„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-17
ბიუროს ნომერი 29
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195):
1. მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო
მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადება (წარმოება) და
მათით ვაჭრობა, სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების
შეკეთება:
ა) სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო
მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადება (წარმოება) – 100
ლარი;
ბ) სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთება – 100
ლარი;
გ) სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო
მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობა – 100 ლარი.“.
2. მე-7 მუხლის:
ა) მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, სამოქალაქო იარაღის,
ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის, საბრძოლო
მასალის ძირითადი ელემენტების, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან, შეკეთებასა და
მოდერნიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის,
რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის
ან/და გატანის ნებართვა (გარდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან
მათთვის განკუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური
დოკუმენტაციის,
ცეცხლსასროლი
მასალის/ვაზნის,
საბრძოლო
იარაღის
მასალის
ძირითადი
ძირითადი
45
ელემენტების,
ელემენტების,
აგრეთვე
საბრძოლო
იარაღის
წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის,
რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვებისა) – გარიგების ღირებულების შესაბამისად:
ა.ა) 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე – 0.5%;
ა.ბ) 10 მლნ ლარიდან ზევით – 0.1%, მაგრამ არაუმეტეს 120 000 ლარისა;“;
ბ) 1512 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1513 − 1517 პუნქტები:
„1513. ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით)
ნებართვა – 6 ლარი.
1514. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში სასიგნალო იარაღის შეძენის ნებართვა,
აგრეთვე შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა – 8 ლარი.
1515. სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა:
ა) ფიზიკური პირისთვის – 6 ლარი;
ბ) იურიდიული პირისთვის – 12 ლარი.
1516. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში
შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა – 8 ლარი.
1517. საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში
შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა – 8
ლარი.“.
მუხლი 2. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7
მუხლის 1513 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის
ვალდებულებისგან თავისუფლდება ფიზიკური პირი „იარაღის შესახებ“ საქართველოს
კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით იარაღის შეძენის (შენახვის
უფლებით) ნებართვის მოპოვებისას.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
46
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია „იარაღის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
შემუშავებით, რომლის თანახმად, მკაცრდება სასიგნალო იარაღთან ან/და მისი ვაზნებთან
დაკავშირებით რეგულაციები. კერძოდ, სასიგნალო იარაღისა და მისი ვაზნების დამზადება
(წარმოება), ასევე სასიგნალო იარაღით/ვაზნებით ვაჭრობა იქნება ლიცენზირებული
საქმიანობა. ამასთან, ნებართვას დაექვემდებარება სასიგნალო იარაღთან და მისი ვაზნებთან
დაკავშირებული ცალკეული საქმიანობები. ნებართვის მოპოვება, მათ შორის, სავალდებულო
იქნება ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენისთვის (შენახვისა და ტარების
უფლებით), ასევე სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის იმპორტის, ექსპორტის,
რეექსპორტისა ან ტრანზიტისთვის და სხვა.
გამომდინარე იქიდან, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად განსაზღვრული საქმიანობა იბეგრება სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლით
და მხოლოდ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი
განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო
საქმიანობის განხორციელებისთვის დაწესებული მოსაკრებლების სახეებსა და განაკვეთებს,
მათი გადახდევინების წესსა და ვადებს, საჭიროა თანმდევი ცვლილება განხორციელდეს
დასახელებულ კანონშიც.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის დაწესება და გადახდევინება ხორციელდება
მხოლოდ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის
საფუძველზე. შესაბამისად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად განსაზღვრული სასიგნალო იარაღთან ან/და მისი ვაზნებთან დაკავშირებული
საქმიანობის
სალიცენზიო/სანებართვო
მოსაკრებლით
დაბეგვრისთვის
აუცილებელია
ცვლილება განხორციელდეს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
47
კანონპროექტის მიღების შედეგად განისაზღვრება სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლების
განაკვეთები სასიგნალო იარაღთან ან/და მისი ვაზნებთან დაკავშირებული საქმიანობის
ლიცენზიებისთვის და ნებართვებისთვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლში, რომლის თანახმად,
სამოქალაქო იარაღის დამზადებისთვის (წარმოება), შეკეთებისა და ამ იარაღით/ვაზნით
ვაჭრობისთვის დადგენილი სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები გავრცელდება
სასიგნალო იარაღისა ან/და მისი ვაზნების დამზადების (წარმოება), შეკეთებისა და სასიგნალო
იარაღით/ვაზნებით ვაჭრობის შემთხვევაშიც და აღნიშნული შეადგენს 100 ლარს.
ამასთან, ცვლილება შედის დასახლებული კანონის მე-7 მუხლში, რომლითაც განისაზღვრება,
რომ სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის წარმოებასთან, შეკეთებასა და მოდერნიზაციასთან
დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის,
ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის
ნებართვისთვის, გარიგების ღირებულების შესაბამისად, მოსაკრებელი განაკვეთი 500
ლარიდან 10 მლნ ლარამდე შეადგენს 0.5%-ს, ხოლო 10 მლნ ლარიდან ზევით – 0.1%-ს, მაგრამ
არაუმეტეს 120 000 ლარისა.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონის ემატება სანებართვო მოსაკრებელი განაკვეთები შემდეგი სახით:
ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით)
ნებართვა – 6 ლარი;
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის ან/და
ვაზნის საქართველოდან გატანის ნებართვა – 8 ლარი;
სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა,
ფიზიკური პირისთვის – 6 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის – 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის საქართველოში შემოტანის და
საქართველოდან გატანის ნებართვა – 8 ლარი;
საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში
შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა)
ნებართვა – 8 ლარი.
48
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებას, ვინაიდან
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტი ამოქმედდება 2025 წლის 1 ივლისიდან. ამასთან, კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
საკანონმდებლო პაკეტი საჭიროებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას. კერძოდ, „იარაღის
შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის 15 მაისს განხორციელებული ცვლილების (4169XIVმს-Xმპ) თანახმად, გარკვეული სახის ლიცენზიის მოსაპოვებლად დადგენილი ახალი
რეგულაციებით განისაზღვრა გარკვეული ვალდებულებები. აღნიშნული საკანონმდებლო
ცვლილებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტურად აღსრულების მიზნით,
აუცილებელია სათანადო სალიცენზიო საქმიანობებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობების
ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები განისაზღვროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის
ანალიზის საფუძველზე, რომელთა შესწავლაც აქტიურად მიმდინარეობს. ასევე, გამოიკვეთა
დამატებითი კონსულტაციების გამართვის საჭიროება და შესაბამისად, რეგულაციის
შემუშავების ახალი ვადის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე კანონპროექტი
მიზანშეწონილია განხილული იქნეს დაჩქარებული წესით, რათა არ შეფერხდეს ახალი
რეგულაციის შემუშავების პროცესი.
ასევე, მიზანშეწონილია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნების გათვალისწინებით,
სასაგინალო
იარაღის
სამოქალაქო
ბრუნვა
დროულად
დაექვემდებაროს
სანებართვო/სალიცენზიო რეგულაციებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
49
წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებით სასიგნალო იარაღთან ან/და მის ვაზნებთან
დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემისთვის განისაზღვრება
მოსაკრებლის განაკვეთები. კერძოდ, სასიგნალო იარაღით/მისი ვაზნით ვაჭრობის, ამ
იარაღის/ვაზნის
დამზადების
(წარმოება)
და
სასიგნალო
იარაღის
შეკეთებისთვის
სალიცენზიო მოსაკრებელი იქნება 100 ლარი.
ამასთან,
სასიგნალო
იარაღის
და
მისი
ვაზნის
წარმოებასთან,
შეკეთებასა
და
მოდერნიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის,
რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის
ან/და გატანის ნებართვისთვის, გარიგების ღირებულების შესაბამისად, მოსაკრებელი
განაკვეთი 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე შეადგენს 0.5%-ს, ხოლო 10 მლნ ლარიდან ზევით –
0.1%-ს, მაგრამ არაუმეტეს 120 000 ლარისა. ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის
(შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 6 ლარი,
უცხო
ქვეყნის
მოქალაქის
მიერ
საქართველოში
შეძენილი
სასიგნალო
იარაღის
საქართველოდან გატანის ნებართვისთვის – 8 ლარი. იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის
გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის ფიზიკური პირისთვის მოსაკრებლის
განაკვეთი განისაზღვრება 6 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისთვის – 12 ლარის
ოდენობით. როგორც საქართველოს მოქალაქის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ
სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის
ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 8 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ის სუბიექტები, რომლებიც მოიპოვებენ სასიგნალო
იარაღთან ან მის ვაზნასთან დაკავშირებულ ლიცენზიას ან/და ნებართვას, მოსაკრებლის
სახით გადაიხდიან წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით განსაზღვრულ თანხას, რაც
გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე გავლენა სრულად დამოკიდებული იქნება აღნიშნული სუბიექტების
ოდენობაზე.
ამასთან,
გასათვალისწინებელია
კანონპროექტის
გარდამავალი
დებულება,
რომლის
თანახმადაც ფიზიკური პირი, რომელსაც უკვე მფლობელობაში აქვს სასიგნალო იარაღი და
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით
მოიპოვებს
იარაღის
შეძენის
(შენახვის
უფლებით)
ნებართვას,
გათავისუფლდება
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის
1513 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან.
შესაბამისად,
აღნიშნულ
შემთხვევაში
სახელმწიფო
ბიუჯეტში
არ
გადაირიცხება
მოსაკრებელი. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზემოაღნიშნული გავლენა
სრულად დამოკიდებული იქნება აღნიშნული სუბიექტების ოდენობაზე.
50
წარმოდგენილი კანონის პროექტით, მკაცრდება სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის
საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და ვაჭრობის რეგულირება.
საგულისხმოა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ნებისმიერ პირს აღარ
შეეძლება სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება
და ვაჭრობა, რამაც შესაძლოა შეამციროს აღნიშნული პროდუქტის საქართველოში იმპორტი,
ექსპორტი, წარმოება ან/და ვაჭრობა, რაც გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი კანონის პროექტით, სასიგნალო იარაღთან
ან/და
მისი
ვაზნებთან
დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემისთვის განისაზღვრება
მოსაკრებლის განაკვეთები. კერძოდ, სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის ვაჭრობის,
დამზადების (წარმოება) და სასიგნალო იარაღის შეკეთებისთვის სალიცენზიო მოსაკრებელი
იქნება 100 ლარი.
ამასთან,
სასიგნალო
იარაღის
და
მისი
ვაზნის
წარმოებასთან,
შეკეთებასა
და
მოდერნიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის,
რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის
ან/და გატანის ნებართვისთვის, გარიგების ღირებულების შესაბამისად, მოსაკრებლის
განაკვეთი 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე შეადგენს 0.5%-ს, ხოლო 10 მლნ ლარიდან ზევით –
0.1%-ს, მაგრამ არაუმეტეს 120 000 ლარისა.
გარდა ამისა, ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების
უფლებით) ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 6 ლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქის
მიერ
საქართველოში
შეძენილი
სასიგნალო
იარაღის
საქართველოდან
გატანის
ნებართვისთვის – 8 ლარი. იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა
51
და გადაგზავნის ნებართვის ფიზიკური პირისთვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება 6
ლარის ოდენობით, ხოლო, იურიდიული პირისთვის – 12 ლარის ოდენობით. როგორც
საქართველოს მოქალაქის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და
ვაზნის
საქართველოში
შემოტანის
და
საქართველოდან
გატანის
ნებართვისთვის
მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 8 ლარი.
შესაბამისად ის სუბიექტები, რომლებიც მოიპოვებენ დასახელებულ ლიცენზიას ან/და
ნებართვას, მოსაკრებლისა და საფასურის სახით გადაიხდიან აღნიშნულ თანხას.
ამასთან,
გასათვალისწინებელია
კანონპროექტის
გარდამავალი
დებულება,
რომლის
თანახმადაც ფიზიკური პირი, რომელსაც უკვე მფლობელობაში აქვს სასიგნალო იარაღი და
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით
მოიპოვებს
იარაღის
შეძენის
(შენახვის
უფლებით)
ნებართვას,
გათავისუფლდება
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის
1513 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან.
შესაბამისად, აღნიშნულ საშეღავათო ნორმას ექნება გავლენა იმ ფიზიკური პირების ფინანსურ
მდგომარეობაზე, ვისაც ამ კანონონის ამოქმედებამდე მფლობელობაში ჰქონდათ სასიგნალო
იარაღი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით დგინდება სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების
განაკვეთი. კერძოდ, სასიგნალო იარაღით/მისი ვაზნით ვაჭრობის, აგრეთვე ამ იარაღის/ვაზნის
დამზადების (წარმოება) და სასიგნალო იარაღის შეკეთებისთვის სალიცენზიო მოსაკრებელი
იქნება 100 ლარი.
ამასთან,
სასიგნალო
იარაღის
და
მისი
ვაზნის
წარმოებასთან,
შეკეთებასა
და
მოდერნიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის,
რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის
ან/და გატანის ნებართვისთვის, გარიგების ღირებულების შესაბამისად, მოსაკრებლის
განაკვეთი 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე შეადგენს 0.5%-ს, ხოლო 10 მლნ ლარიდან ზევით –
0.1%-ს, მაგრამ არაუმეტეს 120 000 ლარისა. ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის
(შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 6 ლარი,
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის
საქართველოდან გატანის ნებართვისთვის – 8 ლარი. იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის
გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის ფიზიკური პირისთვის მოსაკრებლის
განაკვეთი განისაზღვრება 6 ლარის ოდენობით, ხოლო, იურიდიული პირისთვის – 12 ლარის
ოდენობით. როგორც საქართველოს მოქალაქის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ
სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის
ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 8 ლარი.
52
საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების განაკვეთი
დადგინდა ცალკეული სახის სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების არსებული
განაკვეთების ანალიზის საფუძველზე, რაც თანაზომადია ანალოგიური სახის სხვა
შენატანებთან.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს.
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
53
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია
ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, გენრიეტა წიწავა
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია
ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, გენრიეტა წიწავა
54