საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციის მოსმენა
📋 განხილვის ეტაპები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-03-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 8
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3173?local=true
საქართველოს პარლამენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომა
თარიღი
10 მარტი 2025 12:30
2025 წლის 10 მარტი, 12:30 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
დღის წესრიგი
1.
საქართველოს
კომიტეტის
2025
განხორციელების
პარლამენტის
წლის
ჯანმრთელობის
სამოქმედო
ფარგლებში
გეგმის
„დაავადებათა
დაცვისა
და
სოციალურ
საზედამხედველო
ადრეული
საკითხთა
უფლებამოსილების
გამოვლენა
და
სკრინინგი“
სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციის მოსმენა;
მომხსენებელი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე;
2.
საქართველოს
კომიტეტის
2025
პარლამენტის
წლის
განხორციელების
ჯანმრთელობის
სამოქმედო
გეგმის
ფარგლებში
უზრუნველყოფასთან
დაკავშირებული
დაცვისა
და
სოციალურ
საკითხთა
საზედამხედველო
უფლებამოსილების
ეკომიგრანტთა/დევნილთა
საცხოვრებლით
პროგრამების
მიმდინარეობის
შესახებ
ინფორმაციის მოსმენა;
მომხსენებელი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი;
3.
საქართველოს
კომიტეტის
1 of 2
2025
პარლამენტის
წლის
ჯანმრთელობის
სამოქმედო
გეგმის
დაცვისა
და
სოციალურ
საზედამხედველო
განხორციელების
ფარგლებში
უსახლკარო/მძიმე
მრავალშვილიანი
ოჯახ(ებ)ის
განსახლების
საცხოვრებელ
მიზნობრივი
საკითხთა
უფლებამოსილების
პირობებში
სახელმწიფო
მყოფი
პროგრამის
3/8/2025, 10:39 PM
https://parliament.ge/print/announcement/3173?local=true
საქართველოს პარლამენტი
მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა;
მომხსენებელი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი;
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი
საქართველოს
იძულებით
კანონის
პროექტის
გადაადგილებულ
„საქართველოს
პირთა-დევნილთა
ოკუპირებული
შესახებ“
ტერიტორიიდან
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/409; 05.07.2024) II მოსმენით განხილვა;
ინიციატორი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო;
მომხსენებელი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ
და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვახტანგ ყოლბაია;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ირაკლი ციმინტია.
2 of 2
3/8/2025, 10:39 PM
ოქმი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა
სხდომა - N8
თარიღი - 2025 წლის 10 მარტი
ადგილი/დარბაზი - ქ. თბილისი, სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)
სხდომის თავმჯდომარე: ზაზა ლომინაძე
სხდომას
ესწრებოდნენ
კომიტეტის
წევრები:
ზაზა
ლომინაძე,
ვლადიმერ
კახაძე,
ირმა
ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, გენრიეტა წიწავა (ანტონ ობოლაშვილის უფლებამონაცვლე),
სალომე ჯინჯოლავა, ზაალ მიქელაძე.
სხდომას არ ესწრებოდა: ანტონ ობოლაშვილი
კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.
სხდომის მდივანი: ლელა ასათიანი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის
დღის წესრიგი
1.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2025 წლის
სამოქმედო გეგმის საზედამხედველო უფლებამოსილების
განხორციელების ფარგლებში
„დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციის
მოსმენა
2.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
2025 წლის სამოქმედო გეგმის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში
ეკომიგრანტთა/დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროგრამების
მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა.
3.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
2025 წლის სამოქმედო გეგმის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში
უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების
მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა.
4.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/409; 05.07.2024) II - მოსმენით განხილვა;
კომიტეტის სხდომის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ დაადასტურა ქვორუმის არსებობა და
სხდომა გახსნილად გამოაცხადა.
შემდეგ,
1
შემდეგ მან სიტყვა გადასცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს.
შრომის,
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის
სახელმწიფო პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის
დინამიკა
დადებითია,
მაინც
შორს
ვართ
იმ მაჩვენებლისგან,
როდესაც
სკრინინგის ზოგადეფექტურობაზე შეიძლება იყოს საუბარი.
„დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ აქტივობას, რომელიც ორიენტირებულია დაავადებათა
გავრცელების პრევენციასა და ადრეულ დიაგნოსტიკაზე. ამ ფაქტორს ჯანდაცვის
ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია დიდი წარმატების მოტანა. მიუხედავად იმისა, რომ
2024 წლის განმავლობაში უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა მოსახლეობის მოცვის
მაჩვენებელი, ეს მაინც ბევრად შორსაა ეფექტურობის ნორმალური მაჩვენებლისგან.
დადასტურებულია, რომ სკრინინგის პროგრამები იმ შემთხვევაშია ეფექტური, თუ
მოსახლეობის მოცვა 70%-ს შეადგენს, საქართველოში კი კიბოს სკრინინგის პროგრამებში
სამიზნე მოსახლეობის მაჩვენებელი რეკომენდებულს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება და
15%-ს არ აღემატება. ეს მაჩვენებელი მოითხოვს გაუმჯობესებას“, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამიზნე მაჩვენებლამდე მიღწევა ერთ-ორ
წელიწადში შეუძლებელია, არარეალურია, ამიტომ სამინისტროს, მთავრობის გეგმები
მაჩვენებლების ეტაპობრივად გაზრდას უკავშირდება, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას,
რომ მოცვის 70%-იან მაჩვენებელს რამდენიმე წელიწადში დაუახლოვდეს.
მან
ასევე
ისაუბრა
დაავადებათა
ადრეული
დიაგნოსტიკის
მიმართულებით
განსახორციელებელ ღონისძიებებსა და სკრინინგის გაუმჯობესებისთვის შემუშავებულ
გეგმაზე.
„გავაანალიზეთ, თუ რა გამოწვევები არსებობს სკრინინგის პროგრამის სრულყოფილად
ამოქმედების და დაავადებათა ადრეულად გამოვლენისთვის. რას აკეთებს სამინისტრო ამ
მიმართულებით. კიდევ რა არის საჭირო იმისათვის, რომ გაიზარდოს მოსახლეობის
მაქსიმალური ჩართულობა სხვადასხვა სკრინინგ პროგრამაში. მინისტრმა გაგვაცნო ის
გეგმები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს სკრინინგის პროგრამის მოცულობის
გაზრდას ქვეყანაში, რაც უპირველეს ყოვლისა, კიბოს პრევენციას შეუწყობს ხელს და
დაავადებას შეამცირებს“ - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
შემდეგ,
სხდომის წამყვანმა ეკომიგრანტთა/დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან
დაკავშირებული პროგრამების და უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი
2
მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის
მიმდინარეობის
შესახებ
ინფორმაცია
წარმოდგენის მიზნით სიტყვა გადასცა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი ცაგარეიშვილს.
მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა იმ საქმიანობაზე, რომელსაც სახელმწიფო
ახორციელებს დევნილების, ეკომიგრანტებისა და უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ
პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებითა და სახლებით
უზრუნველყოფისათვის.
გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, თბილისში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდსა და
რუსთავში აქტიურად მიმდინარეობს დევნილებისათვის კორპუსების მშენებლობის
პროცესი. ქუთაისში უკვე მაისში დასრულდება სამი კორპუსის მშენებლობა 720 დევნილი
ოჯახის განსახლების მიზნით.
სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოსთვის მზად იქნება 11 კორპუსი დევნილი ოჯახებისათვის
თბილისში.
შემდეგ ეტაპობრივად დასრულდება კორპუსები რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში.
როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ბინების განაწილება მკაცრად განსაზღვრული
კრიტერიუმებით მოხდება.
მისივე თქმით, პარალელურად ხორციელდება სოფლად სახლის შესყიდვის პროექტი. ამ
პროექტის თანახმად, 2024 წელს 1400 ოჯახი განასახლეს სხვადასხვა რეგიონში.
მომხსენებელმა ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფაზეც ისაუბრა
და
განაცხადა,
რომ
არცერთი
ოჯახი
არ
დარჩა
კომპენსაციის
გარეშე.
როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, მთავრობის მიერ შარშან დამტკიცდა
უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების
განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა და დღეს უკვე აქტიურად
მიმდინარეობს მისი განხორციელება. კომისია რამდენიმე თვეა რაც მუშაობს და
დღეისათვის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი უკვე შეუძინეს 138 მძიმე
საცხოვრებელ პირობებში მყოფ მრავალშვილიან ოჯახს. ეს პროგრამა მომდევნო წლებშიც
გაგრძელდება.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა
ლომინაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია მთავრობის, სამინისტროს საქმიანობა იმ
მიმართულებით, რომ არცერთი დევნილი, ეკომიგრანტი თუ უსახლკარო/მძიმე
საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახი არ დარჩეს საცხოვრებლის
გარეშე.
„მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ წელს 5 ათასი ოჯახი მიიღებს ბინას. დევნილებთან
ერთად, ყურადღების გარეშე არ დარჩებიან არც ეკომიგრანტები და არც უსახლკარო
მრავალშვილიანი ოჯახები. ძალიან კარგი პროექტია „სახლი სოფლად“, როგორც
დევნილებისათვის, ასევე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით
ხდება მათი განსახლება უსაფრთხო გარემოში და საჭიროა მეტი მუშაობა ამ
3
მიმართულებით, რათა სოფლად სახლის შესყიდვის სურვილი კიდევ უფრო მეტმა ოჯახმა
გამოთქვას“- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
გადაწყვეტილება:
კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, კომიტეტი და სამინისტრო პროგრამის
სრულყოფილად განხორციელებისთვის აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შემდეგ:
სხდომის თავმჯდომარე სიტყვა გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი
საბჭოს
იურიდიულ
და
საპროცედურო
საკითხთა
კომიტეტის
თავმჯდომარეს ვახტანგ
ყოლბაიას,
რომელმაც
„საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მუხლობრივად
განსახილველად წარმოადგინა.
კანონპროექტი, რომლის ინიციატორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოა, ეხება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის
საკითხს იმ შემთხვევაში, თუკი საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების
რეგისტრაციამდე ოჯახის წევრი გარდაიცვალა. დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებლის
გადაცემა მოხდება ქულათა იმავე რაოდენობის მიხედვით, როგორიც მას გრძელვადიანი
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი ან სხვა სახის
დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემისას ჰქონდა.
გადაწყვეტილება:
კომიტეტი ერთხმად მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ კანონპროექტს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისთვის.
ზაზა ლომინაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
ლელა ასათიანი
სხდომის მდივანი
4