სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ წარმოდგენილი, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-04
ბიუროს ნომერი 27
📜 ტექსტი
წერილი
N DIS02/32
27/02/2025
32-01-4-202502271706
საქართველოს პარლამენტი
მის: ქ. თბილისი, 0118, რუსთაველის გამზირი №8
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №826 დადგენილებით დამტკიცებული
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის“
მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოგიდგენთ სახელმწიფო
შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის საქმიანობის
შესახებ ინფორმაციას.
დანართი: 17 (ჩვიდმეტი) გვერდი
პატივისცემით,
ია შავერდოვი
საბჭოს თავმჯდომარე
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო
დანართი
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული
დავების განხილვის საბჭოს
2024 წლის
საქმიანობის შესახებ ინფორმაცია
თბილისი
2025
სარჩევი
1.
შესავალი ................................................................................................................................................ 4
2.
საბჭოში წარდგენილი საჩივრების შესახებ ინფორმაცია.............................................................. 4
2.1
საბჭოში გასაჩივრებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან
დაკავშირებული დავების (გარდა გამარტივებული შესყიდვისა) შესახებ ინფორმაცია ........... 4
2.1.1 საბჭოში წარდგენილი საჩივრების საფუძვლები.................................................................................. 5
2.1.2 დაუშვებლად ცნობილი საჩივრები......................................................................................................... 6
2.1.3 გახმობილი საჩივრები ............................................................................................................................... 6
2.1.4 დაზუსტებული საჩივრები ....................................................................................................................... 7
2.2
საბჭოში გასაჩივრებული გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების
დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია...................................... 8
2.2.1 გამარტივებული შესყიდვის საფუძვლები ............................................................................................ 9
2.2.2 დაზუსტებული საჩივრები ....................................................................................................................... 9
2.3
საბჭოში წარდგენილი საჩივრების სხვადასხვა სტატისტიკა ............................................... 9
- საბჭოში წარდგენილი საჩივრები სტატუსების, შესყიდვის საშუალებების და მეთოდების
მიხედვით.............................................................................................................................................................. 9
- გასაჩივრებული შესყიდვები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის
დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების მიხედვით ......................................................... 11
- საბჭოში წარდგენილი საჩივრები შესყიდვის ობიექტის კლასიფიკატორის კოდების მიხედვით .. 12
- საბჭოში გასაჩივრებული შესყიდვების საბოლოო სტატუსების შესახებ ინფორმაცია...................... 13
- საჩივრის წარდგენის საფასურის შესახებ ინფორმაცია ........................................................................... 14
- ინფორმაცია გასაჩივრებული შესყიდვების სავარაუდო ღირებულების შესახებ ............................... 15
3.
სასამართლო დავები .......................................................................................................................... 15
4.
საჯარო ინფორმაცია .......................................................................................................................... 16
5.
საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ზოგადი მონაცემები ............................................... 16
2
დიაგრამები
დიაგრამა 1: 2024 წელს საბჭოში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკა ......................................................... 5
დიაგრამა 2. 2024 წელს საბჭოში წარდგენილი საჩივრების საფუძვლები ........................................................ 5
დიაგრამა 3: 2024 წელს საბჭოში წარდგენილი 1 172 საჩივარი შესყიდვის საშუალებების და მეთოდების
მიხედვით ................................................................................................................................................................... 10
დიაგრამა 4: 2024 წელს საბჭოში წარდგენილი 1 172 საჩივარი სტატუსების მიხედვით ............................. 10
დიაგრამა 5: გასაჩივრებული შესყიდვები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის
დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების მიხედვით................................................................. 12
დიაგრამა 6: გასაჩივრებული შესყიდვების საბოლოო სტატუსების შესახებ ინფორმაცია.......................... 14
დიაგრამა 7: საჩივრის წარდგენის საფასური დაბრუნებული/ჩამოჭრილი თანხის მიხედვით ................. 15
ცხრილები
ცხრილი 1: 2024 წელს საბჭოში წარდგენილი საჩივრების დაუშვებლობის საფუძვლები............................. 6
ცხრილი 2: 2024 წელს საბჭოში წარდგენილი საჩივრების დაზუსტების საფუძვლები ................................. 7
ცხრილი 3: 2024 წელს საბჭოში წარდგენილი 1 172 საჩივარი სტატუსების, შესყიდვის საშუალებების და
მეთოდების მიხედვით ............................................................................................................................................... 9
ცხრილი 4: 2024 წელს საბჭოში წარდგენილი საჩივრები კლასიფიკატორის კოდების (CPV კოდი)
მიხედვით ................................................................................................................................................................... 12
ცხრილი 5: გასაჩივრებული შესყიდვების საბოლოო სტატუსების შესახებ ინფორმაცია............................ 13
3
1. შესავალი
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში - საბჭო)
„სახელმწიფო
შესყიდვების
შესახებ“
კანონის
საფუძველზე
შექმნილი
მიუკერძოებელი
და
დამოუკიდებელი ორგანოა. მისი მიზანია დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად
გადაწყვეტა. საბჭო შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 5 წლის ვადით დანიშნული 5
წევრისგან.
საბჭოს, საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით ჰყავს აპარატი, რომელიც კონკურენციის სააგენტოს
სტრუქტურული ერთეულია, თუმცა საბჭოს მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით საბჭოს აპარატი
ასრულებს მხოლოდ საბჭოს მითითებებს.
2. საბჭოში წარდგენილი საჩივრების შესახებ ინფორმაცია
საბჭო იხილავს როგორც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ასევე, „საჯარო
და
კერძო
თანამშრომლობის
შესახებ“
კანონით
გათვალისწინებული
შერჩევის
პროცესიდან
გამომდინარე წარმოშობილ დავებს.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე წარმოშობილი დავებიდან
2024 წელს საბჭომ განიხილა 1 172 საჩივარი. რაც შეეხება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
კანონით გათვალისწინებული შერჩევის პროცესიდან გამომდინარე დავებს, 2024 წელს ხსენებული
საბჭოში არ გასაჩივრებულა.
2.1 საბჭოში
გასაჩივრებული
სახელმწიფო
შესყიდვის
განხორციელებასთან
დაკავშირებული დავების (გარდა გამარტივებული შესყიდვისა) შესახებ ინფორმაცია
2024 წელს საბჭოში წარმოდგენილი იქნა 1164 საჩივარი (გარდა გამარტივებული შესყიდვისა),
რომელთაგან უმეტესი ნაწილი - 716 საჩივარი, გადაწყდა ბიზნესის სასარგებლოდ (სრულად და
ნაწილობრივ დაკმაყოფილებული საჩივრები), რაც შემოსული საჩივრების 62%-ს შეადგენს.
4
დიაგრამა 1: 2024 წელს საბჭოში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკა
10% 3%
სრულად დაკმაყოფილდა
(281)
24%
ნაწილობრივ
დაკმაყოფილდა (435)
25%
არ დაკმაყოფილდა (295)
38%
დაუშვებლად იქნა
ცნობილი (118)
გაუქმებული (35)
2.1.1 საბჭოში წარდგენილი საჩივრების საფუძვლები
2024 წელს საბჭოში წარმოდგენილი 1164 საჩივრიდან უმეტესობა - 988 საჩივარი ეხებოდა
სატენდერო/საკონკურსო კომისიების გადაწყვეტილებებს (977 საჩივარი) და ქმედებებს (11 საჩივარი),
ხოლო, 176 საჩივარი - სატენდერო/საკონკურსო პირობებს (იხ. დიაგრამა №2).
დიაგრამა 2. 2024 წელს საბჭოში წარდგენილი საჩივრების საფუძვლები
1000
900
800
700
600
500
988
400
300
200
100
176
0
სატენდერო/საკონკურსო პირობები
სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება
5
2.1.2 დაუშვებლად ცნობილი საჩივრები
2024 წელს, საბჭოში წარმოდგენილი 1164 საჩივრიდან 118 დაუშვებლად იქნა ცნობილი შემდეგი
საფუძვლებით:
ცხრილი 1: 2024 წელს საბჭოში წარდგენილი საჩივრების დაუშვებლობის საფუძვლები1
საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის დროისთვის უკვე
33
დადებული იყო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება
არ იქნა გამოსწორებული საბჭოს მიერ დადგენილი ხარვეზი
31
მომჩივანმა გაუშვა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა
30
გასულია შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო/საკონკურსო
კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრებისთვის დადგენილი
14
ვადა
გასულია სატენდერო/საკონკურსო პირობების გასაჩივრების ვადა
8
საჩივრის შინაარსს არ აქვს შერჩეული საჩივრის შესაბამისი
3
ფორმა
არ არსებობს დავის საგანი
1
2.1.3 გახმობილი საჩივრები
2024 წელს საბჭოში შემოსული 1164 საჩივრიდან 35 საჩივარი გახმობილი იქნა თავად მომჩივანის მიერ.
მომჩივანის მიერ საბჭოში გამოგზავნილ საჩივრის გამოხმობის შესახებ წერილებში გამოხმობის
საფუძვლად მითითებულია შემდეგი:
1 საჩივრის შემთხვევაში მითითებულია, რომ მომჩივანს საქმესთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს, 1
საჩივრის შემთხვევაში მითითებულია, რომ საჩივარმა დაკარგა აზრი, რადგან შემსყიდველი
ორგანიზაციის სატენდერო კომისიამ თავად გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, 1 საჩივრის
შემთხვევაში მითითებულია, რომ საჩივრის გამოხმობა გამოიწვია გარკვეული გარემოებების
შენიშვნა: საბჭოს მიერ მიღებულ საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ ერთ გადაწყვეტილებაში შესაძლებელია
მითითებული იყოს დაუშვებლობის რამდენიმე სხვადასხვა საფუძველი.
1
6
ცვლილებამ, ამავდროულად აღნიშნულია, რომ მომჩივანს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო
კომისიის მიმართ პრეტენზია არ აქვს, 8 საჩივრის შემთხვევაში მითითებულია, რომ მომჩივანს აღარ აქვს
საჩივრის განხილვის ინტერესი, ხოლო 24 საჩივრის შემთხვევაში არ არის დაკონკრეტებული საჩივრის
გამოხმობის კონკრეტული მიზეზ(ებ)ი.
2.1.4 დაზუსტებული საჩივრები
2024 წელს საბჭომ მიიღო 156 საჩივრის დაზუსტების შესახებ გადაწყვეტილება, რომელთაგან
30 საჩივრის შემთხვევაში მომჩივანმა არ დააზუსტა საჩივარი (გაუშვა ხარვეზის შესავსებად
განსაზღვრული ვადა), 31
შემთხვევაში საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი იმის გამო, რომ
მომჩივანმა არ გამოასწორა/არასრულყოფილად გამოასწორა საბჭოს მიერ დადგენილი ხარვეზი, 9
საჩივრის შემთხვევაში დასაშვებობის საკითხის განხილვის დროისთვის უკვე დადებული იყო
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რის გამოც ხსენებული დაზუსტებული საჩივრები
დაუშვებლად იქნა ცნობილი, 1 შემთხვევაში გასული იყო შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და
სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადა,
2 შემთხვევაში დაზუსტებული საჩივრის შინაარსს არ ჰქონდა შერჩეული საჩივრის შესაბამისი ფორმა,
ხოლო 83 შემთხვევაში მომჩივანმა გამოასწორა დადგენილი ხარვეზ(ებ)ი (დააზუსტა საჩივარი) და
საბჭომ წარმოებაში მიიღო ისინი.
ცხრილი 2: 2024 წელს საბჭოში წარდგენილი საჩივრების დაზუსტების საფუძვლები2
სათანადოდ არ იყო მითითებული სატენდერო/საკონკურსო პირობების
გასაჩივრებული ჩანაწერის შესახებ ინფორმაცია
7
სათანადოდ არ იყო მითითებული სატენდერო/საკონკურსო კომისიის
მიერ მიღებული სხდომის სადავო ოქმის/კანონმდებლობის
საწინააღმდეგო ქმედების შესახებ ინფორმაცია
23
სათანადოდ არ იყო მითითებული სატენდერო/საკონკურსო პირობების
კონკრეტული ჩანაწერი ან/და ნორმატიული აქტის შესაბამისი ნორმა
(მუხლი, პუნქტი/ნაწილი, ქვეპუნქტი), რომელთან/რომლებთან
შეუსაბამობა/შესაბამისობა დაადგინა სატენდერო/საკონკურსო კომისიამ
სადავო გადაწყვეტილებით
2
სათანადოდ არ იყო მითითებული ნორმატიული აქტის შესაბამისი ნორმა
(მუხლი, პუნქტი/ნაწილი, ქვეპუნქტი), რომელსაც ეწინააღმდეგებოდა
5
შენიშვნა: საბჭოს მიერ მიღებულ საჩივრის დაზუსტების შესახებ ერთ გადაწყვეტილებაში შესაძლებელია მითითებული იყოს
რამდენიმე სხვადასხვა დასაზუსტებელი საკითხი.
2
7
სატენდერო/საკონკურსო კომისიის სადავო გადაწყვეტილება/ქმედება ან
სატენდერო/საკონკურსო პირობების გასაჩივრებული ჩანაწერი
დეტალურად არ იყო დასაბუთებული თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა
გასაჩივრებული სატენდერო/საკონკურსო კომისიის სადავო
გადაწყვეტილება/ქმედება ან სატენდერო/საკონკურსო პირობების
გასაჩივრებული ჩანაწერი კანონმდებლობას
85
სათანადოდ არ იყო მითითებული საჩივრის მოთხოვნა
77
სათანადოდ არ იყო მითითებული საჩივრის წარმდგენი პირის შესახებ
ინფორმაცია, შესაბამისად ვერ დგინდებოდა თუ რამდენად
უფლებამოსილმა პირმა წარადგინა საჩივარი
11
წარდგენილი არ იყო საჩივრის წარმდგენის პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად ვერ
დგინდებოდა თუ რამდენად უფლებამოსილმა პირმა წარადგინა
საჩივარი
საჩივრის შინაარსს არ ჰქონდა შერჩეული საჩივრის შესაბამისი
ფორმა
18
7
2.2 საბჭოში გასაჩივრებული გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების
დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად
გასაჩივრებას
დაექვემდებარა
გამარტივებული
შესყიდვის
ხელშეკრულების
დადებასთან
დაკავშირებული გადაწყვეტილებაც, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება
შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის დირექტივით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს („ასოცირების
შესახებ შეთანხმების XVI დანართის განახლების შესახებ“ ევროკავშირი-საქართველოს ვაჭრობის
საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2019 წლის 18 ოქტომბრის №2/2019 გადაწყვეტილების შესაბამისად,
ასოცირების შეთანხმების XVI-A დანართით განსაზღვრულია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში
მოქმედი მონეტარული ზღვრები).
2024 წელს საბჭოში გასაჩივრდა 8 (რვა) გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან
დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომელთაგან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 6 საჩივარი, ხოლო
დაკმაყოფილდა - 2 საჩივარი.
8
2.2.1 გამარტივებული შესყიდვის საფუძვლები
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით
დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული
შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-3 მუხლში მითითებულია გამარტივებული შესყიდვის საფუძვლები.
2024 წელს საბჭოში გასაჩივრებული გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან
დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების საფუძველი იყო გადაუდებელი აუცილებლობა.
2.2.2 დაზუსტებული საჩივრები
2024 წელს საბჭომ მიიღო 1 საჩივრის დაზუსტების შესახებ გადაწყვეტილება. მომჩივანს საჩივრის
დაზუსტება დაევალა იმის გამო, რომ სათანადოდ არ იყო მითითებული საჩივრის მოთხოვნა. ხსენებულ
შემთხვევაში მომჩივანმა გამოასწორა დადგენილი ხარვეზი, რის შედეგადაც საჩივარი წარმოებაში იქნა
მიღებული.
2.3 საბჭოში წარდგენილი საჩივრების სხვადასხვა სტატისტიკა
- საბჭოში წარდგენილი საჩივრები სტატუსების, შესყიდვის საშუალებების და მეთოდების მიხედვით3
ცხრილი 3: 2024 წელს საბჭოში წარდგენილი 1 172 საჩივარი სტატუსების, შესყიდვის საშუალებების და
მეთოდების მიხედვით
წილი
შესყიდვის მეთოდი
სტატუსი
საჩივრების
SPA4
NAT 5
MEP 6
CNT 7
SMP 8
ჯამი
სრულ
ოდენობაში
დაკმაყოფილდა
17
264
0
0
1
282
24%
აღსანიშნია, რომ ე. წ. „DAP“ და „TEP“ მეთოდებით ჩატარებული ელექტრონული ტენდერები 2024 წელს საბჭოში არ
გასაჩივრებულა.
4 ელექტრონული ტენდერი, რომელიც ჩატარებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14
ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესით“ განსაზღვრული ნორმების
შესაბამისად.
5 ელექტრონული ტენდერი, რომელიც ჩატარებულია ელექტრონული ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, დამატებითი
რაუნდების გარეშე.
6 ელექტრონული ტენდერი, რომელიც ჩატარებულია ორ ეტაპად – ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით.
7 კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
8 გამარტივებული შესყიდვა.
3
9
ნაწილობრივ
21
413
0
1
7
442
38%
არ დაკმაყოფილდა
12
283
0
0
0
295
25%
დაუშვებელი
4
114
0
0
0
118
10%
გაუქმებული
3
31
0
1
0
35
3%
დაკმაყოფილდა
1 172
ჯამი
57
1105
0
2
8
წილი საჩივრების
სრულ ოდენობაში
5%
94%
0%
0.17%
0.7%
დიაგრამა 3: 2024 წელს საბჭოში წარდგენილი 1 172 საჩივარი შესყიდვის საშუალებების და მეთოდების
მიხედვით
შესყიდვის მეთოდების მიხედვით
94.0%
1200
100 %
1105
1000
80%
800
60%
600
40%
400
200
20%
5.86
0.0%
0.2%
0.7%
0%
57
0
2
8
0
-20%
SPA
NAT
MEP
შესყიდვის მეთოდები
CNT
წილი მთლიანში
დიაგრამა 4: 2024 წელს საბჭოში წარდგენილი 1 172 საჩივარი სტატუსების მიხედვით
10
SMP
600
413
400
264 283
200
0
172112
4 3
SPA
114
31
NAT
0 0 0 0
0
MEP
0 2 0 0
0
CNT
დაკმაყოფილდა
ნაწილობრივ დაკამყოფილდა
დაუშვებელი
გაუქმებული
1 7 0
0 0
SMP
არ დაკმაყოფილდა
- გასაჩივრებული შესყიდვები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის
დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების მიხედვით
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული
ზღვრებია:
- ერთგვაროვანი საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში – 143 000 ევროს ეკვივალენტი ლარში,
შესყიდვის გამოცხადების დღისთვის/გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების
დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების
მოდულში გამოქვეყნების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური
გაცვლითი კურსით.
- ერთგვაროვანი სამუშაოს შემთხვევაში – 5 538 000 ევროს ეკვივალენტი ლარში, შესყიდვის
გამოცხადების დღისთვის/გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან
დაკავშირებული გადაწყვეტილების სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში
გამოქვეყნების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი
კურსით.
იმ გასაჩივრებული შესყიდვების რაოდენობა, რომელთა სავარაუდო ღირებულება სახელმწიფო
შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე
ნაკლებია შეადგენს 887, ხოლო, გასაჩივრებული შესყიდვების რაოდენობა, რომელთა სავარაუდო
ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის
დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს - 2859.
9
8 საჩივარი ეხება გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.
11
დიაგრამა 5: გასაჩივრებული შესყიდვები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის
დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების მიხედვით
800
600
887
400
285
200
0
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მონეტარულ ზღვრებს შეადგენს ან აღემატება
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია
- საბჭოში წარდგენილი საჩივრები შესყიდვის ობიექტის კლასიფიკატორის კოდების მიხედვით
ცხრილი 4: 2024 წელს საბჭოში წარდგენილი საჩივრები კლასიფიკატორის კოდების (CPV კოდი) მიხედვით
2024
წელს
საბჭოში
გასაჩივრდა
109
სხვადასხვა
კლასიფიკატორის
კოდზე
(CPV
კოდი)10
გამოცხადებული შესყიდვა. ყველაზე ხშირად გასაჩივრებული ტენდერები გამოცხადებულია შემდეგ
კლასიფიკატორის კოდებზე:
კლასიფიკატორის
კოდი
შესყიდვის ობიექტის დასახელება
რაოდენობა
45200000
მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და
სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
179
30200000
კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
49
50100000
სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან
დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება,
ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული
მომსახურებები
გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები
47
31500000
10
44
კლასიფიკატორის კოდით (CPV კოდი) ხდება შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირება და ერთგვაროვნების დადგენა.
12
79500000
ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან
დაკავშირებული მომსახურებები
44
18200000
გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
42
33100000
სამედიცინო მოწყობილობები
36
34100000
ავტოსატრანსპორტო საშუალებები
35
45400000
შენობის დასრულების სამუშაოები
32
30100000
საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და
საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა
და ავეჯის გარდა
ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური
გათბობის რადიატორები და ბოილერები
საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი
მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
31
მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანები და მათი
(მათთან დაკავშირებული) ნაწილები
25
44600000
35100000
66500000
43200000
28
27
26
- საბჭოში გასაჩივრებული შესყიდვების საბოლოო სტატუსების შესახებ ინფორმაცია
ცხრილი 5: გასაჩივრებული შესყიდვების საბოლოო სტატუსების შესახებ ინფორმაცია11
შესყიდვის სტატუსი
11
რაოდენობა
ხელშეკრულება დადებულია
681
ტენდერი შეწყვეტილია
304
ტენდერი დასრულებულია უარყოფითი შედეგით
134
ტენდერი არ შედგა
15
შერჩევა-შეფასება
26
მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება
4
ინფორმაცია მითითებულია 2024 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით
13
დიაგრამა 6: გასაჩივრებული შესყიდვების საბოლოო სტატუსების შესახებ ინფორმაცია
ხელშეკრულება დადებულია (681)
1% 2% 0%
ტენდერი შეწყვეტილია (304)
12%
26%
59%
ტენდერი დასრულებულია
უარყოფითი შედეგით (134)
ტენდერი არ შედგა (15)
შერჩევა-შეფასება (26)
მიმდინარეობს ხელშეკრულების
მომზადება (4)
- საჩივრის წარდგენის საფასურის შესახებ ინფორმაცია
საბჭოსთვის საჩივრის წარსადგენად დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური. სახელმწიფო
შესყიდვასთან დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში საჩივრის წარდგენის საფასურის ოდენობა
შეადგენს სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, (გამარტივებული შესყიდვის
შემთხვევაში – გამარტივებული შესყიდვის ღირებულების 2%), მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა და არა
უმეტეს 500 ლარისა. აქვე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის
№826 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების
განხილვის საბჭოს რეგლამენტის მე-13 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საჩივრის წარდგენის
საფასური არ გადაიხდება, თუ საჩივარი ეხება ამავე რეგლამენტის მე-9 მუხლის მეორე პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს.
საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ
დაკმაყოფილდება. თუ მომჩივანმა გამოიხმო საჩივარი, საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება:
სრული ოდენობით − თუ საჩივარი გამოხმობილია საბჭოს სხდომის გამართვამდე და ნახევარი
ოდენობით − თუ საჩივარი გამოხმობილია საბჭოს სხდომაზე ან მისი გამართვის შემდეგ. საჩივრის
წარდგენის საფასური მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
2024 წელს საჩივრის წარდგენის საფასური გადახდილი იქნა 961 საჩივარზე, რამაც ჯამში შეადგინა 438
485 ლარი.
14
ხსენებული თანხიდან მომჩივანს უკან დაუბრუნდა 315 650 ლარი (692 საჩივარი სრულად (313 150
ლარი), ხოლო 10 საჩივრის შემთხვევაში 50% (2 500ლარი)), ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართა 122 835 ლარი (259 საჩივარი სრულად (120 335 ლარი), ხოლო 10 საჩივრის შემთხვევაში 50% (2 500 ლარი)).
დიაგრამა 7: საჩივრის წარდგენის საფასური დაბრუნებული/ჩამოჭრილი თანხის მიხედვით
350000
315650
300000
250000
200000
122835
150000
100000
50000
0
თანხა დაუბრუნდა
მომჩივანს (ლარი)
თანხა მიემართა
სახელმწიფო ბიუჯეტში
(ლარი
- ინფორმაცია გასაჩივრებული შესყიდვების სავარაუდო ღირებულების შესახებ
2024 წელს გასაჩივრებული 1172 შესყიდვის სავარაუდო ღირებულებების ჯამი შეადგენს - 2 152 097 550
ლარს, ამასთან გასაჩივრებული შესყიდვის ყველაზე მაღალი „შესყიდვის სავარაუდო ღირებულება“
შეადგენს - 79 437 627.00 ლარს, ხოლო ყველაზე დაბალი კი - 40 ლარს12.
3. სასამართლო დავები13
2024 წელს გასაჩივრდა საბჭოს მიერ მიღებული 19 გადაწყვეტილება, ამავე წელს საბჭომ მოამზადა და
სასამართლოში გააგზავნა 22 შესაგებელი ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად.
2024 წელს საბჭოს მონაწილეობით გაიმართა 6 სასამართლო პროცესი.
2024 წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად განიხილა 1 სასამართლო დავა და
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ასევე, 1 სასამართლო დავა. ორივე საქმე დასრულდა დავების
12
13
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება
ინფორმაცია მითითებულია 2025 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით
15
საბჭოს სასარგებლოდ - სარჩელი/სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (2025 წლის 21 თებერვლის
მდგომარეობით გადაწყვეტილებები არ არის შესული კანონიერ ძალაში).
2024 წელს, 4 სასამართლო საქმეზე, მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი, აღნიშნულ საქმეებზე სარჩელის
განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებები შესულია კანონიერ ძალაში.
2024 წელს, 2 სასამართლო საქმეზე, საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის წარმოება შეწყდა
სარჩელის დაუშვებლობის მოტივით, აღნიშნულ საქმეებზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
განჩინებები შესულია კანონიერ ძალაში.
4. საჯარო ინფორმაცია
2023 წლის 10 დეკემბრიდან 2024 წლის 10 დეკემბრამდე საბჭოში დადგენილ ვადაში პასუხი გაეცა
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით წარმოდგენილ 8 განცხადებას. ამასთან, არ დაფიქსირებულა
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა. 5 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა,
ხოლო 3 შემთხვევაში ინფორმაცია დაუბრუნდა ადრესატს დასაზუსტებლად. საბჭოს არ უთქვამს უარი
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ასევე, არ დაფიქსირებულა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის
მოთხოვნა.
საჯარო ინფორმაციის გაცემისას საბჭო ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
5. საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ზოგადი მონაცემები
2024 წელს რეაგირება განხორციელდა საბჭოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (disputes@gcca.gov.ge)
შემოსულ 1 693 წერილზე;
2024 წელს საბჭოს ოფიციალური ელ. ფოსტის საშუალებით (disputes@gcca.gov.ge) გაიგზავნა 2 488
წერილი;
2024 წელს რეაგირება განხორციელდა eDocument-ის საშუალებით შემოსულ 2 159 წერილზე;
2024 წელს eDocument-ის საშუალებით გაიგზავნა 173 წერილი;
2024 წელს საჭიროების მიხედვით მომზადდა შესაბამისი დოკუმენტები 692 საჩივრის წარდგენის
საფასურის სრული ოდენობით უკან დაბრუნების შესახებ და 10 საჩივრის წარდგენის საფასურის
ნახევარი ოდენობით უკან დაბრუნების შესახებ.
2024 წლის განმავლობაში საბჭომ და საბჭოს აპარატმა მონაწილეობა მიიღეს ხორვატიის
„სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებზე ზედამხედველობის სახელმწიფო კომისიის“14 მიერ
14
State Commission for Supervision of Public Procurement Procedures
16
ორგანიზებული კონფერენციაში - „სახელმწიფო შესყიდვები ევროკავშირში - უახლესი მოვლენები
და
პერსპექტივები“15
და
Open
Contracting
Partnership-ის
(OCP),
იტალიის
ეროვნული
ანტიკორუფციული ორგანოს (ANAC) და ალბანეთის საჯარო შესყიდვების კომისიის (KPP)
ორგანიზებით 2024 წლის 12-13 სექტემბერს რომში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში
თემაზე „მომავალი თაობის შესყიდვები“ (Next Generation Procurement).
15
Public procurement in EU - recent developments and perspectives
17