სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა
📋 განხილვის ეტაპები
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 2
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
2/28/25, 2:45 PM
საქართველოს პარლამენტი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
19 თებერვალი 2025 16:00
2025 წლის 19 თებერვალი
პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
დღის წესრიგი
სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და
2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა;
მომხსენებელი: ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორი - პროფ. ნუგზარ
ანთელავა.
https://parliament.ge/media/announcement/3139?local=true
1/2
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი N2
2025 წლის 19 თებერვალი,
პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ;
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ზარქუა.
სხდომას ესწრებოდნენ:
დიასპორისა
და
კავკასიის
საკითხთა
კომიტეტის
წევრები:
გივი
ჭიჭინაძე,
ირმა
ზავრადაშვილი, ნოდარ ტურძელაძე, თორნიკე ბერეკაშვილი, ეკატერინე ჭიჭინაძე, გოჩა
ენუქიძე, სოზარ სუბარი, ილია ინჯია.
სხდომას არ ესწრებოდა:
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და
კავკასიის საკითხთა კომიტეტის 9 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ:
კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები.
დღის წესრიგი
სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და
2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა.
მომხსენებელი: ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორი - პროფ. ნუგზარ
ანთელავა.
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის
წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები
არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.
მომხსენებელმა ისაუბრა
საქმიანობის შესახებ.
ჩერქეზული
(ადიღეური)
კულტურის
ცენტრის
ზოგადი
მისი განცხადებით სახელმწიფოს მშვიდობიანი არსებობის, მდგრადობისა და განვითარების
ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერი და უზრუნველმყოფელი განათლებისა და მეცნიერების
სისტემაა. ამ სისტემის სრულფასოვანი მოქმედების, წარმატებისა და სტაბილურობისათვის
ზრუნვა სახელმწიფოში არსებული ყველა სამეცნიერო-კულტურული დაწესებულების
ვალდებულებაა. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ჩერქეზული (ადიღეური)
კულტურის ცენტრიც საფუძვლიანად იზიარებს ამ მისიის არსს და მასზე დაყრდნობით
აყალიბებს თავის სამეცნიერო-კვლევით თუ კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას.
ცენტრის კონცეპტუალური მოსაზრებების გეგმიურად რეალიზება, გრძელვადიანი თუ
მიმდინარე მიზნების განმახორციელებელი საქმიანობის ანალიზი, სწორი მენეჯმენტის
შემუშავება, ბიუჯეტის ოპტიმალური დაგეგმვა, დამატებითი ფინანსური რესურსის ძიება ცენტრის წინაშე მდგარი პირველი რიგის ამოცანებია. ინდივიდუალური თუ ჯგუფური
მუშაობის შედეგად, უდიდესი ძალისხმევის ფასად, ამ გამოწვევებს ცენტრი დღემდე
წარმატებით ართმევს თავს და, მშვიდობიანი მომავლის სტრატეგიის გააზრებით,
საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციის ჩარჩოებში, მომავალში განსახორციელებელი
სამოქმედო გეგმაც უფრო დიდი შემართებით ისახება.
ნუგზარ ანთელავას განცხადებით, სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი,
რომელსაც ამა წლის 16 თებერვალს 13 წელი შეუსრულდა, მართალია, სტრუქტურულად
საკმაოდ პატარა დაწესებულებაა, მაგრამ თვისობრივად და ფუნქციურად მეტად აქტიურ,
ამბიციურ ორგანიზაციას წარმოადგენს, რასაც მოწმობს მისი ეგიდით განხორციელებული
სამეცნიერო და კულტურულ ღონისძიებათა გეოგრაფია, სოლიდური პარტნიორული
სპექტრი, ბეჭდურ გამოცემათა სიუხვე და მრავალფეროვნება.
დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციის დოსიე ითვლის: 60-მდე ბეჭდურ პუბლიკაციას
(ფუნდამენტური ხასიათის საავტორო მონოგრაფიები, ავტორთა ნაშრომების კრებულები,
ფუნდამენტური კვლევითი პროექტების ანგარიშები, კონფერენციათა და სესიათა მასალები,
უცხოელ მკვლევართა ნაშრომებისა და კავკასიის ხალხთა მხატვრული ჟანრის
ლიტერატურის თარგმანები და სხვ.), ორ ათეულზე მეტ გამოფენას (ფერწერული
ნამუშევრები, საარქივო დოკუმენტები, რარიტეტული გამოცემები, პოეტური კრებულები,
დეკორაციები და სუვენირები, თოჯინები, ნაციონალური კოსტუმები, კავკასიური
თავსაბურავები, ეროვნული სამზარეულო და სხვ.), საერთაშორისო სტატუსის მქონე
სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს, შემეცნებით-საგანმანათლებლო სემინარებსა
და სადარგთაშორისო სამეცნიერო სესიებს, ლიტერატურულ ფესტივალებს, მიძღვნით
შემოქმედებით საღამოებს, ფორუმებს, საზაფხულო სკოლებსა და კვირეულებს.
ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ კვლევებში ძირითადი ადგილი ეთმობა ჩერქეზი
ხალხის ეთნოკულტურის, ენების, ისტორიის მეცნიერულ შესწავლასა და პროპაგანდას
საერთაშორისო მასშტაბით, თუმცა ბრძანებულებაში „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის შექმნის შესახებ“ იმთავითვე
აღნიშნული იყო, რომ ორგანიზაციის მიზანი, აგრეთვე, უნდა ყოფილიყო სრულიად
ჩრდილოკავკასიის ხალხთა და თვითმყოფად კულტურათა შორის დიალოგის დაწყება:
საქართველოს ინტელექტუალური რესურსის გააქტიურება, მეცნიერებისა და კულტურის
თვალსაჩინო წარმომადგენლების, ასევე უცხოეთში არსებული კავკასიოლოგიური
ცენტრების გაერთიანება კავკასიის რეგიონში უფრო ინტენსიური და შედეგებზე
ორიენტირებული
თანამშრომლობის
მისაღწევად.
სწორედ
ამ
კონცეპტუალური
მოსაზრებების შინაარსზე დაყრდნობით, ორგანიზაციის ინტერესთა სფეროში შემოდის,
ჩერქეზების გარდა, ყველა სხვა კავკასიელი ხალხი: აფხაზები, აბაზები, ინგუშები, ჩეჩნები,
დაღესტნელები, ოსები და სხვები.
მომხსენებლის განმარტებით, ჩერქეზული კულტურის ცენტრს მჭიდრო კავშირი აქვს
მსოფლიოს 40 ნქვეყანაში მცხოვრები დაახლოებით 7-მილიონიანი ჩერქეზული დიასპორის
წარმომადგენლებთან; ცენტრი ყოველწლიურად აღნიშნავს ჩერქეზთა და ზემოჩამოთვლილ
სხვა კავკასიელ ხალხთა ნაციონალური მნიშვნელობის ისტორიულ თარიღებს; ეწევა აქტიურ
საგამომცემლო საქმიანობას წმინდა სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, მხატვრულლიტერატურული მიმართულებით; ქმნის ნოყიერ ნიადაგს მომავლის პერსპექტივაზე
გათვლით; მიიჩნევს, რომ ჩრდილოკავკასიის ერებთან კეთილმეზობლური ურთიერთობა
მხოლოდ რეგიონის პრობლემატიკის კვალიფიციურ ცოდნას ეფუძნება, საამისოდ კი
აუცილებელია თითოეული კავკასიელი ხალხის ენის, ისტორიის, კულტურის,
ეთნოფსიქოლოგიის მაღალპროფესიონალური შესწავლა.
იდეური მოკავშირეების ძიება და მონათესავე ინსტიტუტებისაგან მხარდაჭერისა და
აღიარების მოპოვებისათვის ზრუნვა ყოველი ამბიციური ორგანიზაციის მიზანსწრაფვაა.
ჩერქეზული კულტურის ცენტრი მუდამ ჯეროვან ყურადღებას მიაპყრობდა საერთაშორისო
თუ ადგილობრივ, პოტენციურ პარტნიორებთან კავშირების დამყარებას, რაც იმთავითვე
ურთიერთსარგებლიანობის პრინციპს ეფუძნებოდა და ეფუძნება.
ნუგზარ ანთელავას განცხადებით, თანამოაზრეთა შემოსაკრებად მუშაობა ორგანიზაციის
გახსნის პირველივე წელს წარიმართა. ურთიერთგაგების მემორანდუმის ფორმატში
თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა საქრთველოს, ჩრდილოეთ კავკასიის, აშშ-ის,
პოლონეთის, იორდანიის, შვედეთის, ისრაელის არაერთ კვლევით, საზოგადოებრივკულტურულ და საგანმანათლებლო ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: აშშ-ის ერთერთი უმსხვილესი პოლიტიკური კვლევის ცენტრი „ჯეიმსთაუნის საერთაშორისო ფონდი“
(2012 წ.), სართაშორისო ჩერქეზული კონსილიუმი (2012), ჩერქეზ ბანოვანთა ასოციაცია
(2012), პოლონეთის ხატების მუზეუმი (2012), სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი
(2012), აფხაზური სახლი (2013), ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია (2013), სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტი (2014), საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
(2015), თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2016),
იერუსალიმის აღმოსავლური პარტნიორობის ინსტიტუტი (2016), ყოველთვიური
საზოგადოებრივ-ლიტერატურული
ჟურნალი
„ცისკარი
1852“
(2017).
გაზეთი
„ლიტერატურილი საქართველო). (2023).
ზემოჩამოთვლილ პარტნიორთაგან ბევრთან კავშირი ცენტრისთვის ფრიად შედეგიანი
აღმოჩნდა, მაგალითისათვის: საერთაშორისო ჩერქეზული კონსილიუმისა და
ჩერქეზ
ბანოვანთა ასოციაციის დაფინანსებით განხორციელდა და კვლავაც რეალიზდება რამდენიმე
მნიშვნელოვანი პროექტი, კერძოდ, ცენტრში მომზადებული რამდენიმე ბეჭდური წიგნის
გამოცემა.
ცალკე უნდა ითქვას შვედეთის სამეფოს საუნივერსიტეტო ქალაქების - მალმოსა და ლუნდის
- სამეცნიერო წრეებთან ურთიერთობის თაობაზე. მალმოსა და ლუნდის უნივერსიტეტები,
სადაც აქტიურად მუშაობენ მეციერ-კავკასიოლოგები, გვამარაგებენ უახლესი სამეცნიერო
ლიტერატურით; გვიწვევენ სამეცნიერო კონფერენციებზე, მონაწილეობენ ჩვენს მიერ
გამართულ ფორუმებში; მალმოსა და ლუნდის უნივერესიტეტებში 8-თვიანი სამაგისტრო
კურსი ჩვენი ცენტრის ოთხმა თანამშრომელმა უფასოდ გაიარა.
მომხსენებელმა ასევე, ისაუბრა ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ 2023-2024 წლებში
გაწეული საქმიანობის შესახებ.
მისი განცხადებით, ძალზე ნაყოფიერი იყო ჩერქეზული კულტურის ცენტრის კვლევითი
საქმიანობა 2023 წელს. გამოქვეყნდა შოთა რუსთაველის
საქართველოს ეროვნული
სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამი მონოგრაფია - „კავკასიის ხალხები,
კულტურები, ენები“ (ავტორები: ნუგზარ ანთელავა, მერაბ ჩუხუა, მაგომედხან
მაგომედხანოვი), „ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია“ (ავტორები:
ნუგზარ ანთელავა, მანანა ბუკია, ირმა კვაშილავა, მერაბ ჩუხუა), „ეთნოლინგვისტურ
ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი“ (ავტორები: ნუგზარ ანთელავა, მანანა ბუკია, მერაბ
ჩუხუა).
2023 წელს ჩატარდა ერთი საერთაშორისო და ერთიც ადგილობრივი სამეცნიერო
კონფერენციები და ერთი საერთაშორისო სამეცნიერო სესია, რომლებიც კავკასიურ
თემატიკაზე იყო ბაზირებული. კონფერენციებსა და სესიაში მონაწილეობა მიიღეს როგორც
კავკასიის რესპუბლიკებიდან ჩამოსულმა მკვლევარებმა, ისე თურქეთის, შვედეთის,
პოლონეთის კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა.
2017 წლიდან ჩერქეული კულტურის ცენტრი ანაკლიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
ატარებს კავკასიური პოეზიის ფესტივალს მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური
მხარდაჭერით. ეს ღონისძიება მოეწყო 2023 წელსაც. ფესტივალში, რომელიც კავკასიური
სამუსიკო ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის თანხლებით წარიმართა და ქართულ, აფხაზურ,
ოსურ, აბაზურ, ჩერქეზულ, ინგუშურ, ჩეჩნურ, დაღესტნურ და რუსულ ენებზე წარიმართა.
მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და ჩრდილოკავკასიელმა პოეტებმა, პროზაიკოსებმა და
ლიტერატურისმცოდნეებმა.
ჩერქეზული კულტურის ცენტრის 2023 წლის აქტივობებიდან აღსანიშნავია ყველა ის
ღონისძიება, რომელიც ჩერქეზებისა და კავკასიის სხვა ხალხების ეროვნული მნიშვნელობის
ისტორიულ თარიღებს უკავშირდება. ყოველ ასეთ ღონისძიებაზე ჩრდილოკავკასიელებიც
არიან მოწვეულნი.
ყველა ზემოაღნიშნული ღონისძიება 2024 წელსაც გაგრძელდა. აღინიშნა:
1. ჩერქეზული ენისა და კულტურის დღე (14 მარტი)
2. ჩერქეზული დროშის დღე (25 აპრილი)
3. ჩერქეზთა გენოციდის დღე (21 მაისი), რომელიც თანხლებული იყო საქართველოს
ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცული ჩერქეზული ტრადიციული საბრძოლო
იარაღების გამოფენით.
4. ჩატარდა ერთი საერთაშორისო და ერთიც ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციები
და ერთი საერთაშორისო სამეცნიერო სესია.
კომიტეტის სხდომის ფარგლებში, ნუგზარ ანთელავამ კომიტეტის წევრებს გააცნო ცენტრის
მიერ 2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.
მისი განცხადებით, უკვე დაფუძნდა სერიული გამოცემა „კავკასიური ეტიუდები“, აგრეთვე,
ჩერქეზული კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო უნივერსიტეტი, სადაც ლექციებს
წაიკითხავენ ცნობილი ქართველი და ჩრდილოკავკასიელი მეცნიერები, რომელთა
მსმენელები იქნებიან კავკასიის ხალხთა ისტორიითა და კულტურით დაინტერესებული
ნებისმიერი ასაკის მოქალაქეები. გარდა ამისა, დამკვიდრდა და ტრადიციად იქცა საჯარო
მოხსენებები როგორც ცენტრში, ისე პარტნიორ კვლევით ორგანიზაციებში.
თებერვლის თვეში წაკითხულ იქნა ორი მოხსენება. პირველი გახლდათ
„ინგუშთა
ეროვნული იდენტობის რელიგიური მარკერის ფორმირების პროცესი XVIII-XIX
საუკუნეებში“, ხოლო მეორე - „ისტორია და მითი ფრანკლინ ანკერსმიტის ფილოსოფიურ
კონცეფციაში“.
მისი განმარტებით 2025 წლისთვის იგეგმება შემდეგი აქტივობები:
უკვე შეიქმნა და გამოსაცემად
ბიბლიოგრაფია“.
მომზადდება
დიდი მოცულობის წიგნი „ჩერქეზული
აგრეთვე, გამოსაცემად უნდა მომზადდეს დასრულებული
„ჩერქეზეთი და ჩერქეზები დიმიტრი ერმაკოვის შემოქმედებაში“.
მონოგრაფია-ალბომი
-
დაწყებულია მუშაობა მონოგრაფიაზე - „მამაკაცური და ქალური სუბკულტურები კავკასიაში
(ტრადიცია და თანამედროვეობა)“რომელიც ამა წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში უნდა
დასრულდეს.
იგეგმება ჩერქეზი მხატვრების ნამუშევრების გამოფენის მოწყობა;
იგეგმება თბილისის სახელმწიფო უნივერშიტეტში ჩატარდეს ახალგაზრდა კავკასიოლოგთა
II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „კავკასიის ხალხების ეთნოგენეზის
პრობლემები“
იგეგმება ჩატარდეს ორი ფესტივალი: ერთი ესაა ტრადიციად ქცეული „კავკასიური პოეზიის
ფესტივალი“ და „კავკასიური იავნანების ფესტივალი“ სახელმწიფო კონსერვატორიის
ჩართულობით.
შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარსადგენად
მომზადდა ფუნდამენტური ხასიათის საკონკურსო კვლევითი პროექტი - „პრეისტორიული
და ძველი კავკასიის ანთროპოლოგიური პორტრეტი“, რომელიც მიზნად ისახავს
პალეოკავკასიური ანთროპოლოგიური სამყაროს რეკონსტრუქციას. პროექტის ფარგლებში
კავკასიელი ხალხებისა და ენების გენეტიკური წარმომავლობისა და კულტურათა
ურთიერთმიმართების პრობლემა კომპლექსურად იქნება შესწავლილი ლინგვისტურ,
ეთნოლოგიურ, არქეოლოგიურ და პალეობიოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით.
ირაკლი ზარქუამ მადლობა გადაუხადა ნუგზარ ანთელავას საინტერესო მოხსენებისთვის და
აღნიშნა, რომ ჩერქეზები გამორჩეული კულტურის და ტრადიციების მქონე ხალხია და ჩვენს
შორის ბევრი მსგავსება არსებობს - სტუმარ-მასპინძლობა, ვაჟკაცობა, კავკასიური სისხლი და
ა. შ.
მისი განცხადებით 13 წელია რაც სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი
მოქმედებს და ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება აქვთ განხორციელებული. იგი,
ასევე, დაინტერესდა საქართველოში მცხოვრები ჩერქეზების რაოდენობის შესახებ.
ილია ინჯია დაინტერესდა ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური საზაფხულო სკოლების
გამართვის მიმართულებით. რა შედეგები დადგა ამ საზაფხულო სკოლების ჩატარებით და
მომავალშიც თუ იგეგმება ანალოგიური პროექტის განხოციელება.
ნოდარ ტურძელაძემ აღნიშნა, რომ ჩერქეზული კულტურის ცენტრი ძალიან დიდ საქმეს
აკეთებს. მისი განცხადებით წლების განმავლოობაში ჰქონდა ბედნიერება, ჩაგვეტარებინა
არაერთი საკომიტეტო მოსმენა და მიგვეღო სხვადასხვა გადაწყვეტილება.
ნოდარ ტურძელაძე დაინტერესდა დაგეგმილი ღონისძიებით
- კავკასიელ ხალხთა
იავნანების ფესტივალი, რომლის ჩატარებაც იგეგმება მიმდინარე წელს. მან გამოთქვა
სურვილი, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზების
საკითხებში და კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალური დახმარება გაწიოს ფესტივალის
იდეალურად ჩატარების მიზნით.
ირმა ზავრადაშვილი დაინტერესდა სხვადასხვა პროგრამის განხორციელების და დაგეგმვის
პროცესში, რა კრიტერიუმებით ენიჭება პრიორიტეტები ამა თუ იმ პროექტს/პროგრამას. მისი
განცხადებით, მას როგორც მშობელს და ხელისუფლების წარმომადგენელს, მიაჩნია, რომ
საზაფხულო სკოლის გამართვა უნდა გახდეს კიდევ უფრო პრიორიტეტული მიმართულება,
რამეთუ ჩვენი ახალგაზრდების დაახლოება განსაკუთრებით შეუწყობს ხელს ჩვენს
დამეგობრებას, გაყინული ურთიერთობების აღდგენას და შესაძლებელია დაკარგული
ტერიტორიების დაბრუნებასაც.
ირმა ზავრადაშვილი, ასევე, დაინტერესდა თუ არის ხელმისაწვდომი ჩერქეზული
კულტურის ცენტრის მიერ მომზადებული და გამოცემული ნაშრომები/წიგნები.
მომხსენებელმა სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
კომიტეტმა გადაწყვიტა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა
ცნობად მიიღო ინფორმაცია სსიპ
ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და
2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.
სხდომის თავმჯდომარე:
ირაკლი ზარქუა
სხდომის მდივანი:
ბექა ბიძინაშვილი