„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.03.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი
ნომერი
#07-3/38/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-10
ბიუროს ნომერი 28

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი: „პ1) ბრძანებით ადგენს პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლისათვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესს, თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.“. 2. 67-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. მოწვეულ პირს ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. გამონაკლის შემთხვევაში დროებით საგამოძიებო კომისიას შეუძლია ახსნაგანმარტების ჩამორთმევა დაავალოს კომისიის არანაკლებ 3 წევრს, რომელთაგან ერთი მაინც არ უნდა იყოს უმრავლესობის წარმომადგენელი. ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წინ პირს აფრთხილებენ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმისათვის ან მისი მიცემისთვის თავის არიდებისათვის და შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც აღინიშნება ახსნაგანმარტების ტექსტში და დასტურდება მოწვეული პირის ხელმოწერით. ამასთანავე, საგამოძიებო კომისიას შეუძლია მის ერთ-ერთ წევრს დაავალოს ისეთი პირისთვის ახსნაგანმარტების ჩამორთმევა, რომელმაც თავად გამოთქვა სურვილი დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის მიეწოდებინა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს წევრი ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წინ პირს აფრთხილებს შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც აღინიშნება ახსნა-განმარტების ტექსტში და დასტურდება მოწვეული პირის ხელმოწერით. ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაბამისი წევრი. ხელმოწერილი ოქმი ახსნა-განმარტების აუდიოჩანაწერთან ერთად გადაეცემა დროებით საგამოძიებო კომისიას. ახსნა-განმარტების მასალების გაცნობის შემდგომ დროებით საგამოძიებო კომისიას შეუძლია შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნული პირი მიიწვიოს შემდგომი ახსნა-განმარტების ჩამოსართმევად.“. 3. 68-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა შეიძლება გაიმართოს პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებშიც. ამასთანავე, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის პარლამენტის დაუშვებელია.“. პლენარული სხდომის მიმდინარეობისას გამართვა 4. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ხოლო, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი. ამასთანავე, დროებითი საგამოძიებო კომისია, თუკი არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე უფლებამოსილია შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი, რისთვისაც მას მიაწოდებს საქმის სათანადო მასალებს. 2. დროებითი საგამოძიებო კომისია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავებს შემდეგ აქტებს: დასკვნას, რეკომენდაციას, გადაწყვეტილებას. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია მიიღება მხოლოდ საკითხის განხილვის შემაჯამებელ ეტაპზე, ხოლო გადაწყვეტილება – ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც დროებითი საგამოძიებო კომისია თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე უფლებამოსილია შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი და ამ რეგლამენტის 67-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართელოს კანონის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართელოს კანონის თანახმად, პარლამენტის აპარატის მოხელის მიმართ მოქმედებს ზოგადისაგან განსხვავებული წესი და მათ გააჩნიათ კომპენსაციის მიღების უფლება. კერძოდ, პარლამენტის აპარატის მოხელეს ენიშნება კომპენსაცია 65 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, პარლამენტის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი. წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი კი მიზნად ისახავს შექმნას საკანონმდებლო საფუძველი, რომლიც პარლამენტის თავმჯდომარეს მისცემს შესაძლებლობას ბრძანებით დაადგნოს პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლისათვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესი, საპენსიო ასაკის მიღწევის გამო თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში. აღნიშნული ცვლილება დამატებით სოციალურ პირობებს შექმნის პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლებისათვის, რითაც მათ კიდევ ერთხელ დაუფასდებათ წლების განმავლობაში პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი წვლილი და ხელი შეეწყობა მათ უკეთ ადაპტირებას შეცვლილ გარემოსთან. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 5 თებერვლის საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გამართული შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, კომისიის მიერ პირთა გამოკითხვის მოქნილი მექანიზმის არარსებობა, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებში გამართვის შეუძლებლობა და დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე იმის შესაძლებლობის არარსებობა, რომ კომისიამ გამოძიების დაწყების მიზნით მიმართოს შესაბამის ორგანოებს, თუკი გაჩნდა გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა: 1 „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხები, მათი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად: - საქართველოს პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეულ თანამშრომელს, რომელიც გადაწყვეტს საპენსიო ასაკის მიღწევის გამო პირადი განცხადებით გათავისუფლდეს სამსახურიდან, შეექმნება დამატებითი სოციალური პირობები, რომლითაც მას დაუფასდება წლების განმავლობაში პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი წვლილი და ხელი შეეწყობა მის უკეთ ადაპტირებას შეცვლილ გარემოსთან. - საქართველოს პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიებს შეეძლებათ:  საგამოძიებო კომისიას შეეძლება მის ერთ-ერთ წევრს დაავალოს ისეთი პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, რომელიც თავად გამოთქვამს სურვილს დროებითი  საგამოძიებო კომისიას მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართოს პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებშიც, გარდა პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას.  თუკი იარსებებს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, დროებით საგამოძიებო კომისიას თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე შეეძლება შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს რეგლამენტის მე-18, 67-ე, 68-ე და 70-ე მუხლების ცვლილებებს და ასახავს განმარტებითი ბარათის „ა.ბ“ ქვეპუნქტში დასახელებულ საკითხებს. კერძოდ: მე-18 მუხლის ცვლილებით, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება უფლებამოსილება ბრძანებით დაადგინოს პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლისათვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესი, თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში. 67-ე, 68-ე და 70-ე მუხლების ცვლილება კი შეეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიების მუშაობის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს შემდეგს: 67-ე მუხლის ცვლილებით, საგამოძიებო კომისიას შეეძლება მის ერთ-ერთ წევრს დაავალოს ისეთი პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, რომელიც თავად გამოთქვამს სურვილს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიას მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია; 68-ე მუხლის ცვლილებით, შესაძლებელი იქნება დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართოს პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებშიც, გარდა პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას; 70-ე მუხლის ცვლილებით კი, თუკი იარსებებს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, დროებით საგამოძიებო კომისიას თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე შეეძლება შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი. 2 ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიმართ. ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგლამენტის ასამოქმედებლად დამატებითი ღონისძიების განხორციელება ან/და დრო არ არის საჭირო, ის ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ საქართველოს პარლამენტში ამჟამად მოქმედი დროებითი საგამოძიებო კომისია საქართველოს პარლამენტის 5 თებერვლის დადგენილებით შექმნილია 3 თვის ვადით, შესაბამისად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს კომისიის მუშაობის მოქნილად მუშაობის ხელშეწყობა. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეგლამენტის პროექტის მიღებით დამატებითი ხარჯების გამოწვევის შემთხვევებში, ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძოდ, საქართველოს პარლამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო ასაკს მიღწეული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდებიან სამსახურიდან, ისინი მიიღებენ ერთჯერად კომპენსაციას, რომელიც დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნული იქნება გავლენა სახელწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. წლიური 3 გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება კომპენსაციის ოდენობასა და მის მიმღებ პირთა რაოდენობაზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის თანახმად, თუ საპენსიო ასაკს მიღწეული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდებიან სამსახურიდან, ისინი მიიღებენ ერთჯერად კომპენსაციას, რომელიც გაიცემა საქართველოს პარლამენტის აპარატის ასიგნებებიდან. წლიური გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება კომპენსაციის ოდენობასა და მის მიმღებ პირთა რაოდენობაზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეგლამენტის პროექტი გავლენას იქონიებს პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეულ თანამშრომლებზე, რომლებიც პირადი განცხადების საფუძველზე გადაწყვეტენ სამსახურიდან გათავისუფლებას, რადგან ისინი მიიღებენ ერთჯერად კომპენსაციას, რომლის ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება: რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. 4 ბ2 ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეგლამენტის პროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. 5 დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონის იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი კახიანი, ირაკლი შატაკიშვილი, გრეტა წიწავა, გურამ მაჭარაშვილი. ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი კახიანი, ირაკლი შატაკიშვილი, გრეტა წიწავა, გურამ მაჭარაშვილი. 6