„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.03.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი
ნომერი
#07-3/41/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-10
ბიუროს ნომერი 28

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 961 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მეწარმე ფიზიკური პირის, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება) დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მეწარმე ფიზიკური პირის (რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება), იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15000 ლარის ოდენობით.“; 2. 149-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მეწარმე ფიზიკური პირის, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება) დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მეწარმე ფიზიკური პირის (რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება), იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15000 ლარის ოდენობით.“. 3. 2282 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მეწარმე ფიზიკური პირის, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება) დაჯარიმების შესახებ დადგენილებას იძულებით აღასრულებენ შესაბამისად ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიანტები და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების მიხედვით. თუ ამ ნაწილში მითითებულმა პირებმა ვერ განახორციელეს იძულებითი აღსრულება, ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მეწარმე ფიზიკური პირის, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება) დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. ამ კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მეწარმე ფიზიკური პირის (რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება)/იურიდიული პირის/დაწესებულების დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. 4. 2283 მუხლი მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მეწარმე ფიზიკური პირის, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება) დაჯარიმების შესახებ დადგენილებას იძულებით აღასრულებენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. თუ ამ ნაწილში მითითებულმა პირებმა ვერ განახორციელეს იძულებითი აღსრულება, ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მეწარმე ფიზიკური პირის, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება) დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 4. ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მეწარმე ფიზიკური პირის (რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება)/იურიდიული პირის/დაწესებულების დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე-2 ნაწილისა და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის №2/2/1344 გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის №2/2/1344 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, 2025 წლის პირველი აპრილიდან ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე-2 ნაწილის და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსები, რომლებიც ითვალისწინებენ იურიდიული პირის დაჯარიმებას 15000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ 2025 წლის პირველი აპრილიდან რეგულირების მიღმა დარჩეს იურიდიული პირის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე-2 ნაწილითა და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა. ამრიგად, მნიშვნელოვანია არსებობდეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც შესაძლებელს გახდის იურიდიულ პირთა მიმართ გამოყენებულ იქნას სახდელის შესაბამისი სახე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით ზუსტდება საქართველოს ადმინისტრაციულ 1 სამართალდარღვევათა კოდექსის 96 მუხლის მე-2 ნაწილსა და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილში განსაზღვრული სუბიექტები. კერძოდ, ფიზიკური პირისგან გაიმიჯნება მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება. 1 ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე2 ნაწილსა და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილში ფიზიკური პირის ცნებიდან ამოირიცხება მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება და აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის დაჯარიმდება 15000 ლარის ოდენობით. ასევე, აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, ზუსტდება ზემოხსენებული სამართალდარღვევების აღსრულებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის ამოქმედებას 2025 წლის პირველი აპრილიდან. ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის №2/2/1344 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, 2025 წლის პირველი აპრილიდან ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე-2 ნაწილის და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსები, რომლებიც ითვალისწინებენ იურიდიული პირის დაჯარიმებას 15000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, 2025 წლის პირველ აპრილამდე საჭიროა მოწესრიგდეს აღნიშნულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულირების მიღმა არ დარჩეს იურიდიული პირების მიერ ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის №2/2/1344 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, 2025 წლის პირველი აპრილიდან ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე-2 ნაწილის და 149-ე მუხლის მე-2 2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსები, რომლებიც ითვალისწინებენ იურიდიული პირის დაჯარიმებას 15000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, 2025 წლის პირველ აპრილამდე საჭიროა მოწესრიგდეს აღნიშნულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი ცვლილება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტით ფიზიკური პირის ცნებიდან ამოირიცხება მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება და აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის დაჯარიმდება 15000 ლარის ოდენობით, ნაცვლად ფიზიკური პირისთვის დადგენილი 100 ლარის ოდენობის ჯარიმისა. ამასთან, შესაბამის ბიუჯეტზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. 3 ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას მოახდენს ფიზიკური პირის ცნებიდან ამორიცხულ მეწარმე ფიზიკურ პირებზე, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება და აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის დაჯარიმდებიან 15000 ლარის ოდენობით, ნაცვლად ფიზიკური პირისთვის დადგენილი 100 ლარის ოდენობის ჯარიმისა. ამასთან, გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ახლებურად განსაზღვრავს სახდელებს ფიზიკური პირის ცნებიდან ამოირიცხული მეწარმე ფიზიკური პირების (რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება) მიერ გარკვეული სამართალდარღვევების ჩადენისათვის. შესაბამის ბიუჯეტზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე-2 ნაწილითა და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, დაჯარიმდება - 15000 ლარის ოდენობით, ნაცვლად ფიზიკური პირისთვის დადგენილი 100 ლარის ოდენობის ჯარიმისა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: 4 გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად 5 იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადების შემთხვევაში: მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი. 6