„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.03.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, გენრიეტა წიწავა
ნომერი
#07-3/42/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-17
ბიუროს ნომერი 29

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264): 1. მე-6 მუხლის: ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზია.“; ბ) 112 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „112. სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზია.“. 2. 24-ე მუხლის: ა) 143 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 144 – 146 პუნქტები: „144. ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა. 145. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა. 146. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა.“; ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა.“; გ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ 33 იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა.“; დ) მე-20 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 პუნქტი: „201. სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა.“; ე) 22-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 პუნქტი: „221. საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა.“. 4. 421 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 422 მუხლი: „მუხლი 422. შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დროებითი რეგულირება 1. ამ კანონის 91 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რეგლამენტის ამოქმედებამდე, ამ კანონის: ა) 91 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც ასეთი საქმიანობა ხორციელდება, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში). ბ) 91 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. 2. ამ კანონის 91 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რეგლამენტის ამოქმედებამდე, შეჩერდეს ამ კანონის 222 მუხლის მოქმედება.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები, ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 34
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლის თანახმად, მკაცრდება სასიგნალო იარაღთან ან/და მისი ვაზნებთან დაკავშირებით რეგულაციები. კერძოდ, სასიგნალო იარაღისა და მისი ვაზნების დამზადება (წარმოება) და ვაჭრობა იქნება ლიცენზირებული საქმიანობა. ამასთან, ნებართვას დაექვემდებარება სასიგნალო იარაღთან და მისი ვაზნებთან დაკავშირებული ცალკეული საქმიანობები. ნებართვის მოპოვება, მათ შორის, სავალდებულო იქნება ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენისთვის (შენახვისა და ტარების უფლებით), ასევე სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტისთვის და სხვა. გამომდინარე იქედან, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, ასევე, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს, საჭიროა თანმდევი ცვლილება განხორციელდეს დასახელებულ კანონშიც. ასევე, 2024 წლის 15 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (4169-XIVმს-Xმპ) და მისი თანმდევი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (4170-XIVმსXმპ) საქართველოს კანონები. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით შეიქმნა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 101-112 პუნქტებით გათვალისწინებული სალიცენზიო საქმიანობისთვის განკუთვნილი შენობანაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, ზემოაღნიშნული სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა ტექნიკური რეგლამენტით, ამავე რეგლამენტში მითითებულ უნდა იქნას, შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი/ორგანო. ამასთან, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (4170-XIVმსXმპ) საქართველოს კანონით შეიქმნა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს 35 კანონის მე-6 მუხლის 101-112 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების ლიცენზიების გაუქმების სამართლებრივი მექანიზმი, შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შეუსაბამობის გამო. მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო პროდუქციის დამზადებისთვის, წარმოებისთვის, სამხედრო პროდუქციის შეკეთებისთვის (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები განისაზღვროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე. ასევე, უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვის პროცესში, დაცულ იქნეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 101-103 პუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიების მფლობელთა ინტერესები. ამდენად, საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებული ნორმების ეფექტურად აღსრულების მიზნით, საჭირო დამატებითი კონსულტაციების გამართვის უზრუნველსაყოფად, დღის წესრიგში დადგა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დადგენის ახალი ვადის განსაზღვრა, აღნიშნული კი თავის მხრივ იწვევს ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, ასევე, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს, სამხედრო პროდუქციის დამზადებისათვის, წარმოებისათვის, შეკეთებისათვის (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), სამხედრო პროდუქციით ვაჭრობისთვის განკუთვნილი შენობანაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებს, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, აუცილებელია ცვლილება განხორციელდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად: - სასიგნალო იარაღისა და მისი ვაზნების დამზადება (წარმოება) და ვაჭრობა იქნება ლიცენზირებული საქმიანობა. ამასთან, ნებართვას დაექვემდებარება სასიგნალო იარაღთან ან/და მისი ვაზნებთან დაკავშირებული ცალკეული საქმიანობები. ნებართვის მოპოვება, მათ შორის, სავალდებულო იქნება ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენისთვის (შენახვისა და ტარების უფლებით), ასევე სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტისთვის და სხვა. - სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების, სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის 36 გენერალური ლიცენზიის მაძიებელთა/ლიცენზიანტთა ვალდებულება, წარადგინონ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი, გადავადდება აღნიშნული ნორმების დამდგენი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე. შესაბამისად, ამ პერიოდამდე შეჩერდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 222 მუხლის მოქმედებაც. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლში, რომლითაც განისაზღვრება სასიგნალო იარაღის/ვაზნის დამზადების (წარმოების) ლიცენზია და სასიგნალო იარაღით/ვაზნით ვაჭრობის ლიცენზია. ამასთან ცვლილება შედის დასახლებული კანონის 24-ე მუხლში და განისაზღვრება ნებართვის ახალი სახეები, კერძოდ: ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა; უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა და უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა. ნებართვის ახალი სახე იქნება ასევე საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვაც, შესაბამისი ცვლილება შედის ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლში და ემატება 221 პუნქტი. გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონის პროექტით ნებართვის მოპოვება სავალდებულო იქნება ასევე, სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტისთვის; უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ სასიგნალო იარაღისა/ვაზნის საქართველოში შემოტანისთვის საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილებისთვის; სასიგნალო იარაღის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნისთვის. აღსანიშნავია, რომ დამზადებისთვის, დღეის მდგომარეობით, წარმოებისთვის, არ სამხედრო არსებობს სამხედრო პროდუქციის პროდუქციის შეკეთებისთვის (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დამდგენი ერთიანი დოკუმენტი. აღნიშნული უსაფრთხოების სტანდარტები მნიშვნელოვანია განისაზღვროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე. ამავდროულად, შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან ლიცენზიის შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობა ლიცენზიის გაუქმების საფუძველია, დამატებითი გამოწვევაა ასეთი ვალდებულებების დადგენის პროცესში. შესაბამისად, „ლიცენზიებისა და 37 ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 422 მუხლი, რომლის საფუძველზეც, სამხედრო პროდუქციის დამზადებისთვის, წარმოებისთვის, სამხედრო პროდუქციის შეკეთებისთვის (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), სამხედრო პროდუქციით ვაჭრობისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების მომწესრიგებელი ტექნიკური რეგლამენტის მიღებისა და მასთან დაკავშირებული ნორმების ეფექტიანად ამოქმედების უზრუნველსაყოფად, განისაზღვრება ამ რეგლამენტის დამტკიცების ახალი ვადა. ამასთან, გარდამავალ რეგლამენტის ამოქმედებამდე უზრუნველყოფილი იქნება პერიოდში, კერძოდ, ტექნიკური შეჩერდება კანონის 222 მუხლის მოქმედება, რითაც ზემოხსენებულ ლიცენზიის მაძიებელთა/ლიცენზიანტთა უფლებები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის (გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა) 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებას, ვინაიდან „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებული სასიგნალო იარაღთან, ამოქმედდება 2025 წლის 1 ივლისიდან. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი და მეორე მუხლი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის საჭიროებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას, ვინაიდან წარმოადგენს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თამდევ კანონპროექტს, რომელიც განიხილება დაჩქარებული წესით. კერძოდ, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის 15 მაისს განხორციელებული ცვლილების (4169-XIVმს-Xმპ) თანახმად, გარკვეული სახის ლიცენზიის მოსაპოვებლად დადგენილი ახალი რეგულაციებით განისაზღვრა გარკვეული ვალდებულებები. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტურად აღსრულების მიზნით, აუცილებელია სათანადო სალიცენზიო საქმიანობებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების განისაზღვროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, რომელთა შესწავლაც აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, დამატებითი კონსულტაციების გამართვისათვის, საჭიროა ამ ნორმების მოქმედების ახალი ვადის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე კანონპროექტი მიზანშეწონილია განხილული იქნეს დაჩქარებული წესით, რათა არ შეფერხდეს გარკვეული კატეგორიის ლიცენზიის გაცემის საკითხი. 38 ასევე, მიზანშეწონილია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნების გათვალისწინებით, სასაგინალო იარაღის სამოქალაქო ბრუნვა დროულად დაექვემდებაროს სანებართვო/სალიცენზიო რეგულაციებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებებით განისაზღვრება სალიცენზიო და სანებართვო საქმიანობის ახალი სახეები. წარმოდგენილი პროექტით სასიგნალო იარაღისა ან/და მისი ვაზნების დამზადება (წარმოება) და სასიგნალო იარაღით/ვაზნებით ვაჭრობა იქნება ლიცენზირებული საქმიანობა. ამასთან ნებართვას დაექვემდებარება შემდეგი საქმიანობები:  ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა (შენახვისა და ტარების უფლებით);  უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა;  სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი;  უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ სასიგნალო იარაღისა და ვაზნის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა და საქართველოში გადაადგილება;  სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა;  საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა). წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, თანმდევის ცვლილება შედის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად ზემოაღნიშნული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემისთვის განისაზღვრება 39 მოსაკრებლის განაკვეთები. კერძოდ, სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის დამზადებისთვის (წარმოება), შეკეთებისთვის, ამასთან, სასიგნალო იარაღით/ვაზნით ვაჭრობისთვის სალიცენზიო მოსაკრებელი იქნება 100 ლარი. ამასთან, სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის წარმოებასთან, შეკეთებასა და მოდერნიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვისთვის, გარიგების ღირებულების შესაბამისად, მოსაკრებლის განაკვეთი 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე შეადგენს 0.5%-ს, ხოლო 10 მლნ ლარიდან ზევით – 0.1%-ს, მაგრამ არაუმეტეს 120 000 ლარისა. გარდა ამისა, ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 6 ლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვისთვის – 8 ლარი. იარაღისა/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის ფიზიკური პირისთვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება 6 ლარის ოდენობით, ხოლო, იურიდიული პირისთვის – 12 ლარის ოდენობით. როგორც საქართველოს მოქალაქის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 8 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ის სუბიექტები, რომლებიც მოიპოვებენ სასიგნალო იარაღთან ან მის ვაზნასთან დაკავშირებულ ლიცენზიას ან/და ნებართვას, მოსაკრებლის სახით გადაიხდიან წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით განსაზღვრულ თანხას, რაც გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, ხოლო, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა სრულად დამოკიდებული იქნება აღნიშნული სუბიექტების ოდენობაზე. გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტით მკაცრდება სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და ამ იარაღით/ვაზნით ვაჭრობის რეგულირება. საგულისხმოა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ნებისმიერ პირს აღარ შეეძლება სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და ვაჭრობა, რამაც შესაძლოა შეამციროს აღნიშნული პროდუქტის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და ამ იარაღის/ვაზნით ვაჭრობა, რაც გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის შესაბამისად, შეჩერდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22 მუხლის მოქმედება, რაც დაკავშირებულია „იარაღის შესახებ“ 2 საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი 40 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის მიღების გადავადებასთან 2026 წლის პირველ იანვრამდე. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლში მითითებულია სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების, სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიის გაცემისთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს, იმ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც ხორციელდება ამავე მუხლით გათვალისწინებული სალიცენზიო საქმიანობა. აღნიშნული დოკუმენტის გამცემი პირი განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტით. ვინაიდან, დღეის მდგომარეობით არ არის განსაზღვრული აღნიშნული დოკუმენტის გამცემი პირი, მისთვის შემოსავლის მიღება (რომელიც გადავადდება ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე) და რაოდენობა დამოკიდებული იქნება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ რეგულაციაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: საგულისხმოა, რომ სასიგნალო იარაღთან ან მის ვაზნასთან დაკავშირებულ ლიცენზიებს გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო, ნებართვებს – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). დასახელებულ ფუნქციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო განახორციელებს არსებული ტექნიკური და ადამიანური რესურსის გამოყენებით, რისთვისაც აუცილებელი ხარჯების დაფარვა მოხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში, ასევე, სააგენტო დასახელებული ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფს საკუთარი შემოსავლებიდან, რაც დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: 41 წარმოდგენილი პროექტით სასიგნალო იარაღი და მისი ვაზნების დამზადება (წარმოება) და ვაჭრობა იქნება ლიცენზირებული საქმიანობა. ამასთან ნებართვას დაექვემდებარება შემდეგი საქმიანობები:  ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა (შენახვისა და ტარების უფლებით);  უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა;  სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი;  უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ სასიგნალო იარაღისა და ვაზნის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა და საქართველოში გადაადგილება;  სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა;  საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა). აღნიშნული გავლენას მოახდენს იმ პირთა შემოსავლებზე, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებამდე თავისუფლად ახორციელებდნენ ზემოაღნიშნულ საქმიანობას, ხოლო, ფინანსური გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია წლის განმავლობაში ამ პირთა მიერ დასახელებული საქმიანობით მიღებულ ფინანსურ სარგებელზე. წარმოდგენილი კანონის პროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირთათვისაც, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც სასიგნალო იარაღი და მისი ვაზნებთან დაკავშირებული საქმიანობა იქნება ლიცენზირებადი და სანებართვო საქმიანობა, რომლისთვისაც წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით განისაზღვრება სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების განაკვეთი, (მოსაკრებლების ოდენობა მოცემულია განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში). შესაბამისად ის სუბიექტები, რომლებიც მოიპოვებენ დასახელებულ ლიცენზიას ან/და ნებართვას, მოსაკრებლის სახით გადაიხდიან აღნიშნულ თანხას. წარმოდგენილი კანონპროექტით შეჩერდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 222 მუხლის მოქმედება, რაც დაკავშირებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის მიღების გადავადებასთან. 42 შესაბამისად, პროექტი დადებით ზეგავლენას იქონიებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 101-103 მუხლებით გათვალისწინებული ლიცენზიის მაძიებლებსა და არსებულ ლიცენზიანტებზე, კერძოდ, ლიცენზიის მაძიებლებს გადაუვადდებათ ზემოაღნიშნული სალიცენზიო განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ტექნიკურ დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საქმიანობის განხორციელებისთვის რეგლამენტთან ვალდებულება, შესაბამისობის ხოლო არსებულ ლიცენზიანტებს გადაუვადდებათ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება. შესაბამისად, პროექტით გათვალისწინებულ გარდამავალ პერიოდში ზემოაღნიშნული ლიცენზიების მაძიებლებსა და ლიცენზიანტებს, საქმიანობის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოსაყვანად არ მოუწევთ დამატებითი ხარჯების გაწევა. ამავდროულად, დღეის მდგომარეობით, არ არის განსაზღვრული ზემოაღნიშნული სალიცენზიო საქმიანობებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დამდგენი დოკუმენტის გამცემი პირი, შესაბამისად მისთვის შემოსავლის მიღება, (რომელიც გადავადდება რეგლამენტის ამოქმედებამდე) და რაოდენობა დამოკიდებული იქნება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ რეგულაციაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ამ საკითხზე გავლენას არ ახდენს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. 43 ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, გენრიეტა წიწავა ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, გენრიეტა წიწავა 44