„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-10
ბიუროს ნომერი 28
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 500) 121 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„7. 2026 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე განხორციელებულ
საქმიანობად არ ჩაითვლება ამ კანონის მე-4 მუხლის 32 პუნქტით განსაზღვრული თამბაქოს
წარმოება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2024 წლის 19 ივლისს „თამაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა
ცვლილება, რომლის თანახმადაც დაწესდა თამბაქოს მწარმოებელთათვის რიგი მოთხოვნები.
აღნიშნული განპირობებული იყო მაღალტექნოლოგიური სტანდარტიზებული საწარმოების
ფუნქციონირების
უზრუნველყოფით,
იმისათვის,
რომ
ამაღლებულიყო
მწეველთა
ჯანმრთელობის
დაცვის
სტანდარტები.
აქვე,
აღსანიშნავია,
რომ
თამბაქოს
არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების მიერ ნაწარმის წარმოება ქმნის უდიდეს რისკს მწეველთა
ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, მაღალი სტანდარტის მისაღწევად თამბაქოს წარმოება გახდა
ლიცენზირებადი საქმიანობა.
ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელებისათვის მთავრობასა და საწარმოებს მიეცათ
გარკვეული პერიოდი, იმისათვის რომ მომზადებულიყო შესაბამისი მთავრობის დადგენილება,
რომელშიც გაიწერებოდა აღნიშნული სტანდარტები და შესაბამისად საწარმოები
გადაიარაღებულიყვნენ.
ცვლილების თანახმად, თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მაძიებელზე ლიცენზია გაიცემა თუ იგი
აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პირობებს, მათ
შორის, თუ თამბაქოს ნაწარმის ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელების
მიზნით საწარმო უზრუნველყოფილია საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით
განსაზღვრული პირობების შესაბამისად აღჭურვილი სათანადო ლაბორატორიით.
კანონმდებლობით განსაზღვრული ლაბორატორიის მოწყობა დაკავშირებულია ფინანსურ
ხარჯებთან და დროის რესურსთან. ლაბორატორიის აღჭურვისათვის საჭირო დანადგარების
უმეტესი ნაწილის ადგილობრივ ბაზარზე შეძენა შეუძლებელია. შესაბამისად საჭირო
დანადგარების
მწარმოებლის
მოძიება,
მოლაპარაკების
წარმოება
და
შეთანხმებული
პროდუქციის შესყიდვა უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.
ლაბორატორიული დანადგარების მწარმოებელი უცხოური საწარმოების მიერ დანადგარების
დასამზადებლად და ტრანსპორტირებისათვის განსაზღვრულია სტანდარტული ვადები.
ამასთანავე,
დანადგარების
საწარმოში
დაინსტალირებისათვის
და
ტექნიკურად
გამართვისათვის საჭიროა მწარმოებელი ქარხნის ტექნიკური ჯგუფის ჩართულობა, რაც კიდევ
უფრო ართულებს ლაბორატორიის მოწყობის პროცესს. იმისათვის რომ სრულად იქნეს
შეძენილი ლაბორატორიისთვის საჭირო აღჭურვილობა და მოხდეს მათი ინსტალაცია საჭიროა
დაახლოებით 7-9 თვე.
ზემოაღნიშნულიდან
ცვლილების შეტანა.
გამომდინარე
მიზანშეწონილია
აღნიშნულ
კანონში
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
შესაბამისი
განმარტებითი
ბარათის
„ა.ა.ა“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
საკითხის
დარეგულირებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება „თამბაქოს
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში, თამბაქოს წარმოების ლიცენზიის აღების
ვადა გადაიწევს 2026 წლის 1 იანვრამდე, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს
საკუთარი წარმოება აღჭურვონ კანონმდებლობის შესაბამისად და აიღონ ლიცენზია, ისე რომ არ
შეფერხდეს საწარმოო პროცესი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის კანონის 121 მუხლის მე-7 პუნქტში და 2026 წლის პირველ იანვრამდე თამბაქოს
წარმოების ლიცენზიის გარეშე საქმიანობად არ ჩაითვლება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონ მე-4 მუხლის 32 პუნქტით განსაზღვრული თამბაქოს წარმოება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე ძალაში
შესვლა, რადგან არ არსებობს ცვლილების განსხვავებულ ვადაში ამოქმედების აუცილებლობა.
ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილ კანონპროექტს გავლენა არ ექნება ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. რაც შეეხება სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას, ვინაიდან თანბაქოს წარმოების ლიცენზიის
მოსაპოვებლად 50 000 ლარის გადახდა მწარმოებლებს მოუწევთ 2026 წლის 1 იანვრამდე, ნაცლად
2025 წლის 1 იანვრისა, ბიუჯეტის მისაღები შემოსავალიც შესაბამისად გადავადდება, რომლის
ოდენობაც დამოკიდებული იქნება ლიცენზიის მაძიებელთა მიმართვიანობის რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით შემოთავაზებულ ცვლილებებს გავლენა არ აქვთ სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით 2026 წლის 1 იანვრამდე სუბიექტებს უფლება ექნებათ აიღონ თამბაქოს
წარმოების ლიცენზია, შესაბამისად მათ მოსაკრებელი 50 000 ლარი უნდა გადაიხადონ 2026 წლის
1 იანვრამდე, ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა. ამასთან, მწარმოებლებს გადაუვადდებათ იმ
ხარჯების გაწევა, რაც საჭიროა კანონმდებლობით განსაზღვრული ლაბორატორიის
მოწყობისთვის. აღნიშნული ხარჯების მოცულობა დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ
მდგომარეობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობის განსაზღვრა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღებით არ არის მოსალოდნელი ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე
ზეგავლენის მოხდენა.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებით არ არის მოსალოდნელი გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე
ზეგავლენის მოხდენა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი
მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი,
ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი.