„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.03.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი: რატი იონათამიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ანტონ ობოლაშვილი, არჩილ გორდულაძე
ნომერი
#07-3/43/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-17
ბიუროს ნომერი 29

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს (პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ. 12) დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი: „მუხლი 261 1. საქართველოს სახალხო დამცველისა და აპარატის თანამშრომლის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. 2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს სახალხო დამცველსა და აპარატის თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები (მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები). 3. საქართველოს სახალხო დამცველი და აპარატის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის უზრუმნველყოფა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლების, მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მისიის შესრულების პროცესში, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ შემხებლობა აქვთ არაერთ სამართლებრივ და სოციალურ დავებთან, უშუალო კომუნიკაციაში არიან სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებთან, ხშირად მუშაობენ ემოციურად მძიმე თემებზე, პერიოდულად უწევთ ვიზიტი და ყოფნა ისეთ ინსტიტუციებში, სადაც შესაძლოა არსებობდეს საფრთხე არა მხოლოდ მათი ჯანმრთელობისთვის, არამედ სიცოცხლისთვისაც კი. ყოველივე აღნიშნული, რა თქმა უნდა, ზრდის მათი ფსიქოლოგიური სტრესის, ფიზიკურ გადატვირთვის, პროფესიული გადაწვისა და ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ის პირები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, თავად არ განიცდიდნენ შრომით, სოციალურ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ქმნის მათი დამატებითი დაცვის მექანიზმებს. ასეთ მექანიზმებს კი წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები და სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევა, რისი არსებობაც უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული რისკების შემცირებას. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის სოციალური დაცვის გარანტიების, მათ შორის, სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევის შემოღება ხელს შეუწყობს მათი მოტივაციისა და ჩართულობის ზრდას, რაც პირდაპირ აისახება მათი მუშაობის ხარისხზე და შედეგებზე. როდესაც თანამშრომლებს ეცოდინებათ, რომ მათ აქვთ მაღალი ხარისხის სოციალური დაცვის მექანიზმები, უზრუნველყოფილია მათი სოციალური დაცვა, კეთილდღეობა, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და სხვა დახმარება, ისინი ნაკლებად განიცდიან მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სტრესს, უფრო მეტად კონცენტრირდებიან თავიანთ საქმიანობაზე, უფრო ეფექტიანად გაართმევენ თავს ისეთ სიტუაციებს, რომლებიც მათივე ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ემუქრება, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან სამუშაოს და მაქსიმალურად გამოავლენენ ისედაც მაღალ პროფესიონალიზმს, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მათივე საქმიანობის შედეგებზე და ხელს შეუწყობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ეფექტიანობის ზრდას. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთათვის სოციალური გარანტიების არსებობა ერთ-ერთი წონადი მოტივაცია იქნება აღნიშნულ ინსტიტუციაში კვალიფიციური კადრების მისაზიდად. აქვე საყურადღებოა, რომ რიგი სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოების (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და სხვა) თანამშრომლებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით უკვე განსაზღვრულია ასეთი სახის სოციალური გარანტიები და ისეთი კონსტიტუციური ორგანოს აპარატის თანამშრომლებისთვის, როგორიც საქართველოს სახალხო დამცველია, იგივე მექანიზმების დანერგვა გაამყარებს ამ ინსტიტუციებს შორის სამართლიანობისა და თანასწორობის განცდას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების სოციალური დაცვის მექანიზმების დანერგვა უნდა მოხდეს შესაბამის კანონში შესაბამისი დებულების გაჩენით, რაც უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილების გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის ხარისხის ამაღლება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, ორგანული კანონს დაემატება 261 მუხლი, რომელიც დაადგენს, რომ საქართველოს სახალხო დამცველისა და აპარატის თანამშრომლის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს, საქართველოს სახალხო დამცველსა და აპარატის თანამშრომელზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები (მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები) და საქართველოს სახალხო დამცველი და აპარატის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). მიმართებაში ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. წარმოდგენილი ცვლილება არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე და ის გაიზრდება იმ კომპანიის გაზრდილი შემოსავლების პროპორციულად, რომელიც უზრუნველყოფს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა დაზღვევას. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება კომპანიის გაზრდილი მოგებიდან გადახდილი გადასახადების ოდენობით. გავლენა დამოკიდებული იქნება სადაზღვევო მომსახურების ღირებულებაზე, რაც ამ კანონპროექტით არ დგინდება, თუმცა განისაზღვრება ერთი პირისთვის დაახლოებით 1900 ლარიდან 2300 ლარამდე ფარგლებში ერთწლიან პერიოდში, დაზღვევას კი დაექვემდებარება 130 პირი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თავისი თანამშრომლებისთვის ამ კანონით შემოღებული სოციალური გარანტიების, მათ შორის დაზღვევის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილი, არსებული ასიგნებების ფარგლებში. ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის დაზღვევას დაექვემდებარება 130 პირი და ერთი პირის დაზღვევის საფასური განისაზღვრება დაახლოებით 1900 ლარიდან 2300 ლარამდე ფარგლებში ერთწლიან პერიოდში (თვეში დაახლოებით 160 ლარიდან 190 ლარამდე ფარგლებში). ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღება მოახდენს პოზიტიურ ფინანსურ გავლენას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებზე, რომლებიც სადაზღვევო პირობების შესაბამისად სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდებიან სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხარჯებისგან. კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას მოახდენს ასევე იმ სადაზღვევო კომპანიაზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა სადაზღვევო მომსახურებას. მას გაეზრდება ფინანსური შემოსავალი. კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას მოახდენს საქართველოს სახალხო დამცველი აპარატზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თავისი თანამშრომლებისთვის ამ კანონით შემოღებული სოციალური გარანტიების, მათ შორის დაზღვევის დაფინანსება. ზემოაღნიშნული ფინანსური გავლენების ზომა დამოკიდებული იქნება დაზღვეულ პირთა რაოდენობასა (ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის დაზღვევას დაექვემდებარება 130 პირი) და სადაზღვევო მომსახურების თუ სხვა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფისთვის საჭირო ფინანსების ოდენობაზე, რაც ამ კანონპროექტით არ დგინდება, თუმცა ერთი პირის დაზღვევის საფასური განისაზღვრება დაახლოებით 1900 ლარიდან 2300 ლარამდე ფარგლებში ერთწლიან პერიოდში (თვეში დაახლოებით 160 ლარიდან 190 ლარამდე ფარგლებში), რაც წარმოდგენს ზემოაღნიშნული ფინანსური გავლენების ზომას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული ზეგავლენის შეფასება თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი: რატი იონათამიშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ანტონ ობოლაშვილი, არჩილ გორდულაძე