საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2024 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების 2025 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენა
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-03-12
კომიტეტის სხდომის ნომერი 5
შენიშვნა კომიტეტების ერთობლივი სხდომა:
1. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
ერთობლივი სხდომა
2025 წლის 12 მარტი 11:00 საათი
ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2024 წლის ეროვნული სამოქმედო
გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა და „ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების 2025 წლის
სამოქმედო გეგმის წარდგენა;
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე - გენადი არველაძე
პასუხისმგებელი: ი. ჩხენკელი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
მიერ განსახილველი საკითხები
2. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (№07-2/414; 05.08.2024). (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა);
მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
პირველი მოადგილე - ნინო თანდილაშვილი
პასუხისმგებელი: მ. მეტრეველი
3. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „გარემოს დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/422; 03.10.2024). (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა).
მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
პირველი მოადგილე - ნინო თანდილაშვილი
პასუხისმგებელი: მ. მეტრეველი
4. საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, არჩილ გორდულაძის,
თორნიკე ჭეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
(№073/41;05.03.2025). (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა, დაჩქარებული წესით)
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - თორნიკე ჭეიშვილი
პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე, გ. სირაძე
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N5
2025 წლის 12 მარტი
თბილისი
სხდომის თავმჯდომარე - ლევან მახაშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
ლევან მახაშვილი
ვახტანგ თურნავა
ვიქტორ სანიკიძე
ეკა სეფაშვილი
ლიკა შარტავა
გიორგი ჩაკვეტაძე
გიორგი ხახუბია
დღის წესრიგი:
საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო
სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2024 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის
შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო
სივრცის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების 2025 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენა.
მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი
არველაძე.
სხდომის მსვლელობა:
სხდომის თავმჯდომარე სხდომის წევრებს მიესალმა, გააცნო დღის წესრიგი და მომხსენებელს
სთხოვა წარმოედგინა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“
შეთანხმების განხორციელების 2025 წლის სამოქმედო გეგმა.
გენადი არველაძემ წარმოადგინა 2024 წელს „ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი
სავაჭრო სივრცის შესახებ“ სამოქმედო გეგმა. მან აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო
ახორციელებს კოორდინაციას სხვადასხვა ჩართულ უწყებებთან.
ისაუბრა 2025 წლის
სამომავლო გეგმებზე. მან აღნიშნა, რომ დამტკიცდა 2024-2026 წლის განსახორციელებელი
ახალი სამ წლიანი გეგმა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა აქტივობებს როგორც საკანონმდებლო
დაახლოების კუთხით, ასევე ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით. ასევე განმარტა,
რომ დეკემბერში დამტკიცდა ახალი გეგმა, რომელსაც ეწოდა „DCFTA-ს მიღმა“.
ასევე
ხორციელდება
მნიშნველოვანი
რეფორმები
საქართველოს
კანონმდებლობის
დაახლოებისთვის ევროკავშირის კანონმდებლობასთან, სტანდარტებთან და პრაქტიკასთან.
მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ საკანონმდებლო დაახლოება განხორციელებულია 68%ით და აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის სრულად მოხდება დარჩენილი კანონმდებლობის
დაახლოებაც.
DCFTA-ის ეფექტურად ათვისების მიზნით, ხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ
1
შორის საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, რაც
გულისხმობს ევროპული სტანდარტების დანერგვას და ევროპულ პრაქტიკასთან მიახლოებას.
აღსანიშნავია,
რომ
საქართველოს
კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია DCFTA-ით
გათვალისწინებული ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების 68%-ზე მეტთან (241 აქტიდან
დანერგილია 164). 2028 წლისთვის დაგეგმილია 241 აქტის სრულად დაახლოება და შესრულება.
2024 წელს ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა 13,9 %-ით გაიზარდა და საქართველოს მთლიანი
ბრუნვის 22% დაიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტი შემცირებულია, თუმცა შემცირებულია
სპილენძის მადნების ხარჯზე. იმპორტი გაზრდილია 20%-ით. მიუხედავად ექსპორტის
შემცირებისა 11%-ით არის გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი
ევროკავშირში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია. ექსპორტი გაიზარდა ისეთ
მნიშვნელოვან პოზიციებზე, როგორიც არის ღვინო. ზრდამ შეადგინა 10%. ფეროშენადნობები 3ჯერ არის გაზრდილი. მინერალური წყალის ექსპორტი გაზრდილია 28%-ით, თხილი - 29%-ით,
მნიშვნელოვანი ზრდა იყო ხილ- ბოსტნეულის კონსერვებზე. აღსანიშნავია, რომ დღეს 58%-ით
მეტი კომპანია გადის ექსპორტზე ევროკავშირში, ვიდრე 2014 წელს. ჯამური კომპანიების
რაოდენობა, რომელიც მხოლოდ ევროკავშირში ექსპორტზე გადის შეადგენს 976 კომპანიას. 2024
წლის განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა
იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში გამართულ 11
საერთაშორისო გამოფენასა და ერთ მოდის კვირეულში. მოცემულ ღონისძიებებზე სააგენტოს
მხრიდან განხორცილდა 97 თანადაფინანსების ფაქტი.
DCFTA-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულებაა - ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების
შემცირება. ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში კერძო სექტორის, მათ შორის მცირე და საშუალო
მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა DCFTA- ის მოთხოვნების
შესაბამისი ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. მომხსენებლის
თქმით ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრის მიმართულებით, DCFTA-ით
გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების ვალდებულებების შესრულების მიზნით,
2024 წლის ივლისში ცვლილებები შევიდა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით. შედეგად, სტანდარტიზაციის და
მეტროლოგიის სფეროში მოხდა ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა სრულად ასახვა და
მათი იმპლემენტაცია. აკრედიტაციის ნაწილში, კანონპროექტის მიღების შედეგად მკაფიოდ
განისაზღვრა აკრედიტაციის ცნება, აკრედიტაციის სისტემა, აკრედიტაციის ცენტრის როლი და
უფლებამოსილებები, აკრედიტაციის სიმბოლოს სამართლებრივი გამოყენების შესაძლებლობა
და სხვა. ამასთან, ბაზარზე ზედამხედველობის მიმართულებით გაჩნდა ქმედითი
საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ბაზარზე ზედამხედველობის
ღონისძიებების უფრო ეფექტიანად განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბაზარზე
ზედამხედველობის სფეროს განვითარებას და ამცირებს საქართველოს ბაზარზე
კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო ან საფრთხის შემცველი პროდუქტების
განთავსებას.
2025 წლის პირველ ივლისამდე დაგეგმილია სტანდარტიზაციის ეროვნული საბჭოს შექმნა,
რომელიც ასევე გაზრდის ბიზნეს- სექტორისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობას
სტანდარტიზაციის პოლიტიკის შემუშავების პროცესში. საბჭოს ძირითადი საქმიანობა იქნება
სტანდარტიზაციის სფეროს პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება,
რაც სავალდებულო პირობაა სტანდარტიზაციის ნაწილში ევროპულ სისტემებთან
დაახლოებისათვის. აქტიურად მიმდინარეობს ბაზარზე ზედამხედველობის რეფორმების
აღსრულება. 2024 წელს ადგილობრივ ბაზარზე ზედამხედველობა განხორციელდა ჯამში 1027
პროდუქტზე, რაც 62,8 %-ით აღემატება 2023 წლის მონაცემებს. 2023 წელს ჯამურად
2
შემოწმებული იყო 631 პროდუქტი. წინასწარი დეკლარირების ელექტრონული პლატფორმის
საშუალებით შემოწმდა შემოსავლების სამსახურის საბაჟოს 7 გაფორმების ეკონომიკური
ზონიდან შემოსული 22 914 პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 მარტის №106 დადგენილების
საფუძველზე ცვლილება შევიდა „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2018 წლის პირველი ოქტომბრის №476
დადგენილებაში და აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით დაფარულ 22 სამშენებლო
პროდუქტს დაემატა 101 ახალი სამშენებლო პროდუქტი. მათ შორის სახურავების საფარი,
კედლის, ჭერისა და იატაკის მოსაპირკეთებელი პროდუქტები,
ფიქსირებული
სახანძრო/ხანძარსაწინააღმდეგო პროდუქტები, თბოიზოლაციის პროდუქტები და სხვა.
აღნიშნული ცვლილებები ამოქმედდა მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან. 2024 წლის
პირველი დეკემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 აპრილის №161
დადგენილებით დამტკიცებული „რადიომოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი",
ხოლო 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 2023 წლის
პირველი მაისის დადგენილებით დამტკიცებული „ძაბვის
გარკვეულ
ზღვრებში
გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი".
2024 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ასევე დამტკიცდა „ენერგოეტიკეტირების
შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად, მოიცავს საქართველოს კანონით გათვალისწინებულ 14 ტექნიკურ
რეგლამენტს. აღნიშნული რეგლამენტი ადგენს ენერგოეტიკეტირების მოთხოვნებს სხვადასხვა
საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო პროდუქტებზე, კერძოდ, ჰაერის კონდიციონერებზე,
სამაცივრე მოწყობილობებზე, საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლებზე, მყარი საწვავის
ბოილერებზე და ელექტრონულ ეკრანებზე და სხვა. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტები
ძალაში შედის 2025 წლის პირველი დეკემბრიდან.
სტანდარტებისა და მეტროლოგის მიმართულებით, ეროვნული სააგენტო განაგრძობს
საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ეროვნულ სტანდარტებად მიღებას. 2024 წელი
გამოირჩეოდა რეკორდული მაჩვენებლით სტანდარტების მიღებისა და დანერგვის კუთხით.
სააგენტოს მიერ საქართველოს სტანდარტად სულ დარეგისტრირდა 8826 სტანდარტი, მათ
შორის ISO (საერთაშორისო სტანდარტი) - 235, აქედან EN სტანდარტი (ევროპული სტანდარტი)
– 8 570 (იდენტური თარგმნის მეთოდით) და 21 საერთაშორისო სტანდარტი. საქართველოს
სტანდარტად მიღებულია სულ 37000-ზე მეტი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი.
სტანდარტიზაციის ევროპული ორგანიზაციების CEN და CENELEC-ის 2024 წლის ანგარიშის
მიხედვით, ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს დაახლოების მაჩვენებელი 87 %-ზე მეტია,
რაც აღემატება ამავე ორგანიზაციებში სრული წევრებისთვის დადგენილ სავალდებულო 80 %ის მოთხოვნას. შესაბამისად, ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა.
2024 წლის მაისში საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს
სტანდარტების დეპარტამენტში, ევროკავშირის Twinning-ის პროექტის მხარდაჭერით,
განხორციელდა საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც სტანდარტების
დეპარტამენტმა წარმატებით გაიარა აუდიტი და დაასრულა სტანდარტების დეპარტამენტის
სერტიფიცირების პროცედურა, საქართველოს სტანდარტად მიღებული ევროპული
სტანდარტის EN ISO 9001:2015 „ხარისხის მენეჯმენტის სისტემები - მოთხოვნები" შესაბამისად.
2024 წლის 5 ივლისს მიიღო შესაბამისობის ISO 9001:2015/EN სერტიფიკატი, რომელიც
ადასტურებს სტანდარტების დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების შესაბამისობას
საერთაშორისო სტანდარტთან.
3
2024 წლის მარტში დასრულდა სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს
მეტროლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიების შეფასება საერთაშორისო აღიარების
შენარჩუნების მიზნით EURAMET-ის ექსპერტების მიერ და 2024 წლის ივნისში გაიმართა
EURAMET-ის გენერალური ასამბლეა, სადაც საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის
ეროვნულ სააგენტოს, აღნიშნული ორგანიზაციის წევრთა სრული მხარდაჭერით მიენიჭა
სრულუფლებიანი წევრის სტატუსი. აღნიშნული სტატუსი სააგენტოს აძლევს შესაძლებლობას,
მონაწილეობა მიიღოს ევროპული მეტროლოგიის ინიციატივებში, ინოვაციებში და კვლევით
პროგრამებში, ასევე EURAMET-ის ტექნიკური კომიტეტების მუშაობაში და სხვა ევროპული
ქვეყნების ეროვნული ინსტიტუტების შეფასებების საქმიანობაში.
2024 წლის დეკემბერში, DCFTA-ის ვალდებულებების შესაბამისად, განხორციელდა 2
დირექტივასთან დაახლოება და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება
№480 „გაზომვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" და
დადგენილება №481 „არაავტომატური აწონის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე".
აკრედიტაციის მიმართულებასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ 2024 წელს აკრედიტაციის
საერთაშორისო ორგანიზაციებში (IAF, ILAC) მოპოვებული სრული წევრობის სტატუსის
შესაბამისად, შემუშავდა აკრედიტაციის ცენტრის პოლიტიკის დოკუმენტი - „აკრედიტაციის
ცენტრის ლოგოს, კომბინირებული ლოგოს, აკრედიტაციის სიმბოლოს და აკრედიტაციის
კომბინირებული სიმბოლოს გამოყენების თაობაზე". 2024 წლის მონაცემებით, კომბინირებული
სიმბოლოს გამოყენებაზე თანხმობა მიიღო აკრედიტირებული ორგანოების 98 %-მა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო
ლაბორატორიების აკრედიტაციის სფეროში, კერძოდ, მათი რაოდენობა 6 აკრედიტირებული
ლაბორატორიიდან 20-დე გაიზარდა.
2024 წელს საქართველოს აკრედიტაციის ცენტრმა, მისი არსებობის მანძილზე პირველად,
მოახდინა აკრედიტაციის გაცემა უცხო ქვეყანაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კერძოდ ქალაქ
ბაქოში არსებულ საკალიბრო ლაბორატორიას მიენიჭა აკრედიტაცია ჩვენი აკრედიტაციის
ცენტრის მიერ. აკრედიტაციის გაცემა უცხო ქვეყანაში ფართოდ გამოყენებული პრაქტიკაა
მსოფლიოში.
2024 წელს, საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოსა და დიდი ბრიტანეთის
აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს თანამშრომლობის ფარგლებში, აკრედიტაციის ცენტრის
შემფასებლებმა განახორციელეს ყირგიზეთში UKAS-ის მიერ აკრედიტირებული საგამოცდო
ლაბორატორიების შეფასება.
2024 წლის 11 ივლისს, გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, გაიმართა
პირველი სამუშაო შეხვედრა თემაზე „ნოტიფიცირების სისტემა ევროკავშირის ქვეყნებში".
ნოტიფიცირების სისტემის დანერგვა საშუალებას მისცემს საქართველოს, ქართველ მეწარმეებს
ხელი მიუწვდებოდეთ ეგრეთწოდებულ CE მარკირებაზე (რომელსაც ევროკავშირის CE
ნიშანდება ჰქვია), რომ CE ნიშანდების მიღება ადგილობრივი აკრედიტირებული
ორგანიზაციებისგან მოხდეს. აღნიშნული ნიშანდების დატანა კიდევ უფრო მეტად გაზრდის
მათი წარმოებული ინდუსტრიული პროდუქტების ექსპორტს, როგორც ევროკავშირის, ასევე
საერთაშორისო ბაზრებზე.
4
2024 წელს, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის რეკომენდაციების შესაბამისად, დაიწყო
მუშაობა შესაბამისობის შეფასების, აკრედიტაციის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და
ბაზარზე ზედამხედველობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის
კანონმდებლობასთან დაახლოების სტრატეგიის დოკუმენტზე („TBT სტრატეგია"). გაანალიზდა
ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობა, რომელთა შემდგომი საკანონმდებლო დაახლოების
განხორციელებაც იქნება აღნიშნული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი და განისაზღვრა
უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შესაბამისი წევრები.
2025 წელს დაგეგმილია აღნიშნულ სტრატეგიაზე მუშაობის დასრულება. ასევე, დაგეგმილია
სამედიცინო მოწყობილობების შესახებ შესაბამის, და in vitro დიაგნოსტიკური სამედიცინო
მოწყობილობების შესახებ ტექნიკურ რეგულაციებთან დაახლოება. გათვალისწინებულია
კანონმდებლობის დაახლოება ელექტრომაგნიტური თავსებადობის შესახებ წევრი ქვეყნების
კანონმდებლობასთან და შესაბამის დირექტივასთან.
სანიტარულ და ფიტოსანიტარულ მიმართულებასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ, 2024 წლის
განმავლობაში
შეუფერხებლად
მიმდინარეობდა
აღნიშნული
მიმართულებით
განსახორციელებელი საკანონმდებლო დაახლოება. ამ მიმართულებით კანონმდებლობა ჯამში
დაახლოებულია 8 დირექტივასთან. მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილი დირექტივებიც
(დაახლოებით 4 დირექტივა), რომლებზეც მუშაობა დასრულებულია უახლოეს კვირებში იქნება
მიღებული. ამით, 2024 წლის განმავლობაში, რაც სამოქმედო გეგმით იყო გათვალისწინებული,
სრულად იქნება დანერგილი.
აქტიური მუშაობის შედეგად 2024 წლის ოქტომბერში მიღებულ იქნა მოწვევა, რათა
საქართველო მიუერთდეს ორ მნიშვნელოვან კონვენციას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს
ექსპორტს. აღნიშნული კონვენციებია - „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“ და
„საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ“. მიერთების შიდა პროცედურები
დასრულდა. 2024 წლის დეკემბერში კონვენციებთან მიერთების ინსტრუმენტები გაიგზავნა
ევროპის საბჭოში (კონვენციის დეპოზიტარი) და 2025 წლის პირველი თებერვლიდან შევიდა
ძალაში. აღნიშნული კონვენციები და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა (NCTS)
საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციაში ელექტრონულად წარდგენილი
ერთი ტრანზიტის დეკლარაციითა და ერთი გარანტიით განხორციელდეს ტვირთის გადაზიდვა
კონვენციის წევრ ქვეყნებში. ამ კონვენციის წევრი ქვეყნები არიან როგორც ევროკავშირის წევრი
ქვეყნები, ასევე თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, სერბეთი, მაკედონია, უკრაინა და EFTA-ს წევრი
ქვეყნები (ევროპის თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში შემავალი ქვეყნები - ისლანდია, ნორვეგია,
ლიხტენშტეინი და შვეიცარია).
2024 წელს შემუშავდა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების
შეთანხმების პროცესის გეგმის სამუშაო ვერსია DG TAXUD- ის მიერ. იდენტიფიცირებულია და
წარმოდგენილია საბაჟო გამშვები პუნქტები EU ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების
ურთიერთაღიარების მექანიზმის მიზნებისთვის. საქართველო-ევროკავშირს შორის საბაჟო
ქვეკომიტეტის შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა გასული წლის ივნისში, მხარეები შეთანხმდნენ
მომავალში გააგრძელონ მუშაობა აღნიშნული პროგრამის საკითხებზე. საქართველოს
ეროვნული პროგრამით მოსარგებლე სტატუსის ოპერატორების რაოდენობა გაიზარდა 25-მდე.
მომხსენებელმა განსახორციელებელ აქტივობებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 2025 წლის
განმავლობაში, დაგეგმილია ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ და საქონლის
ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ კონვენციების ფარგლებში დანერგილი ახალი
კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის ახალ ვერსიაზე (P6) გადასვლის სამუშაოების
5
განხორციელება.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის საბაჟო სფეროში დაახლოების მიზნით შემოსავლების
სამსახურისა და გაერთიანებული ერების ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის
(UNCTAD-ის) შორის თანამშრომლობით, მიმდინარეობს პროექტის „საქართველოს საბაჟო
სამსახურის ციფრული საბაჟო პლატფორმების დანერგვა" განხორციელება.
ცნობილია, რომ 2019 წელს, ახალი საბაჟო კოდექსის მიღებით საქართველომ შეასრულა
ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულება. მიუხედავად ამისა, გამოწვევად რჩებოდა
რიგი დებულებების, მათ შორის დეკლარირების პროცესების მარეგულირებელი ცალკეული
მუხლების პრაქტიკული დანერგვა პროცედურული თავისებურებებიდან გამომდინარე. სწორედ
ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ზემოთ ხსენებული ციფრული საბაჟო პლატფორმა
ითვალისწინებს ისეთი ფუნქციონალის დანერგვას, როგორიც არის საბაჟოს პერიოდული
დეკლარირება, გამარტივებული დეკლარირება და სხვა. აღნიშნული პროცედურების
იმპლემენტაციით თვისობრივად გაიზრდება საბაჟო კანონმდებლობის თავსებადობა
ევროკავშირის შესაბამის ნორმატიულ ბაზასთან, ხოლო პროექტის დასრულება იგეგმება
მომავალი წლის განმავლობაში.
მომსახურებით ვაჭრობის სფერო ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
მომსახურებით ვაჭრობის ვალდებულებების შესრულების მიზნით გადამუშავდა კანონპროექტი
„ფოსტის შესახებ“, რომლის წარდგენა საქართველოს მთავრობისთვის იგეგმება მიმდინარე
წელს და შემდეგ გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში.
2024 წელს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება
ასოცირების შესაბამისი დანართის განახლებაზე. კერძოდ, მე-15B და მე-15C დანართი, რომელიც
ეხება სატელეკომუნიკაციო მომსახურებისათვის განსაზღვრულ წესებს და საფოსტო/საკურიერო
მომსახურებებისთვის მოქმედ წესებს, რომლის მიხედვითაც, სანამ ეს ცვლილებები
განხორციელდება ევროკავშირთან ამ ორმხრივ შეთანხმებაში განახლებული დანართებით,
ფაქტიურად უკვე მოხდა გადამუშავება იმ საფოსტო კანონმდებლობის, რომელიც წარედგინება
საქართველოს მთავრობას უახლოეს მომავალში.
2025
წელს,
ევროკავშირის
წევრ
ქვეყნებთან
შეთანხმების
შედეგად,
იგეგმება
ტელეკომუნიკაციების, ელ.კომერციის და ფოსტის მომსახურების სფეროებში ევროპული
საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის დამტკიცება და საფოსტო ბაზრის
განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ასოცირების შეთანხმების 2 დანართის განახლება.
დაგეგმილია საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების კანონმდებლობის ევროპულ
ელექტრონულ საკომუნიკაციო კოდექსთან დაახლოების მიზნით საკანონმდებლო პროექტების
მომზადება. ევროკომისიის 2024 წლის გაფართოების ანგარიშის რეკომენდაციების შესრულების
მიზნით, დაგეგმილია ყოვლისმომცველი ციფრული სტრატეგიის შემუშავება ევროკავშირის
სტრატეგიების „Shaping Europe's Digital Future" და „Digital Compass" შესაბამისად.
სახელმწიფო შესყიდვების საკითხთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ 2024 წელს, ასოცირების
შეთანხმების ვალდებულების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დაიწყო
ევროკავშირის კომუნალური სექტორის დირექტივასთან დაახლოების პროცესი. ამ მიზნით,
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი
პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტთან თანამშრომლობით მომზადდა
კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის კომუნალური სექტორის
6
დირექტივასთან სამართლებრივ დაახლოებას.
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონის სრულყოფილი განხორციელების და ევროკავშირის
კანონმდებლობასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების მიზნით, ამოქმედების თარიღად,
ნაცვლად 2025 წლის პირველი იანვრისა, განისაზღვრა 2027 წლის პირველი იანვარი. ამ ეტაპზე
იწყება კონსულტაციები საქართველოს მთავრობასთან კანონში ევროკომისიის მიერ
გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მიზნით, რომელიც უზრუნველყოფს მის დროულ
შესაბამისობას ევროდირექტივასთან.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების მიმართულებით,
კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ 2024 წელს დაასრულა
მოკვლევა 2 საქმეზე, ხოლო მიმდინარე მოკვლევების რაოდენობამ შეადგინა 4. 2024 წელს
სააგენტომ 11 საჩივარი ცნო დაუშვებლად.
2024 წელს სააგენტომ, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების პროცესში, გამოიყენა 3
ეკონომიკური აგენტის მიმართ ინფორმაციის მიუწოდებლობის, ან არასწორად მოწოდების
საფუძვლით 7 ფინანსური სანქცია, რომლის რაოდენობამ შეადგინა 29 000 ლარი. 2024 წელს
დასრულდა თხილის ბაზრისა და მოცვის ბაზრის მონიტორინგი, რომელიც განხორციელდა
ადგილობრივი ფერმერების მომართვის საფუძველზე.
მომხსენებელმა პირობითი ვალდებულებების შეთანხმებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ
2024 წელს 193 საქმეზე გაფორმდა ხელშეკრულება მოვაჭრეებსა და სააგენტოს შორის, რაც
გულისხმობს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, აღადგინონ მომხმარებლების
დარღვეული უფლებები და კანონის შესაბამისად შეცვალონ სავაჭრო პოლიტიკა. სააგენტოს
მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2024 წელს 56 მოვაჭრეს 92
საქმეზე 60 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ გასული 2 წლის განმავლობაში
დასრულებული საქმეების 90 % მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა და მათი მოთხოვნა
სრულად დაკმაყოფილდა.
ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ 2024 წელს
მიმდინარეობდა საქმის შესწავლა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან იმპორტირებული
ფილტრიანი სიგარეტების სავარაუდოდ დემპინგური იმპორტის შესახებ, რომელიც შეწყდა
განმცხადებლის მიერ განცხადების გამოთხოვის საფუძველზე. ასევე, 2024 წელს დაიწყო საქმის
შესწავლა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან და რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს
საბაჟო ტერიტორიაზე არმატურისა და აკინძულის სავარაუდოდ დემპინგური იმპორტის
თაობაზე.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ
საქართველოში სასაქონლო ნიშნების სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების,
დახვეწის, ეფექტიანობის და ერთგვაროვნების უზრუნველყოფის, აგრეთვე სასაქონლო ნიშნების
დაცვის სფეროში მოქმედი ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან
დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით, 2024 წლის 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა
მიიღო კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის
თაობაზე, რომლითაც გაზიარებულია ევროკავშირის სამართლებრივი რეგულაცია სასაქონლო
ნიშნების გრაფიკულად წარმოდგენასთან დაკავშირებით. ცვლილებები შეეხო ნიშნების
საყოველთაოდ ცნობილად აღიარების საკითხებს, განაცხადში საქონლის ჩამონათვალის
მითითების წესებს, სასაქონლო ნიშნებზე უარის თქმის შედარებით და აბსოლუტურ
საფუძვლებს.
7
გაფართოვდა საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის ფუნქციები. სააპელაციო პალატას
შეუძლია იმსჯელოს იმ საკითხებზე, რაც აქამდე მხოლოდ სასამართლოს განსახილველი იყო.
ცვლილებების შედეგად დაინერგა სასაქონლო ნიშნების ახალი ტიპები, კერძოდ, შესაძლებელი
გახდა მულტიმედიური ნიშნებისა და სასერტიფიკაციო ნიშნების რეგისტრაცია. ასევე,
შესაძლებელია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაყოფის უფლება 2 სხვადასხვა
რეგისტრაციად.
მომზადებულია „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის ევროპარლამენტისა და საბჭოს
დიზაინების სამართლებრივი დაცვის შესახებ დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის
მიზნით „დიზაინის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც
წარედგინება საქართველოს პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე განსახილველად.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროში დაახლოების შედეგად მიღებულ
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ"
საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელი გახდა ინტელექტუალური საკუთრების
უფლებების დაცვა (ex-officio აღსრულება საბაჟოზე). 2024 წელს დარეგისტრირდა 239 ნიშანი.
2024 წლის განმავლობაში საბაჟო დეპარტამენტის მიერ სავარაუდო კონტრაფაქციული
საქონლის შეჩერების შესახებ გამოიცა 184 ბრძანება.
მნიშვნელოვანი მიმართულებაა ასევე, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და FAO-ს შორის მჭიდრო და უწყვეტი
თანამშრომლობის Black sea for fish პროექტის ფარგლებში განხორციელებულია კვლევები
თევზის შესაბამის სახეობებზე. იგეგმება პრიორიტეტულ სახეობებზე კვლევების ჩატარება შავი
ზღვის არეალში, როგორიც არის ქაფშია, სტავრიდა, მერლანგა, კამბალა, ხონთქარა და ასე
შემდეგ.
ტყის მდგრადი მართვის შედეგად წარმოებული ხე-ტყის ნაწარმით ვაჭრობის ხელშეწყობის
მიმართულებით, 2024 წელს ქვეყანაში მოეწყო 15 საქმიანი ეზო საქართველოს 3 რეგიონში:
გურიაში, კახეთსა და თიანეთში. აღნიშნულ საქმიან ეზოებში დასაქმებულია 105
თანამშრომელი.
მომზადებულია ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC-ის) შესრულების
სამოქმედო გეგმის 2021-2023 წლების განხორციელების საბოლოო ანგარიში, რომელიც
განთავსებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ვებგვერდზე. ასევე, შემუშავებულია გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციისადმი
საქართველოს მე-5 ეროვნული შეტყობინების და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის
ანგარიშის საბოლოო ვერსია.
2025 წელს დაგეგმილია საქართველოს მთავრობის კლიმატის ცვლილებების სამოქმედო გეგმის
წლიური ანგარიშის წარდგენა. ასევე, დაგეგმილია საქართველოს კლიმატის ცვლილებების
სამოქმედო გეგმის 2026-2028 წლების სამუშაო ვერსიის მომზადება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი
განიცადა შრომის უფლებების დაცვის კუთხით. განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომის
ინსპექციის სამსახურის მანდატის კიდევ უფრო გაფართოება. მნიშვნელოვნად გაიზარდა
შრომითი ნორმების დაცვის მიმართულებით განხორციელებული ინსპექტირებების
რაოდენობა.
8
2024 წელს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, შრომის ინსპექციის შესახებ საქართველოს
კანონის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით შრომის ნორმებზე ზედამხედველობისას
განხორციელდა 5 406 აქტივობა 3 191 ობიექტზე, როგორც პირველადი და შემდგომი
ინსპექტირებები, ასევე, დარღვევების აღმოფხვრამდე, ასევე მონიტორინგი. ზედამხედველობა
ჯამში 114 000 დასაქმებულ პირს შეეხო. ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილი
დარღვევების შესაბამისად, სამსახურის მიერ გაცემულ იქნა 23 015 მითითება, რომელიც 1292
ობიექტის მიერ იქნა სრულად გათვალისწინებული.
ლევან მახაშვილმა აღნიშნა, რომ კომპლექსური დოკუმენტი იქნა წარმოდგენილი, რომელიც
პირდაპირ კავშირშია გაფართოებასთან. თითოეული რეგლამენტი არის ორიენტირებული
იმაზე, რომ სხვადასხვა მიმართულებით გაუმჯობესდეს მოქალაქეების ყოველდღიური
ცხოვრება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია
შრომის უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, ენერგო ეფექტიანობის საკითხებზე,
სათამაშოების
უსაფრთხოებაზე,
საკვების
უვნებლობაზე,
საყოფაცხოვრებო
ელექტრომოწყობილობების უსაფრთხოებაზე, სამედიცინო აპარატის ხარისხის მართვის
სისტემაზე, საწვავის ხარისხის მართვის სტანდარტებზე.
აზრი გამოთქვეს:
ლევან მახაშვილი დაინტერესდა თუ რომელ ქვეყნებთან იგეგმება უახლოეს მომავალში
დიაგონალური კუმულაციის რეჟიმის ამოქმედება და რა ეტაპზეა მოლაპარაკებები. ასევე
დაინტერესდა ექსპორტის თვალსაზრისით როგორია დინამიკაა და თუ შევძლებთ ახლო
მომავალში ევროკავშირში ახალი პროდუქტების გატანას საქართველოდან.
გენადი არველაძემ განმარტა, რომ დიაგონალური კუმულაცია არის რეჟიმი, რომელიც
საშუალებას აძლევს საქართველოს ისარგებლოს თურქული ნედლეულით და ამ ნედლეულით
შექმნილი პროდუქცია ჩაითვლება ქართულ ნაწარმად, რაც ევროკავშირის სტანდარტების
დაკმაყოფილების შემთხვევაში ევროკავშირის ბაზარზე შევა DCFTA-ის პრეფერენციით, ანუ
გათავისუფლდება ყოველგვარი საბაჟო გადასახადისგან. ასევე საქართველოს დიაგონალური
კუმულაციის რეჟიმი შეუძლია აამოქმედოს ყველა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ერთდროულად
აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, როგორც საქართველოსთან ასევე ევროკავშირთან.
ასევე დაინტერესებულები არიან საქართველოში შეიქმნას საწარმოები ჩინეთიდან და აზიიდან
რაც დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას. რაც შეეხება ცხოველურ პროდუქტებს ეს არის
პრიორიტეტული მიმართულება, წარმატებით განხორცილდა გარკვეულ პროდუქტებზე
ევროკავშირისგან აღიარება (თაფლი, მატყლი, შავი ზღვის თევზი და თევზპროდუქტები).
მომხსენებლის თქმით, პროცესი არის გრძელვადიანი და კომპლექსური სჭირდება შესაბამისი
ინფრასტრუქტურის შექმნა, რომ ადგილზე მოხდეს ლაბორატორიაში პროდუქციის შემოწმება.
ვახტანგ თურნავა დაინტერესდა აიტის სექტორით თუ რამდენი აქვს ბრუნვა ევროკავშირთან და
რა კეთდება მის გასაუმჯობესებლად. იგეგმება თუ არა უფრო მეტი დეველოპერული კომპანიის
შემოყვანა ქვეყანაში.
გენადი არველაძე
გაზრდილია სერვისების ექსპორტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში
გლობალურად. უფრო დეტალურად კომიტეტის მიეწოდება წერილობით.
ისევე
როგორც
კომიტეტმა მოისმინა საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2024 წლის ეროვნული
სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში და „ღრმა და ყოვლისმომცველი
9
თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების 2025 წლის სამოქმედო
გეგმა და ცნობად მიიღო
ლევან მახაშვილი
სხდომის თავმჯდომარე
10