საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თეა წულუკიანის მიერ წარმოდგენილი, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში (APF) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.03.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი
ნომერი
#2-3302/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-17
ბიუროს ნომერი 29

📜 ტექსტი

წერილი
2-3302/25 13-03-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაძეს ბატონო ნიკოლოზ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად გიგზავნით ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში (APF) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიშს. დანართი: 4 ფურცელი. პატივისცემით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში პერიოდი: 2024 წლის იანვარი - 2025 წლის იანვარი 2024 წელს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა კომიტეტის სხდომასა და რიგით 49-ე ყოველწლიური სესიის მუშაობაში. 2024 წლის 23-26 აპრილი, საპარლამენტო საქმეთა კომიტეტის სხდომა, პოდგორიცა, მონტენეგრო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა, 2024 წლის 24-25 აპრილს, მონტენეგროში, დედაქალაქ პოდგორიცაში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. კომიტეტის სხდომაზე ასამბლეის დელეგაციის წევრებმა მიმოიხილეს საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება. სხდომას გახსნით ნაწილში დელეგატებს სიტყვით მიმართეს: მონტენეგროს პარლამენტის თავჯდომარემ ანდრია მანდიჩმა და მონტენეგროს ვიცე-პრემიერ მინისტრმა ალეკსა ბეჩიჩმა. სხდომაზე განიხილეს და მიიღეს მოხსენებების პროექტები თემებზე: „დეზინფორმაციის გავლენა საპარლამენტო საქმიანობაზე“ და „პარლამენტების როლი ფრანგული ენის ხელშეწყობაში“. ღონისძიებაში მონაწილეობდა ასამბლეის 15 მდე წევრი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან. 2025 I საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი 2024 წლის 5-9 ივლისი, რიგით 49-ე ყოველწლიური სესია, მონრეალი, კანადა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ასამბლეის 49-ე ყოველწლიურ სესიაში. სესიის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „ხელოვნური ინტელექტი და პარლამენტარიზმი’’. სესიაში მონაწილეობას იღებდა 350 დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის 13 ქვეყნის და რეგიონალური პარლამენტის თავმჯდომარე. სესია 6 ივლისს ასამბლეის ქალ-პარლამენტართა ქსელისა და ახალგაზრდა პარლამენტართა ქსელის შეხვედრებით დაიწყო. შეხვედრების განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდა: ,,მოქალაქეების მობილობის გაუმჯობესება მეწარმეობის ხელშეწყობისათვის,, და „ქალთა უფლებები შეიარაღებულ კონფლიქტებში“. ზემოაღნიშნულ თემებზე განიხილეს და მიიღეს შესაბამისი მოხსენებების კომიტეტების სხდომები. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა პროექტები. 7 ივლისს გაიმართა ასამბლეის პარლამენტის მუდმივმოქმედი სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო პოლიტიკურ საკითხთა დავით კომიტეტის მუშაობაში. კომიტეტის სხდომას ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე, საფრანგეთის სენატორი კრისტოფ ანდრე ფრასა. სხდომის განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდა: „მულტილატერალიზმის როლი დემოკრატიისა და გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობაში“; „კიბერუსაფრთხოება და საარჩევნო ჩარევა“. კომიტეტის სხდომაზე, ასამბლეის თითოეულმა დელეგატმა ისაუბრა საკუთარ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, არსებულ რეფორმებსა და გამოწვევებზე. სხდომაზე დავით სონღულაშვილმა დელეგატებს სიტყვით მიმართა. სიტყვით გამოსვლა შეეხო რუსულ ოკუპაციას და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, უკვე მრავალი წელია, რაც საქართველო რუსულ ოკუპაციას საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემით პასუხობს. მიუხედავად ამისა, საფრთხეების შემცირების 2025 I საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი ნაცვლად, რეგიონში სიტუაცია უფრო მეტად რთული ხდება და შესაბამისად, ყოველდღიურად ხდება შექმნილ მძიმე ვითარებასთან გამკლავება. როგორც მან აღნიშნა, ასეთ მდგომარეობაში დიდია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა. კომიტეტის სხდომაზე ასევე განხილულ იქნა რეზოლუციის პროექტი დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ. დელეგაციის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო საქმეთა კომიტეტის მუშაობაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა კანადის თემთა პალატის დეპუტატი ჟოელ გოდენი. კომიტეტის სხდომის განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდა: ‘’საპარლამენტო გარემოში დეზინფორმაციასთან ბრძოლა’’; ‘’ფრანგული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობა’’ ანტონ ობოლაშვილმა კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, რეგიონში არსებულ რთულ ვითარებასა და გამოწვევებზე, ასევე თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რამდენად ზეგავლენას ახდენს ამ პროცესებზე დეზინფორმაცია და პოლარიზება. დელეგაციის წევრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უპირველესი ამოცანაა ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარება და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით აღნიშნული სირთულეების დაძლევა. 8 ივლისს ასამბლეის 49-ე სესია ოფიციალურად პლენარული სესიით გაიხსნა. გახსნით ნაწილში სესიაზე დამსწრე დელეგატებს სიტყვით მიმართეს: ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანსის დრუენმა, კანადის სენატის თავმჯდომარემ რეიმონდ განიემ და კანადის თემთა პალატის თავმჯდომარემ გრეგ ფერგასმა. გახსნითი ნაწილის შემდეგ სესიაზე გაიმართა გენერალური დებატები თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი და პარლამენტარიზმი.“ დელეგატებს სიტყვით მიმართა დელეგაციის ხელმღვანელმა დავით სონღულაშვილმა და დღევანდელ რეალობაში ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 2025 I საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი 9 ივლისს, ასამბლეაში შემავალი რეგიონების საქმეთა ხელმძღვანელებმა გააკეთეს ყოველწლიური მოხსენებები და ისაუბრეს მათ რეგიონებში არსებულ აქტუალურ საკითხებზე და გამოწვევებზე. ამავე დღეს დელეგატებმა მოისმინეს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის ლუიშ მუშიკივაბოს ყოველწლიური მოხსენება. სხდომის დასასრულს გადაწყდა, რომ მომდევნო რიგით 50-ე ყოველწლიურ სესიას უმასპინძლებს საფრანგეთის რესპუბლიკა. 2025 I საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი