პირები) საშუალოდ თვიურად 1.23%-ით იზრდებოდა, მაქსიმალური ზრდა ივნისის თვეში დაფიქსირდა და 3.67% შეადგინა. ფიზიკური პირების დეპოზიტები საშუალოდ 1.29%-ით, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტები 1.20%-ით იზრდებოდა. ფიზიკური პირების დეპოზიტების მაქსიმალური 3.56%-იანი ზრდა დეკემბრის თვეში დაფიქსირდა, ხოლო იურიდიული პირების ივნისის თვეში და 6.43% შეადგინა. სულ დაზღვეული დეპოზიტები საშუალოდ 4.11%-ით 9 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო იზრდებოდა და ზრდის მაქსიმალურ მნიშვნელობას 35.07%-ს 2024 წლის იანვრის თვეში მიაღწია, რაც ძირითადად სადაზღვევო ზღვრის 15 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გაზრდამ გამოიწვია. უკვე გაზრდილი ზღვრის (30 000 ლარი) ფარგლებში, მაქსიმალურ ზრდას 2024 წლის დეკემბერში ჰქონდა ადგილი, როცა სულ დაზღვეული დეპოზიტები 4.45%-ით გაიზარდა (ცხრილი #2). ცხრილი #2. დეპოზიტების მთლიანი მოცულობა, ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტები, სულ დაზღვეული დეპოზიტები, ცვლილება (%), მლრდ ლარი 12 - 23 01 - 24 02 - 24 03 - 24 04 - 24 05 - 24 06 - 24 07 - 24 08 - 24 09 - 24 10 - 24 11 - 24 12 - 24 საშ დეპოზიტების მთლიანი მოცულობა ცვლილება, % 52.09 52.11 0.05 51.89 -0.43 53.63 3.35 54.03 0.76 54.78 1.38 56.79 3.67 57.27 0.84 57.79 59.17 0.91 2.39 59.06 -0.19 59.71 1.09 60.29 0.98 1.23 ფიზიკური პირების დეპოზიტები ცვლილება, % 27.33 26.85 -1.76 27.13 1.02 27.66 1.95 28.09 1.56 28.99 3.21 29.34 1.21 29.55 0.70 29.53 29.96 -0.05 1.44 30.10 0.46 30.75 2.19 31.85 3.56 1.29 იურიდიული პირების დეპოზიტები ცვლილება, % 24.75 25.26 2.05 24.76 -1.97 25.97 4.88 25.94 -0.10 25.79 -0.59 27.45 6.43 27.72 0.99 28.26 29.21 1.94 3.38 28.96 -0.85 28.95 -0.05 28.44 -1.76 1.20 სულ დაზღვეული დეპოზიტები ცვლილება, % 6.86 9.27 35.07 9.46 1.99 9.48 0.29 9.71 2.36 9.84 1.42 9.87 0.30 10.14 2.73 10.12 10.29 -0.29 1.71 10.24 -0.50 10.22 -0.17 10.67 4.45 4.11 სულ დაზღვეულიდეპოზიტები საშუალოდ 4.11%-ით იზრდებოდა, სადაც მაქსიმალური ზრდა - 35.07%, 2024 წლის აინვარში ზღვრის გაზრდის შედეგად დაფიქსირდა. ფიზიკური პირების და იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები წლის განმავლობაში საშუალოდ შესაბამისად 4.09%-ით და 4.48%-ით იზრდებოდა. მაქსიმალური ზრდა, ზღვრის გაზრდის შედეგად, 2024 წლის იანვარში დაფიქსირდა, სადაც ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტები 33.61%-ით, ხოლო იურიდიული პირების 50.05%-ით გაიზარდა. აღნიშნული ფაქტორის გავლენის გარეშე, ფიზიკური და იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტების მაქსიმალური 4.71%-იანი და 1.76%-იანი ზრდა 2024 წლის დეკემბრის თვეში დაფიქსირდა (ცხრილი #3). ცხრილი #3. სულ დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა, ფიზიკური და იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები, ცვლილება (%), მლრდ ლარი 12 - 23 01 - 24 02 - 24 03 - 24 04 - 24 05 - 24 06 - 24 სულ დაზღვეული დეპოზიტები ცვლილება, % 6.86 9.27 35.07 9.46 1.99 9.48 0.29 9.71 2.36 9.84 1.42 ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტები ცვლილება, % 6.26 8.36 33.61 8.53 2.03 8.54 0.15 8.75 2.46 იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები ცვლილება, % 0.61 0.911 50.05 0.926 1.65 0.940 1.56 0.954 1.49 07 - 24 08 - 24 09 - 24 10 - 24 11 - 24 12 - 24 საშ 9.87 0.30 10.14 2.73 10.12 10.29 -0.29 1.71 10.24 -0.50 10.22 -0.17 10.67 4.45 4.11 8.88 1.42 8.90 0.25 9.15 2.87 9.13 -0.31 9.29 1.77 9.30 0.18 9.29 -0.11 9.73 4.71 4.09 0.968 1.40 0.976 0.80 0.990 1.49 0.990 1.001 -0.05 1.18 0.933 -6.81 0.926 -0.80 0.942 1.76 4.48 10 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 15.75%-ით გაიზარდა, საიდანაც ფიზიკური პირების დეპოზიტებმა 16.52%-ით, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტებმა 14.91%-ით მოიმატა. ამავე პერიოდისათვის სულ დაზღვეული დეპოზიტების ზრდის წლიურმა ნიშნულმა 55.50% შეადგინა, რაც მეტწილად 2024 წლის იანვრის თვიდან სადაზღვევო ზღვრის 15 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გაზრდასთან არის დაკავშირებული. აღსანიშნია, დაზღვეული დეპოზიტების ოდენობის მკვეთრი ზრდა (100.36%) 2020 წელს, რაც ასევე დაკავშირებულია 2020 წლის ივლისის თვეში სადაზღვევო ზღვრის 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე გაზრდასთან. 2022 წლის 29.88%-იანი ზრდა კი სისტემაში იურიდიული პირების დაზღვევის დამატებით არის გამოწვეული (ცხრილი #4). ცხრილი #4. დეპოზიტების მთლიანი მოცულობა, ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტები, სულ დაზღვეული დეპოზიტები, ცვლილება(%), მლრდ ლარი 12 - 18 12 - 19 12 - 20 12 - 21 12 - 22 12 - 23 12 - 24 დეპოზიტების მთლიანი მოცულობა ცვლილება, % 23.90 27.24 13.97 35.42 30.01 38.03 7.38 46.03 21.04 52.09 13.15 15.75 ფიზიკური პირების დეპოზიტები ცვლილება, % 12.50 15.07 20.53 18.49 22.70 20.29 9.74 24.00 18.27 27.33 13.90 16.52 იურიდიული პირების დეპოზიტები ცვლილება, % 11.40 12.17 6.75 16.93 39.11 17.74 4.78 22.03 24.20 24.75 12.33 14.91 სულ დაზღვეული დეპოზიტები ცვლილება, % 1.75 2.02 15.25 4.04 100.36 4.56 12.72 5.92 29.88 6.86 15.99 55.50 60.29 31.85 28.44 10.67 ფიზიკური პირების დეპოზიტები განთავსებული ეროვნულ ვალუტაში 2024 წლის განმავლობაში საშუალოდ თვიურად 1.08%-ით, აშშ დოლარში 1.16%-ით, ევროში 1.27%-ით იზრდებოდა. სხვა ვალუტაში არსებული დეპოზიტები კი შესაბამისად 0.86%-ით მცირდებოდა (ცხრილი #5). 11 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ცხრილი #5. ფიზიკური პირების დეპოზიტები ვალუტების მიხედვით, ცვლილება (%), მლრდ (ნომინალი) 12 - 23 01 - 24 02 - 24 03 - 24 04 - 24 05 - 24 06 - 24 07 - 24 08 - 24 09 - 24 10 - 24 11 - 24 12 - 24 საშ ფიზიკური პირების დეპოზიტები, ლარი ცვლილება, % 9.52 9.36 -1.7 9.67 3.3 9.93 2.7 10.23 3.1 10.23 0.0 10.36 1.3 10.80 4.2 10.81 0.1 10.74 -0.6 10.36 -3.6 10.26 -0.9 10.79 5.1 1.08 ფიზიკური პირის დეპოზიტები, აშშ დოლარი ცვლილება, % 5.27 5.22 -0.97 5.25 0.60 5.24 -0.3 5.26 0.4 5.29 0.6 5.33 0.7 5.43 1.8 5.51 1.5 5.57 1.1 5.71 2.6 5.91 3.4 6.05 2.4 1.16 ფიზიკური პირების დეპოზიტები, ევრო ცვლილება, % 1.11 1.10 -0.66 1.11 0.9 1.13 1.9 1.18 4.2 1.20 1.6 1.23 2.0 1.23 0.6 1.20 -2.7 1.20 0.5 1.25 3.7 1.28 2.2 1.29 1.1 1.27 0.11 0.11 0.12 0.13 0.12 0.12 0.13 0.12 0.13 0.12 0.12 0.11 -15.8 1.6 10.2 9.6 -9.7 -1.6 13.2 -4.7 3.8 -7.3 -1.6 -7.9 ფიზიკური პირების დეპოზიტები, სხვა ვალუტა (აშშ დოლარი) ცვლილება, % 0.13 -0.86 იურიდიული პირების დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში საშუალოდ თვიურად 0.79%-ით, აშშ დოლარში 1.71%-ით, ევროსა და სხვა ვალუტაში კი შესაბამისად 1.86% და 3.57%-ით იზრდებოდა (ცხრილი #6). ცხრილი #6. იურიდიული პირების დეპოზიტები ვალუტების მიხედვით, ცვლილება (%), მლრდ (ნომინალი) 12 - 23 01 - 24 02 - 24 03 - 24 04 - 24 05 - 24 06 - 24 07 - 24 08 - 24 09 - 24 10 - 24 11 - 24 12 - 24 იურიდიული პირების დეპოზიტები, ლარი ცვლილება, % 15.62 16.35 4.7 15.78 -3.5 16.46 4.3 17.09 3.8 16.57 -3.1 17.90 8.1 18.14 1.3 18.68 3.0 19.00 1.7 18.20 -4.2 17.98 -1.2 17.00 -5.4 0.79 იურიდიული პირების დეპოზიტები, აშშ დოლარი ცვლილება, % 2.60 2.53 -2.65 2.55 0.81 2.70 6.1 2.50 -7.5 2.54 1.6 2.58 1.4 2.69 4.5 2.71 0.5 2.82 4.0 3.00 6.5 3.02 0.7 3.15 4.5 1.71 იურიდიული პირების დეპოზიტები, ევრო ცვლილება, % 0.67 0.68 1.7 0.72 6.0 0.72 -0.5 0.70 -2.5 0.66 -6.0 0.72 10.0 0.71 -2.3 0.72 2.3 0.74 3.0 0.80 7.1 0.81 2.0 0.82 1.7 1.86 0.06 0.05 0.05 0.05 0.05 0.05 0.07 0.05 0.10 0.06 0.07 0.06 -3.2 -10.7 4.4 -5.9 -3.2 3.1 30.1 -18.0 80.8 -37.4 18.6 -16.1 იურიდიული პირების დეპოზიტები, სხვა ვალუტა (აშშ დოლარი) ცვლილება, % 0.06 საშ 3.57 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფიზიკური პირების დეპოზიტები ლარში 13.4%-ით, აშშ დოლარში 14.7%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 19.7%-ით), ევროში 16.2%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 14.4%-ით) არის გაზრდილი, ხოლო სხვა ვალუტაში 13.7%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 10.0%-ით) არის შემცირებული. რაც შეეხება იურიდიული პირების დეპოზიტებს, ლარში 8.8%-ით, აშშ დოლარში 21.5%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 26.8%-ით), ევროში 23.5%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 21.6%-ით) და სხვა ვალუტაში 2.2%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 6.7%ით) არის გაზრდილი (ცხრილი #7). 12 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ცხრილი #7. ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტები ვალუტების მიხედვით, საკურსო ეფექტის ცვლილება, მლრდ (ნომინალი) Dec-23 Dec-24 9.52 10.79 13.4 10.79 13.4 იურიდიული პირების დეპოზიტები ლარი ცვლილება, % აშშ დოლარი ცვლილება, % 5.27 6.05 14.7 6.31 19.7 ევრო ცვლილება, % 1.11 1.29 16.2 სხვა ვალუტა (აშშ დოლარი) ცვლილება, % 0.13 0.11 -13.7 ფიზიკური პირების დეპოზიტები ლარი ცვლილება, % Dec-24 * Dec-23 Dec-24 Dec-24 * 15.62 17.00 8.8 17.00 8.8 აშშ დოლარი ცვლილება, % 2.60 3.15 21.5 3.29 26.8 1.27 14.4 ევრო ცვლილება, % 0.67 0.82 23.5 0.81 21.6 0.11 -10.0 სხვა ვალუტა (აშშ დოლარი) ცვლილება, % 0.06 0.06 2.2 0.06 6.7 * გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე * გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2024 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით, სრულად დაზღვეულია დეპოზიტორი ფიზიკური და იურიდიული პირების 98% და 90% შესაბამისად. დაზღვეულია ფიზიკური პირების მთლიანი დეპოზიტების 30.56%, ხოლო იურიდიული პირების 3.31% (სულ დაზღვეული დეპოზიტების 17.70%). აღნიშნული მაჩვენებლის 2024 წლის დინამიკა მოცემულია #8 ცხრილში. ცხრილი #8. დაზღვეული დეპოზიტების წილი, ფიზიკური პირები,იურიდიული პირები,სულ (%) დაზღვეული დეპოზიტების წილი, % 01 - 24 02 - 24 03 - 24 04 - 24 05 - 24 06 - 24 07 - 24 08 - 24 09 - 24 10 - 24 11 - 24 12 - 24 ფიზიკური პირები 31.13 31.44 30.88 31.16 30.62 30.33 30.98 30.90 31.00 30.91 30.22 30.56 იურიდიული პირები 3.61 3.74 3.62 3.68 3.75 3.55 3.57 3.50 3.43 3.22 3.20 3.31 სულ 17.79 18.22 17.68 17.96 17.97 17.39 17.71 17.50 17.39 17.33 17.12 17.70 სისტემის ამოქმედებიდან დაზღევეული დეპოზიტების პროცენტული წილის მნიშვნელოვანი ზრდა 2020 და 2024 წელს დაფიქსირდა, რაც სადაზღვევო ზღვრის გაზრდას უკავშირდებოდა. 2022 წლიდან სისტემას იურიდიული პირების დეპოზიტები დაემატა, რამაც გაზარდა დეპოზიტების მთლიანი მოცულობა, თუმცა, არსებული ზღვრის და განაწილების პირობებში, ამავდროულად, გამოიწვია დაზღვეული დეპოზიტების პროცენტული წილის შემცირება (ცხრილი #9). 13 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ცხრილი #9. დაზღვეული დეპოზიტების წილი, ფიზიკური პირები,იურიდიული პირები,სულ (%), 2018-2024 დაზღ ვეული დეპოზიტების წ ილი, % 12 - 18 12 - 19 12 - 20 12 - 21 12 - 22 12 - 23 12 - 24 ფიზიკური პირები 14.00 13.39 21.86 22.45 22.34 22.89 30.56 იურიდიული პირები 0.00 0.00 0.00 0.00 2.52 2.45 3.31 სულ 14.00 13.39 21.86 22.45 12.86 13.18 17.70 ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების 53% დაზღვეულია ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 47% - უცხოურ ვალუტაში. დაზღვეული იურიდიული პირების დეპოზიტების შემთხვევაში დაზღვეული დეპოზიტების 74% დაზღვეულია ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 26% უცხოურ ვალუტაში. სულ დაზღვეული დეპოზიტების ჭრილში აღნიშნული მონაცემები შესაბამისად 54% და 46%-ია. კომერციული ბანკების მიერ წარმოდგენილი ანგარიშგების მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში სულ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანის მოცულობა თვიურად საშუალოდ 3.63%-ით იზრდებოდა. მაქსიმალური ზრდა (34.53%) 2024 წლის იანვრის თვეში დაფიქსირდა და რეგულარული სადაზღვევო შენატანის მთლიანმა მოცულობამ 5.19 მლნ ლარი შეადგინა. დაზღვეული ფიზიკური პირების დეპოზიტებისთვის რეგულარული სადაზღვევო შენატანი წლიურად საშუალოდ 3.61%-ით იზრდებოდა, მაქსიმალური 33.48%-იანი ზრდა 2024 წლის იანვრის თვეში დაფიქსირდა, სადაც რეგულარული სადაზღვევო შენატანის მოცულობამ 4.74 მლნ. ლარი შეადგინა. ხოლო, იურიდიული პირების დეპოზიტებისთვის რეგულარული სადაზღვევო შენატანი წლიურად საშუალოდ 3.85%-ით იზრდებოდა და მაქსიმალური ზრდა 46.85% - იანვრის თვეში დაფიქსირდა. 2024 წლის იანვრის თვეში დაფიქსირებული მკვეთრი ზრდა განპირობებულია სადაზღვევო ზღვრის ზრდით. წლიური ზრდის მიხედვით, სულ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანის მოცულობა გაზრდილია 47.05%-ით (ფიზიკური პირების 47.22%, იურიდიული პირები 45.03%) (ცხრილი #10). ცხრილი #10. რეგულარული სადაზღვევო შენატანი (ფიზიკური, იურიდიული, სულ), ცვლილება, %,მლნ ლარი 12 - 23 01 - 24 02 - 24 03 - 24 04 - 24 05 - 24 06 - 24 07 - 24 08 - 24 რეგულარული სადაზღვევო შენატანი (ფიზიკური პირები) თვიური ცვლილება, % 3.55 4.74 33.48 4.81 1.50 4.82 0.13 4.94 2.43 4.97 0.64 5.03 1.14 5.14 2.24 5.13 -0.13 5.22 1.81 5.26 0.69 5.27 0.17 რეგულარული სადაზღვევო შენატანი (იურიდიული პირები) თვიური ცვლილება, % 0.30 0.44 46.85 0.45 1.34 0.45 0.80 0.47 4.13 0.47 -0.91 0.47 1.17 0.48 1.20 0.48 -0.33 0.48 1.29 0.44 -9.43 სულ რეგულარული სადაზღვევო შენატანი თვიური ცვლილება, % 3.86 5.19 34.53 5.26 1.49 5.27 0.19 5.41 2.58 5.44 0.50 5.50 1.14 5.62 2.15 5.61 -0.15 5.71 1.76 5.70 -0.17 09 - 24 10 - 24 11 - 24 12 - 24 14 საშ წლიური 5.23 -0.71 3.61 47.22 0.44 -0.42 0.44 0.51 3.85 45.03 5.71 0.12 5.67 -0.62 3.63 47.05 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დეპოზიტების დაზღვევის ფონდი და პორტფელის მართვა 2024 წლის იანვარ-დეკემბერში დეპოზიტების დაზღვევის ფონდში ბანკების მიერ რეგულარული სადაზღვევო შენატანის სახით 64 264 041 ლარი აკუმულირდა. კუპონის სახით და საქართველოს ეროვნულ ბანკში ერთდღიან დეპოზიტზე განთავსებული სახსრებიდან მიღებულმა შემოსავალმა შესაბამისად 19 651 700 ლარი და 713 936 ლარი შეადგინა. პირველადი სახის შენატანით მიღებული შემოსავალი 100 000 ლარი, ხოლო სხვა შემოსავლები 26 317 ლარი იყო(ცხრილი #11). 2024 წელს დაბრუნებული ფასიანი ქაღალდის მოცულობამ 42 664 000 ლარი შეადგინა ცხრილი #11: დეპოზიტების დაზღვევის ფონდის შემოსავლები, 2017-2024 წელი პირველადი შენატანი 2017 2018 2019 2020 2021 2022 2023 2024 სულ 1,600,000 0 0 0 0 100,000 100,000 100,000 1,900,000 დეპოზიტების დაზღვევის სისტემის რეგულარული სადაზღვევო შენატანი 0 13,843,674 16,787,385 22,687,212 30,674,444 37,678,392 42,393,708 64,264,041 228,328,855 სადღეღამისო სარგებელი 0 0 0 0 0 561,955 1,543,994 713,936 2,819,885 დაზღვევის ფონდში აკუმულირებული შესახებ“ საქართველოს კანონით კუპონი 0 349,391 1,541,832 3,436,201 5,229,436 8,477,992 13,101,777 19,651,700 51,788,329 სხვა შემოსავალი 0 0 0 0 0 0 0 26,317 26,317 სახსრები, სულ შემოსავალი 1,600,000 14,193,065 18,329,218 26,123,412 35,903,880 46,818,339 57,139,479 84,755,995 284,863,387 „დეპოზიტების გათვალისწინებული სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და წლიური საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, მიემართება ინვესტირებაზე. ფონდის დაცულობისა და ლიკვიდურობის შენარჩუნების მიზნით, სახსრების ინვესტირება მხოლოდ დაბალრისკიან აქტივებში, კერძოდ, სახაზინო ფასიან ქაღალდებში ხორციელდება. ასევე, სააგენტო თავისუფალ სახსრებს განათავსებს საქართველოს ეროვნულ ბანკში ერთდღიან დეპოზიტის ანგარიშზე, სადაც დასარიცხი წლიური საპროცენტო სარგებელი განსაზღვრულია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობით. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ყოველწლიური საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სახაზინო ფასიან ქაღალდებში 2024 წლის 31 დეკემბრის თვის მდგომარეობით 275 414 273 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, სადაც სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 266 854 000 ლარს, ხოლო საბალანსო ღირებულება 273 178 288 ლარს წარმოადგენს (ცხრილი #12). 15 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ცხრილი #12: დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს პორტფელი, დეკემბერი 2017 - დეკემბერი 2024 ა უ ქც იონ ის თ ა რიღ ი ნ ომ ინ ა ლუ რი ღ ირე ბ უ ლე ბ ა , ლა რი შ ე ს ყ იდვ ის ფა ს ი, ლა რი ვ ა დია ნ ობ ა ს ა რგ ე ბ ლის პროც ე ნ ტ ი კუ პონ ი (%) და ფა რვ ის თ ა რიღ ი 28.01.2020 486,000.00 482,596.22 5 წელი 9.300 9.125 30.05.2025 25.05.2020 1,500,000.00 1,544,742.13 5 წელი 9.125 9.125 30.05.2025 25.05.2020 1,500,000.00 1,552,166.86 5 წელი 9.000 9.125 30.05.2025 28.07.2020 1,500,000.00 1,552,990.21 5 წელი 8.600 9.125 30.05.2025 28.07.2020 1,500,000.00 1,558,913.96 5 წელი 8.500 9.125 30.05.2025 26.01.2021 2,000,000.00 2,006,075.61 5 წელი 8.050 8.125 28.01.2026 26.01.2021 2,000,000.00 2,002,022.69 5 წელი 8.100 8.125 28.01.2026 23.03.2021 2,380,000.00 2,374,634.55 5 წელი 8.500 8.125 28.01.2026 27.04.2021 770,000.00 767,182.06 5 წელი 8.750 8.125 28.01.2026 24.08.2021 1,950,000.00 1,880,711.09 5 წელი 9.300 8.125 28.01.2026 24.08.2021 2,000,000.00 1,935,884.70 5 წელი 9.200 8.125 28.01.2026 22.02.2022 4,000,000.00 4,068,182.18 5 წელი 9.500 9.750 27.01.2027 22.02.2022 1,700,000.00 1,715,830.87 5 წელი 9.700 9.750 27.01.2027 28.06.2022 4,650,000.00 4,783,690.81 5 წელი 10.100 9.750 27.01.2027 23.08.2022 730,000.00 736,785.10 5 წელი 9.700 9.750 27.01.2027 22.11.2022 5,000,000.00 5,287,609.44 5 წელი 8.990 9.750 27.01.2027 27.12.2022 5,000,000.00 5,355,937.79 5 წელი 8.850 9.750 27.01.2027 10.01.2023 3,000,000.00 3,061,902.13 5 წელი 8.750 8.125 28.01.2026 07.02.2023 2,000,000.00 1,973,226.71 5 წელი 8.750 8.125 28.01.2026 07.02.2023 5,000,000.00 4,939,419.77 5 წელი 8.700 8.125 28.01.2026 07.03.2023 5,000,000.00 4,984,514.50 5 წელი 8.600 8.125 28.01.2026 07.03.2023 5,000,000.00 4,989,505.97 5 წელი 8.560 8.125 28.01.2026 04.04.2023 20,000,000.00 20,092,715.36 5 წელი 8.550 8.125 28.01.2026 02.05.2023 10,000,000.00 10,111,627.04 5 წელი 8.550 8.125 28.01.2026 02.05.2023 10,000,000.00 10,099,732.77 5 წელი 8.600 8.125 28.01.2026 06.06.2023 3,000,000.00 3,065,069.65 5 წელი 8.450 8.125 28.01.2026 06.06.2023 2,000,000.00 2,041,069.23 5 წელი 8.500 8.125 28.01.2026 04.07.2023 5,000,000.00 5,403,437.04 5 წელი 8.500 9.750 27.01.2027 01.08.2023 4,000,000.00 4,167,382.08 5 წელი 8.400 9.750 27.01.2027 05.09.2023 5,000,000.00 5,265,014.87 5 წელი 8.300 9.750 27.01.2027 07.11.2023 10,000,000.00 10,677,657.34 5 წელი 8.300 9.750 27.01.2027 05.12.2023 5,000,000.00 5,371,966.12 5 წელი 8.300 9.750 27.01.2027 09.01.2024 25,000,000.00 27,102,232.86 5 წელი 8.250 9.750 27.01.2027 06.02.2024 3,188,000.00 3,321,672.11 5 წელი 8.250 9.750 27.01.2027 05.03.2024 15,000,000.00 15,765,311.56 5 წელი 8.150 9.750 27.01.2027 02.04.2024 5,000,000.00 5,319,281.91 5 წელი 7.900 9.750 27.01.2027 07.05.2024 7,000,000.00 7,504,278.88 5 წელი 7.900 9.750 27.01.2027 02.07.2024 14,000,000.00 14,760,869.65 10 წელი 9.000 9.375 18.01.2028 06.08.2024 14,000,000.00 14,225,970.72 10 წელი 9.000 9.375 18.01.2028 24.09.2024 5,000,000.00 5,022,018.27 5.5 წელი 8.300 8.250 28.08.2029 24.09.2024 5,000,000.00 5,002,215.79 5.5 წელი 8.400 8.250 28.08.2029 22.10.2024 14,000,000.00 14,137,956.58 5.5 წელი 8.330 8.250 28.08.2029 22.10.2024 14,000,000.00 14,148,930.09 5.5 წელი 8.300 8.250 28.08.2029 26.11.2024 7,000,000.00 7,115,906.95 5.5 წელი 8.350 8.250 28.08.2029 24.12.2024 6,000,000.00 6,137,430.88 5.5 წელი 8.350 8.250 28.08.2029 სულ 266,854,000 275,414,273 16 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 2024 წლის 4-6 ივლისს თბილისში გაიმართა დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) კონფერენცია „დეპოზიტების მზღეველები და საბანკო რეზოლუცია: არსებული ვითარება და სამომავლო გამოწვევები“. ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა ორიგანიზაციის ორი რეგიონალური - ევროპის და ევრაზიის კომიტეტის წლიური სხდომები. კონფერენციის თემა საბანკო რეზოლუციას და ამ პროცესში დეპოზიტების დაზღვევის ფონდების მონაწილეობას შეეხებოდა, ვინაიდან აღნიშნული საკითხი მიმდინარე ეტაპზე აქტუალურია მთელ მსოფლიოსა და საქართველოში. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სარეზოლუციო ჩარჩოს შემოღებამ, დღის წესრიგში დააყენა მასში დეპოზიტების დაზღვევის ფონდის პოტენციური ჩართულობის საკითხი. ამდენად, მნიშვნელოვანი გახდა ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, სხვადასხვა სცენარების შესახებ ინფორმაციის მიღება და ანალიზი. კონფერენციაში 30-მდე ქვეყნის 80-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა, როგორც დეპოზიტების დაზღვევის ფონდებიდან, ისე მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან. გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოს და ყირგიზეთის, ასევე, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკებს შორის. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ სარეზოლუციო ფონდის მართვა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს დანერგვის შემდგომ, ეროვნულ ბანკსა და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სარეზოლუციო ფონდის საინვესტიციო მართვას განახორციელებს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო. აღნიშნული უფლებამოსილების სამართლებრივი საფუძველი განისაზღვრა „სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და ინვესტირების, სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმებისა და წინასწარი შენატანის განხორციელების წესით“, 17 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ხოლო მხარეთა კონკრეტული უფლება-მოვალეობები და პროცესთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი თუ ტექნიკური დეტალები დარეგულირდება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სააგენტოს შორის შეთანხმებით. სარეზოლუციო ფონდის მართვის პროცესში, სააგენტო იხელმძღვანელებს დეპოზიტების დაზღვევის ფონდის მართვის პრინციპებით, რომელიც განსაზღვრულია კანონით და სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკით. საინფორმაციო კამპანია სადაზღვევო ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, 2024 წლის იანვარში ჩატარდა საინფორმაციო კამპანია. დამზადდა ანიმაციური ვიდეო-რგოლი, რომელიც გავრცელდება როგორც ტელევიზიის, ისე სოციალური მედიის საშუალებით. მომზადდა საინფორმაციო მასალების განახლებული დიზაინი და შინაარსი - დამზადდა სარეკლამო პოსტერი, ბუკლეტი და ფლაერი. კომერციულ ბანკებს მიეწოდათ განახლებული საინფორმაციო მასალები ფილიალებსა და მომსახურების ცენტრებში განთავსების მიზნით. შესაბამისი ცვლილება შევიდა „კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციაში“. ბანკებმა შესაბამისი ცვლილებები შეიტანეს, ასევე, კლიენტებთან ხელშეკრულებებსა და ვებ-გვერდებზე დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ განთავსებულ ცნობებში. კომერციული ბანკების ადგილზე გადამოწმება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო უფლებამოსილია „კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებისგან მიღებული კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორების მეშვეობით“ 18 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო („საქართველოს კანონი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“, მუხლი 4, პუნქტი 1, „ლ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, 2024 წლის მეოთხე კვარტალში ადგილზე გადამოწმდა შემდეგი კომერციული ბანკები: სს „კრედო ბანკი“, სს „ქართუ ბანკი“ და სს „პაშა ბანკი საქართველო“. შემოწმების მიზანს წარმოადგენდა „კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის” ინსტრუქციის თანახმად ბანკების მიერ სააგენტოსთვის მოწოდებული ყოველთვიური ინფორმაციის შედგენის პროგრამული უზრუნველყოფის და ბიზნეს-პროცესის გამართულობის გადამოწმება. გადამოწმების შედეგად გამოვლენილ ცალკეულ ხარვეზებთან დაკავშირებით, მათი აღმოფხვრის მიზნით, კომერციულ ბანკებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები. საერთო ჯამში, შედეგები დადებითად შეფასდა. 2024 წელს განხორციელებული სხვა მნიშვნელოვანი საქმიანობის მიმოხილვა რეზოლუციის ჩარჩოში დეპოზიტების დაზღვევის ფონდის მონაწილეობასთან და დეპოზიტების დაზღვევის მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ანალიტიკური სამუშაოები. სააგენტომ გამოხატა სურვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო რეზოლუციის დეპარტამენტთან ერთად, ჩაერთოს ტექნიკური დახმარების მისიაში, რომელსაც მსოფლიო ბანკი განახორციელებს. სააგენტო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩართულია დეპოზიტების მზღვეველთა ევროპული ფორუმის (EFDI) და დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და აქტივობებში. „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2024-2027 წლების სტრატეგიული გეგმის“ შესაბამისად, შემუშავდა 2025 წლის სამოქმედო გეგმა და განისაზღვრა შემდგომი წლის ძირითადი პრიორიტებები. 19 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ფინანსური მდგომარეობა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯები გაწერილია შესაბამისი წლის ბიუჯეტით და ფინანსდება დეპოზიტების დაზღვევის ფონდის სახსრებით. ფონდის შემოსავლების მთავარ ნაწილს წარმოადგენს კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული პირველადი შენატანები, რეგულარული სადაზღვევო შენატანები და საინვესტიციო საქმიანობისგან მიღებული სარგებელი. სააგენტოს აქვს ფონდის და ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში, რომლის საშუალებითაც ახორციელებს ანგარიშსწორებას კანონმდებლობის შესაბამისად. სააგენტოს 2024 წლის ბიუჯეტი, დამტკიცებული სააგენტოს უფროსის მიერ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, შეადგენდა 1 361 000 ლარს, ხოლო საკასო ხარჯმა შეადგინა 1 300 011 ლარი (ცხრილი #13). ცხრილი #13: დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ, 2024 წელი ს ს იპ დე პოზიტე ბის და ზღვ ე ვ ის ს ა ა გე ნ ტო გე გმ ა ვ ა ლდე ბულე ბა გა და ხდა ჯამური 1,361,000.00 1,316,354.13 1,300,011.13 ხარჯები 1,350,700.00 1,306,134.13 1,289,791.13 შრომის ანაზღაურება 542,002.00 498,691.50 498,691.50 საქონელი და მომსახურება 748,798.00 747,652.90 731,309.90 გრანტები 52,700.00 52,689.53 52,689.53 სოციალური უზრუნველყოფა 6,600.00 6,533.30 6,533.30 სხვა ხარჯები 600.00 566.90 566.90 არაფინანსური აქტივების ზრდა 10,300.00 10,220.00 10,220.00 20