„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.03.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, გენრიეტა წიწავა
ნომერი
#07-3/42/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-17
ბიუროს ნომერი 29

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და კოდექსის: 1. 182-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-2 პუნქტით ან/და ამავე კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას.“. 2. 1822 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1823 – 1825 მუხლები: „მუხლი 1823. სასიგნალო იარაღის ბრუნვის წესების დარღვევა 1. სასიგნალო იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა ან ტარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. 2. სასიგნალო იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაცემა ან გასხვისება – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 4. ამ მუხლის მე-3 ადმინისტრაციული ნაწილით ან ამ ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რომელიმე ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 2 წლის ვადით, იარაღის კონფისკაციით. შენიშვნა: თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაცია გამოყენებული არ ყოფილა, მას შესაბამისი ნებართვის 69 მოსაპოვებლად 30 დღის ვადა მიეცემა. ამ ვადაში პირს აღნიშნული ნებართვის გარეშე სასიგნალო იარაღის შეძენისთვის, შენახვისთვის ან ტარებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. მუხლი 1824. სასიგნალო იარაღის შენახვის, ტარების ან გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა 1. სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა, ან სასიგნალო იარაღის ტარების წესის დარღვევა დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.“ მუხლი 1825. სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის დამზადება (წარმოება), შეკეთება, ვაჭრობა, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გარეშე 1. სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის დამზადება (წარმოება), შეკეთება, ვაჭრობა, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის გარეშე – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. 3. 209-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210 , 583 , 861 , 1071 –1073 , 1075 , 108-ე, 1141 , 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161 −1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით, 1165 მუხლის პირველი ნაწილით, 1166 მუხლის პირველი ნაწილით, 116 7 მუხლის პირველი ნაწილით, 1168 , 118-ე–1184 , 119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6−72 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129 1 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული 70 სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 1352 −1354 , 1395 , 1527 და 1528 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე, 166 2 , 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 174 15 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416 −17418 , 1761 და 176 3 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა) და 17715 , 180-ე−1811 , 1813 −1815 , 182-ე−1824 , 190-ე და 1902 −1911 მუხლებით.“. 4. 220-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უფლებამოსილია განიხილოს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და დაადოს ადმინისტრაციული სახდელები იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1711 მუხლით (საქართველოს თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის) და 1825, 1941, 1961, 1967, 197-ე, 1973, 198-ე, 198 1 და 1982 მუხლებით. 5. 239-ე მუხლის 53-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451 და 166-ე მუხლებით, 1711 მუხლით (საქართველოს თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში სამართალდარღვევისთვის) და 197 3 ჩადენილი ადმინისტრაციული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე პირის მიერ ამავე კოდექსის 1825, 1941, 1961, 1963, 1966, 1967, 197-ე, 1971, 198-ე, 1981 და 1982 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სათანადო უფლებამოსილი პირი.“ 6. 249-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კოდექსის 167-ე, 180-ე, 1801, 181-ე, 1813−1815, 182-ე, 1821, 1823, 1824 და 183-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, შესაბამისი საქმის განხილვამდე ჩამოართვას პირს იარაღი და საბრძოლო მასალა, რის შესახებაც აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება ჩანაწერი და მასში აღინიშნება ჩამორთმეული იარაღის მარკა ან მოდელი, კალიბრი, სერია და ნომერი და საბრძოლო მასალის რაოდენობა და სახეობა. იმ პირის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ადმინისტრაციული 71 სამართალდარღვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩაიდინა, იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩამორთმევა, პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 72
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლის თანახმად, მკაცრდება სასიგნალო იარაღთან ან/და მისი ვაზნებთან დაკავშირებით რეგულაციები. კერძოდ, სასიგნალო იარაღისა და მისი ვაზნების დამზადება (წარმოება), ასევე სასიგნალო იარაღით/ვაზნებით ვაჭრობა იქნება ლიცენზირებული საქმიანობა. ამასთან, ნებართვას დაექვემდებარება სასიგნალო იარაღთან და მისი ვაზნებთან დაკავშირებული ცალკეული საქმიანობები. ნებართვის მოპოვება, მათ შორის, სავალდებულო იქნება ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენისთვის (შენახვისა და ტარების უფლებით), ასევე სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტისთვის და სხვა. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ასახული რეგულაციების პრაქტიკაში აღსრულების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, დაწესდეს ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობები ზემოაღნიშნული ლიცენზიის/ნებართვის გარეშე საქმიანობისთვის, ასევე სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევისთვის. გარდა ამისა, აუცილებელია პასუხისმგებლობა დაწესდეს სასიგნალო იარაღის ბრუნვის წესების დარღვევისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება სამართალდარღვევას, რომელი ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციული სახდელი, ადმინისტრაციულ რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს, აუცილებელია ცვლილება განხორციელდეს დასახელებულ კანონში, რათა დაწესდეს ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობები სასიგნალო იარაღთან ან/და მის ვაზნასთან დაკავშირებული ცალკეული საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის გარეშე განხორციელებისთვის, ასევე სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევისთვის, ამასთან უცილებელია პასუხისმგებლობა დაწესდეს სასიგნალო იარაღის ბრუნვის წესების დარღვევისთვის. 73 ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად დადგინდება ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობა სასიგნალო იარაღთან ან/და მის ვაზნასთან დაკავშირებული ცალკეული საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის გარეშე განხორციელებისთვის, ასევე სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევისთვის, ამასთან პასუხისმგებლობა დაწესდება სასიგნალო იარაღის ბრუნვის წესების დარღვევისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და კოდექსს ემატება ახალი 1823 მუხლი, რომლითაც ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება სასიგნალო იარაღის ბრუნვის წესების დარღვევისთვის. კერძოდ, დასჯადი იქნება სასიგნალო იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა ან ტარება, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. ამასთან, 600 ლარის ოდენობით ჯარიმა დაწესდება სასიგნალო იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაცემის ან გასხვისებისთვის, ფულად სანქციასთან ერთად ქმედება გამოიწვევს იარაღის კონფისკაციას. დასახელებული მუხლით დასჯადი იქნება, წარმოდგენილ ქმედებათა განმეორებით ჩადენაც. კერძოდ, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაცია, ხოლო მისი მეორე და ყოველი მომდევნო განმეორებისთვის − ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლის ვადით და იარაღის კონფისკაცია. პროექტით წარმოდგენილი 1823 მუხლის შენიშვნით განისაზღვრება, რომ თუ სასიგნალო იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე შეძენისთვის, შენახვისა ან ტარებისთვის პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაცია გამოყენებული არ ყოფილა, მას შესაბამისი ნებართვის მოსაპოვებლად 30 დღის ვადა მიეცემა. ამ ვადაში პირს აღნიშნული ნებართვის გარეშე სასიგნალო იარაღის შეძენისთვის, შენახვისთვის ან ტარებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა. 500 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა, ან სასიგნალო იარაღის ტარების წესის დარღვევა დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში. დასახელებული ქმედებისთვის ფულად სანქციასთან ერთად სახდელის სახედ გამოყენებული იქნება იარაღის კონფისკაცია. წარმოდგენილი ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციას. წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ემატება ახალი სამართალდარღვევა − სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის დამზადება (წარმოება), შეკეთება, ვაჭრობა, 74 იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის გარეშე. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. დასჯადი იქნება დასახელებული ქმედების განმეორებით ჩადენაც, სახდელის სახით განისაზღვრება ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. საგულისხმოა, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება სასიგნალო იარაღის შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრაციის დროებითი წესი. კერძოდ, პირი ვალდებული იქნება 2025 წლის 1 აპრილამდე მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სასიგნალო იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრაციის მიზნით 2025 წლის 1 სექტემბრამდე წარუდგინოს სააგენტოს. დასახელებული, ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს სასიგნალო იარაღის მესაკუთრისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და დასახელებული ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას. ამასთან, დასჯადი იქნება ვალდებულების გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობაც, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას, ხოლო განსაზღვრული ვალდებულების კვლავ შეუსრულებლობა გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში გამოიწვევს იარაღის კონფისკაციას. წარმოდგენილი კანონის პროექტით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება ექნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2025 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებას, ვინაიდან „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გარდამავალი პერიოდი ამოიწურება 2025 წლის 1 სექტემბრიდან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. 75 ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): საკანონმდებლო პაკეტი საჭიროებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას. კერძოდ, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის 15 მაისს განხორციელებული ცვლილების (4169XIVმს-Xმპ) თანახმად, გარკვეული სახის ლიცენზიის მოსაპოვებლად დადგენილი ახალი რეგულაციებით განისაზღვრა გარკვეული ვალდებულებები. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტურად აღსრულების მიზნით, აუცილებელია სათანადო სალიცენზიო საქმიანობებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები განისაზღვროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, რომელთა შესწავლაც აქტიურად მიმდინარეობს. ასევე, გამოიკვეთა დამატებითი კონსულტაციების გამართვის საჭიროება და შესაბამისად, რეგულაციის შემუშავების ახალი ვადის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე კანონპროექტი მიზანშეწონილია განხილული იქნეს დაჩქარებული წესით, რათა არ შეფერხდეს ახალი რეგულაციის შემუშავების პროცესი. ასევე, მიზანშეწონილია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნების გათვალისწინებით, სასაგინალო იარაღის სამოქალაქო ბრუნვა დროულად დაექვემდებაროს სანებართვო/სალიცენზიო რეგულაციებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც გამოწვეული იქნება პროექტით დაწესებული ახალი სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული სანქციის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვით. წარმოდგენილი კანონის პროექტით ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება სასიგნალო იარაღის ბრუნვის წესების დარღვევისთვის. კერძოდ, დასჯადი იქნება სასიგნალო იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა ან ტარება, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. ამასთან, 600 ლარის ოდენობით ჯარიმა დაწესდება სასიგნალო იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაცემის ან გასხვისებისთვის, ფულად სანქციასთან ერთად ქმედება გამოიწვევს იარაღის წარმოდგენილ კონფისკაციას. ქმედებათა დასახელებული განმეორებით ჩადენაც. 76 მუხლით კერძოდ, დასჯადი იქნება, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაცია, ხოლო მისი მეორე და ყოველი მომდევნო განმეორებისთვის − ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლის ვადით და იარაღის კონფისკაცია. წარმოდგენილი კანონის პროექტით 500 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა, ან სასიგნალო იარაღის ტარების წესის დარღვევა დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში. დასახელებული ქმედებისთვის ფულად სანქციასთან ერთად სახდელის სახედ გამოყენებული იქნება იარაღის კონფისკაცია. წარმოდგენილი ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციას. წარმოდგენილი კანონის პროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ახალი სამართალდარღვევა − სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის დამზადება (წარმოება), შეკეთება, ვაჭრობა, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის გარეშე. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. დასჯადი იქნება დასახელებული ქმედების განმეორებით ჩადენაც, სახდელის სახით განისაზღვრება ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. საგულისხმოა, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება სასიგნალო იარაღის შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრაციის დროებითი წესი. კერძოდ, პირი ვალდებული იქნება 2025 წლის 1 აპრილამდე მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სასიგნალო იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრაციის მიზნით 2025 წლის 1 სექტემბრამდე წარუდგინოს სააგენტოს. დასახელებული, ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს სასიგნალო იარაღის მესაკუთრისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და დასახელებული ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას. ამასთან, დასჯადი იქნება ვალდებულების გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობაც, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას, ხოლო განსაზღვრული ვალდებულების კვლავ შეუსრულებლობა გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში გამოიწვევს იარაღის კონფისკაციას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი ცვლილება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, ზემოაღნიშნული 77 დარღვევებისთვის დაწესებული ჯარიმის გადახდისას, სამართალდამრღვევის მიერ თანხის ჩარიცხვა განხორციელდება სახელმწიფო ხაზინაში. ასევე, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევს პირს სანქციის სახით დაეკისრება იარაღის კონფისკაცია, აღნიშნული მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში და იარაღის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი შემოსავლების მიღება დამოკიდებულია სამართალდარღვევის ყოველწლიურ რაოდენობაზე, ასევე სამართალდამრღვევთა მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ იარაღის კონფისკაციათა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან ახალი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელი იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა, რაც დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციულ ხარჯებთან, ხოლო ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევის ყოველწლიურ რაოდენობაზე. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევს პირს სანქციის სახით დაეკისრება იარაღის კონფისკაცია, რომელიც მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო კონფისკებული იარაღის რეალიზაციამდე მისი შენახვის ხარჯები გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონმდებლობით გარდა მისთვის ამისა, სამართალდამრღვევის მინიჭებული გასაჩივრების მიერ საქართველოს უფლებით სარგებლობის შემთხვევაში, საერთო სასამართლოების მიერ საქმის განხილვა მოხდება მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. წარმოდგენილი ხარჯების ოდენობა დამოკიდებულია სამართალდარღვევის ყოველწლიურ რაოდენობაზე, ასევე სამართალდამრღვევთა მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ იარაღის კონფისკაციათა რაოდენობაზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება წარმოდგენილი კანონის პროექტი. 78 წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება სასიგნალო იარაღის ბრუნვის დარღვევისთვის. კერძოდ, დასჯადი იქნება სასიგნალო იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა ან ტარება, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. ამასთან, 600 ლარის ოდენობით ჯარიმა დაწესდება სასიგნალო იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაცემის ან გასხვისებისთვის, ფულად სანქციასთან ერთად ქმედება გამოიწვევს იარაღის კონფისკაციას. დასახელებული მუხლით დასჯადი იქნება, წარმოდგენილ ქმედებათა განმეორებით ჩადენაც. კერძოდ, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაცია, ხოლო მისი მეორე და ყოველი მომდევნო განმეორებისთვის − ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლის ვადით და იარაღის კონფისკაცია. წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა. 500 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა, ან სასიგნალო იარაღის ტარების წესის დარღვევა დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში. დასახელებული ქმედებისთვის ფულად სანქციასთან ერთად სახდელის სახედ გამოყენებული იქნება იარაღის კონფისკაცია. წარმოდგენილი ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციას. წარმოდგენილი კანონის პროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევა − სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის დამზადება (წარმოება), შეკეთება, ვაჭრობა, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის გარეშე. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. დასჯადი იქნება დასახელებული ქმედების განმეორებით ჩადენაც, სახდელის სახით განისაზღვრება ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. საგულისხმოა, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება სასიგნალო იარაღის შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრაციის დროებითი წესი. კერძოდ, პირი ვალდებული იქნება 2025 წლის 1 აპრილამდე მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სასიგნალო იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრაციის მიზნით 2025 წლის 1 სექტემბრამდე წარუდგინოს სააგენტოს. დასახელებული, ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს სასიგნალო იარაღის მესაკუთრისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი პროექტით 79 ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და დასახელებული ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას. ამასთან, დასჯადი იქნება ვალდებულების გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობაც, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას, ხოლო განსაზღვრული ვალდებულების კვლავ შეუსრულებლობა გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში გამოიწვევს იარაღის კონფისკაციას. წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაჯარიმდებიან პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის. გამოყენებული იქნება ამასთან, იარაღის თუ პირის კონფისკაცია, მიმართ სანქციის დასახელებული სახით მოახდენს ასევე გავლენას სამართალდარღვევის ფინანსურ მდგომარეობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება სასიგნალო იარაღის ბრუნვის წესების დარღვევისთვის. კერძოდ, დასჯადი იქნება სასიგნალო იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა ან ტარება, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. ამასთან, 600 ლარის ოდენობით ჯარიმა დაწესდება სასიგნალო იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაცემის ან გასხვისებისთვის, ფულად სანქციასთან ერთად ქმედება გამოიწვევს იარაღის კონფისკაციას. დასახელებული მუხლით დასჯადი იქნება, წარმოდგენილ ქმედებათა განმეორებით ჩადენაც. კერძოდ, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაცია, ხოლო მისი მეორე და ყოველი მომდევნო განმეორებისთვის − ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლის ვადით და იარაღის კონფისკაცია. წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა. 500 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა, ან სასიგნალო იარაღის ტარების წესის დარღვევა დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში. დასახელებული ქმედებისთვის ფულად სანქციასთან ერთად სახდელის სახედ გამოყენებული იქნება იარაღის კონფისკაცია. წარმოდგენილი ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციას. წარმოდგენილი კანონის პროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევა − სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის დამზადება (წარმოება), შეკეთება, ვაჭრობა, იმპორტი, ექსპორტი, 80 რეექსპორტი ან ტრანზიტი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის გარეშე. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. დასჯადი იქნება დასახელებული ქმედების განმეორებით ჩადენაც, სახდელის სახით განისაზღვრება ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. საგულისხმოა, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება სასიგნალო იარაღის შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრაციის დროებითი წესი. კერძოდ, პირი ვალდებული იქნება 2025 წლის 1 აპრილამდე მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სასიგნალო იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრაციის მიზნით 2025 წლის 1 სექტემბრამდე წარუდგინოს სააგენტოს. დასახელებული, ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს სასიგნალო იარაღის მესაკუთრისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და დასახელებული ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას. ამასთან, დასჯადი იქნება ვალდებულების გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობაც, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას, ხოლო განსაზღვრული ვალდებულების კვლავ შეუსრულებლობა გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში გამოიწვევს იარაღის კონფისკაციას. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი ჯარიმის ოდენობა დადგინდა იარაღთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების ანალიზის საფუძველზე, რაც თანაზომადია ანალოგიური სახის სხვა სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულ ფულად სანქციებთან. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. 81 გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, გენრიეტა წიწავა ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, გენრიეტა წიწავა 82