საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია 2025 წლის 7 მარტის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით, საქართველოს პარლამენტის წევრის გოჩა ენუქიძის არჩევის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-03-07
კომიტეტის სხდომის ნომერი 3
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3164?local=true
საქართველოს პარლამენტი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
07 მარტი 2025 13:00
2025 წლის 7 მარტი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
დღის წესრიგი
1. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა
(ფრაქცია „ქართული ოცნების“ კვოტით);
2. საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ,
2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და 2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებების
თაობაზე ინფორმაციის მოსმენა;
მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ კონსტანტინიდი;
თანამომხსენებელი:
საგარეო
საქმეთა
სამინისტროს
დიასპორასთან
ურთიერთობის
დეპარტამენტის დირექტორი - მუხრან გულაღაშვილი.
1 of 2
3/8/2025, 10:38 PM
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი N3
2025 წლის 7 მარტი, 13:00 სთ.
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ზარქუა.
სხდომას ესწრებოდნენ:
დიასპორისა
და
კავკასიის
საკითხთა
კომიტეტის
წევრები:
გივი
ჭიჭინაძე,
ირმა
ზავრადაშვილი, ნოდარ ტურძელაძე, თორნიკე ბერეკაშვილი, ეკატერინე ჭიჭინაძე, გოჩა
ენუქიძე, სოზარ სუბარი, ილია ინჯია.
სხდომას არ ესწრებოდა:
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და
კავკასიის საკითხთა კომიტეტის 9 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ:
კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები.
დღის წესრიგი
1. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა
(ფრაქცია „ქართული ოცნების“ კვოტით);
2. საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ,
2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და 2025 წელს დაგეგმილი
ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა.
მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ კონსტანტინიდი;
თანამომხსენებელი: საგარეო საქმეთა სამინისტროს
დეპარტამენტის დირექტორი - მუხრან გულაღაშვილი.
დიასპორასთან
ურთიერთობის
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის
წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები
არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით,
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა, საქართელოს პარლამენტის
რეგლამენტის
შესაბამისად,
კომიტეტის
თავმჯდომარის
მოადგილედ,
სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით აირჩიეს გოჩა ენუქიძე.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მე-2 საკითხთან დაკავშირებით, მომხსენებელმა
ისაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის
მიერ, 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და 2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებების
თაობაზე.
მან კომიტეტის წევრებს, კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, პრეზენტაციის სახით
გააცნო სხვადასხვა მონაცემი, კერძოდ:
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ძირითადი სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით:
1.5 მილიონზე მეტი თანამემამულე საზღვარგარეთ (არაოფიციალური მონაცემები)
• რუსეთი - 700 000
• საბერძნეთი - 200 000
• აშშ - 120 000
• იტალია - 50 000
• გერმანია - 50 000
• თურქეთი - 45 000 (ისტორიული დიასპორა 1,5 მილიონამდე)
• საფრანგეთი - 35 000
• ესპანეთი - 25 000
• ბელგია - 20 000
• ისრაელი - 20 000
• დიდი ბრიტანეთი - 10 000
359 დიასპორული ორგანიზაცია (აქედან 34 ორგანიზაცია ამჟამად არ არის აქტიური)
115 საკვირაო სკოლა და ქართული ენის შემსწავლელი კურსი
117 ფოლკლორული ანსამბლი
94 სამრევლო
16 მედია პლატფორმა
ფულადი გზავნილები საქართველოში
საქართველოში გასულ წელს ფულადი გზავნილების სახით 3.36 მილიარდი დოლარია
გადმორიცხული. ძირითად წყაროს 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა,
საიდანაც წლიური ზრდა 10.2% იყო.
ქვეყნების მიხედვით გზავნილები:
ქვეყნების მიხედვით გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს, საიდანაც გასულ
წელს 573 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა 2023 წელთან შედარებით 24%ით მეტი იყო;
მეორე პოზიციაზეა იტალია 567 მილიონი დოლარის გზავნილების მოცულობით,
საიდანაც შემოსული ფულადი ნაკადები 8%-ით გაიზარდა;
267 მილიონი დოლარი გადმორიცხეს 2024 წელს გერმანიიდან, რაც წლიურად 15%ით არის გაზრდილი;
საბერძნეთიდან გზავნილებმა 7%-ით, 263 მილიონ დოლარამდე იმატა;
ისრაელიდან გზავნილები კი 249 მილიონი დოლარი იყო;
2024 წელს 65%-ით, ანუ 987 მილიონი დოლარით შემცირდა ფულადი გზავნილები
რუსეთის ფედერაციიდან და 541 მილიონი შეადგინა.
ქართული დიასპორის მონაცემთა ბაზის CRM პლატფორმის (web application) შექმნა
• მოხდება საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისა და
დიასპორული
გაერთიანებების მონაცემების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დამუშავება;
• პლატფორმა დაკავშირებული იქნება დიასპორის ვებ პორტალთან;
• დიასპორული ორგანიზიაციების ხელმძღვანელებს შესაძლებლობას მისცემს Public
URL-ის გამოყენებით მოახდინონ ინიცირება საკუთარი ორგანიზაციის შესახებ
ინფორმაციის განთავსების მიზნით.
პარტნიორი: გერმანიის განვითარების ფონდი(GIZ)
სოციალური ქსელების მონიტორინგი
პრევენციის მიზნით, სისტემატურად ხორციელდება დიასპორული ორგანიზაციების,
სოციალურ ქსელში შექმნილი დიასპორული ჯგუფების, ასევე, ცალკეული „აქტიური“
დიასპორის წარმომადგენელთა სოციალური ქსელების მონიტორინგი.
სახელმწიფოს პოლიტიკა
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მაქსიმალური ჩართულობა ქვეყნის
განვითარების პროცესში
სახელმწიფოს ჩართულობა, დეკლარირებული უმაღლეს საკანონმდებლო და
პოლიტიკურ დონეზე
საქართველოს კონსტიტუცია
,,სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან
კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე’’ - მუხლი 5.
სტრატეგიული დოკუმენტები
•
•
•
ხედვა 2030: საქართველოს განვითარების სტრატეგია
საქართველოს 2021 − 2030 წლების მიგრაციის სტრატეგია
სახელმწიფო ენის 2021- 2030 წლების სტრატეგია
კანონმდებლობა
,,საქართველოს კანონი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული
ორგანიზაციების შესახებ„
საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი პოლიტიკის, ეფექტიანი მექანიზმებისა და
საკანონმდებლო ჩარჩოს მიმოხილვის საფუძველზე მომზადდა კანონში ცვლილებების
პროექტის სამუშაო ვერსია.
კანონის შემუშავების პროცესში ჩართული მხარეები:
მიგრაციისა და დიასპორის საკითხების კვლევის მიმართულებით მსოფლიოს ერთერთი წამყვანი აკადემიური ინსტიტუციის - მაასტრიხტის უნივერსიტეტის კვლევითი
გუნდი;
ადგილობრივი
ექსპერტი,
რომელმაც
განახორციელა
ქვეყანაში
მოქმედი
სამართლებრივი ბაზის ექსპერტიზა
ცვლილებების განხილვის მიზნით გაიმართა სამუშაო შეხვედრა აკადემიური წრეების
წარმომადგენლებთან;
პარტნიორი - მიგრაციის პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრი (ICMPD).
გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსი (GDPA)
საქართველო გახდა დიასპორის საკითხებში ყველაზე მაღალი საერთაშორისო პლატფორმის,
გლობალური
დიასპორის
პოლიტიკის
ალიანსის
(Global
Diaspora
Policy
Alliance) თანათავმჯდომარე ქვეყანა (მმართველ საბჭოს ხელმძღვანელობს ირლანდიასთან
ერთად).
ალიანსის მიზანს წარმოადგენს დიასპორის საკითხებთან დაკავშირებით, ალიანსში
ჩართული სახელმწიფოების მიერ ერთიანი მიდგომის ჩარჩოს შემუშავებას, ასევე,
განვითარების პროცესში დიასპორის ჩართვას და მდგრადი განვითარების მიზნების
შესრულებაში დიასპორის მონაწილეობის გაზრდას.
ალიანსის სადამფუძნებლო სამიტი ჩატარდა 2024 წლის 12-13 სექტემბერს. სამიტზე
მიღებული გადაწყვეტილებით, 2026 წელს საქართველო უმასპინძლებს ალიანსის პირველ
ფართომასშტაბიან ფორუმს.
ამჟამად, ალიანსი აერთიანებს 87 ქვეყანას.
ძირითადი მიზნები და ინსტრუმენტები
ეროვნული იდენტობის და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება.
ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა
• 27 მაისი - ქართული დიასპორის დღე, როგორც ძირითადი გამაერთიანებელი ფორუმი
27 მაისი გამოცხადებულია ქართული დიასპორის დღედ, როდესაც ყოველწლიურად
ტარდება დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი.
• ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა
o პროგრამა - ,,უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების ხელშეწყობა
სტატისტიკა: 2020-2024 წლებში სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცა 58 საკვირაო
სკოლას
o
საგრანტო პროგრამა - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“
სტატისტიკა: 2019 წლიდან 2024 წლის ჩათვლით გამოვლინდა 103
გამარჯვებული და
საერთო გაცემულმა საგრანტო თანხამ შეადგინა 945,000 ლარი. ბიუჯეტი 270.000 ლ.
o
მომავლის ბანაკი
სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით და
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, უცხოეთში მყოფ 14-დან 18
წლამდე ასაკის მოზარდებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ყოველწლიური
პროგრამაში - „მომავლის ბანაკი“.
•
o
დიასპორული საგრანტო პროგრამები
საგრანტო პროგრამა - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“
სტატისტიკა: 2019 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, გამოვლინდა 152
გამარჯვებული
71
ქვეყნიდან; საერთო გაცემულმა საგრანტო თანხამ შეადგინა 3,276,687 ლარი. ბიუჯეტი
500.000 ლ.
o
საგრანტო პროგრამა -„უცხოეთში
ანსამბლების მხარდაჭერა“
მოქმედი
ქართული
ცეკვისა
და
სიმღერის
სტატისტიკა: 2019 წლიდან 2024 წლის ჩათვლით გამოვლინდა 66 გამარჯვებული 46
ქვეყანიდან და საერთო გაცემულმა საგრანტო თანხამ შეადგინა 805,859 ლარი. ბიუჯეტი
350.000 ლ.
o
ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენელთა
დაჯილდოება
პროგრამის ფარგლებში, ჯილდოვდება ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც პროფესიულ
წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და საკუთარი წვლილი შეიტანეს
საქართველოს განვითარებაში.
კანდიდატებს წარადგენენ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები 7 ნომინაციაში:
მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის;
ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის;
საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;
სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის;
წლის დიასპორელი სპორტსმენი;
საქართველოს უცხოელი მეგობარი,
სპეციალური პრიზი.
პარტნიორი: მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD)
ქართულ დიასპორასთან კომუნიკაცია
დიასპორის წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრები საელჩოებში
თანამდებობის პირთა და სამინისტროს თანამშრომელთა ვიზიტები და შეხვედრები
დიასპორის წარმომადგენლებთან
ონლაინ შეხვედრები / საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები
დიასპორასთან ურთიერთობის გააქტიურების მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაწესდა დიასპორასთან შეხვედრის პრაქტიკა თვეში
ორჯერ. ასევე, დიასპორის წარმომადგენლებთან რეგულარულად იმართება შეხვედრები
როგორც ქვეყნის გარეთ მაღალი თანამდებობის პირთა და სამინისტროს თანამშრომელთა
ვიზიტების დროს, ასევე ქვეყნის შიგნით, მათი სტუმრობის დროს.
ქართული დიასპორის ვებ პორტალი - www.gda.ge
საგარეო საქმეთა სამინისტროს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM)
თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა დიასპორული ვებ პორტალი - „www.gda.ge - ქართული
დიასპორა“.
ვებ პორტალის სლოგანია - „ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს“. www.gda.ge არის ერთი ფანჯრის
პრინციპზე აგებული, ერთადერთი დიასპორული პლატფორმა ქართულ ვებ სივრცეში, სადაც
თავმოყრილია მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული სიახლეებისა და სერვისების
შესახებ
სანდო ინფორმაცია. ამჟამად მიმდინარეობს დიასპორული ვებ-პორტალის
განახლება. დონორი ორგანიზაციის მიერ (IOM) გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია
და მიმდინარეობს მუშაობა პორტალის პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფის
მიზნით.
დიასპორის საინფორმაციო ბიულეტინი
თანამშრომლობა სახელმწიფო უწყებებთან
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (SCMI)
საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი
უწყება, აქტიურად იყო ჩართული საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის
შემუშავების, ხოლო ამჟამად უკვე მისი განხორციელების პროცესში.
კულტურის სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს კულტურისა და სპორტის
სამინისტროსთან კულტურული ხასიათის პროგრამებსა თუ პროექტებთან დაკავშირებით.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. სახელმწიფო ენის
დეპარტამენტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სსიპ - „მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ცენტრთან“ თანამშრომლობით და ქართული საკვირაო სკოლის პედაგოგების
აქტიური ჩართულობით, მოამზადა დამწყებთათვის ნულოვანი დონის სახელმძღვანელო “33 გასაღები“. სახელმძღვანელოები, „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“
ფარგლებში, უსასყიდლოდ ეგზავნება უცხოეთში მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს.
თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან
•
•
•
საქართველოსა და ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის
პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ორი ქვეყნის
დიასპორის საკითხებზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის და
დაიგეგმა დიასპორის პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესების შესახებ
თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები;
IOM-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს დიასპორის ეკონომიკურ განვითარებაში
ჩართულობის ხელშეწყობა: ეკონომიკური ფორუმები, დიასპორის წარმომადგენელთა
დროებითი ვიზიტები გამოცდილების გაზიარების მიზნით;
IOM-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს დიასპორის ჩართულობის ხელშეწყობა
საქართველოს რეგიონული განვითარების ჭრილში. დღის წესრიგშია შეხვედრები
ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რათა ხელი შეეწყოს დიასპორის
წარმომადგენლების რეგიონულ განვითარებაში მონაწილეობას. ფორუმი ჩატარდება ქ.
თბილისში 11 დეკემბერს;
საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა
• დიასპორის გლობალური სამიტი ქ. დუბლინში (ონლაინ);
• გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში
ჩატარებული
ღონისძიება - ,,დიასპორა, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი
ჰუმანიტარული დახმარების, განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფის
კონტექსტში“ (ონლაინ);
• გლობალური კონფერენციის ფარგლებში ჩატარებული სესია -,,ქართული დიასპორა
და მეცნიერება საზღვრებს გარეთ“ (ონლაინ).
თანამემამულის სტატუსი
საქართველოს კანონის - „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული
ორგანიზაციების შესახებ“ მე-6 მუხლის შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროში,
თანამემამულის სტატუსის განსაზღვრის მიზნით, შექმნილია კომისია შესაბამისი
ექსპერტების, მათ შორის, ენათმეცნიერების შემადგენლობით. კომისიის კომპეტენციას
წარმოადგენს პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის
ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების დადგენა, მისთვის თანამემამულის
სტატუსის მინიჭები მიზნით.
სტატისტიკა: 2024 წელს გაიმართა თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის
თოთხმეტი სხდომა, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა თანამემამულეს სტატუსის
მაძიებელ პირთა 325 საქმე
მომხსნებელმა ასევე ისაუბრა იმ ღონისძიებებსა და ინიციატივებზე, რომლის მიხედვითაც
დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება:
ახალ სტრატეგიულ ხედვაზე მუშაობა;
საკვირაო სკოლის მასწავლებლების გადამზადების პროგრამა;
ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამა (საქართველო შენი სამშობლოა);
პროგრამა „საქართველოს მეგობარი“.
ირმა ზავრადაშვილი დაინტერესდა:
1. რა
ღონისძიებები
ტარდება
ემიგრანტების
სამშობლოში
ღირსეულად
დასაბრუნებლად. ის ასევე შეეხო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების
ჯანმრთელობის საკითხებს, განსაკუთრებით
არალეგალ ემიგრანტებთან
დაკავშირებით;
2. რა კეთდება საელჩოებისა და საკონსულოების მხრიდან ემიგრანტების
მოტივირებისათვის, რომ ისინი დადგნენ საკნსულო აღრიცხვაზე; ხდება თუ არა მათი
სწორი ინფორმირება იმ კუთხით, რო საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა მათ არ
შეუქმნის არანაირ პრობლემას;
3. აქვს თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაცია ე.წ შერეული ოჯახების
შვილებთან (სადაც მაგალითად დედა ქართველია და მამა უცხოელი), ასევე რუსეთის
დიასპორასთან თუ გვაქვს რაიმე ფორმით კურთიერთობა, რამეთუ ვიცით, რომ
რუსეთში საქართველოს ყავს ყველაზე მრავალრიცხოვანი დიასპორა.
ილია ინჯია დაინტერესდა:
1. 2012-2013 წლებში, ძალიან დიდი რაოდენობის თურქეთის მოსახლეობას მიეცა
საქართველოს მოქალაქეობა. რამდენად არიან ეს ადამიანები ჩართულები
დიასპორულ საქმიანობაში თურქეთში;
2. აღინიშნა, რომ დიასპორის მხრიდან 4 მილიარდამდე იყო გადმორიცხვები, რომელიც
შემდგომში შემცირდა. - რამ გამოიწვია გადმორიცხვების შემცირება.
3. ყველაზე აქტიურად და ნაყოფიერად რომელი დიასპორა გვემუშავება, დიასპორიდან
თუ მოდის რაიმე სახის ინიციატივები და რას ეხება ძირითადად ეს ინიციატივები;
ასევე, ასევე როგორი სტატისტიკაა ჩვენს ემიგრანტებში თანამამემამულის სტატუსის
მიღებასთან დაკავშირებით.
სოზარ სუბარი დაინტერესდა:
1. მოხსენებაში აღნიშნული 1 300 000 თანამემამულიდან ყველა არალეგალია თუ ჯამშია
ამდენი ემიგრანტი?
2. ასევე მან აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია რომ ჩვენს კონსულებს ჰქონდეთ
ყოველდღირუი და აქტიური ურთიერთობა ადგილსამყოფელ ქვეყანაში მყოფ ჩვენს
თანამემამულეებთან.
3. მისი განცხადებით, მომავლის ბანაკი არის ის პროგრამა, რომელშიც არ უნდა
დავინანოთ სახსრები, რამეთუ ეს არის ჩვენი თანამემამულეების სამშობლოსთან
კავშირის აღდგენისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულება.
ირაკლი ზარქუა დაინტერესდა, კულტურის მინისტრის იმ
განცხადებით, რომლის
მიხედვითაც იგეგმება მარტი-ივნისის თვეებში გარკვეული ღონისძიებების ჩატარება. იგი
დაინტერესდა არსებობს თუ არა უკვე რაიმე კონკრეტული მონახაზი და ამ ღონისძიებებში
თუ იქნებიან ჩართული ჩვენი დიასპორული ანსამბლები და ორგანიზაციები.
მომხსენებელმა სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
სხდომის დასასრულს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,
ირაკლი ზარქუამ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და აღნიშნა, რომ სამუშაო ძალიან
ბევრია, მთავარია, ვიცით რაზე გვაქვს სამუშაო. მისი განცხადებით, სახელმწიფოს აქვს სწორი
მიდგომა, მონდომება და შედეგიც არ დააყოვნებს. შედეგი კი ის იქნება, რომ თითოეულ
დიასპორელამდე მივიდეთ, მათი შესაძლებლობები მაქსიმალურად ჩავაყენოთ ქვეყნის
სამსახურში და ღირსეულად დავიბრუნოთ ერთმანეთი.
კომიტეტმა გადაწყვიტა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა:
1. საქართელოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილედ, (ფრაქცია „ქართული ოცნების“ კვოტით), სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით აირჩია გოჩა ენუქიძე.
2. მოისმინა ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის
დეპარტამენტის მიერ, 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და 2025 წელს
დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.
სხდომის თავმჯდომარე:
ირაკლი ზარქუა
სხდომის მდივანი:
ბექა ბიძინაშვილი