„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-17
ბიუროს ნომერი 29
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და კანონის:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ3“ ქვეპუნქტი:
„მ3) ვაზნა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია იარაღისათვის და მასრის მეშვეობით
აერთიანებს კაფსულ-ამაალებელს, ფეთქებად ნივთიერებასა და გასარტყორცნ ელემენტს.“.
2. მე-14 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო
მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
შესაბამისი
ლიცენზიის
მქონე
პირის
მიერ
სარეალიზაციოდ განკუთვნილ, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ
სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე, გაზის (აირის) იარაღსა (გარდა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა) და სასიგნალო იარაღზე;
გ) ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიერ
სარეალიზაციოდ განკუთვნილ სამოქალაქო ცეცხლსასროლ, გაზის (აირის) და პნევმატურ
იარაღებზე, სასიგნალო იარაღზე;“;
ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-19 მუხლის
პირველი პუნქტის „გ1“, „გ2“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული
პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ შეძენილ იარაღზე;“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იარაღის პირველადი რეგისტრაციისას ფიზიკური პირი თავისუფლდება სამოქალაქო
თავდაცვის იარაღისთვის, სპორტული და სანადირო ცეცხლსასროლი და პნევმატური
იარაღების, სასიგნალო იარაღისა და გაზის (აირის) იარაღისთვის ბალისტიკური შემოწმების
ჩატარებისგან, თუ მან შესაბამისი იარაღი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული პირისგან შეიძინა და შეძენილ იარაღს დადგენილი წესით უკვე
ჩატარებული აქვს ბალისტიკური შემოწმება.“;
1
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იარაღის შეძენისას ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „გ2“, „ვ“ ან „ზ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე თავისუფლდება
შეძენილი იარაღისთვის ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისგან, თუ მან ეს იარაღი ამ
მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისგან შეიძინა და
შეძენილ იარაღს დადგენილი წესით უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური შემოწმება.“.
3. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. იარაღის დამზადება და შეკეთება
1. იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დამზადება და
შეკეთება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ
შენობა-ნაგებობა, სადაც განხორციელდება იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და
საბრძოლო მასალის/ვაზნის დამზადება და შეკეთება, შეესაბამება საქართველოს მთავრობის
მიერ დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს, რომლითაც განისაზღვრება აგრეთვე შენობანაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი
დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი.
2. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის, სასიგნალო იარაღის მართლსაწინააღმდეგო
დამზადება (მათ შორის, გადაკეთება საერთო სიგრძის შეცვლით ან უამისოდ).
3. აკრძალულია ნაწილობრივ ან მთლიანად დამზადებული იარაღის რეგისტრაცია ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე.
4. ლიცენზიის გარეშე იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის შეკეთება ან/და დამზადება
(მათ შორის, გადაკეთება საერთო სიგრძის შეცვლით ან უამისოდ) იწვევს პასუხისმგებლობის
დაკისრებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
4. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების,
საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების
(წარმოების) ლიცენზიისა და სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი
ელემენტების შეკეთების ლიცენზიის გაცემის საფუძველი
სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო
მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების)
ლიცენზიისა და სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების
შეკეთების ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;
ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
გ) იურიდიული პირისთვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია),
ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული
2
და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ
ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას:
გ.ა) სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის
ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის
უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე
არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
გ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი,
მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია, ამ კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და
შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის
დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის:
დ.ა) ცნობები მისი ნასამართლობის/მისთვის უფლების ჩამორთმევის, მისი ამ კანონის 27-ე
მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების,
ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი,
მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია, ამ კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და
შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის
დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო
ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით),
რომლებიც
ლიცენზიის
მფლობელს
ლიცენზიით
ნებადართული
საქმიანობის
განხორციელებაში დაეხმარებიან, ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების
ჩამორთმევის,
მათი
ამ
კანონის
27-ე
მუხლის
მე-2
პუნქტის
„ე“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე
არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე მათი სათანადო განათლების
ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის
რეკომენდაცია, ამ კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი
გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და შენახვის წესებთან დაკავშირებით
გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;
ვ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი
დოკუმენტი,
რომელსაც
გასცემს
იმავე
ტექნიკური
რეგლამენტით
განსაზღვრული
უფლებამოსილი პირი;
ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი
კომისიის რეკომენდაცია.“.
3
5. მე-17 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო
მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობა“;
ბ) პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
იარაღით,
ცეცხლსასროლი
იარაღის
ძირითადი
ელემენტებით,
საბრძოლო
მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის უფლება აქვთ
სპეციალურად ამ მიზნით, სამეწარმეო საქმიანობისთვის შექმნილ პირებს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ
გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობა, სადაც
განხორციელდება იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო
მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობა, შეესაბამება
საქართველოს მთავრობის მიერ
განისაზღვრება
აგრეთვე
დამტკიცებულ
შენობა-ნაგებობის
ტექნიკურ რეგლამენტს,
ტექნიკური
უსაფრთხოების
რომლითაც
ნორმებთან
შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი.
2. იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით
და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა, აგრეთვე სააღრიცხვო
დოკუმენტაციის შენახვა;
ბ) იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის
და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ
შესაბამისი უფლების მქონე პირზე;
გ) მოახდინოს მხოლოდ იმ საქონლის რეალიზაცია, რომელიც შეესაბამება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
დ) არ განახორციელოს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული
სამოქალაქო იარაღის რეალიზაცია მისი ბალისტიკური შემოწმების გარეშე,
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა;
ე) საკომისიო
წესით ჩაიბაროს მხოლოდ ის იარაღი, რომელზედაც
გარდა
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულია იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების
ცნობა;
ვ) შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე სარეალიზაციოდ შემოტანილი ან საკომისიო წესით
ჩაბარებული იარაღის და საბრძოლო მასალის/ვაზნის სრული ნუსხა (ტიპი, მარკა, მოდელი,
სერია, ნომერი, კალიბრი), აგრეთვე მყიდველის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო ბაზაში
განსათავსებლად
წარუდგინოს
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროსა
და
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს;
ზ) უზრუნველყოს იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო
მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების შენახვის უსაფრთხოება;
4
თ) შემძენ ფიზიკურ პირს შეძენილი
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი)
დაიცვას
იარაღის
ბრუნვასთან
იარაღი
გადასცეს
დაკავშირებით
მხოლოდ
საქართველოს
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი სხვა მოთხოვნები.“.
6. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით,
საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის
ლიცენზიის გაცემის საფუძველი
სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო
მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის
მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;
ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
გ) იურიდიული პირისთვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია),
ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული
და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ
ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას:
გ.ა) სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის
ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის
უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე
არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
გ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი,
მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია, ამ კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და
შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის
დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის:
დ.ა) ცნობები მისი ნასამართლობის/მისთვის უფლების ჩამორთმევის, მისი ამ კანონის 27-ე
მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების,
ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი,
მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია, ამ კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და
შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის
დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო
ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით),
5
რომლებიც
ლიცენზიის
მფლობელს
ლიცენზიით
ნებადართული
საქმიანობის
განხორციელებაში დაეხმარებიან, ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების
ჩამორთმევის,
მათი
ამ
კანონის
27-ე
მუხლის
მე-2
პუნქტის
„ე“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე
არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე მათი სათანადო განათლების
ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის
რეკომენდაცია, ამ კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი
გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და შენახვის წესებთან დაკავშირებით
გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;
ვ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი
დოკუმენტი,
რომელსაც
გასცემს
იმავე
ტექნიკური
რეგლამენტით
განსაზღვრული
უფლებამოსილი პირი;
ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი
კომისიის რეკომენდაცია.“.
7. მე-19 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის შეძენის
უფლება“;
ბ) პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:
„გ2) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ იურიდიულ პირს − სასიგნალო
იარაღის;“;
გ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ,
შეიძინონ მხოლოდ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და მისი ძირითადი ელემენტები,
აგრეთვე სასიგნალო იარაღი.“;
დ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, მხოლოდ
იმ
შემთხვევაში,
(მფლობელობაში)
როცა
ეს
არსებული
საბრძოლო
მასალა
რეგისტრირებული
განკუთვნილია
ან
მათ
საკუთრებაში
აღრიცხული
იარაღიდან
გასროლისათვის;“;
ე) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
6
„21. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვაზნის შეძენის უფლება აქვს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა
ეს ვაზნა განკუთვნილია მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული, რეგისტრირებული
ან აღრიცხული სასიგნალო იარაღიდან გასროლისთვის;
ბ) ფიზიკურ პირს, რომელსაც სასიგნალო იარაღი ამ კანონით დადგენილი წესით დროებით
სარგებლობაში გადასცა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა
იურიდიულმა პირმა, − მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს ვაზნა განკუთვნილია აღნიშნული
იარაღიდან გასროლისათვის, მაგრამ არა უმეტეს სარგებლობისათვის განსაზღვრული
პერიოდისა.“;
ვ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-6 მუხლის
პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-7 მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
სამოქალაქო იარაღის ან/და მისი ძირითადი ელემენტების, სასიგნალო იარაღის შეძენა,
აგრეთვე ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
დაწესებულებების მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მოსარგებლე პირზე განპიროვნება
დასაშვებია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი იარაღის შეძენის
(შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის საფუძველზე.“;
ზ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
31. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იურიდიული
პირი ვალდებულია სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა (ან მისი ძირითადი ელემენტის)
ან/და სასიგნალო იარაღის შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს მისი
რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანებით
დადგენილი
წესით.
ამ
პუნქტით
გათვალისწინებული
ვალდებულების
შესრულებამდე დაუშვებელია იარაღის განკარგვა ან მისით სარგებლობის უფლების სხვა
პირისათვის გადაცემა.“;
თ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ1“ ქვეპუნქტი:
„ბ.გ1) სასიგნალო იარაღზე;“;
ი) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:
„61. სასიგნალო იარაღის ტექნიკური მახასიათებლები, რომლის შეძენა, საქართველოში
შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, დასაშვებია
მხოლოდ ნებართვის/ლიცენზიის საფუძველზე, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
62. იმ სახელმწიფო დაწესებულებებისა და იურიდიული პირების ნუსხა, რომელთაც არ
სჭირდება სასიგნალო იარაღისა და მისთვის განკუთვნილი ვაზნების საქართველოში
7
შემოტანისთვის, საქართველოდან გატანისთვის, გადატანისთვის, გადაზიდვისთვის ან
გადაგზავნისთვის შესაბამისი ნებართვა/ლიცენზია, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.“;
კ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დაუშვებელია სამოქალაქო სპორტული, სანადირო ცეცხლსასროლი, სასიგნალო ან
პნევმატური იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში.
8. ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო
ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობის, კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი
ცეცხლსასროლი იარაღის, პნევმატური იარაღისა და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა,
საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.“;
ლ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ამ კანონის 31-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ფიზიკური
პირისათვის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, სასიგნალო იარაღის დროებით
სარგებლობაში გადაცემის აღრიცხვას აწარმოებს იარაღის მესაკუთრე; ამასთანავე, იგი
ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირებს.“.
8. მე-20 მუხლის:
ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, მისი საბრძოლო
მასალისა ან/და სასიგნალო იარაღის/მისი ვაზნების შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და
უსაფრთხოების წესებს ადგენს აღნიშნული იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის
ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესი მტკიცდება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, გაზის (აირის) იარაღი, სანადირო პნევმატური
იარაღი, სპორტული პნევმატური იარაღი, სასიგნალო იარაღი და შესაბამისი საბრძოლო
მასალა/ვაზნა
ისეთ
მდგომარეობასა
და
პირობებში
უნდა
ინახებოდეს,
რომელშიც/რომლებშიც:
ა) უზრუნველყოფილი იქნება იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა და
უსაფრთხოება;
8
ბ) გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობა;
გ) არ მოხდება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან/ვაზნასთან გარეშე პირთა დაშვება;
დ) დაცული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი იარაღისა და
საბრძოლო მასალის/ვაზნის უსაფრთხო შენახვის პირობები.“.
9. 21-ე მუხლის:
ა) პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა
ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებს:
ა) რეგისტრირებული იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირი – გლუვლულიანი ცეცხლსასროლი
იარაღის 300 ვაზნამდე, ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის)
იარაღის 300 ვაზნამდე ან ერთ კილოგრამამდე დენთის გადატანა-გადაზიდვის დროს;
ბ) ფიზიკური პირი − ამ კანონის 31-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული წესით მისთვის
დროებით სარგებლობაში გადაცემული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და მისთვის
განკუთვნილი ვაზნების (მაგრამ არა უმეტეს 300 ვაზნისა) გადატანა-გადაზიდვის დროს;
გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ
გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის არსებობისას;
დ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები – კუთვნილი
სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, ხოლო ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული პირები – კუთვნილი სამხედრო-საბრძოლო იარაღის გადატანა-გადაზიდვისა
და გადაგზავნის დროს;
ე) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს თანამშრომელი – სისხლის სამართლის
საქმეზე ამოღებული, ჩამორთმეული ან/და ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი იარაღისა და
საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი – იარაღის რეგისტრაციისათვის (ხელახალი
რეგისტრაციისათვის) ან ჩამოწერისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
პროცედურების განხორციელებისას იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანაგადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;
ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს
თანამშრომელი – სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღისა და საბრძოლო მასალის
განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას იარაღისა და საბრძოლო
მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;
9
თ) აღსრულების პოლიციის თანამშრომელი – იძულებითი აღსრულების მიზნით
ყადაღადადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და
გადაგზავნის დროს;
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები – საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით
განსაზღვრულ
შემთხვევებში
ჩამორთმეული ან კონფისკებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანაგადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;
კ) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
რაოდენობის სასიგნალო იარაღის ვაზნების გადატანა-გადაზიდვის დროს.“;
ბ) 33 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 პუნქტი:
„34. სასიგნალო იარაღის ტარება დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე
500 მეტრის რადიუსში, აგრეთვე სასიგნალო იარაღის გადატანა-გადაზიდვა დასაშვებია
მხოლოდ
სპეციალური
შალითით,
განმუხტულ
მდგომარეობაში,
ვაზნებისგან
განცალკევებულად, რა დროსაც იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილი, ან იარაღს
დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს
მისი მოხსნის გარეშე იარაღის გამოყენება.“;
გ) მე-4 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 და 34 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით
განსაზღვრულ
პასუხისმგებლობას.“.
10. 22-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების,
საბრძოლო მასალის/ვაზნის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის,
ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა
და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო
მასალის/ვაზნის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის,
ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა
და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვის
მისაღებად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ
დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარედგინოს:
10
ა)
სანებართვო
ქმედების
შესაბამისი
ოქმი/ხელშეკრულება ან მისი ასლი;
ხელშეკრულება
ან
განზრახულობათა
ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (გარდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი
კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემთხვევებისა);
გ) შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ან
რეექსპორტის ნებართვა;
დ) იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული საბოლოო
მომხმარებლის სერტიფიკატი, სადაც ხორციელდება იმპორტი (გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ნებართვის მაძიებელი ითხოვს იმპორტის ნებართვას);
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი
კომისიის რეკომენდაცია.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი იარაღის,
საბრძოლო მასალის/ვაზნის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე
იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის,
იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემისას შესაბამისი სანებართვო
მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.“;
დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს
კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობა,
პნევმატური იარაღი, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი და კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი
ცეცხლსასროლი იარაღი.“.
11. 24-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქის მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული
სამოქალაქო იარაღის, სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების ან/და
საბრძოლო მასალის/ვაზნის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა
ტრანზიტისა
და
რეექსპორტისა)
ხორციელდება
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს
მომსახურების
სააგენტოს
მიერ
გაცემული
შესაბამისი
ნებართვის
საფუძველზე.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე
სახელმწიფო
დაცვის
სპეციალური
სამსახურის
11
აქტით
განსაზღვრული
რეესტრით
გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ
იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან
გატანა ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით, რის
შესახებაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვა
გაიცემა ერთდროულად არა უმეტეს 5 ერთეული სამოქალაქო იარაღის ან იარაღის ძირითადი
ელემენტის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ან/და ერთდროულად არა
უმეტეს 1000 ერთეული საბრძოლო მასალის (ვაზნის) (გარდა სასიგნალო იარაღის ვაზნებისა)
საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში.“;
დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. სასიგნალო იარაღის ვაზნების რაოდენობა, რომელთა საქართველოში შემოტანა ან
საქართველოდან გატანა დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ
გაცემული ნებართვის საფუძველზე, განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
12. 26-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით საქართველოში შეიძინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი, სასიგნალო იარაღი და გაზის
(აირის) იარაღი ან/და საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი, სასიგნალო
იარაღი და გაზის (აირის) იარაღი საქართველოდან გაიტანოს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო ან
სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე აღნიშნული იარაღისათვის განკუთვნილი
საბრძოლო მასალა (მაგრამ არა უმეტეს 500 ერთეული ვაზნისა), ასევე, სასიგნალო იარაღი
ან/და
მისთვის
განკუთვნილი
ვაზნა
(არაუმეტეს
საქართველოს
მთავრობის
მიერ
განსაზღვრული რაოდენობისა), თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება)
ნადირობაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე მოწვევა და საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნებართვა,
ხოლო ექსპონირებაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვა. შემოტანილი
12
იარაღი საქართველოდან გატანილი უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია
შესაბამისად კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, ნადირობის მიზნით საქართველოში შემოიტანოს და
საქართველოდან გაიტანოს კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი ან/და სასიგნალო იარაღი
ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის მიღების გარეშე.“.
13. 27-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ1) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის,
სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა და სასიგნალო იარაღის) და გაზის (აირის) იარაღის
შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით),
მისი საქართველოში შემოტანის ან
საქართველოდან გატანის ნებართვის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტის ნებართვებისა)
მაძიებელს არ შესრულებია 21 წელი;“;
ბ) 21 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს
სამოქალაქო ცეცხლსასროლი, სასიგნალო ან გაზის (აირის) იარაღი;“;
გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ5“ და „დ7“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე, ამავე მუხლის მე-2
პუნქტის „ე“, „ვ“, „ვ2“ და „ვ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება
სასიგნალო იარაღზე ნებართვის გაცემის ან გაუქმის შემთხვევაში.“.
14. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:
„გ) აწარმოოს დამზადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის აღრიცხვა;
დ) უზრუნველყოს დამზადებული იარაღის, სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო
მასალის/ვაზნის დაცვა.“.
15. 31-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ფლობდეს და განკარგავდეს იარაღსა და საბრძოლო მასალას/ვაზნას, სარგებლობდეს
იარაღითა და საბრძოლო მასალით/ვაზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით, იარაღის ტარების შეზღუდვის გათვალისწინებით;“;
13
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე შეიძინოს მის სახელზე რეგისტრირებული
ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი საბრძოლო
მასალა, აგრეთვე სასიგნალო იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა.“;
ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების გარდა, ამ კანონის მე-19
მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ იურიდიულ პირებს
უფლება აქვთ, კუთვნილი, რეგისტრირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი სარეწაო,
სამოყვარულო, სპორტული ან სამეცნიერო ნადირობის მიზნით, ასევე სასიგნალო იარაღი
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით,
დროებით (მაგრამ არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადისა)
სარგებლობის უფლებით გადასცენ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც რეგისტრირებული აქვთ
სხვა
სამოქალაქო
კანონმდებლობის
ცეცხლსასროლი
მოთხოვნებს.
იარაღი
ფიზიკური
ან/და
აკმაყოფილებენ
პირებისათვის
საქართველოს
ცეცხლსასროლი
იარაღის
სარგებლობაში გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანებით.“;
გ) მე-2 პუნქტის:
გ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა;“;
გ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში მას დათვალიერების მიზნით წარუდგინოს
სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და სასიგნალო იარაღი.“.
16. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში მას დათვალიერების მიზნით წარუდგინოს
სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და სასიგნალო იარაღი.“.
17. 321 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა/ვაზნა.“.
14
18. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საქართველოს მთავრობამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინებით, 2026
წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-16
მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის „ვ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება.“.
19. 352 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 353 მუხლი:
„მუხლი 353. სასიგნალო იარაღის შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრაციის დროებითი
წესი
1. პირი ვალდებულია 2025 წლის 1 აპრილამდე მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული
სასიგნალო იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვისა და
ტარების უფლებით რეგისტრაციის მიზნით 2025 წლის 1 სექტემბრამდე წარუდგინოს საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა
იწვევს
სასიგნალო
იარაღის
მესაკუთრისთვის
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ
შორის, მის გაფრთხილებას აღნიშნული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ ვადაში შესრულების შესახებ.
3.
ამ
მუხლის
განსაზღვრული
შესაბამისად
საფასურის
სასიგნალო
იარაღის
გადახდევინების
წესი
ბალისტიკური
დგინდება
შემოწმებისთვის
„საჯარო
სამართლის
იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“
საქართველოს კანონით, ხოლო სასიგნალო იარაღის რეგისტრაციისთვის განსაზღვრული
სანებართვო მოსაკრებლისა და საფასურის გადახდევინების წესი − „სალიცენზიო და
სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის
დაწესებული
საფასურისა
და
ვადების
შესახებ“
საქართველოს
კანონებით.
4. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება
განისაზღვროს შესაბამისი ვალდებულების შესრულების ამ მუხლის პირველი პუნქტით
დადგენილი ვადისგან განსხვავებული ვადა.“.
20. 353 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 354 მუხლი:
„მუხლი 354. შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის
დროებითი რეგულირება
ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-16 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის
პირველი პუნქტით, აგრეთვე მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგლამენტის
ამოქმედებამდე, ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც ასეთი
15
საქმიანობა ხორციელდება, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების
არსებობის შემთხვევაში).“.
მუხლი 2
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2025 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს შესაბამისი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა
ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
და
სათანადო
კანონქვემდებარე
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-17 და მე-19 პუნქტებისა
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-17 და მე-19 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1
ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
16
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„იარაღის შეძენისა და ფლობის კონტროლის შესახებ“ ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2021
წლის 24 მარტის (EU) 2021/555 დირექტივა განმარტავს სასიგნალო იარაღს. აღნიშნულის
თანახმად, ეს მოწყობილობა შექმნილია მხოლოდ ფუჭი ტყვიების, გამაღიზიანებლების, სხვა
აქტიური ნივთიერებების ან პიროტექნიკური სასიგნალო ჭურვების გასასროლად1. ამასთან,
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასიგნალო
იარაღი წარმოადგენს სამოქალაქო იარაღის ერთ-ერთ სახეს, რომელიც განკუთვნილია შუქხმოვანი და კვამლური სიგნალის მისაწოდებლად.
მართალია, ცეცხლსასროლი იარაღისგან განსხვავებით, დასახელებული იარაღი აალებადი
საწვავის მოქმედებით არ ისვრის ტყვიას, თუმცა მისგან მომდინარე საფრთხე ყურადსაღებია,
რადგან ცალკეული სახის სასიგნალო იარაღი ისვრის პიროტექნიკურ სასიგნალო ჭურვს, რამაც
შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის ფიზიკური დაზიანება. გარდა ამისა, მარტივია სასიგნალო
იარაღის ან/და საბრძოლო მასალის იმგვარი გადაკეთება, რომლის შედეგადაც სასიგნალო
იარაღიდან შესაძლებელია ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის
გასროლა.
საქართველოს კანონმდებლობით სასიგნალო იარაღის შეძენა და მისი გამოყენება შეუძლია
ნებისმიერ პირს, მათ შორის არასრულწლოვანს, რისთვისაც არ არის დადგენილი რაიმე სახის
ნებართვა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და
საბრძოლო
მასალის
ტარების,
შენახვის,
გადატანა-გადაზიდვის,
გადაგზავნისა
და
რეგისტრაციის წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
სასიგნალო
იარაღისგან
მომდინარე
საფრთხის
გათვალისწინებით,
საზოგადოებრივი
უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, აგრეთვე იარაღის ბრუნვის კონტროლის
უზრუნველყოფის
მიზნით
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
მინისტრის
ბრძანებით
განისაზღვრა სასიგნალო იარაღის ტარებების წესი, თუმცა აუცილებელია დასახელებული
წესი საკანონმდებლო დონეზეც იყოს გათვალისწინებული.
სასიგნალო
იარაღისგან
მომდინარე
საფრთხეების
გათვალისწინებით
აუცილებელია
საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრება და აღნიშნულის შესაბამისად, შემუშავდა
1
On control of the acquisition and possession of weapons; Directive (EU) 2021/555 of the European Parliament
and of the Council; 24 March 2021; Article 1 (1.4). ხელმისაწვდომია: https://eur-lex.europa.eu/legalcontent/EN/TXT/?uri=CELEX%3A32021L0555; ბოლო ნახვა: 31.12.2024.
17
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტი.
ამასთან, კანონპროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის
ძირითადი
ელემენტების,
საბრძოლო
მასალის
და
საბრძოლო
მასალის
ძირითადი
ელემენტების დამზადების (წარმოების), სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის
ძირითადი ელემენტების შეკეთების, სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის
ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი
ელემენტებით
ვაჭრობისათვის
განკუთვნილი
შენობა-ნაგებობების
ტექნიკური
უსაფრთხოების ნორმების მომწესრიგებელი ტექნიკური რეგლამენტის მიღებისა და მასთან
დაკავშირებული ნორმების ეფექტიანად ამოქმედების უზრუნველსაყოფად ამ რეგლამენტის
დამტკიცების ახალი ვადის განსაზღვრას.
2024 წლის 15 მაისს მიღებული იქნა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
(4169-XIVმს-Xმპ)
და
„ლიცენზიებისა
და
ნებართვების
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (4170-XIVმს-Xმპ) საქართველოს
კანონები. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით შეიქმნა „ლიცენზიებისა და
ნებართვების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მე-6
მუხლის
101-112
პუნქტებით
გათვალისწინებული სალიცენზიო საქმიანობისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების
ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტების დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი.
კერძოდ,
განისაზღვრა,
რომ
ზემოაღნიშნული
სალიცენზიო
საქმიანობების
განსახორციელებლად საჭირო შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებს
განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა ტექნიკური რეგლამენტით. ამავე რეგლამენტში
მითითებულ უნდა იქნეს, შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის
დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი.
მნიშვნელოვანია,
რომ
სამოქალაქო
იარაღის,
ცეცხლსასროლი
იარაღის
ძირითადი
ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების
დამზადებისთვის (წარმოებისთვის), სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის
ძირითადი ელემენტების შეკეთებისთვის, სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის
ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი
ელემენტებით
ვაჭრობისათვის
განკუთვნილი
შენობა-ნაგებობების
ტექნიკური
უსაფრთხოების ნორმები განისაზღვროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის
საფუძველზე. ასევე, უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვის პროცესში, მაქსიმალურად
იქნეს დაცული „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის
101-112 პუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიების მფლობელების ინტერესები.
ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებული ნორმების ეფექტურად
აღსრულების მიზნით, საჭიროა დამატებითი კონსულტაციების გამართვა და შესაბამისად,
მისი მიღების ახალი ვადის განსაზღვრა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
18
იმისთვის, რომ სასიგნალო იარაღისა და მისი ვაზნების დამზადება (წარმოება) და ამ
იარაღით/ვაზნით ვაჭრობა წარმოადგენდეს ლიცენზირებული საქმიანობის სახეს, ამასთან,
ნებართვას დაექვემდებაროს, მათ შორის, ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა
(შენახვისა და ტარების უფლებით), ასევე სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის იმპორტი,
ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება შევიდეს
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ამასთან, სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო
მასალის
და
საბრძოლო
მასალის
ძირითადი
ელემენტების
დამზადებისთვის
(წარმოებისთვის), სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების
შეკეთებისთვის, სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით,
საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობისათვის
განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების მომწესრიგებელი
ტექნიკური რეგლამენტის მიღებისა და მასთან დაკავშირებული ნორმების ეფექტიანად
ამოქმედების
უზრუნველსაყოფად,
მიზანშეწონილია
განისაზღვროს
ამ
რეგლამენტის
დამტკიცების ახალი ვადა. ცვლილების თანახმად, გარდამავალ პერიოდში, შენობა-ნაგებობის
უსაფრთხოების რეგლამენტის ამოქმედებამდე, კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და
მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია გაიცემა, თუ შენობანაგებობები, სადაც ასეთი სამუშაოები იწარმოებს, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს
(ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში).
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად:
- საქართველოს კანონმდებლობით გამკაცრდება სასიგნალო იარაღთან ან/და მისი ვაზნებთან
დაკავშირებით რეგულაციები. კერძოდ, სასიგნალო იარაღისა და მისი ვაზნების დამზადება
(წარმოება) და ამ იარაღით/ვაზნით ვაჭრობა იქნება ლიცენზირებული საქმიანობა. ამასთან,
ნებართვას დაექვემდებარება სასიგნალო იარაღთან და მისი ვაზნებთან დაკავშირებული
ცალკეული საქმიანობები. ნებართვის მოპოვება, მათ შორის, სავალდებულო იქნება ფიზიკური
პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენისთვის (შენახვისა და ტარების უფლებით), ასევე
სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა ან
ტრანზიტისთვის და სხვა.
- სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო
მასალის
და
საბრძოლო
მასალის
ძირითადი
ელემენტების
დამზადებისთვის
(წარმოებისთვის), სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების
შეკეთებისთვის, სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით,
საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობისათვის
განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების განმსაზღვრელი
ტექნიკური რეგლამენტის მიღების ვადა გადაიწევს 2026 წლის პირველ იანვრამდე. რაც შეეხება
გარდამავალ პერიოდში, შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების რეგლამენტის ამოქმედებამდე,
კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით
19
გათვალისწინებული ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც ასეთი სამუშაოები
იწარმოებს, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის
შემთხვევაში).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტით, ცვლილება შედის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში,
რომლითაც მკაცრდება სასიგნალო იარაღთან ან/და მისი ვაზნებთან დაკავშირებით
რეგულაციები. კერძოდ, სასიგნალო იარაღი და მისი ვაზნების დამზადება (წარმოება) და ამ
იარაღით/ვაზნით ვაჭრობა იქნება ლიცენზირებული საქმიანობა. ამასთან ნებართვას
დაექვემდებარება შემდეგი საქმიანობები:
ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა (შენახვისა და ტარების უფლებით);
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის საქართველოში
შემოტანა და საქართველოდან გატანა;
სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან
ტრანზიტი;
უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა
მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ სასიგნალო იარაღისა
და ვაზნის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა და საქართველოში
გადაადგილება;
სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა;
საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში
შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა).
წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
ნორმებში,
რომლებითაც
რეგულირდება
იარაღის
ლიცენზიასა
და
ნებართვასთან
დაკავშირებული საკითხები. სასიგნალო იარაღთან ან მის ვაზნასთან დაკავშირებულ
ლიცენზიებს გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო, ნებართვებს – საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). ამასთან, სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვის ან/და
ტარების უფლებით), მისი საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვის
(გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტის ნებართვებისა) მოპოვებისთვის დგინდება ასაკობრივი
ცენზი და აღნიშნული ნებართვის მოპოვების უფლება ექნება პირს 18 წლის ასაკიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილება შედის „იარაღის შესახებ“ საქართველოს
კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტში.
20
წარმოდგენილი პროექტით, ცალკეულ შემთხვევებში სასიგნალო იარაღთან ან/და მისი
ვაზნებთან დაკავშირებით ლიცენზიის და ნებართვის მოპოვება არ იქნება სავალდებულო.
ამიტომ,
დასახელებული
გამონაკლისების
დაწესების
მიზნით,
„იარაღის
შესახებ“
საქართველოს კანონის მე-19 მუხლს ემატება ახალი 61 და 62 პუნქტები. აღნიშნულის თანახმად,
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება სასიგნალო იარაღის ტექნიკური
მახასიათებლები, რომლის შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა,
გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, დასაშვები იქნება, მხოლოდ ნებართვის/ლიცენზიის
საფუძველზე.
ასევე,
მთავრობის
დადგენილებით
განისაზღვრება
იმ
სახელმწიფო
დაწესებულებებისა და იურიდიული პირების ნუსხა, რომელთაც სასიგნალო იარაღისა და
მისთვის
განკუთვნილი
ვაზნების
საქართველოში
შემოტანისთვის,
საქართველოდან
გატანისთვის, გადატანისთვის, გადაზიდვისთვის ან გადაგზავნისთვის არ სჭირდებათ
შესაბამისი ნებართვა/ლიცენზია. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განისაზღვრება, სასიგნალო იარაღის ვაზნების რაოდენობა, რომელთა საქართველოში
შემოტანა ან საქართველოდან გატანა დასაშვები იქნება სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის
საფუძველზე, შესაბამისი ცვლილება შედის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე
მუხლში.
წარმოდგენილი კანონით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლს ემატება ახლი
ნორმა, რომლითაც რეგულირდება სასიგნალო იარაღის ტარების წესი, კერძოდ სასიგნალო
იარაღის ტარება დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის
რადიუსში, აგრეთვე სასიგნალო იარაღის გადატანა-გადაზიდვა დასაშვები იქნება მხოლოდ
სპეციალური შალითით, განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად, რა
დროსაც იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილი, ან იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს
უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე იარაღის
გამოყენება.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, დაუშვებელი იქნება სასიგნალო იარაღის გამოყენება
კერძო დაცვით საქმიანობაში და შესაბამისად იცვლება „იარაღის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტი. ამასთან, ცვლილება შედის დასახელებული კანონის 31-ე
მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტსა და 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის
თანახმად, იარაღის მესაკუთრე და იარაღით დროებით მოსარგებლე ვალდებულნი იქნებიან
პოლიციელის
მოთხოვნის
შემთხვევაში
მას
დათვალიერების
მიზნით
წარუდგინონ
სასიგნალო იარაღი, მსგავსად სხვა იარაღებისა.
წარმოდგენილი პროექტით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ახალი 353
მუხლი, რომლითაც განისაზღვრება სასიგნალო იარაღის შენახვისა და ტარების უფლებით
რეგისტრაციის დროებითი წესი. საგულისხმოა, რომ პირი ვალდებული იქნება 2025 წლის 1
აპრილამდე მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სასიგნალო იარაღი საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრაციის
21
მიზნით სააგენტოს წარუდგინოს 2025 წლის 1 სექტემბრამდე. დასახელებული,
ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს სასიგნალო იარაღის მესაკუთრისთვის
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით
პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის, აღნიშნული ვალდებულების საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შესრულების შესახებ გაფრთხილებას. ამასთან,
საჭიროების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შესაძლებელი
იქნება განისაზღვროს შესაბამისი ვალდებულების შესრულებისთვის წარმოდგენილი
ვადისგან განსხვავებული ვადა.
გარდა ამისა, სასიგნალო იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვის განსაზღვრული საფასურის
გადახდევინების წესი დგინდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო სასიგნალო
იარაღის რეგისტრაციისთვის განსაზღვრული სანებართვო მოსაკრებლისა და საფასურის
გადახდევინების წესი − „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ და „საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
−
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ საქართველოს კანონებით.
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიხედვით,
ცვლილება
შედის
„იარაღის
შესახებ“
საქართველოს კანონის 21 მუხლში, რომლითაც განისაზღვრება სასიგნალო იარაღის ტარების
1
წესი. კერძოდ, ცვლილების თანახმად, სასიგნალო იარაღის ტარება დასახლებულ პუნქტში
ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში დასაშვები იქნება მხოლოდ
სპეციალური შალითით, განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად, რა
დროსაც იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილი, ან იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს
უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე იარაღის
გამოყენება.
გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ცვლილების შესაბამისად ახალი რედაქციით ყალიბდება
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის სათაური.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 15 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „იარაღის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (4169-XIVმს-Xმპ) და „ლიცენზიებისა
და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (4170-XIVმსXმპ) საქართველოს კანონები. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით შეიქმნა
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 101-112
პუნქტებით გათვალისწინებული სალიცენზიო საქმიანობისთვის განკუთვნილი შენობანაგებობების
ტექნიკური
უსაფრთხოების
ნორმების
დამტკიცების
სამართლებრივი
საფუძველი. კერძოდ, განისაზღვრა, რომ ზემოაღნიშნული სალიცენზიო საქმიანობების
განსახორციელებლად საჭირო შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებს
22
განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა ტექნიკური რეგლამენტით. ამავე რეგლამენტში
მითითებულ უნდა იქნეს, შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის
დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი.
ამასთან, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11112 პუნქტებით განსაზღვრულ ლიცენზიების გამცემს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის
სამინისტრო. აღნიშნული ლიცენზიების მისაღებად, ლიცენზიის მაძიებლებმა უნდა
წარმოადგინონ
„იარაღის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მე-15-მე-18
მუხლებით
გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს იმ შენობანაგებობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც ხორციელდება
სალიცენზიო საქმიანობა. ზემოაღნიშნული სალიცენზიო საქმიანობების მომწესრიგებელი
ნორმების, კერძოდ, შენობა-ნაგებობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების
შემუშავების პროცესში, მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული დაინტერესებული
პირის ინტერესებიც, რაც საჭიროებს დამატებითი კონსულტაციების გამართვას. კერძოდ,
წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია ზემოაღნიშნული სალიცენზიო საქმიანობებისთვის
საჭირო შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები განისაზღვროს საუკეთესო
საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, რომელთა შესწავლაც აქტიურად
მიმდინარეობს. ამდენად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში და 35-ე მუხლს ემატება მე-6 პუნქტი, რომლის
მიხედვითაც სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების,
საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადებისთვის
(წარმოებისთვის), სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების
შეკეთებისთვის, სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით,
საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობისათვის
განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების მომწესრიგებელი
ტექნიკური რეგლამენტის მიღების ვადა გადაიწევს 2026 წლის პირველ იანვრამდე. კანონს
ემატება 354 მუხლი, რომლის თანახმად, გარდამავალ პერიოდში, შენობა-ნაგებობის
უსაფრთხოების რეგლამენტის ამოქმედებამდე, კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და
მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია გაიცემა, თუ შენობანაგებობები, სადაც ასეთი სამუშაოები იწარმოებს, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს
(ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
23
წარმოდგენილი კანონის პროექტის (გარდა პროექტის პირველი მუხლის მე-18, მე-20
პუნქტებისა და მე-2 და მე-3 მუხლისა) ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 1
ივლისი, რადგან წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებული რეგულაციების
აღსრულების მიზნით აუცილებელია ცალკეული სამართლებრივი აქტების მიღება,
რისთვისაც საჭიროა გარკვეული პერიოდი. ამასთან, 2025 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედებს
სასიგნალო იარაღის შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრაციის დროებითი წესი.
კანონპროექტის პირველი მუხლის, მე-18, მე-20 პუნქტები და მე-2 და მე-3 მუხლები
ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
საკანონმდებლო პაკეტი საჭიროებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას. კერძოდ, „იარაღის
შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის 15 მაისს განხორციელებული ცვლილების (4169XIVმს-Xმპ) თანახმად, გარკვეული სახის ლიცენზიის მოსაპოვებლად დადგენილი ახალი
რეგულაციებით განისაზღვრა გარკვეული ვალდებულებები. აღნიშნული საკანონმდებლო
ცვლილებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტურად აღსრულების მიზნით,
აუცილებელია სათანადო სალიცენზიო საქმიანობებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობების
ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები განისაზღვროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის
ანალიზის საფუძველზე, რომელთა შესწავლაც აქტიურად მიმდინარეობს. ასევე, გამოიკვეთა
დამატებითი კონსულტაციების გამართვის საჭიროება და შესაბამისად, რეგულაციის
შემუშავების ახალი ვადის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე კანონპროექტი
მიზანშეწონილია განხილული იქნეს დაჩქარებული წესით, რათა არ შეფერხდეს ახალი
რეგულაციის შემუშავების პროცესი.
ასევე, მიზანშეწონილია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნების გათვალისწინებით,
სასაგინალო
იარაღის
სამოქალაქო
ბრუნვა
დროულად
დაექვემდებაროს
სანებართვო/სალიცენზიო რეგულაციებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებით
გამოწვეული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებისა და სააგენტოს
საკუთარი შემოსავლების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი პროექტით სასიგნალო იარაღი და მისი ვაზნების დამზადება (წარმოება),
ასევე, ამ იარაღით/ვაზნით ვაჭრობა იქნება ლიცენზირებული საქმიანობა. ამასთან ნებართვას
დაექვემდებარება შემდეგი საქმიანობები:
24
ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა (შენახვისა და ტარების უფლებით);
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის საქართველოში
შემოტანა და საქართველოდან გატანა;
სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან
ტრანზიტი;
უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა
მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ სასიგნალო იარაღისა
და ვაზნის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა და საქართველოში
გადაადგილება;
სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა;
საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში
შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა).
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, თანმდევი ცვლილება შედის
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის
თანახმად ზემოაღნიშნული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემისთვის განისაზღვრება
მოსაკრებლის განაკვეთები. კერძოდ, სასიგნალო იარაღით და მისი ვაზნით ვაჭრობის, ამ
იარაღის/ვაზნის დამზადების (წარმოება) და შეკეთებისთვის სალიცენზიო მოსაკრებელი
იქნება 100 ლარი. ამასთან, სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის წარმოებასთან, შეკეთებასა და
მოდერნიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის,
რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის
ან/და გატანის ნებართვისთვის, გარიგების ღირებულების შესაბამისად, მოსაკრებლის
განაკვეთი 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე შეადგენს 0.5%-ს, ხოლო 10 მლნ ლარიდან ზევით –
0.1%-ს, მაგრამ არაუმეტეს 120 000 ლარისა.
ამასთან, ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების
უფლებით) ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 6 ლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქის
მიერ
საქართველოში
შეძენილი
სასიგნალო
იარაღის
საქართველოდან
გატანის
ნებართვისთვის – 8 ლარი. გარდა ამისა, იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანაგადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის ფიზიკური პირისთვის მოსაკრებლის განაკვეთი
განისაზღვრება 6 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისთვის – 12 ლარის ოდენობით.
როგორც საქართველოს მოქალაქის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის
ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვისთვის
მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 8 ლარი.
25
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ის სუბიექტები, რომლებიც მოიპოვებენ სასიგნალო
იარაღთან ან მის ვაზნასთან დაკავშირებულ ლიცენზიას ან/და ნებართვას, მოსაკრებლის
სახით გადაიხდიან წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით განსაზღვრულ
თანხას, რაც გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, ხოლო სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა სრულად დამოკიდებული იქნება აღნიშნული
სუბიექტების ოდენობაზე.
საგულისხმოა, რომ სასიგნალო იარაღთან ან მის ვაზნასთან დაკავშირებულ ლიცენზიებს
გასცემს
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტრო,
ხოლო
ნებართვებს
–
სააგენტო.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით თანმდევი ცვლილება შედის „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“
საქართველოს კანონში და სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემისთვის განისაზღვრება
მომსახურების საფასური. კერძოდ, ერთი ერთეული სასიგნალო იარაღის რეგისტრაციისთვის,
ხელახალი რეგისტრაციისა ან ჩამოწერისთვის საფასურის ოდენობა შეადგენს 30 ლარს.
დასახელებული
იარაღის
სარეგისტრაციო
მოწმობის
ან
ამ
იარაღის
ჩამოწერის
დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისთვის საფასურის ოდენობა იქნება 15 ლარი, ხოლო
ერთ ერთეულ სასიგნალო იარაღზე იარაღის დროებითი მოწმობის გაცემისთვის − 10 ლარი.
აღნიშნული სასიგნალო იარაღის რეგისტრაციისას სავალდებულო იქნება მისი ბალისტიკური
შემოწმებას, რისთვისაც განისაზღვრება 20 ლარის ოდენობით საფასურის გადახდა.
ამასთან, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, მომსახურების სააგენტოს
მიერ გასაცემი ნებართვებისთვის საფასურის ოდენობა განისაზღვრება ქვემო ჩამოთვლილი
სახით:
უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში
შემოტანის
და
საქართველოდან
გატანის
ნებართვის
გაცემისათვის
გაწეული
მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე შეადგენს 10 ლარს, ხოლო ერთ
ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარს;
უცხო
ქვეყნის
მოქალაქეზე
საქართველოში
შეძენილი
სასიგნალო
იარაღის
საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური
ერთ ერთეულ იარაღზე შეადგენს 10 ლარს;
საქართველოს მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის, ან/და ვაზნის საქართველოში
შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა)
ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე
შეადგენს 10 ლარს, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარს.
26
გარდა ამისა, სასიგნალო იარაღთან ან/და მის ვაზნასთან დაკავშირებული ნებართვის
გაცემისთვის წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, განისაზღვრება
დაჩქარებული
სანებართვო
ან/და
სარეგისტრაციო
მომსახურებისათვის
საფასურის
განაკვეთები და მომსახურების ვადები. კერძოდ:
სასიგნალო იარაღისა და ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის
თაობაზე განაცხადის სასიგნალო იარაღისა და ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან
გადაგზავნის ნებართვის
თაობაზე
განაცხადის
შეტანიდან
4
სამუშაო
დღის
განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ
სასიგნალო იარაღზე იქნება 70 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ სასიგნალო იარაღის
ვაზნაზე – 0,04 ლარი;
საქართველოს მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში
შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა)
ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში
გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე იქნება
40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი;
უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში
შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4
სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური
ერთ ერთეულ იარაღზე იქნება 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი;
უცხო
ქვეყნის
მოქალაქეზე
საქართველოში
შეძენილი
სასიგნალო
იარაღის
საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის
განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ
იარაღზე იქნება 40 ლარი.
წარმოდგენილი მომსახურების გაწევისთვის დაწესებული საფასურის გადახდისას თანხის
ჩარიცხვა განხორციელდება სააგენტოს ბიუჯეტში, რაც გაზრდის სააგენტოს შემოსავალს.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული შემოსავლების მიღება დამოკიდებული იქნება კანონის
ამოქმედების შემდეგ ნებართვისა მაძიებელთა რაოდენობასა და ასევე დაჩქარებული
მომსახურების გაწევის რაოდენობაზე. ამასთან, რამდენადაც სააგენტო, საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია შემოსავლის არანაკლებ 10% გადარიცხოს
სახელმწიფო ბიუჯეტში, მისი შემოსავლების ზრდა პროპორციულად გაზრდის სააგენტოს
მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის ოდენობასაც.
წარმოდგენილი კანონის პროექტით მკაცრდება სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის
საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და ამ იარაღით/ვაზნით ვაჭრობის
რეგულირება. საგულისხმოა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ
27
ნებისმიერ პირს აღარ შეეძლება სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის საქართველოში იმპორტი,
ექსპორტი, წარმოება და ვაჭრობა, რამაც შესაძლოა შეამციროს აღნიშნული პროდუქტის
საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და ამ იარაღით/ვაზნით ვაჭრობა.
შესაბამისად,
შემცირდება
დასახელებული
საქმიანობის
განმახორციელებელი
იურიდიული/ფიზიკური პირის მიერ, სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის რეალიზაციის
შემდეგ გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი თანხა, რაც გავლენას
მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კანონპროექტის შესაბამისად გადავადდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15
მუხლის პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების განმსაზღვრელი ტექნიკური რეგლამენტის მიღების ვადა
2026 წლის პირველ იანვრამდე.
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16-მე-18 მუხლებში მითითებულია სამოქალაქო
იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და
საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოება), შეკეთების და
ვაჭრობის ლიცენზიის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელთაგან ერთერთს წარმოადგენს, იმ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი,
რომელშიც ხორციელდება სალიცენზიო საქმიანობა, ხოლო დოკუმენტის გამცემი პირი
განისაზღვრება
ზემოაღნიშნული
ტექნიკური
რეგლამენტით.
ვინაიდან,
დღეის
მდგომარეობით არ არის განსაზღვრული აღნიშნული დოკუმენტის გამცემი პირი, შესაბამისად
მისთვის შემოსავლის მიღება, (რომელიც გადავადდება რეგლამენტის ამოქმედებამდე) და
რაოდენობა დამოკიდებული
რეგულაციაზე.
იქნება
ტექნიკური
რეგლამენტით
გათვალისწინებულ
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, კანონის აღსრულებისთვის აუცილებელია
ცალკეული სამართლებრივი აქტების მიღება. კერძოდ, საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განისაზღვრება სასიგნალო იარაღის ტექნიკური მახასიათებლები, რომლის
შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან
გადაგზავნა, დასაშვები იქნება, მხოლოდ ნებართვის/ლიცენზიის საფუძველზე. ამასთან,
მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება იმ სახელმწიფო დაწესებულებებისა და
იურიდიული პირების ნუსხა, რომელთაც არ სჭირდებათ სასიგნალო იარაღისა და მისთვის
განკუთვნილი ვაზნების საქართველოში შემოტანისთვის, საქართველოდან გატანისთვის,
გადატანისთვის, გადაზიდვისთვის ან გადაგზავნისთვის შესაბამისი ნებართვა/ლიცენზია.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, სასიგნალო იარაღის
ვაზნების რაოდენობა, რომელთა საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა
დასაშვები იქნება სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
28
საგულისხმოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა
უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და სათანადო
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტების მიღება და წარმოდგენილ საკანონმდებლო
ცვლილებებთან ცალკეული სამართლებრივი აქტების შესაბამისობის უზრუნველყოფა
დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციულ ხარჯებთან, ხოლო ხარჯების დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი პროექტით სასიგნალო იარაღი და მისი ვაზნების დამზადება (წარმოება) და ამ
იარაღით/ვაზნით ვაჭრობა იქნება ლიცენზირებული საქმიანობა. ამასთან ნებართვას
დაექვემდებარება შემდეგი საქმიანობები:
ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა (შენახვისა და ტარების უფლებით);
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის საქართველოში
შემოტანა და საქართველოდან გატანა;
სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან
ტრანზიტი;
უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა
მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ სასიგნალო იარაღისა
და ვაზნის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა და საქართველოში
გადაადგილება;
სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა;
საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში
შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა).
29
აღნიშნული გავლენას მოახდენს იმ პირთა შემოსავლებზე, რომლებიც საკანონმდებლო
ცვლილებების ამოქმედებამდე თავისუფლად ახორციელებდნენ ზემოაღნიშნულ საქმიანობას,
ხოლო, ფინანსური გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია წლის განმავლობაში ამ
პირთა მიერ დასახელებული საქმიანობით მიღებულ ფინანსურ სარგებელზე.
იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტით სასიგნალო იარაღი და მისი
ვაზნებთან დაკავშირებული საქმიანობა იქნება ლიცენზირებადი და სანებართვო საქმიანობა,
რომლისთვისაც წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით განისაზღვრება
მოსაკრებლების განაკვეთი, ხოლო ნებართვების მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემის
შემთხვევაში ასევე განისაზღვრება საფასური (მოსაკრებლებისა და საფასურების ოდენობა
მოცემულია განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში). აღნიშნული ფინანსურ გავლენას
იქონიებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება,
რადგან ის სუბიექტები, რომლებიც მოიპოვებენ დასახელებულ ლიცენზიას ან/და ნებართვას,
მოსაკრებლისა და საფასურის სახით გადაიხდიან აღნიშნულ თანხას.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება იმ
სახელმწიფო დაწესებულებებისა და იურიდიული პირების ნუსხა, რომელთაც სასიგნალო
იარაღისა და მისთვის განკუთვნილი ვაზნების საქართველოში შემოტანისთვის,
საქართველოდან გატანისთვის, გადატანისთვის, გადაზიდვისთვის ან გადაგზავნისთვის არ
სჭირდებათ შესაბამისი ნებართვა/ლიცენზია.
ასევე,
წარმოდგენილი
კანონის
პროექტით
გადავადდება
სამოქალაქო
იარაღის,
ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო
მასალის ძირითადი ელემენტების დამზადებისთვის (წარმოებისთვის), შეკეთებისთვის და
ვაჭრობისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების განმსაზღვრელი ნორმების
ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების ვადა. შესაბამისად, პროექტი დადებით ზეგავლენას
იქონიებს „ლიცენზიებისა და ნებართვების“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11-112
მუხლებით გათვალისწინებული ლიცენზიის მაძიებლებსა და არსებულ ლიცენზიანტებზე,
კერძოდ,
ლიცენზიის
საქმიანობის
მაძიებლებს
გადაუვადდებათ
ზემოაღნიშნული
სალიცენზიო
განხორციელებისთვის
განკუთვნილი
შენობა-ნაგებობის
ტექნიკურ
რეგლამენტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება,
ხოლო ლიცენზიანტებს გადაუვადდებათ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის
ვალდებულება.
შესაბამისად,
პროექტით
გათვალისწინებულ
გარდამავლ
პერიოდში
ზემოაღნიშნული ლიცენზიების მაძიებლებსა და ლიცენზიანტებს, საქმიანობის ტექნიკურ
რეგლამენტთან შესაბამისობაში მოსაყვანად არ მოუწევთ დამატებითი ხარჯების გაწევა.
ამავდროულად,
დღეის
მდგომარეობით,
არ
არის
განსაზღვრული
ზემოაღნიშნული
სალიცენზიო საქმიანობებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ტექნიკურ რეგლამენტთან
შესაბამისობის დამდგენი დოკუმენტის გამცემი პირი, შესაბამისად მისთვის შემოსავლის
მიღება
(რომელიც
გადავადდება
რეგლამენტის
ამოქმედებამდე)
და
რაოდენობა
დამოკიდებული იქნება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ რეგულაციაზე.
30
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ამ საკითხზე გავლენას არ ახდენს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სასიგნალო იარაღის
შეძენა და მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერი ასაკის პირს, მათ შორის არასრულწლოვნებს,
რომლებიც სრულყოფილად ვერ აღიქვამენ და აფასებენ მისგან მომდინარე საფრთხეებს,
ამასთან დასახლებული იარაღის გამოყენებისას არ შეუძლიათ დაიცვან უსაფრთხოების
წესები,
ხოლო
სასიგნალო
არასრულწლოვანთა
მიერ
იარაღისგან
მათი
მომდინარე
გამოყენება
საშიშროების
საფრთხეს
უქმნის
გათვალისწინებით
როგორც
მათ,
ისე
გარშემომყოფთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
წარმოდგენილი პროექტით, ცვლილება შედის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში,
რომლითაც მკაცრდება სასიგნალო იარაღთან ან/და მისი ვაზნებთან დაკავშირებით
რეგულაციები, კერძოდ, სასიგნალო იარაღი და მისი ვაზნების დამზადება (წარმოება) და ამ
იარაღით/ვაზნით ვაჭრობა იქნება ლიცენზირებული საქმიანობა. ამასთან ნებართვას
დაექვემდებარება, მათ შორის, ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა (შენახვისა
და ტარების უფლებით), სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის იმპორტი, ექსპორტი,
რეექსპორტი ან ტრანზიტი, სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და
გადაგზავნა და სხვა.
საგულისხმოა, რომ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით), მისი
საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვის (გარდა ტრანზიტისა და
რეექსპორტის ნებართვებისა) მოპოვებისთვის დგინდება ასაკობრივი ცენზი და აღნიშნული
ნებართვის მოპოვების უფლება ექნება პირს 18 წლის ასაკიდან.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონის პროექტი დადებით გავლენას
მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან უზრუნველყოფილი იქნება მისი
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლება, ამასთან დაცული იქნება ბავშვის უვნებელ
გარემოში ცხოვრების უფლება.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
31
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს.
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია
ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, გენრიეტა წიწავა
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია
ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, გენრიეტა წიწავა
32