„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-10
ბიუროს ნომერი 28
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე”
მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 49-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. კონკურსის წესით გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში,
ლიცენზიის მფლობელი იხდის საფასურს, რომელსაც კომისია ადგენს ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში,
საერთაშორისო
პრაქტიკის
გათვალისწინებით,
ავტორიტეტული
საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. ლიცენზიის მფლობელი
იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.“.
2. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი:
,,22. ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ ავტორიზებულ
პირს, რომელსაც, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის
ფორმირებისათვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
27.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 320110000.05.001.017341) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის
შესაბამისად, უსასყიდლოდ მიენიჭა საჭირო რადიოსიხშირული რესურსი 10 წლის ვადით და
რომელიც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობს ამ კანონით დადგენილი წესების
შესაბამისად, რადიოსიხშირული რესურსის სარგებლობის უფლება გაუგრძელდეს იგივე
პირობებით ერთხელ, უსასყიდლოდ, 10 წლის ვადით, კომისიის მიერ მარტივი
ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით. ავტორიზებულმა
პირმა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაგრძელების შესახებ
განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას რადიოსიხშირული რესურსის სარგებლობის
უფლების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს კანონში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ციფრული
მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით
სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე კონკურსის წესით. ამასთან,
ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით
ადრე განცხადებით მიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში კომისია) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ. თუ ლიცენზიის მფლობელის
მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდება ამ კანონით დადგენილი
წესების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს, კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის
მოქმედების ვადა უგრძელდება 10 წლით. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ითვალისწინებს
კონკურსის წესით გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებას, კანონი არ
განსაზღვრავს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში რადიოსიხშირული
სპექტრით სარგებლობის საფასურის დადგენის წესს.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკონკურსოდ
გამოტანილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურს კომისია ადგენს ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ავტორიტეტული
საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. ამოწურვადი რესურსით
სარგებლობის საწყისი საფასურის დადგენის აღნიშნული წესი განპირობებულია კონკრეტული
სფეროს სპეციფიკით და საფუძვლად უდევს გამოხატვის თავისუფლებისა და
მედიაპლურალიზმისთვის ხელშეწყობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საეთერო
ტელემაუწყებლების პროგრამების გავრცელების ხარჯი არ იყოს მაღალი და ამ ხარჯის ზრდა არ
გამოიწვიოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების გაგრძელებისთვის
გადახდილმა მაღალმა საფასურმა, კონკურსის წესით გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის
გაგრძელების შემთხვევაში რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის განსაზღვრა
უნდა მოხდეს იმავე წესით, როგორც ეს არის გათვალისწინებული საკონკურსოდ გამოტანილი
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის დადგენისას.
ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ 23 ავტორიზებულ პირს,
რომლებსაც ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისთვის 2014
წლის 28 ნოემბერს 10 წლის ვადით უსასყიდლოდ მიენიჭათ რადიოსიხშირული რესურსი და
რომელთა მეშვეობითაც ამ დროისთვის ვრცელდება 29 ადგილობრივი საეთერო
ტელემაუწყებელი, 2025 წლის 17 ივნისს ეწურებათ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის
უფლება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს
ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ ავტორიზებულ
პირებისთვის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ასაგებად
მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ავტომატურად
გაგრძელებას, როგორც ეს არის დადგენილი კონკურსის წესით გაცემულ რადიოსიხშირული
სპექტრით სარგებლობის ლიცენზიასთან მიმართებით.
ზოგადი წესის მიხედვით, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის
ფუნქციონირებისთვის საჭირო რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა
ღია კონკურსის წესით გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. შესაბამისად, რადიოსიხშირული
რესურსით სარგებლობის უფლების ვადის ამოწურვის შემდეგ, ზემოხსენებულ ავტორიზებულ
პირებს აღარ გაუგრძელდებათ სარგებლობის უფლება და მოუწევთ რადიოსიხშირული
რესურსის მიღება კონკურსის წესით. კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, შესაძლოა,
არსებულთან შედარებით ცალკეულ შემთხვევებში გაფართოვდეს საკონკურსოდ გამოტანილი
სიხშირეების გამოყენების გეოგრაფიული არეალი, შესაბამისად, საჭირო გახდეს კომპანიების
მფლობელობაში არსებულზე უფრო მძლავრი და რაოდენობრივად უფრო მეტი რადიოსადგურის
აშენება, ასევე განსხვავებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე ანძების/გადამცემების
დაყენება და შესაბამისი ქსელების მოწყობა, რაც დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან და
დროსთან. ამასთან, კონკურსში მონაწილეობისა და გამარჯვების შემთხვევაში, გადასახდელი
იქნება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო მოსაკრებელი.
შესაბამისად,
ადგილობრივი
ციფრული
მიწისზედა
სამაუწყებლო
ქსელის
ფუნქციონირებისთვის საჭირო რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის მოსაპოვებლად
გაწეულმა ხარჯმა, შესაძლოა გამოიწვიოს ადგილობრივი საეთერო მაუწყებლების სატელევიზიო
პროგრამების გავრცელების საფასურის ზრდა, რაც, ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლების
მწირი შემოსავლების პირობებში, შეიძლება გახდეს მათი ფუნქციონირების დამაბრკოლებელი
ფაქტორი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლობის ბაზარზე
სტაბილური გარემოს შენარჩუნებისა და განვითარების, ასევე ადგილობრივი საეთერო
ტელემაუწყებლების
უწყვეტად
ფუნქციონირებისა
და
ამგვარად,
ინფორმაციაზე
ხელმისაწვდომობისა და მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი
ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც
ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისათვის უსასყიდლოდ
მიენიჭათ საჭირო რადიოსიხშირული რესურსი 10 წლის ვადით და ამ პერიოდში
ავტორიზებული პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდება ამ
კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, ვადის ამოწურვის შემდეგ, რადიოსიხშირული
რესურსის სარგებლობის უფლება უნდა გაუგრძელდეთ ერთჯერადად, უსასყიდლოდ, 10 წლის
ვადით, კომისიის მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული
გადაწყვეტილებით.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ციფრული
მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით
სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე კონკურსის წესით. ამასთან,
ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით
ადრე განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ.
თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდება ამ
კანონით
დადგენილი
წესების
შესაბამისად,
ლიცენზიის
მფლობელს,
კომისიის
გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადა უგრძელდება 10 წლით. მიუხედავად იმისა,
რომ კანონი ითვალისწინებს კონკურსის წესით გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის
გაგრძელებას, კანონი არ განსაზღვრავს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების
შემთხვევაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის დადგენის წესს
(„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტი
უთითებს იმაზე, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში საფასურის
დამდგენი ნორმის (49-ე მუხლის მე-5 პუნქტი) მოქმედება არ ვრცელდება კონკურსის წესით
გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე)). კანონპროექტის მიღებითა და
შესაბამისად,
ციფრული
მიწისზედა
სატელევიზიო
ქსელის
უზრუნველსაყოფად
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის დადგენის წესის განსაზღვრით,
გადაიჭრება ზემოაღნიშნული პრობლემა.
ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ ავტორიზებულ პირებს,
რომლებსაც ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისთვის
უსასყიდლოდ მიენიჭათ
რადიოსიხშირული რესურსი, ეწურებათ რადიოსიხშირული
რესურსით სარგებლობის უფლება. კანონი არ ითვალისწინებს ადგილობრივი ციფრული
მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ასაგებად მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით
სარგებლობის უფლების ავტომატურად გაგრძელებას. რადიოსიხშირული რესურსით
სარგებლობის უფლების ვადის ამოწურვის შემდეგ, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა
სამაუწყებლო ქსელის ფუნქციონირებისთვის საჭირო რადიოსიხშირული რესურსით
სარგებლობის უფლება გაიცემა ღია კონკურსის წესით გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, რაც
დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან. აღნიშნულმა, შესაძლოა გამოიწვიოს ადგილობრივი
საეთერო მაუწყებლების სატელევიზიო პროგრამების გავრცელების საფასურის ზრდა, რაც,
ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლების მცირე შემოსავლების პირობებში, შეიძლება
გახდეს მათი ფუნქციონირების დამაბრკოლებელი ფაქტორი. ამავე დროს, გასაწევი ხარჯების
გამო, საქმიანობის განმახორციელებელმა და განხორციელების მსურველმა პირებმა შეიძლება
თავი
შეიკავონ
ადგილობრივი
ციფრული
მიწისზედა
სატელევიზიო
ქსელის
უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემ
კონკურსში მონაწილეობის მიღებისაგან, რაც კონკურსების ჩაშლას გამოიწვევს. ყოველივე
აღნიშნული, საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლობის ბაზრის
სტაბილური გარემოს შენარჩუნებასა და განვითარებას, ასევე, ადგილობრივი საეთერო
ტელემაუწყებლობის
უწყვეტად
ფუნქციონირებასა
და
ამგვარად,
ინფორმაციაზე
ხელმისაწვდომობასა და მედიაპლურალიზმს. კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს
აღნიშნული პრობლემის გადაჭრას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული
სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას რადიოსიხშირული
სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრისა და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა
სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირისთვის ციფრული მიწისზედა
სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისათვის მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით
სარგებლობის ვადის გაგრძელების მიზნით, აუცილებელია შესაბამისი ცვლილება შევიდეს
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, ვინაიდან, კანონი არ
ითვალისწინებს კონკურსის წესით გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების
შემთხვევაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესს და
ასევე, არ ითვალისწინებს ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ასაგებად
ავტორიზებული პირებისთვის მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის
უფლების გაგრძელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის
ფორმირებისთვის კონკურსის წესით გაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის
ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში რადიოსიხშირული სპექტრით
სარგებლობის საფასურის განსაზღვრას. ასევე, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა
სამაუწყებლო ქსელის ასაგებად მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის
უფლების ავტომატურად გაგრძელებას, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი საეთერო
ტელემაუწყებლობის ბაზარზე სტაბილური გარემოს შენარჩუნებასა და განვითარებას,
ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლების უწყვეტად ფუნქციონირებასა და ამგვარად,
ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობასა და მედიაპლურალიზმს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით დგინდება ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად
კონკურსის წესით გაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის
მოქმედების ვადის გაგრძელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის
განსაზღვრის წესი, რომელსაც კომისია განსაზღვრავს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში,
საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის
შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, როგორც ეს არის გათვალისწინებული საკონკურსოდ
გამოტანილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის დადგენისას.
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის დადგენის აღნიშნული წესი
განპირობებულია კონკრეტული სფეროს სპეციფიკით და საფუძვლად უდევს გამოხატვის
თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმისთვის ხელშეწყობა.
კანონპროექტით ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ
ავტორიზებულ პირს, რომელსაც ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის
ფორმირებისათვის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
27.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 320110000.05.001.017341) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის
შესაბამისად, უსასყიდლოდ ჰქონდა მინიჭებული საჭირო რადიოსიხშირული რესურსი 10 წლის
ვადით და ამ პერიოდში ავტორიზებული პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა
ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, რადიოსიხშირული რესურსის
სარგებლობის უფლება უგრძელდება ერთხელ, უსასყიდლოდ, 10 წლის ვადით, კომისიის მიერ
მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით. ასეთ
შემთხვევაში, ავტორიზებულმა პირმა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების
გაგრძელების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას რადიოსიხშირული რესურსის
სარგებლობის უფლების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
მიმართებაში
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლით უზრუნველყოფილი იქნება კონკურსით
წესით გაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლეცენზიის მოქმედების ვადის
გაგრძელების შემთხვევაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის
განსაზღვრის წესი, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო
ქსელის უზრუნველსაყოფად გაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის
ლიცენზიის მფლობელის კანონით გათვალისწინებული უფლების რეალიზებას გააგრძელოს
ლიცენზიის მოქმედების ვადა. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება იმ ადგილობრივი ციფრული
მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირებისთვის ადგილობრივი
ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ასაგებად მინიჭებული რადიოსიხშირული
რესურსით სარგებლობის უფლების ავტომატურად გაგრძელება, რომლებსაც რადიოსიხშირული
სპექტრით სარგებლობის უფლების ვადა ეწურებათ 2025 წლის 17 ივნისს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში(კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კონკურსით წესით გაცემული ლიცენზიის მფლობელს, ლიცენზიის მოქმედების ვადის
გაგრძელების შემთხვევაში, 2025 წლის 17 ივნისიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ
გადასახდელი ექნება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სალიცენზიო მოსაკრებელი
1000 ლარის ოდენობით და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, რომლის
ოდენობის წინასწარ განსაზღვრა არ არის შესაძლებელი, ვინაიდან, კონკურსის წესით გაცემული
ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, კანონპროექტის შესაბამისად,
ლიცენზიის მფლობელი იხდის საფასურს, რომელსაც კომისია ადგენს ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ავტორიტეტული საერთაშორისო
ორგანიზაციის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, როგორც ეს არის გათვალისწინებული
საკონკურსოდ გამოტანილი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის
გამოთვლისას.
ვინაიდან გარდამავალი დებულება უშვებს, რომ იმ პირებს, რომლებიც რადიოსიხშირული
სპექტრით სარგებლობენ ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, რადიოსიხშირული
რესურსით სარგებლობის უფლება გაუგრძელდეთ იგივე პირობებით ერთხელ, უსასყიდლოდ, 10
წლის ვადით, მუტიპლექსპლატფორმის ოპერატორებს, რომელთა მიმართ გავრცელდება
კანონპროექტის მოქმედება, არ მოუწევთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სალიცენზიო
მოსაკრებლისა და რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდა
2035 წლამდე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ლიცენზიის მფლობელს, კონკურსის წესით გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის
გაგრძელების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი ექნება
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სალიცენზიო მოსაკრებელი 1000 ლარის ოდენობით
და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, რომლის ოდენობის წინასწარ განსაზღვრა
არ არის შესაძლებელი, ვინაიდან, კონკურსის წესით გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის
გაგრძელების შემთხვევაში, კანონპროექტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი იხდის
საფასურს, რომელსაც კომისია ადგენს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საერთაშორისო
პრაქტიკის გათვალისწინებით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი
დასკვნის საფუძველზე.
ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ 23 ავტორიზებულ პირს,
რომლებსაც ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისთვის 2014
წლის 28 ნოემბერს 10 წლის ვადით უსასყიდლოდ მიენიჭათ რადიოსიხშირული რესურსი და
რომელთა მეშვეობითაც ამ დროისთვის ვრცელდება 29 ადგილობრივი საეთერო
ტელემაუწყებელი, ამ ცვლილების გარეშე მოუწევდათ რადიოსიხშირული სპექტრით
სარგებლობის ლიცენზიის კონკურსის წესით აღება, რაც დაკავშირებული იქნებოდა ხარჯებთან,
კერძოდ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სალიცენზიო მოსაკრებელთან - 1000
ლარის ოდენობით და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურთან, რომლის ოდენობის
წინასწარ განსაზღვრა არ არის შესაძლებელი, ვინაიდან, საკონკურსოდ გამოტანილი ამოწურვადი
რესურსით სარგებლობის საწყის საფასურს კომისია ადგენს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში,
საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის
შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.
კანონპროექტის მიხედვით, კონკურსის წესით გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის
გაგრძელების შემთხვევაში, კომისიის მიერ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის
საფასურის დადგენა ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის
გათვალისწინებით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი დასკვნის
საფუძველზე. შესაბამისად, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნის მიღების
მიზნით, კომისიას მოუწევს ფინანსური ხარჯის გაღება, რომლის ოდენობის განსაზღვრა
დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით დგინდება კონკურსის წესით გაცემული ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების
შემთხვევაში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესი, კერძოდ კი
საფასური განისაზღვრება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ავტორიტეტული
საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
არ ახდენს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება
არ ახდენს ზეგავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება
არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება/
ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, მარიამ ლაშხი, გიორგი ბარვენაშვილი,
ანტონ ობოლაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი კირცხალია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, მარიამ ლაშხი, გიორგი ბარვენაშვილი,
ანტონ ობოლაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი კირცხალია.