საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის ინფორმაცია 2025 წლის 4 მარტის თებერვლის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ რურუას არჩევის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
სპორტის კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-03-04
კომიტეტის სხდომის ნომერი 8
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
3/4/25, 11:33 AM
საქართველოს პარლამენტი
სპორტის კომიტეტის სხდომა
თარიღი
04 მარტი 2025 11:00
2025 წლის 4 მარტი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N224
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე - ვიქტორ სანიკიძე.
https://parliament.ge/print/announcement/3166?local=true
1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომის
ოქმი N8
2025 წლის 4 მარტი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
კომიტეტის სათათბირო ოთახი N224
(C კორპუსი, II სართული)
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე;
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: შოთა ხაბარელი, დავით კაჭარავა, ლაშა
ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ზურაბ რურუა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვარლამ
ლიპარტელიანი;
სხდომას ასევე ესწრებოდნენ სპორტის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები;
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტის კომიტეტის 8 წევრის დასწრებით.
დღის წესრიგი:
სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საპარლამენტო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი კანდიდატურის არჩევა
/მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - ვიქტორ სანიკიძე/
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი;
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის თაობაზე მოისმინეს: კომიტეტის
თავმჯდომარემ ვიქტორ სანიკიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო საპარლამენტო ფრაქცია
,,ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად, წარმოდგენილი განცხადება კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილის თანამდებობაზე ზურაბ რურუას კანდიდატურის წარდგენის თაობაზე.
გადაწყვიტეს: სპორტის კომიტეტის წევრებმა ღია კენჭისყრის შედეგად, სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით, მხარი დაუჭირეს კომიტეტის წევრის ზურაბ რურუას
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის საკითხს.
კომიტეტის თავმჯდომარე
ვიქტორ სანიკიძე
სხდომის მდივანი
მაგდანა ბზიკაძე