„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.03.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი
ნომერი
#07-3/36/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ერთი მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-10
ბიუროს ნომერი 28

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.07.2024, სარეგისტრაციო კოდი: 340150000.05.001.102332) მუხლი 2 ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის მიღება.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონოპროექტზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2024 წლის 19 ივლისს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც დაწესდა თამბაქოს მწარმოებელთათვის რიგი მოთხოვნები. აღნიშნული განპირობებული იყო მაღალტექნოლოგიური სტანდარტიზებული საწარმოების ფუნქციონირების უზრუნველყოფით, იმისათვის, რომ ამაღლებულიყო მწეველთა ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტები. აქვე, აღსანიშნავია, რომ თამბაქოს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების მიერ ნაწარმის წარმოება ქმნის უდიდეს რისკს მწეველთა ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, მაღალი სტანდარტის მისაღწევად თამბაქოს წარმოება გახდა ლიცენზირებადი საქმიანობა. ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელებისათვის მთავრობასა და საწარმოებს მიეცათ გარკვეული პერიოდი, იმისათვის რომ მომზადებულიყო შესაბამისი მთავრობის დადგენილება, რომელშიც გაიწერებოდა აღნიშნული სტანდარტები და შესაბამისად საწარმოები გადაიარაღებულიყვნენ. გასათვალისწინებელია, რომ დადგენილების პროექტზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი წინაპირობები, რომელთა გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ნორმის მოქმედების ვადების ცვლილება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის დარეგულირებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას განესაზღვრება ახალი ვადა 2025 წლის პირველი ივნისი შესაბამისი ნორმატიული აქტის მისაღებად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოფს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესის და პირობების შესახებ ნორმატიული აქტის მიღებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). მიმართებაში ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლა, რადგან არ არსებობს ცვლილების განსხვავებულ ვადაში ამოქმედების აუცილებლობა. ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ისეთ ცვლილებებს, რომელიც გამოიწვევს დაფინანსების აუცილებლობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილ კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით შემოთავაზებულ ცვლილებებს გავლენა არ აქვთ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: აღნიშნული კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ გავლენას, იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის განსაზღვრა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით არ არის მოსალოდნელი ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით არ არის მოსალოდნელი გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი.