„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.03.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, გენრიეტა წიწავა
ნომერი
#07-3/42/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-17
ბიუროს ნომერი 29

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და კანონის: 1. მე-3 მუხლის: ა) „ე.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ზ1“ ქვეპუნქტი: „ე.ზ1) სასიგნალო იარაღი;“; ბ) „ე.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე სასიგნალო იარაღი;“; გ)„ე.კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.კ1“ ქვეპუნქტი: „ე.კ1) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღი;“; დ) „ე1.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე1.თ) საბრძოლო მასალა/ვაზნა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;“. 2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 55 „ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, აგრეთვე, სასიგნალო იარაღის რეგისტრაცია;“; გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღის რეგისტრაცია;“; დ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ და „ო2“ ქვეპუნქტები: „ო1) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ო2) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;“; ე) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 154 და 155 პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის გაცემა;“; ვ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი: „რ1) საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა;“; ზ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი: „ს1) სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა;“. 3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ8“ − „მ10“ ქვეპუნქტები: „მ8) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი; მ9) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი; მ10) საქართველოს მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის, ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე– 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი;“. 56 4. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი: „გ2) ფიზიკური ან იურიდიული პირი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ამ კანონის მე-6 მუხლის „ლ“, „მ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისას;“. 5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემისათვის დაწესებული საფასურები საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან მე-8 სამუშაო დღეს ნებართვის გაცემისათვის დაწესებულია მომსახურების შემდეგი საფასურები: ა) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (გლუვლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,01 ლარი; ბ) ერთ ერთეულ ვაზნაზე (სასიგნალო იარაღის ვაზნაზე) – 0,01 ლარი; გ) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ხრახნილლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,03 ლარი; დ) ერთ კილოგრამ საბრძოლო მასალაზე (დენთზე) – 0,9 ლარი. შენიშვნა: 1. ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფასური გადაიხდება არანაკლებ 300 ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში. 2. ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური გადაიხდება არანაკლებ 50 ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში. 3. ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური გადაიხდება არანაკლებ ერთი კილოგრამი (დენთის) გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.“ 6. მე-10 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურებია: ა) ერთ ერთეულ სასიგნალო იარაღზე – 70 ლარი; ბ) ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,04 ლარი.“; ბ) 42 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 − 45 პუნქტები: „43. საქართველოს მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე არის 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი. 44. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის 57 განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე არის 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი. 45. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე არის 40 ლარი.“. 7. 111 მუხლის პირველ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 154 და 155 პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის გაცემა;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 58
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლის თანახმად, მკაცრდება სასიგნალო იარაღთან ან/და მისი ვაზნებთან დაკავშირებით რეგულაციები. კერძოდ, სასიგნალო იარაღისა და მისი ვაზნების დამზადება (წარმოება), ასევე სასიგნალო იარაღით/ვაზნებით ვაჭრობა იქნება ლიცენზირებული საქმიანობა. ამასთან, ნებართვას დაექვემდებარება სასიგნალო იარაღთან და მისი ვაზნებთან დაკავშირებული ცალკეული საქმიანობები. ნებართვის მოპოვება, მათ შორის, სავალდებულო იქნება ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენისთვის (შენახვისა და ტარების უფლებით), ასევე სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტისთვის და სხვა. საგულისხმოა, რომ სასიგნალო იარაღთან ან მის ვაზნასთან დაკავშირებულ ლიცენზიებს გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო, ნებართვებს – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დასახლებული ნებართვის გაცემის უზრუნველსაყოფად საჭიროა თანმდევი ცვლილება განხორციელდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონშიც. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სააგენტოს მიერ გაწეული სანებართვო, სარეგისტრაციო, საექსპერტო, საინფორმაციო და სხვა სახის მომსახურების სამართლებრივ მოწესრიგებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასიგნალო იარაღთან ან/და მის ვაზნებთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვების გაცემის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია ცვლილება განხორციელდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში. 59 ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, სასიგნალო იარაღთან ან/და მის ვაზნებთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვების გაცემისთვის განისაზღვრება სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების საფასურები, ამასთან დადგინდება დაჩქარებული მომსახურების საფასურებიც. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით, ცვლილება შედის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში. ცვლილების თანახმად, სასიგნალო იარაღის რეგისტრაცია განხორციელდება იარაღის რეგისტრაციისთვის ამ კანონით დადგენილი წესით და აღნიშნული მომსახურების საფასურიც განისაზღვრება იარაღის რეგისტრაციისთვის დადგენილი საფასურის შესაბამისად. ამასთან, ცვლილება შედის დასახელებული კანონის მე-6 მუხლში და სააგენტოს მიერ გასაწევ მომსახურებას ემატება მომსახურების ახალი სახეები, კერძოდ:  უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურება, რომლისთვისაც საფასური ერთ ერთეულ იარაღზე იქნება 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი;  უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურება, რომლის საფასური ერთ ერთეულ იარაღზე იქნება 10 ლარი;  საქართველოს მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის, ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურება, რომლისთვისაც ერთ ერთეულ იარაღზე დაწესდება საფასური 10 ლარის ოდენობით, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი. ამასთან, წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლში და სასიგნალო იარაღსა და მის ვაზნასთან დაკავშირებულ ნებართვების გაცემისთვის განისაზღვრება დაჩქარებული მომსახურების საფასურები. კერძოდ, სასიგნალო იარაღის და ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული 60 მომსახურების საფასური, ერთ ერთეულ სასიგნალო იარაღზე იქნება 70 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ სასიგნალო იარაღის ვაზნაზე – 0,04 ლარი. ამასთან, წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური, ერთ ერთეულ იარაღზე იქნება 40 ლარი, ხოლო, ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური, ერთ ერთეულ იარაღზე იქნება 40 ლარი ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი. გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური, ერთ ერთეულ იარაღზე იქნება 40 ლარი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებას, ვინაიდან „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი ამოქმედდება 2025 წლის 1 ივლისიდან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): საკანონმდებლო პაკეტი საჭიროებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას. კერძოდ, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის 15 მაისს განხორციელებული ცვლილების (4169XIVმს-Xმპ) თანახმად, გარკვეული სახის ლიცენზიის მოსაპოვებლად დადგენილი ახალი რეგულაციებით განისაზღვრა გარკვეული ვალდებულებები. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტურად აღსრულების მიზნით, აუცილებელია სათანადო სალიცენზიო საქმიანობებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები განისაზღვროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, რომელთა შესწავლაც აქტიურად მიმდინარეობს. ასევე, გამოიკვეთა დამატებითი კონსულტაციების გამართვის საჭიროება და შესაბამისად, რეგულაციის შემუშავების ახალი ვადის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე კანონპროექტი 61 მიზანშეწონილია განხილული იქნეს დაჩქარებული წესით, რათა არ შეფერხდეს ახალი რეგულაციის შემუშავების პროცესი. ასევე, მიზანშეწონილია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნების გათვალისწინებით, სასაგინალო იარაღის სამოქალაქო ბრუნვა დროულად დაექვემდებაროს სანებართვო/სალიცენზიო რეგულაციებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, წარმოდგენილი კანონის პროექტით ნებართვას დაექვემდებარება შემდეგი საქმიანობები:  ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა (შენახვისა და ტარების უფლებით);  უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა;  სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი;  უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ სასიგნალო იარაღისა და ვაზნის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა და საქართველოში გადაადგილება;  სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა;  საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა). საგულისხმოა, რომ წარმოდგენილ ნებართვებს გასცემს სააგენტო და წარმოდგენილი კანონის პროექტით სააგენტოს მიერ აღნიშნული ნებართვების გაცემისთვის განისაზღვრება მომსახურების საფასური. კერძოდ, ერთი ერთეული სასიგნალო იარაღის რეგისტრაციისთვის, 62 ხელახალი რეგისტრაციისა ან ჩამოწერისთვის საფასურის ოდენობა შეადგენს 30 ლარს. დასახელებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ან ამ იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისთვის საფასურის ოდენობა იქნება 15 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ სასიგნალო იარაღზე იარაღის დროებითი მოწმობის გაცემისთვის − 10 ლარი. აღნიშნული სასიგნალო იარაღის რეგისტრაციისას სავალდებულო იქნება მისი ბალისტიკური შემოწმება, რისთვისაც განისაზღვრება 20 ლარის ოდენობით საფასურის გადახდა. ამასთან, წარმოდგენილი კანონის პროექტით სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვებისთვის საფასურის ოდენობა განისაზღვრება ქვემო ჩამოთვლილი სახით:  უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი;  უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი;  საქართველოს მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის, ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე– 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი. გარდა ამისა, სასიგნალო იარაღთან ან/და მის ვაზნასთან დაკავშირებული ნებართვის გაცემისთვის წარმოდგენილი პროექტით, განისაზღვრება დაჩქარებული სანებართვო ან/და სარეგისტრაციო მომსახურებისათვის საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები. კერძოდ:  სასიგნალო იარაღისა და ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის სასიგნალო იარაღისა და ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურები ერთ ერთეულ სასიგნალო იარაღზე იქნება 70 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ სასიგნალო იარაღის ვაზნაზე – 0,04 ლარი;  საქართველოს მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში 63 გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე იქნება 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი;  უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე იქნება 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი;  უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე არის 40 ლარი. წარმოდგენილი მომსახურების გაწევისთვის დაწესებული საფასურის გადახდისას თანხის ჩარიცხვა განხორციელდება სააგენტოს ბიუჯეტში, რაც გაზრდის სააგენტოს შემოსავალს. ამასთან, რამდენადაც სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია შემოსავლის არანაკლებ 10% გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში, მისი შემოსავლების ზრდა პროპორციულად გაზრდის სააგენტოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის ოდენობასაც. საგულისხმოა, რომ აღნიშნული შემოსავლების მიღება დამოკიდებული იქნება კანონის ამოქმედების შემდეგ ნებართვისა მაძიებელთა რაოდენობასა და ასევე, დაჩქარებული მომსახურების რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ ნებართვას დაექვემდებარება სასიგნალო იარაღთან და მისი ვაზნებთან დაკავშირებული ცალკეული საქმიანობები. ნებართვის მოპოვება, მათ შორის, სავალდებულო იქნება ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენისთვის (შენახვისა და ტარების უფლებით), ასევე სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტისთვის და სხვა. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნულ ნებართვებს გასცემს სააგენტო. დასახელებულ ფუნქციას სააგენტო განახორციელებს არსებული ტექნიკური და ადამიანური რესურსის გამოყენებით, რისთვისაც აუცილებელი ხარჯები დაფარვა მოხდება სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან, რაც დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: 64 კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი პროექტით ნებართვას დაექვემდებარება შემდეგი საქმიანობები:  ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა (შენახვისა და ტარების უფლებით);  უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა;  სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი;  უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ სასიგნალო იარაღისა და ვაზნის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა და საქართველოში გადაადგილება;  სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა;  საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა). წარმოდგენილი კანონის პროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც სასიგნალო იარაღი და მის ვაზნებთან დაკავშირებული საქმიანობა იქნება სანებართვო საქმიანობა, ხოლო ნებართვების სააგენტოს მიერ გაცემის შემთხვევაში განისაზღვრება საფასური (საფასურის ოდენობა მოცემულია განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში). შესაბამისად ის სუბიექტები, რომლებიც მოიპოვებენ დასახელებულ ნებართვას, საფასურის სახით გადაიხდიან აღნიშნულ თანხას. ხარჯის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის რაოდენობაზე, ამასთან იმაზე თუ რამდენი პირი ისარგებლებს დაჩქარებული მომსახურებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: საგულისხმოა, რომ სასიგნალო იარაღთან ან მის ვაზნასთან დაკავშირებულ ნებართვებს – სააგენტომ, რისთვისაც განისაზღვრება მომსახურების საფასური. კერძოდ, ერთი ერთეული სასიგნალო იარაღის რეგისტრაციისთვის, ხელახალი რეგისტრაციის ან ჩამოწერისთვის 65 საფასურის ოდენობა შეადგენს 30 ლარს. დასახელებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ან ამ იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისთვის საფასურის ოდენობა იქნება 15 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ სასიგნალო იარაღზე იარაღის დროებითი მოწმობის გაცემისთვის − 10 ლარი. აღნიშნული სასიგნალო იარაღის რეგისტრაციისას სავალდებულო იქნება მისი ბალისტიკური შემოწმებას, რისთვისაც განისაზღვრება 20 ლარის ოდენობით საფასურის გადახდა. ამასთან, მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვებისთვის საფასურის ოდენობა განისაზღვრება ქვემო ჩამოთვლილი სახით:  უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე შეადგენს 10 ლარს, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარს;  უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე შეადგენს 10 ლარს;  საქართველოს მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის, ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე შეადგენს 10 ლარს, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარს. გარდა ამისა, სასიგნალო იარაღთან ან/და მის ვაზნასთან დაკავშირებული ნებართვის გაცემისთვის განისაზღვრება დაჩქარებული სანებართვო ან/და სარეგისტრაციო მომსახურებისათვის საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები. კერძოდ:  სასიგნალო იარაღისა და ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის სასიგნალო იარაღისა და ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ სასიგნალო იარაღზე იქნება 70 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ სასიგნალო იარაღის ვაზნაზე – 0,04 ლარი;  საქართველოს მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე იქნება 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი; 66  უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე იქნება 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი;  უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე იქნება 40 ლარი. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი მომსახურების საფასურის ოდენობა დადგინდა სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურებისთვის კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობის ანალიზის საფუძველზე, რაც თანაზომადია ანალოგიური სახის სხვა საფასურთან. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს. კანონპროექტის ხელშეკრულებას/შეთანხმებას. 67 მიღება არ უკავშირდება რომელიმე გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, გენრიეტა წიწავა ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, გენრიეტა წიწავა 68