საქართველოს მოქალაქე ლაშა ჯანიბეგაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება რეფორმებთან დაკავშირებით (ქონების გადასახადის, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნიკის შემოღებისა და სოფლის მეურნეობის ტექნიკის იმპორტის დაბეგვრის რეგულირების საკითხი)
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-10
ბიუროს ნომერი 28
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412502903430
01.03.2025
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია
ირაკლი კობახიძეს
მთავრობის მეთაური
სათაური: რეფორმების თაობაზე საკანონმდებლო წინადადება
შინაარსი: საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტს პარლამენტის
რეგლამენტის 150-ე მუხლის თანახმად წარდგენა: საკანონმდებლო წინადადება, რომელიც
მოიცავს ქონების გადასახადებს და სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნიკის
შემოღებას, აგრეთვე რეგულირებას, რომელიც არ ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის
ტექნიკის იმპორტის დაბეგრვრას. პირველი ნაწილი – ქონების გადასახადი საკანონმდებლო
წინადადებით წინადადდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონება (მიწა,
სახლი და შენობა) დაექვემდებაროს ქონების გადასახადს. გადასახადის ოდენობა უნდა იყოს
პროპორციული კერძო პირის ან ორგანიზაციის შემოსავლების მიხედვით, რაც
უზრუნველყოფს სამართლიანობის პრინციპის დაცვას. ამგვარად, ქონების გადასახადი არ
უნდა იყოს ერთიანი გადასახადი, არამედ იგი უნდა დარეგულირდეს შემოსავლების
მიხედვით, რათა წარუდგეს მოქალაქეებს და ორგანიზაციებს სიმართლე და თანასწორობა.
ამან, თავის მხრივ, უნდა გააძლიეროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დასახოს უკეთესი
პირობები ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. მეორე ნაწილი – სოფლის მეურნეობის
თანამედროვე ტექნიკის ხელშეწყობა დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით უნდა
გათვალისწინებულ იქნას სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნიკის მხარდაჭერა. ამ
პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის ტექნიკა, რომელიც იმპორტირებული იქნება
საზღვარგარეთიდან, არ უნდა დაექვემდებაროს ბეგრობას, რათა ხელმისაწვდომი გახდეს
ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. ეს ხელს შეუწყობს თანამედროვე
სოფლის მეურნეობის ტექნიკის ფართო გავრცელებას და საქართველოს სოფლის მეურნეობის
განვითარებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, რომ სოფლის მეურნეობაში
გაძლიერებულად დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც იძლევა შესაძლებობას
ქვეყნის მოსახლეობისათვის 10-ჯერ მეტ მოსავალს მიიღოს 10-ჯერ ნაკლები შრომით. ამით
მნიშვნელოვნად გაძლიერდება ქვეყნის ეკონომიკა და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები,
რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების დონეს. მესამე ნაწილი –
საკანონმდებლო ინიციატივის მიზნები შექმნას სამართლიანი და პროპორციული ქონების
გადასახადების სისტემა, რომელიც იქნება დამოკიდებული მოქალაქეების და
ორგანიზაციების შემოსავლებზე. შეიქმნას ხელსაყრელი პირობები სოფლის მეურნეობაში
თანამედროვე ტექნიკის შემოსვლისთვის, რათა გაზრდოს წარმოების ეფექტურობა და
პროდუქციის ხარისხი. ხელი შეუწყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრად
განვითარებას და ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების შემოღებით, შეძლოს ქვეყნის
სოფლის მეურნეობის მდგრადი ზრდა. უზრუნველყოფს სოფლის მოსახლეობის
კეთილდღეობის ამაღლებას და ქვეყნის ეკონომიკის გამართვას. მე-4 ნაწილი გზებზე
ავტომაგისტრალზე დაწესდეს გადასახადი დასკვნა ამ საკანონმდებლო წინადადებით
წინადადება მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის
გაძლიერებას, აპირებს სამართლიანი გადასახადების სისტემის ჩამოყალიბებას და ხელს
უწყობს ტექნოლოგიების განვითარებას, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი
და მდგრადი ზრდას. მოქალაქე ლაშა ჯანიბეგაშვილი
გთხოვთ განხილვაში
მიმიწვიოთ
პატივისცემით,
ლაშა ჯანიბეგაშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: