„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-10
ბიუროს ნომერი 28
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.08.2021, სარეგისტრაციო კოდი:
240000000.05.001.020373) 254-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმო, გარდა
ინდივიდუალური მეწარმისა, ვალდებულია 20252026 წლის 1 აპრილამდე
უზრუნველყოს საწარმოს ან/და ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის
მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა
წარედგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს ბოლო,
2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული წესდებით საერთო კრების
გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა
რაოდენობით. თუ 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული საწარმოს
რეგისტრირებული წესდებით შესაბამის საკითხზე საერთო კრების გადაწყვეტილების
მისაღებად განსაზღვრულია ზოგადი წესით დადგენილზე მეტი ხმათა რაოდენობა,
საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის
უზრუნველყოფისას შესაბამის საკითხზე დამფუძნებელთა გადაწყვეტილება მიიღება
აღნიშნული წესდებით განსაზღვრული ხმათა რაოდენობით. ზოგადი წესით
დადგენილი ხმათა რაოდენობით გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ საწარმოს
რეგისტრირებული წესდებით გათვალისწინებული შესაბამისი საკითხის შინაარსი
უცვლელადაა ასახული საწარმოს ახალ სადამფუძნებლო შეთანხმებაში და არ
ეწინააღმდეგება კანონს.“;
ბ) 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების
შეუსრულებლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო 20262027 წლის 1
იანვრიდან იღებს გადაწყვეტილებას ამ ვალდებულების დამრღვევი მეწარმის
რეგისტრაციის ხარვეზიანობის შესახებ და ხარვეზის აღმოსაფხვრელად მას 3-თვიან
ვადას უდგენს. შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის 12 პუნქტით დადგენილი
წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 254-ე მუხლი ადგენს გარდამავალ
პერიოდს, რომლის განმავლობაშიც საწარმომ, თუ ის „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონის ამოქმედებამდეა რეგისტრირებული, უნდა უზრუნველყოს
თავისი სარეგისტრაციო მონაცემების იმავე კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
ეს გარდამავალი პერიოდი, იმავე მუხლის თანახმად, განსაზღვრულია 2025 წლის 1
აპრილამდე. შესაბამისად, თუ ასეთი საწარმოები 2025 წლის 1 აპრილამდე არ
უზრუნველყოფენ თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას, მათი რეგისტრაცია
შეჩერდება; ამ ვალდებულების 2026 წლის 1 იანვრამდე შეუსრულებლობის
შემთხვევაში კი მარეგისტრირებელი ორგანო მიიღებს მათი რეგისტრაციის
ხარვეზიანობის შესახებ გადაწყვეტილებას, ხოლო ამ ხარვეზის 3 თვის ვადაში
აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მათი რეგისტრაცია გაუქმდება.
აღნიშნული გარდამავალი პერიოდი კანონპროექტით ხანგრძლივდება 1 წლით, რაც
მიზნად ისახავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე
რეგისტრირებულ საწარმოთა სარეგისტრაციო მონაცემების იმავე კანონის
მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ხელშეწყობასა და ამ საწარმოთა
საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტი ემსახურება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის
ამოქმედებამდე რეგისტრირებულ საწარმოთა სარეგისტრაციო მონაცემების იმავე
კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ხელშეწყობასა და ამ
საწარმოთა საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით 1 წლით ხანგრძლივდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონის 254-ე მუხლის სათანადო ნორმებით დადგენილი გარდამავალი პერიოდი,
1
რომლის განმავლობაშიც საწარმომ, თუ ის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონის ამოქმედებამდეა რეგისტრირებული, უნდა უზრუნველყოს თავისი
სარეგისტრაციო მონაცემების იმავე კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯების დაფინანსების
წყაროა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით 1 წლით ხანგრძლივდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონის 254-ე მუხლის სათანადო ნორმებით დადგენილი გარდამავალი პერიოდი,
რომლის განმავლობაშიც საწარმომ, თუ ის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონის ამოქმედებამდეა რეგისტრირებული, უნდა უზრუნველყოს თავისი
სარეგისტრაციო მონაცემების იმავე კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
საწარმოს მიერ ამ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს
მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული
2
პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების საფასურის
გადახდას, რომელიც განსაზღვრულია „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის
განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N509
დადგენილებით. საფასურის ოდენობა კი დამოკიდებულია სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს მიერ გაწეული კონკრეტულ მომსახურებაზე. ამრიგად, კანონპროექტმა
შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე გაზრდის მიმართულებით, მისი ოდენობა კი
მიმართვიანობის რაოდენობასა და კონკრეტულ შემთხვევებზეა დამოკიდებული.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
აღნიშნული მომსახურებას განახორციელებს არსებული რესურსის ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტით 1 წლით ხანგრძლივდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონის 254-ე მუხლის სათანადო ნორმებით დადგენილი გარდამავალი პერიოდი,
რომლის განმავლობაშიც საწარმომ, თუ ის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონის ამოქმედებამდეა რეგისტრირებული, უნდა უზრუნველყოს თავისი
სარეგისტრაციო მონაცემების იმავე კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
საწარმოს მიერ ამ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს
მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების საფასურის
გადახდას, რომელიც განსაზღვრულია „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის
3
განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N509
დადგენილებით. საფასურის ოდენობა კი დამოკიდებულია საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული
კონკრეტულ მომსახურებაზე, რაც ამ საწარმოს მიერ აღნიშნული მომსახურების
საფასურის გადახდის სახით შესაბამისი ხარჯის გაწევას გულისხმობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
4
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე,
დავით მათიკაშვილი, რატი
იონათამიშვილი,
ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები:არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე,
დავით მათიკაშვილი, რატი
იონათამიშვილი,
ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
5